ბუბლე

მოკლედ სულ გამოვშტერდი. რაღაც ძაან პოლიტიზირებული სიზმარი ვნახე სააკაშვილზე და პატარკაციშვილზე. იქვე ეკა მამალაძეც გაეძრო… :confused:

სიზმარს არ მოვყვები თორე უშიშროებაა ჩასაფრებულიო ბლოგებზე გავიგე… :D

სამსახური ხო დავიწყე და… ერთი გოგო მიიღეს ჩემთან ერთად კიდე – პირობითად თიკო დავარქვათ. ხოდა ძაან კაი გოგოა, მაგრამ რატომღაც თავიდანვე ამყვა შეგრძნება რო არ ვევასებოდი… :( ვერაფრით ვერ დავუახლოვდი. მაქსიმალურად ვცდილობდი რო ყურადღება გამომეჩინა და რაღაცეები მარა არა…

ხოდა გუშინ რაღაც მუსიკას ვუსმენდი ნაუშნიკებით და ვთარგმნიდი. ცოტა ხანში ამან წაიმღერა If tomorrow never comes”-ო და მეთქი გინდა ჩაგირთო ეგ სიმღერა? თვალები შუბლზე აუვიდა. იციო? მეთქი lol როგორ არ ვიცი. შენ რა სიმღერა უნდა მითხრა რო არ ვიცოდე -მეთქი. და დაიგრუზა… გეტყვიო! აბა მიდი მეთქი.

დაიწყო ფიქრი… შენო ბუბლე მაინც არ გეცოდინებაო. lol მეთქი ჩემი საყვარელი მომღერალია მაიკლ ბუბლე. ტიპს ყბა ჩამოუვარდა და მომენტალურად ვიგრძენი, რომ მაღიარა :D :D :D საიდან იციო თბილისში ვაფშე არავინ რო აზზე არააო. მეთქი მედა ჩემ დაქალს გვევასება.gggg

ეს გოგო ეიჩარის ფუნქციას ასრულებს ამ დღეებში. გასაუბრებაზე იბარებს სხვებს და ესაუბრება :P და იმ წუთას მოუვიდა ზუსტად ერთი აპლიკანტი და ვეღარ დამელაპარაკა მაგ თემაზე, თორემ ააააააა ეგეთი იყო. საიდან იციო და რაღაცეები. გაფრიკა :D და მერე მეც წამოვედი სახლში. ახლა მელოდოს ორშაბათამდე. :D

მუსიკა ვსიოტაკი აახლოებს ადამიანებს :D

6 Comments

  1. თინეიშეს დი?:D საზიზღრები ეგენი და უზრდელები:D

    და Michael Buble’-დან (და If tomorrow never comes-დან) გამომდინარე ვხვდები ძირითადად როგორ მუსიკას ანიჭებ უპირატესობას.

    აბა მე გკითხავ რამეს ჩემი ფლეილისტიდან: მმმმმმმ, Eventide feat. Robina “And I” მოგისმენია? შენ უნდა მოგეწონოს, მთლად ჩემი განწყობის მუსიკა არ არის დღესდღეობით.

  2. აბა რა უნდა ქნა:) მგონია რომ მოგეწონება. თუ არ მოგეწონა და სორი შენი დროის გაფანტვისთვის:)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.