ქართული კორპორატიული კულტურა

ერთი თანამშრომელი, რომელიც დილით ზუსტად 10 საათზე მოდის სამსახურში, შედის ეგრევე ყავის დასალევ ოთახში, 1 საათის განმავლობაში ეწევა 2 ღერ სიგარეტს, შემდეგ ჯდება კომპიუტერთან, ”რაღაცას” მუშაობს (ძირითადად ინტერნეტში დაბორიალობს), 2-დან 4-მდე ”შესვენებაზეა გასული”,6-ს რომ 15 წუთი გადაცდება – მიდის. ეს თხუთმეტი წუთი ბოლო ხინკლის პონტია, ”6-ზე ეგრევე ხომ არ გავიქცევი?” და ის 15 წუთი ზის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. მერე თავის ოთახში შედის, უფროსს დაენახვება, რომ ოფისშია 7-ის 15 წუთამდე, მერე დემონსტრაციულად თიშავს კომპიუტერს და მიდის სახლში.

მეორე თანამშრომელი მოდის 11-ზე, არც ყავას სვამს და არც სიგარეტის მოსაწევ ოთახში შედის. ეგრევე ჯდება კომპიუტერთან. იწყებს მუშაობას. შუადღისას ასე 3 საათისთვის 20 წუთით გადის ოფისიდან რომ რამე საჭმელი იყიდოს და სამუშაო ენერგია განიახლოს. შემდეგ ბრუნდება და ისევ მუშაობს 8-ის ნახევრამდე. მერე მიდის სახლში. ოფისში აღარავინაა დარჩენილი დაცვის გარდა.

ქართულ სტანდარტულ კომპანიებში მეორე თანამშრომელს აუცილებლად გაათავისუფლებენ სამსახურიდან. იმიტომ რომ ”დილით აგვიანდება” და ”არღვევს კორპორატიულ კულტურას”. ”სხვა თანამშრომლები რომ უყურებენ, ისინიც ასე იქცევიან” და ა.შ.

მეორე საკითხია ჩაცმულობის კოდექსი. იგივე დრეს-კოდი…

საქართველოში არ არსებობს კორპორატიული კულტურა.  კორპორატიული კულტურა ზოგს ჰალტუხი და პიჯაკი ჰგონია. ის კი არ იცის რომ ჯინსიც შეიძლება იყოს კორპორატიული კულტურა.

არ მესმის, რატომ არ შეიძლება task-oriented თანამშრომელმა იმუშავოს თავისუფალი გრაფიკით და რა საჭიროა 8 საათის განმავლობაში ოფისში იჯდეს. ზოგს მაგალითად სახლში უფრო მოსწონს მუშაობა. ზოგს კი – ბუნებაში :) იქნებ ვიღაცას შუადღის 4-დან საღამოს 10-მდე უსწორდება მუშაობა?

task-ში ვგულისხმობ გარკვეული სამუშაოების შესრულებას, გარკვეული დროის პერიოდში. როცა გაქვს დედლაინი და აზრი არ აქვს, ბოლო დღეს გააკეთებ მთელს სამუშაოს, თუ დღეში 2 საათს დაუთმობ.

ხოდა იმიტომაც აქვთ კარგად საქმე ქართულ კომპანიებს…

 

 

პ.ს. იმ დღეს გოდესასთან ლაპარაკმა მიმიყვანა ამ პოსტის იდეამდე…

13 Comments

  1. ჰო :(
    ეგ ამბავი მეც მაწუხებს და მაგ მხრივ 0-დონეზე ვართ საქართველოში…
    არ ვიცი კიდევ რამდენი წელია საჭირო მაგ ყველაფრის შესაცვლელად …

  2. რა კორპორატიული კულრუტა, რის დრეს კოდი, ელემენტარული ნორმალური შრომის კოდექსი აქ არსებობს :( და თანამშრომლის დაფასება.
    კოშმარ რა

  3. მეც მინდა მასე, უდრესკდოთ და თავისუფალი რეჟიმით და დედლაინებით.. მარა სადაა :(

  4. მე იმედი მაქვს, რომ ნელნელა ყველაფერი გადავა ტასკ-ორიენტედობაზე და სახლში (ან ადამიანისთვის ნებისმიერ სხვა კომფორტულ გარემოში) მუშაობაზე, as long as task is completed, who the hell should care where I put my butt?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.