World Blogging Forum 2009

9-12 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმართება მსოფლიო ბლოგინგის ფორუმი – World Blogging Forum.

ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისი ფინანსები არ მაქვს.

სულ რაღაც 450 ევრო მჭირდება, რომ იქამდე ჩავაღწიო. დანარჩენ ხარჯებს ისინი იღებენ საკუთარ თავზე.

მგონი ყველა ბლოგერს მიიპატიჟებენ ვისაც სურს, ამიტომ თუ 450 ევრო გაქვთ, არ დაახანოთ და მისწერეთ იმეილი საიტზე მითითებულ მისამართზე, რომ გინდათ დასწრება.

ბედის ირონიაა, რომ დღეს ამ ბლოგზე შემოსულ ყველა ჩემს უნიკალურ მკითხველს რომ 1 ევრო გამოეგზავნა, იმაზე მეტიც კი შემიგროვდებოდა, რამდენიც მჭირდება წასასვლელად :)

wbf300x100a

16 Comments

  1. ეხ მარი მეც სიამოვნებით წავიდოდი ამ ფორუმზე :) კეთილო ბიძიებო დაგვეხმარეთ :D

  2. მე რომ გამომიგზავნეს “პრემიუმ” მოსაწვევი გიჟს ვგავდი. ყველაზე იაფი მარშრუტიც კი შევადგინე და დავგეგმე. 310 დოლარში ვეტეოდი, მაგრამ ფაფუ ბუქარესტი :( . სოროსის ოფისშიც მივედი, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტი უკვე დავხარჯეთ და ვერ დაგეხმარებითო :(

    1. yep! მეც პრემიუმი გამომიგზავნეს…

      310 დოლარში როგორ ეტეოდი? :spy:

  3. თბილისიდან სტამბულამდე მგზავრობა ღირს 40 დოლარი. სტამბულიდან ბუქარესტამდე კი მატარებელი და ავტობუსი 70 ევრო. იგივე ღირს უკან მგზავრობა. სტამბული ბუქარესტის ავტობუსის ბილეთი “დაჯე” აქ შეიგიძლია იყიდო და მშვიდად გაემგზავრო :)

  4. ყველაზე მეტად მსგავს პოტებს ვერ ვიტან შენი მხრიდან! და ზოგადად სხვების მხრიდანაც!

  5. სოროსის ფონდი რომ არ იყოს რა ეშველობოდა ამ ხალხს..
    ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ყოველთვის სხვის ხარჯზე რატომ ცდილობთ რაღაცის გაკეთებას.. მით უმეტეს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის

    1. სწორედაც რომ “სხვისი სიამოვნების ხარჯზეა” ეგ ორგანიზაცია შექმნილი. ის აფინანსებს ბევრ არაკომერციულ პროექტებს. მის მფლობელს არ ენანება ამისთვის ფული და შენ რა გაწუხებს ვერ ვხვდები. ჰა?

      1. მე მეტყობა რომ რამე მაწუხებს? :)
        ისე, შენ ყველაზე ნაკლებად გიგულისხმე.. არ მინდოდა ასე.. და შენს თავზე ნუ მიიღებ.

        უბრალოდ ამ ბლოგზე მანამდეც გადავაწყდი მსგავს რაღაცას და ახლა კიდევ ეს 1 ევრო.. ან შემოთავაზებების ნაკლებობა მედია ფორუმის მერე.. ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ვიღაცას ავალდებულებენ.
        არ მითხრათ რომ თუ გაღიზიანებს პოსტი, ნუ კითხულობო. :) კომენტარი ამისთვის არის

        1. რა ცუდად გაგიგია ჩემი ფრაზა.
          იმის აღნიშვნა მინდოდა რომ დაახლოებით იმდენი ევრო მჭირდებოდა რამდენი უნიკალურიც შემოდის ამ ბლოგზე მეთქი.

          პარალელი გავავლე რიცხვებს შორის…

          ვინ დავავალდებულე ნეტა :D
          ან ფული ვისთვის მითხოვია…

          იგონებთ რაღაცეებს და გიხარიათ რა.
          :მახათი:

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.