იოგას ტური სამცხე-ჯავახეთში

ორი კვირის წინ იოგაზე სიარული დავიწყე Ananda Yoga-ში. გადავწყვიტე, სანამ აზიაში სამოგზაუროდ წავალ, ცოტა იოგას და მედიტაციას შევეჩვიო. ორივე ძალიან სასარგებლოა ჩემთვის. პირველი ფორმაში მომიყვანს, მეორე კი არეულ ფიქრებს დამილაგებს.

მოკლედ ასეთი შემართული მივედი ანანდაში და სწორედ ამ დროს იოგას ტური გამოცხადდა სამცხე-ჯავახეთში. მაშინვე დავჯავშნე ადგილი.

ჩვენი მოგზაურობა შაბათს, დილის 9 საათზე დაიწყო.

20130610-173545.jpg

ბორჯომი

გეზი ბორჯომისკენ გვქონდა აღებული. გეგმის მიხედვით ბორჯომის ტყე-პარკში იოგას ვარჯიშები უნდა შეგვესრულებინა. ასეც მოხდა, რამდენიმე საათში მზიან ბორჯომის პარკში ჩვენი ინსტრუქტორის გარშემო იოგას ხალიჩები გავშალეთ და ვარჯიშს შევუდექით.

ჯერ ადვილი ვარჯიშებით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ტრენერმა რთული ვარჯიშების კეთება დაიწყო, რასაც მე გამოვეთიშე. ტურზე ისეთი მონაწილეებიც იყვნენ, რომლებიც რამდენიმე თვეა ვარჯიშობენ და ჩემზე გაცილებით მოქნილები და ელასტიიურები არიან. მათი ბალანსის პოზები შთამბეჭდავი იყო. გამვლელები ჩარდებოდნენ და ტაშს გვიკრავდნენ. ზოგმა შორიდან მობაძვაც დაიწყო და იგივე მოძრაობებს იმეორებდნენ რასაც ჩვენ ვაკეთებდით.

ვარჯიშის შემდეგ ავლაგდით და ბორჯომიდან ცოტა მოშორებით პატარა გზისპირა რესტორანში ვისადილეთ.

daglili me

ახალციხე

ახალციხეში საუკეთესო ამინდი დაგვხვდა. ყველაფერი ოქროსფრად იყო განათებული. რაბათში ადგილობრივი გიდი ავიყვანეთ, რომელმაც ახალციხის და რაბათის ისტორია დეტალურად მოგვითხრო. რაბათი ჯაყელების ყოფილი რეზიდენცია და სასახლე ყოფილა. აქ ვნახეთ ძველი და ახალ აშენებული ნაწილი, ისტორიული მუზეუმი, ფაშას საიდუმლო ოთახი, ულამაზესი ბაღები, დერეფნები, შადრევნები.

bileti

garden

wall rabati

mercxlebi

view from rabat

akhaltsikhe

rabati

20130610-172406.jpg

20130610-172423.jpg

20130610-172431.jpg

20130610-172450.jpg

20130610-172459.jpg

 

აბასთუმანი

აბასთუმანში საღამოხანს ჩავედით. ძალიან ციოდა. საოჯახო სასტუმროში დავბინავდით, თბილი ტანსაცმელი ჩავიცვით და დაღამების მოლოდინში ცხელი და ცივი სასმელებით ვიქცევდით თავს. ღამით ობსერვატორიის მონახულება გვქონდა გადაწყვეტილი. გვითხრეს, თუ დროზე ამოხვალთ სატურნს დაინახავთო.

ობსერვატორიაში კეთილი მოხუცი ასტრონომი დაგვხვდა, რომელმაც ტელესკოპში სატურნი გვაჩვენა და შემდეგ ობსერვატორიის მუზეუმში გიდობა გაგვიწია.

ტელესკოპზე ცოტათი იმედი გამიცრუვდა. მე რომ მოველოდი ისეთი შთამბეჭდავი სანახაობა სულაც არ ჩანდა მასში, სატურნი ძალიან პატარად და თეთრად ჩანდა, ყოველგვარი რელიეფების და ჩრდილების გარეშე. სულაც არ ჰგავდა იმ სატურნს Google-ს ფოტოებში რომ იპოვით. მაგრამ ამ საბჭოთა კავშირის დროინდელმა ჯაბახანა ტელესკოპმა მაინც მოახდინა გარკვეული შთაბეჭდილება. მუზეუმში კიდევ უფრო ძველი და მწყობრიდან გამოსული ტელესკოპები არის დაცული. ასევე ხელუხლებლად არის შენახული ცნობილი ქართველი ასტრონომების სამუშაო კაბინეტები.

ობსერვატორიიდან ღამის 12 საათისთვის დავბრუნდით და სასიამოვნოდ დაღლილები სავახშმოდ ჩავედით სამზარეულოში. ვახშმის შემდეგ ყველას მაშინვე ჩაგვეძინა. ძალები უნდა მოგვეკრიბა, რადგან მეორე დღეს ვარძია გველოდა.

telescope

cabinet

ვარძია

ვარძია ყველაზე მეტად მომეწონა. აქამდე არ ვყოფილვარ და ყველაფერს ზედმიწევნით ვიმახსოვრებდი.

მხოლოდ ახლა შევიტყვე, რომ ვარძიის ფასადი ძველად კლდით ყოფილა დახურული. მთელი ქვაბული მთის შიგნით სიღრმეში იყო გამოკვეთილი და წინა მხრიდან ჩვეულებრივი მთა/კლდე ფარავდა.

წინა მხარე მე-13 საუკუნეში მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა და ახლა ხეობაში ჩაყრილი უზარმაზარი ლოდებითღა თუკი იმსჯლებ, თუ რაოდენ გიგანტური იყო თავდაპირველი კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

ასევე დამამახსოვრდა თამარის ფრესკა ვარძიის ეკლესიაში. როგორც პერსონაჟი და ისტორიიული ფიგურა, ყველაზე მეტად მიყვარს თამარი, თუმცა არცერთ ფრესკაში არ მომწონს მისი გარეგნობა. თუ არ იცი, რომ წმინდანი და დედოფალია, მასზე ერთი მსუქანი, წარბებ გადაბმული ქალია გამოსახული. რა სამწუხაროა…

vardzia

20130610-171756.jpg

20130610-171824.jpg

20130610-172352.jpg

20130610-171913.jpg

20130610-171929.jpg

20130610-171939.jpg

 

ვარძიიდან ჩამოსვლის შემდეგ იქვე ახლოს მდებარე იმერულ ოდასთან ბანაკი გავშალეთ და სანამ ვახშამს ველოდებოდით მინდორზე წამოვკოტრიალდით.

ძალიან სასიამოვნო, პოზიტიურად დამღლელი და დასამახსოვრებელი ტური გამოვიდა. გავიცანი ახალი ადამიანები. აქამდე არავის არ ვიცნობდი ინსტრუქტორის და მენეჯერის გარდა. დარწმუნებული ვარ, ამ ტურის შემდეგ უფრო სიხარულით მივალ ხოლმე იოგას მეცადინეობებზე და ახალ ტურებსაც მალე დაგეგმავს ჩვენი საყვარელი ანანდა.

20130610-171959.jpg

20130610-172010.jpg

20130610-172016.jpg

 ა, ხო – თუ ვინმეს იოგაზე მისვლა გინდათ, ჩემი სახელით მიდით. ახლა აქციაა – თუ  მეგობარს მიიყვან, 8 გაკვეთილს უფასოდ გჩუქნიან. :)

4 Comments

  1. მშვენივრად გიბოდიალიათ ♥ თუმცა მეწყინა ვანის ქვაბულები რომ არ ნახეთ რომელიც ვარძიის ზუსტად მოპირდაპირე მხარესაა

  2. ნედენი <3
    ცოტა არ იყოს გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი :/

Leave a Reply