გილოცავთ…

…ძველით ახალ წელს ყველას :)

დღეს კაი დღე იყო.

ახალი კოსმოპოლიტენი ვიყიდე, გადასახადები გადავიხადე, სახლი დავალაგე, მუშები იყვნენ მოუსლები და გარდერობის ზომები აიღეს, თან ძველით ახალი წელია.

საქმეც არაფერი მაქვს ისეთი.

ნუ თუ მოვინდომებ შემიძლია გამოვიჩხრიკო მაგრამ დღეს DAY OFF-ი მაქვს სამუშაოსგან. :user:

ბავშვობიდან დედაჩემი ჩემი ერთი თვისებით აღფრთოვანებში მოდიოდა: ეს იყო ჩემი უნარი არაჩვეულებრივად გამერთო საკუთარი თავი. არ მჭირდებოდა არც ბევრი სათამაშო არც ზღაპრების მოყოლა. ერთადერთი რითაც ვერთoბოდი იყო ჩემი ფანტაზია და მინიმალური რაოდენობის რესურსები (კუბიკი, თოჯინა, ფურცელი და პასტა, გაზეთი რომელსაც დავხევდი 1000 ნაწილად და გავბედნიერდებოდი, რადგან მომწონდა ფხრეწის ხმა).

თუ რამე რესურსი შემომაკლდებოდა თავად ვქმნიდი მათ. მაგალითად, ქაღალდის ფულებს ვჭრიდი და ბანკობანას ვთამაშობდი, თოჯინებს კაბებს ვუკერავდი და ა.შ.

ჩემგან განსხვავებით ჩემს ძმას სულ გასართობის პრობლემა ჰქონდა და სულ ბრაზობდა, რომ მე კარგად ვირთობდი თავს და მასთან თამაში არ მჭირდებოდა. ამიტომ მოდიოდა და ხელს მიშლიდა თამაშში. ხან თოჯინებს მიმალავდა, ხან კუბიკებს, ხან ნახატებს მიხევდა, ხან ფირსაკრავის ფირფიტას წამართმევდა ან უბრალოდ ჩამარტყამდა ხოლმე, მწარედ რომ ავტირებულიყავი და აღარ მეთამაშა. :D ნამდვილი სადისტი იყო პატარაობაში. თან ეგ ჩემზე პატარა რადგან იყო, მეცოდებოდა და ვერ ვცემდი :D თორე ძაან მინდებოდა, რამე ჩამეთხლიშა თავში :user:

ამ ყველაფრის მერე ბღაოდა მეთამაშე, მეთამაშეო :D მე კიდე დამტვრეულ სათამაშოებს მივსტიროდი აღარც თამაში მინდოდა და არაფერი… :D

ხოდა რაზე გამახსენდა ეს ამბავი.

წეღან ერთი იდეა მომივიდა. [აქ არ დავწერ ჯერ ჯერობით, სანამ კარგად არ მოვიფიქრებ, რა მინდა მაგ იდეისგან]

რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო. საერთოდ ეს იდეა რამდენიმე წლის წინ მომივიდა და მაშინ წამოვიწყე პატარა პროექტი მარა ჩამივარდა რადგან არ მეცალა. ახლა უფრო მაგრად დავგეგმავ და აუცილებლად გამოწურავ მაქედან რამეს. :user:

ნუ თვითონ პროექტი ზე-საიდუმლო იქნება განხორციელების შემდეგაც ;)
მხოლოდ მონაწილეებს ეცოდინებათ მისი არსი. ასე რომ ჩემგან ერთ მშვენიერ დღეს წერილი თუ მოგივიდათ დაუფიქრებლად  არ წაშალოთ. იქნებ რას გპირდებით :D

P.S. დოდი და აივერსონ, ეს ის პროექტი არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ მაგასაც განვახორციელებ როდესმე :user: პროსტა ახლა მეზარება…

3 Comments

  1. გამარჯობა :)
    მომწონს შენი ბლოგი ძაან…
    იმის დაწერა მინდოდა, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ჩვენს ოჯახშიც… მე, მთელი ბავშვობა შემეძლო მარტოს მეთამაშა. ჩემი პატარა ძმა კიდევ ამაზე ბრაზდებოდა და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა… მემგონი ყველგან ეგრეა :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.