კოსმიური სუნთქვის წელი

ძველი ჩინელები ადამიანის ცხოვრებას 12 წლიან ციკლებად ყოფდნენ. ამ რწმენით ყოველ 12 წელიწადში ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დგება. პირველი ეტაპი ბავშვობაა, მეორე – მოზარდობა, მესამე ეტაპი – ზრდასრული ცხოვრების დასაწყისი და ა.შ.

ფენ შუიც საუკუნეების წინ ჩინელებმა მოიგონეს. ფენ შუი გვასწავლის, რომ თუ გვსურს ბედნიერები ვიყოთ, მოწესრიგებულად და მშვიდად უნდა ვიცხოვროთ. ზედმეტი ფიქრებისგან უნდა გავათავისუფლოთ გონება, ზედმეტი ნივთებისგან უნდა გავათავისუფლოთ სახლი, ხოლო ზედმეტი ადამიანებისგან – ჩვენი ურთიერთობები.

ჩინელებს სწამთ, რომ უწესრიგობა (ინგლ. Clutter) არის ადამიანის ბედნიერების პირველი მტერი. უწესრიგობის გამო საცხოვრებელი ადგილი მოკლებულია შის ანუ კოსმიური სუნთქვის თავისუფალ მოძრაობას, რაც სახლში დადებითი აურის დამყარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, მაგრამ ხშირად ადამიანებს ძალიან ეზარებათ ცხოვრების მოწესრიგება; არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ოთახის დალაგება, უსარგებლო ნივთების გადაყრა, facebook-ზე უცნობი ადამიანების წაშლა თუ კომპიუტერის desktop-ის ორგანიზება.

მე კი გადავიღალე უწესრიგობისგან. ამას რამდენიმე დღის წინ ოთახის ლაგების პროცესში მივხვდი, როცა წლობით შენახული უსარგებლო ხარა-ხურა ნაგავში მოვისროლე.

ძველი ნივთების გადაყრა საკმაოდ ემოციური პროცესი ყოფილა. საკუთარი თავი ნივთებზე გაგიჟებული ადამიანად არ მიმაჩნია, მაგრამ წლების მანძილზე ზოგიერთი ნივთის გადაგდების სურვილს, რაღაც უცნაური დანანების გრძნობა მიხშობდა. იქნებოდა ეს ცნობილი მომღერლის პოსტერი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მიყვარს, Floppy დისკი, რომელსაც უკვე აღარავინ იყენებს, ყოფილი შეყვარებულის ფოტოსურათი, რომლის დანახვაზეც მუდამ უსიამოვნო მოგონებები მიცოცხლდება, ძველი ნახევრად შევსებული საშინაო დავალების რვეული, რომელსაც ვინახავ შეუვსებელი გვერდების გამო, რომ იქნებ ოდესმე “შავ” ფურცლად გამომადგეს, ძველი წაუკითხავი ჟურნალების მთა, რომლის წასაკითხი დროც არასდროს აღარ მექნება…

რაც არ უნდა იყოს ეს “ხარა-ხურა”, მაინც ყოველთვის გეძვირფასება. მაინც სადღაც კარადის კუთხეში წლების მანძილზე კუჭავ, იქნებ ოდესმე გამოგადგეს, იქნებ ოდესმე მოიცალო წასაკითხად, იქნებ ძველ შეყვარებულს შეურიგდე (ო, მადლობა ღმერთს, რომ – არა!), იქნებ იმ მომღერალმა თუნდაც ერთი კარგი ალბომი გამოუშვას, იქნებ ტექნოლოგიების განვითარება უეცრად შეჩერდეს, ყველა DVD-ROM ერთდროულად გამოვიდეს მწყობრიდან და floppy A: დისკზე მოგიწიოს უკანასკნელი ციფრული სიტყვების ჩაწერა…

თუმცა ამჯერად მსგავს სენტიმენტებს ადგილზევე ვკლავ, საკუთარ თავს ვეუბნები – “Please!” და ძველი ნივთების თავიდან მოცილებაში შეუდრეკელი ვარ. რაც ღირებულია – ვყიდი, რაც უსახური და გაფუჭებული – შეუბრალებლად ვყრი.

სამყარო ერთი დიდი ფიზიკის კანონია. მიზეზ–შედეგობრივი კავშირის გარეშე არაფერი არსებობს. ამიტომაც არ მჯერა, რომ ცაზე თუნდაც ერთი ვარსკვლავი არსებობს ჩემზე გავლენის მოუხდენლად.

ჰო, რახან ვარსკვლავებს გადავწვდით, წელს კატის/კურდღლის წელია – შესაბამისად ჩემი ცხოვრების მესამე ეტაპი დაიწყო – რაც (პირველი აბზაცის თანახმად) ზრდასრული ცხოვრების დასაწყისსაც გულისხმობს.

ზუსტად 2 კვირაში დაბადების დღე მაქვს, ჰოდა, ჩემი პირადი, 24-ე, კოსმიური სუნთქვის წელიც დაიწყება.

ში, მოდი ჩემთან...

ში, მოდი ჩემთან...

26 Comments

  1. ვინც პოსტი წაიკითხა და გაიფიქრა, რას მიედ-მოედებაო, ვურჩევ გაეშვას ამ მონაბოდს და სხვა პოსტების წაკითხვას მიჰყოს ხელი: http://sweet.ge/best/

  2. გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მეც წაგიშლივარ facebook-ზე მეგობრებიდან. თურმე ბლოგერადაც არ მთვლი : ) ხო, გისურვებ რომ “ში მოვიდეს შენთან” : )

    1. ამმ, შენ რომელი იყავი? ეტყობა სახელით და გვარით ვერ გიცანი, მომიტევე. 1500-ზე მეტი ადამიანი წავშალე და რამდენიმე ისეთი ახლო მეგობარიც შემყვა, თავზე დამახურეს ყველაფერი, როცა შეამჩნიეს :D
      თავიდან დამამატე და add message-ში ჩაწერე რომ tatulonely ხარ :love:

  3. ფულის ,ბედნიერების რელაქსის-კუთხეები აკვარიუმები და თევზები გინდა ოთხში :yes:აუცილებელია ბედნიერებისთვის.
    ჩემი აზრით ბევრი კარგი რჩევაა ფენ-შუიში,მაგრამ უფრო ბევრი ცრუ რწმენის პონტში რაღაცეებია :) სარკების განლაგება,საწოლის აღმოსავლეთით შებრუნება და ა.შ.

    1. შენ ჩემზე მეტი გყავს :D 700-ზე ჩამოვედი მე და ჯერ არ დამიმთავრებია :D

      1. რას მოვესწარი :D
        არადა შენ რომ თქვი ადრე, მინიმუმ ხუთასიო, მას მერე გადავწყვიტე, უცნობების ფრენდრექვესთები არ დამეიგნორებინა :დ

        1. სოციალური მედიის თვალსაზრისით სწორს აკეთებ.
          პირადი ცხოვრების თვალსაზრისით – I was so wrong! :(

  4. ზედმეტი ხარახურისგან რომ “გავწმენდილიყავი” მეც ვცადე მეგობრების წაშლა მაგრამ არ გაამართლა,ახალი Facebook-ი გავაკეთე სადაც 20 კაცზე მეტს აღარ ვიმატებ ^^

  5. ვგიჟდები ოთახის დალაგებაზე ხოლმე ^_^ ყოველთვის იმდენ “ახალ” ნივთს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველთვის მენანება გადაგდება. ძველი რვეულები, პოსტერები, რაღაც ფურცლები, დისკები, ფოტოები… უამრავი რამე მაქვს. ყოველთვსი როცა ვალაგებ ნაწილს ვყრი ნაწილს ისევ ვინახავ ხოლმე.

    ერთი მოზრდილი ყუთი ვიყიდე, რასაც გადასაყრელად ვერ ვიმეტებდ ა ვიცი არასდროს გამომადგება და მხოლოდ მოგონებებია იმ ყუთში ვალაგებ და ხშირად ვათვალიერებ ხოლმე :)

  6. არა, ვერასდროს შეველევი ძველ ნივთებს :) თუნდაც ყველაზე გამოუსედაგარს :)
    ნივთების გადაყრით მოგონებებს მაინც ვერ გადავყრი, ასე რომ რა აზრი აქვს?

  7. ‘ზუსტად 2 კვირაში დაბადების დღე მაქვს, ჰოდა, ჩემი პირადი, 24-ე, კოსმიური სუნთქვის წელიც დაიწყება.’

    თუ 24-ის ხდები ესეიგი 25-ე იწყება შესაბამისად:)

    ამ ფენ შუიში აშკარად რაღაც არის. წიგნი შევიძინე Школа гейши. Мудрость Востока для современной женщины, Шацкая და ფენ შუის თავისი დიდი თავი აქვს მიწღვნილი და ერთი სული მაქვს როდის გადავიკითხავ!

  8. მომეწონა პოსტი :) საერთოდ არ მიჭირს ძველ ნივთებთან, “მეგობრებთან” , მართლაც სასიამოვნო პროცესია როცა ზედმეტისგან თავისუფლდები :) როგორ ვერ ვიტან ყველა ნაგავს რო ინახავენ იქნებ როდესმე გამოადგეთ :D

  9. მა ლე ა ხა ლიი პოს ტი და წერეეეე…

    დავიღალე ლოდინით, ყოველდღე ვამოწმებ :D

  10. სვით გთხოვ ერთი პოსტი დაწერე ტუტორიალი როგორ შევქმნათ საიტი, ისეთი როგორიც არის შენი, ლამაზი დიზაინით. ალბათ ბევრს ჭირდება ან დაჭირდება მომავალში :D

    თუ გაქვს დაწერილი ასეთი პოსტი ინქბე პოსტის ლინკი დადოო :)))
    მადლობა

  11. მიყვარს ძველი ჩინელები. ფენ შუი-შიც არის რაღაც ლოგიკა, მაგრამ მაინც შემიძლია საწინააღმდეგო ვთქვა.
    რაც ხელს არ გიშლის რატომ უნდა გადაყარო?? ნებისმიერი გამოუსადეგარი ნივთი შეიძლება ოდესმე დასჭირდეს ადამიანს

  12. ძალიან საინტერესოდ წერ, მომეწონა :)
    წარმატებებს გისურვებ ყველაფერში :)

  13. არა მართლაც და ძალიან მომწონს წერის სტილი,ნააზრევი,ნაგრძნობი და ამის ასე კოხტად გადმოტანა “ფურცელზე” :) პ.ს ალბად მეც მიმაშალე ფესიბუქიდან :))

  14. ძალიან მაგარია )))

    ეგრე გააგრძელე)))

    ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ბლოგს)

  15. ძაან მაგარია პირველად ვნახე ადამიანი რომელიც ასე საინტერესოთ წერს

Leave a Reply to Mahjong Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.