გასაუბრება

რა ვქნა არ ვიცი.
დღეს დამირეკეს თელიანი ველიდან და გასაუბრებაზე დამიბარეს.
რაღაც მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიაა, სტუდენტი სჭირდებათ (?).

ხვალ 11 საათზეო. კაი მეთქი.
რომ გავთიშე, მერეღა გამახსენდა, ხვალ 11 საათზე ცურვაზე უნდა ვიყო გვანცასთან ერთად.
თანაც არ ვიცი მინდა თუ არა მუშაობის დაწყება თელიანი ველში.მე ხომ ზაფხულში საკუთარი ბიზნესის დაწყებას ვაპირებ. სულაც არ მაქვს ზედმეტი 8 საათი ყოველდღე რომ მათ მივუძღვნა.
რად მინდოდა CV-ს რომ ვაგზავნიდი… ჰმმ…

რა ვქნა?

5 Comments

  1. თუ მაინც უარის თქმას აპირებ, მაშინ ცურვა ჯობია, მაგრამ თუ ვერ წყვეტ, მაშინ გასაუბრება, მერე შეიძლება ინანო და მაგას ჯობია, სცადო. იქნებ და მოგეწონოს : )

  2. მგონი ეგ ის ადგილია სადაც რამოდენიმე თვი წინ ჩემი დაქალი მუშაობდა. ამაღამ რომ მოვა სახლში ვკითხავ..
    და მაგის მიხედვით გადავწყვეტ :)

  3. ki eg zustad eg adgilia da me movuyevi mas im cheshamritebis shesaxeb romelzec info mqonda me da davamate rom unda naxos iqneba iq rac xdeba mis mazoxistur suls malamod daedos :D :D

  4. აუ ვიცი ეგ გრძნობა , მაგარი ცუდია, რომ ვერ გადაგიწყვეტია მაგრამ მგონი საკუთარი ბიზნესი ჯობია, მე ეს არჩევანი გავაკეთე და ჯერჯერობით არ ვნანობ.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.