აცივდა

შთაგონება: ჩორვენის პოსტი

დღეს სერიოზულად შემგრილდა…

და ძალიან მიხარია რამოდენიმე მიზეზის გამო:

  1. ჩექმებს ჩავიცვამ!!!
  2. ახალი საშემოდგომო ტანსაცმელი მაქვს უამრავი :უსერ:
  3. ყველაფრის კეთება მეხალისება სიგრილეში… გუშჳნ სადილიც კი გავაკეთე. არადა სიცხეში გაზთან ურთიერთობა რა ცუდია…
  4. მთელი დღე მხიარულ მუსიკას ვუსმენ და ცეკვაც არ მეზარება  (თითქოს ეს ამინდი დეპრესიულია მარა ჩემთვის ძაან მაგარი ამინდია და ვხარობ)

დღეს გვანცამ Across the Universe-ის საუნდტრეკები გამომიგზავნა. ახლა ჩავრთავ. აღმოჩნდა რო ძაან უყვარს ეგ ფილმი. მერე ჯენის ბლოგის მისამართი მივეცი.

 

Oh, Darling-ის კარაოკე მაქვს და ვამუღამებ უკვე ნახევარი საათია…

ვნახოთ რა გამოვა… ზეგ ჯენი დავპატიჟე ჩემთან… თუ კაი გამომივიდა ვუმღერებ ლაივში :D

One Comment

Leave a Reply to ჩორვენი¹³ Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.