ყინული დაიძრა

დღეს იმ შეხვედრაზე ვიყავით მე, დოდკა და მროველი გუშინდელ პოსტში რომ ვახსენე.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი დამსწრეთა დაინტერესებით და პატარა იმედიც გამიჩნდა, რომ რაღაც შეიცვლება ბლოგოსფეროში.

მართალია, დღევანდელი შეხვედრა და იქ გამოთქმული მავანთა იდეებით ჩემი გაბედნიერება დეკემბერში ჩვენს (ანუ ბლოგერების) კინოსეანსზე დაპატიჟებას მაინც ვერ გადაფარავს, რადგან მაშინდელი კინოში მიპატიჟება პირველი სიყვარულივითაა, პირველი მერცხალია და მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დღევანდლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვლება, ეგეც ფაქტია.

პირველ რიგში გეტყვით, რომ დეტალების დიდად გახმაურება არ მინდა/გვინდა, მაგრამ თუ პირობას მომცემთ, რომ ჩვენს შორის დარჩება “საიდუმლოდ გავამხელ”: საქმე ეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაბლოგერებას. იმ მომავალ ჟურნალისტებს, რომლებიც ხვალ და ზეგ წამყავნი ტელევიზიების ეკრანებზე გაიბრწყინებენ ან პოპულარული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და წარმომადგენლები გახდებიან.

დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ბავშვებთან იყო, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი დიდი ყურადღებით მოეკიდა ბლოგინგის არსს, დაინტერესდა და შეხვედრამაც მშვენივრად ჩაიარა.

შეხვედრას 2 ცნობილი სახეც ესწრებოდა… ^_^

მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ…

ხო? ;)

12 Comments

  1. ბლოგინგი საზღვარგარეთ ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ახალ, მარა ძალიან ყურადსაღებ ასპარეზად მიიჩნევა. კარგი იქნება, საქართველოშიც თუ მსგავსი სეროზულობით მოეკიდებიან :)

    1. იასნია, მინდა განვითარდეს ბლოგინგი მაგ მხრივ. სერიოზული ბლოგები შეიქმნას.

      აბა მარტო იმას კითხულობს ხალხი კბილები როდის გამოვიხეხეთ :(

  2. გადასარევი იდეაა და ყველანაირად მხარს ვუჭერ!!!!!! თან რაც მთავარია, ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაშიც გარკვეულ წვლილს შეიტანს. გაფართოვდება იმ ადამიანების წრე, რომელსაც საკუთარი აზრების გამოთქმა შეეძლება. მომავალ ჟურნალისტებს რაც შეეხება, სასარგებლო იქნება თუ პირადი დღიურების ნაცვლად ბლოგებზე საინტერესო თემებს განიხილავენ ნებისმიერ სფეროში, რომელიც კი მათ აინტერესებთ. ძალიან ძალიუან კარგი იდეაა და მარტო მომავალი ჟურნალისტებით არ უნდა შემოიფარგლოს ეს წრე. ყოჩაღ!!!!!!!

  3. მოკლედ მე მოვლენებისთვის ცოტათი წინ გამისწრია :) ჯურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი მაგრამ ეხლა შევიცვალე პროფესია და სოციალური სამუშაო ვარჩიე… მეორადი ჯერ ისევ ჟურნალისტიკა მაქვს მაგრამ გაუქმებას ვაპირებ და ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საგნებით ჩანაცვლებას… ძალიან კარგი იდეაა… ციტა დრო დასჭირდება, მაგრამ მ აინც ძალიან კარგია :)

    1. რა გინდა კაცო, ხომ არ იკარგება :)

      აი გამოვაქვეყნე ახლა.. :)

      შენი იმეილი არ მოსწონს ალბატ ^_^

  4. და იცით რაზე დავფიქრდი? აი უცებ რო ძაან პოპულარული გახდეს ეს ყველაფერი და ხალხმა აქუბარდიას ” შოუს” ყურების ნაცვლად ბლოგებზე დაიწყოს ინფორმაციების მოძიება და ა.შ, პერსონალური ბლოგების ავტორები არ “დავკომპლექსდებით?” თუ ვთქვათ ყოველდღე 700 კაცი შემოვა ვეღარ დავწერთ ვერაფერს ან თუ დავწერთ მერე ქალაქში დიდი სათვალეებით და ქუდებით უნდა ვიაროთ :D

    1. It’s a fame! :D

      დაიკიდე რა!

      გინდ ვარსკვლავების აკადემიაში გავსულვარ და გინდ Sweet.ge-ს ავტორი ვყოფილვარ ^_^

  5. ეგ ამბები ძალიან მახარეს მე )))
    შემდეგში თუ კიდევ იქნება შეიძლება მეც რომ წამოვიდე? მსგავს აქტივობებში ჩართვა ძალიან მინდა :ლოვე:

  6. რა დხება, სიახლეები ჯერ არ არის ამ პოსტში გახმოვანებულ ამბებზე? ძალიან მაინტერესებს მართლა. სამწუხაროდ პირადად არ შემიძლია მონაწილეობა ამ აქტივობებში, დიდი სურვილის მიუხედავად, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და რა კონკრეტული შედეგები ექნება. თუ ამ საქმიანობის გავლენის შედეგად რაიმე საინტერესო ბლოგი გაჩნდება, იმედია საქმის კურში გვიყოლიებთ :) და კიდევ, ჩემს თხოვნას გავიმეორებ, რომ საუბრების დროს აქცენტი რომ გააკეთოთ იმაზე, რომ მეტი თემატური ბლოგები შექმნან, ვიდრე პირადი დღიურები, თუმცა დღიურებსაც რა თმა უნდა არავინ არავის დაუშლის. ვფიქრპობ რომ ძალიან საჭიროა და თითქმის აუთვისებელია ბევრი სფერო, რასაც სტუდენტები ადვილად გაართმევდნენ თავს. მოკლედ მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ!!!! :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.