ერთიანი ფასდაკლების ბარათი

მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტი, რომლის ანალოგი მე პირადად არ მინახავს ჯერ!

ეს არის მრავალჯერადი გამოყენების ”ერთიანი ფასდაკლების ბარათი”, რომლითაც შენაძენზე გარკვეულ ფასდაკლებას იღებ საქართველოს 200-მდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტში. ამ ბარათზე არ არის საჭირო (და ვერც გექნება) გქონდეს ფული, ანუ საბანკო ბარათებივით კი არაა, უბრალოდ გადახდისას აჩვენებ და ფასდაკლებას გიკეთებენ.

მე პირადად ყველაზე მეტად გამიხარდა ფასდაკლებები:

  • პრეგოში – 15% (პიცა, ნიამუ-ნიამუ :love: ),
  • ინგლისურ ჩაის სახლში (სამივე ”ფილიალში”)- 10% ( მე და კოტეს მანდ ხანგრძლივი პაემნები გვქონდა ხოლმე :love: )
  • სანტა-ფე – 25%, (მოშნი ფასდაკლება ჩანს, ნახავდა კაცი…)
  • ავიაბილეთები – 2-4% (ეს გამომადგება როდესმე. იმედია წელს… :jump: )
  • ESPRIT – 10-20% (ამათი ტანსაცმელი ძალიან მევასებოდა ყოველთვის, მაგრამ მაგ მაღაზიაში მისვლას ვერ ვბედავდი ფასების გამო, და ყოველთვის Second-hand-ებში ვეძებდი ესპრიტის ბირკიან მაისურებს. ეხა შევალ და მამაცად ერთ ორ რამეს გამოვიყოლებ. ეგ უეჭველია :D )
  • საბილიარდო ”უნივერსი” – 10% – აქ კოტეს მოეწონება :jump:
  • ლუტეცია, ივ როშე- 5% – კოსმეტიკა :user:

რაც მთავარია ამ სავაჭრო ობიექტების სია იზრდება დღითი-დღე.

ბარათი არსებობს 3 თვიანი, 6 თვიანი და 12 თვიანი.

მე პირადად 12 თვიანი ბარათი მაქვს. (უფრო რაღაც VIP პონტივითაა და თან ოქროსფერი ასოებით აწერია ვადა. მოკლევადიანებს – ვერცხლისფრით)

15112008567

საახალწლო საჩუქრად ვაპირებ ოჯახის წევრებს ვუყიდო 3 თვიანი ბარათები. ცუდი საჩუქარია? :spy: ჩემი აზრით ძალიან მაგარია. ჩემმა თანამშრომელმა კონკრეტულ მაგალითზე დათვალა დღეს, რომ ვინც 1 წლიან ბარათს გამოიყენებს აქტიურად, 1040-და რაღაცა ლარს ზოგავს წელიწადში. არადა რაღაც 100 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა ნივთები იყო იმ მაგალითში.

მერე თუ ხშირად გამოიყენებენ – 1 წლიანები ვუშოვო ჩემებს (რაოდენობა შეზღუდულია, თუ არ გაიყიდა მერე ყველა და ყველაფერი :( )

ძალიან საყვარელ ქაღალდის ბუდეში დევს… :user:

15112008570

მი ლაიქიიი! :love:

მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი ვარ მე :)

ფასდაკლების ბარათი იყიდება როგორც კორპორატიულ კლიენტებზე, ისე კერძო პირებზე.

ვისაც მოუნდება ამ ბარათის შეძენა მომწეროს კომენტარში. კითხვებიც კომეტნარში.

საახალწლო სპეციალური ფასები: 3 თვიანი – 10 ლარი, 6 თვიანი – 15 ლარი, 1 წლიანი – 25 ლარი.

[იანვრიდან ალბათ მოიმატებს ეს ფასები]

დამატებითი ინფორმაცია და ფასდაკლების ობიექტების სია იხილეთ ვებ გვერდზე: http://discount.ge

P.S. მერე რა, რომ Green Card-ი შორიდანაც არ მინახავს, სამაგიეროდ Discount Card-ი მაქვს! :D

14 Comments

  1. გილოცავ, ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ რა მაინტერესებს იცი? აი რო წერია 5 დან 25% მდე ფასდაკლებაო რა გავიგო 5 % მექნება ფასდაკლება 15 თუ 25% ? :S

  2. მანდ არ ვიცი რომგორ მაგრამ აქეთ ფასდაკლების ბარათები მაღაზიებში რომ სეზონური სეილებია არ მოქმედებს (ტონა მაქვს ეგ ბარათები, ცისარტჱელას ფერებივით :)
    ხოდა , კაფე – რესტორნებს რაც შეეხება სომოვნებით ვიქონიებდი ბარათს.. მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება :(

  3. @ხატია, Pink Panthere, როცა სეზონური ფასდაკლებებია მაშინ 5%-ს იღებ, როცა ჩვეულებრივი ფასია მაშინ – 25%.

    და ყველა მაღაზიაში თავისებურადაა მაგრამ ძირითადი წესი ეგ არის.

  4. ჯერ ჯერობით მარტო კოტონში გამოვიყენე, 40 ლარამდე გამომივიდა ფასდაკლება..

    მეორედ რომ მივედი, დასეილებული იყო ყველაფერი და აღარ მოქმედებდა

    კაი რამეა

  5. მმმ.. მრავლისმომცველი კომენტარი უნდა დაგიტოვო, ჰოდა მოემზადე:
    1, ახალ სამსახურს გილოცავ. მარკეტინგი.. როგორ მინდა მარკეტინგში გადასვლა, იმედი მაქვს მალე მოხდება : ) თან როცა საქმე გაინტერესებს და მოგწონს კიდეც მაგას რა სჯობს. წარმატებები :*

    2, მთავარია შენ გჯეროდეს შენი თავის და ყველაფერი გამოვა. ეს სიმღერას ეხება. კარგია ვოკალზე სიარული, დაიხვეწები და პრობლემებსაც აღკვეთავ : ))

    3, საბერძნეთში მიდიხართ? რა მაგარია. 2 მამიდა და 2 ბიძა მყავს მანდ თავისი შვილებით, რძლებით, სიძეებით და შვილიშვილებით, მარა ჩასვლას ვერ ვახერხებ :(

    4, მგონი სულ ეს იყო :))

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.