შენ ალბათ არ იცი…

by Sweety on 24 ივნისი, 2006 · 4 comments

in დღიური


დაკვირვებიხარ, გაღვიძებამდე – ძილის ბოლო 40 წუთი – როგორ იწელება?
ჯერ უეცრად გეღვიძება, თავი დამძიმებული გაქვს, მერე ბურანში მიდიხარ და ათასგვარ სიზმარს ნახულობ. როცა ხელმეორედ გეღვიძება და საათს შეხედავ, სულ რაღაც 7 წუთი გასულა თურმე… აღმოაჩენ… არადა, რამდენის გაფიქრება და გააზრება მოასწარი ამ 7 წუთში. მთელი ეპოქა გადაიტანე, გაიარე, გადახარშე.
ისევ გეძინება იმაზე ფიქრში, რომ ასე ნელა გადის დრო გაღვიძების წინ.
შთაბეჭდილებებით აღსავსე მომდევნო 7 წუთი, მერე კიდევ 7, კიდევ 7 და საბოლოოდ თავს ეუბნები: ”კმარა ძილი, ამდენი ადამიანი ელოდება ჩემს გაღვიძებას…”
მერე აღმოჩნედება, რომ არც ისე ბევრი…

ტელეფონი მედო გვერდით… შავი, ფერადნახატებიანი, რომლებიც მე დავაწებე დიდი ხნის წინათ ამ შავ ტელეფონს. ნახატები უკვე მიმქრქალა, კიდეები შემოფხეკილ-შემოფცქვნილი აქვს. ვეღარ ირჩევა.
ხოდა…
ტელეფონი მედო გვერდით. ყურმილის აღება მესიკვდილა… ”უთხარი რომ გეძინა, გაიგებს…”
შემეშენდა ’ჩისტა რაღაც პონჩი’
რატო… დამერეკა… იქნებ სხვანაირად ყოფილიყო…

* * *

ვერ ვიტან მაიკროსოფტ ვინდოუსის ჩატვირთვას სისტემაში. ცოტა არ იყოს და დიდხანს უნდება.
ამ დროს ყოველთვის რაღაც სხვათი ვარ დაკავებული. უფრო ხშირად, გავდივარ სამზარეულოში, რომელიც სამი ოთახის იქითაა და ელექტრო ჩაიდნის ჩამრთველს ვაჭერ ხელს. ჩემი პენტიუმ სამი მომხმარებელში შესასვლელად უკვე მზადაა /მომხმარებელი? იუზერი ანუ? ხო ალბათ…/
(ან ეს დახრილი ფრჩხილები საიდან?).
სამზარეულოდან კისრისტეხით მოვრბივარ ხოლმე და სწრაფად ვკრეფ პაროლს, რომელიც ჩემს გარდა არავინ იცის…
/აჰ, როგორ გამომრჩა… კიდევ იცის ერთმა… მაგრამ ის ჯერ არ მოხვედრილა ჩემს კომპიუტერთან… რა უცნაურია…/და ისევ უკან გავრბივარ სამზარეულოში, გზად მიმაცილებს მაიკროსოფტ ვინდოუსის მხიარული ველქამ ჰიმნი…
ჩაი უკვე ადუღებული მხვდება ხოლმე… გააჩნია თავიდან წყალს რამდენს ჩავასხამ. თეფშზე ვიდებ ფინჯანს და ჩემს პენტიუმთან კომფორტულად ვთავსდები…

მაგრამ… დღეს ჩაი არ დამილევია… თითების ნერვიული კაკუნით ველოდი მაიკროსოფტ ვინდოუსის ჩატვირთვას სისტემაში…
სულმოუთქმელად ავკრიფე პაროლიც.
თითქოს სინდისი მაწუხებდა, რომ არ დავრეკე ათიოდე წუთის წინ… ვფიქრობდი, რაც მალე ჩავრთავდი კომპიუტერს, მით მალე დამიმშვიდდებოდა გული…

* * *


ძველი შეცდომა რომ გახსენდება, ეგეც ’ტეხავს რაღაც პონჩი’.
შეცდომა კი არა ცელქობა, რაღაც წამიერი ეშმაკის შეჩენის გამო ჩადენილი ონავრობა. ხანდახან ბოროტიც. მაგრამ იმ მომენტში ყველაფერს გავიწყებს და მხოლოდ ფიქრობ, ვის რით ავნო…
მით უმეტეს ახალგაღვიძებულზე რომ გახსენდება…

პირველ რიგში ნარჩენები შევამოწმე… შედეგები ანუ…
ფიქრით: წუხელ რომ მივქარე, ნეტა ვინ წამოვიკიდე? ვინ ავარდება ახლა?
სავარაუდო ასავარდნი სიაც მაქვს…
ავარდა, შემაყოვნა, ’წავიდეს ერთი მაგისიც, არ მკიდია?!’.
ემოციური დაძაბულობა მაინც გამომყვა.

* * *

სრულიად არაა სასარგებლო დილის ექვს საათზე დაძინება და შუადღის 5 საათზე გაღვიძება.
არც ჯანმრთელობისთვის და არც ფსიქოლოგიურ-მორალურ-ემოციური სამყაროსთვის.
არა და მორჩა.
თუმცა მთლად ამასაც ვერ დააბრალებ ყველაფერს /მპს-ც შუაშია სადღაც :D /.
ასეთი სიტუაციები არ იწერება კალმით /თუ კლავიატურით?/.
სიტუაციების ასაღწერად ან შესადარებლად ამბობენ ხოლმე:
”ფოთოლცვენასავით ყვითელი საღამო”-ო
ან
”ღამით მიცვალებულთა კვნესისგან შემკრთალი სასაფლაო”-ო

მე ვამბობ ხოლმე:
”მის თვალს ცრემლი მოსწყდა და სადღაც სევდის უკიდეგანო უფსკრულში ჩაიკარგა”-მეთქი. /ისევ მესამე პირში ვფიქრობ საკუთარ თავზე… ასე როგორ შეიძლება…/

* * *


რამდენი რამის დაწერა მინდოდა… აზრი არა აქვს…

”ბექ ინ გეიმ, თაიმ ფორ ფლეი :)


”შენ ალბათ არ იცი…”

{ 4 comments… read them below or add one }

1 ყვავა 1 ივლისი, 2006 at 5:07 am

რას ჰგავს ახლა ეს? რა არის ამდენი დეპრესივი? :) რილექს ენდ ქიფ სმაილინ’ :)

პასუხი

2 Crow Again 13 აგვისტო, 2006 at 4:37 pm

What? Are u not readin’ my Comments? :user:

პასუხი

3 მარ 15 აგვისტო, 2006 at 7:52 pm

ოფ ქორზ აემ რიდინგ იორ კომენტზ :) )))

პასუხი

4 mad-girl 17 ოქტომბერი, 2009 at 2:55 pm

ra sakvareli suratebia:)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</