$$$ თამაშდება 50 დოლარი! $$$

by Sweety on 22 ივლისი, 2009 · 28 comments

in განცხადება

კონკურსში მოგება ქართული ბლოგოსფეროს სიძლიერესთან მაქვს გაიგივებული და არ მინდა იმედი გამიცრუვდეს… :)

ამიტომ გადავწყვიტე პატარა კონკურსი ჩავატარო!

რა უნდა გააკეთო მონაწილეობისთვის:

1. შენს ბლოგზე/საიტზე უნდა დაწერო პოსტი და აპინო კონკურსის შესახებ სადაც მე ვმონაწილეობ, გამოიყენო შენი ადამიანების დარწმუნების ნიჭი და მარტივად მიუთითო მკითხველებს სად და როგორ მომცენ ხმა. {უფრო მეტი კონკურსის შესახებ}

2. ან გამოავლინე კრეატივი და გააკეთე ბანერი, რომელიც დალინკული იქნება შენს დაწერილ პოსტზე ან ამ პოსტზე და მიამაგრე ბლოგზე/საიტზე ყველაზე გამოსაჩენ ადგილას 31 ივლისამდე.

იდეა იმაშია, რომ რაც უფრო შესამჩნევი იქნება სათაური/პოსტი/ბანერი, მით უფრო მეტი შანსი მაქვს მოგების, და შესაბამისად მეტი შანსი გაქვს შენც მიიღო მონაწილეობა ამ გათამაშებაში!

კომენტარში მომწერე შენი ბლოგის/საიტის მისამართი {ძალიან მნიშვნელოვანია! იმეილის გრაფაში მიუთითე შენი ნამდვილი, მუშა იმეილი.}

ამის გაკეთება 5 სასტარტო ქულას მოგიტანს, რაც იმას ნიშნავს რომ შენი e-mail-ი 5-ჯერ ჩავარდება ლოტოტრონში.

დამატებითი ქულები:

თუ გსურს მოიპოვო დამატებითი შანსები გასამარჯვებლად, წაიკითხე ქვემოთა სია:

1. ყოველდღიური განცხადება ტვიტერში:

Please Vote for Sweet.ge http://wpwebhost.com/my-wordpress-story-it%E2%80%99s-time-to-vote/ Thank you! #sweet.ge

  • თითოეულ ტვიტზე მოგემატება ერთი დამატებითი ქულა ანუ შენი e-mail-ი +1ხელ ჩავარდება ლოტოტრონში.
  • დღეში დაშვებულია მაქსიმუმ ერთი ტვიტი.
  • ტვიტერში უნდა გყავდეს მინიმუმ 100 follower-ი.

2. Facebook-ზე ან Myspace-ზე ამ პოსტის დალინკვა

  • თითოეულ ლინკზე მოგემატება ერთი დამატებითი ქულა ანუ შენი e-mail-ი +1ხელ ჩავარდება ლოტოტრონში.
  • დღეში დაშვებულია მაქსიმუმ 2 ლინკი
  • მეგობრებში უნდა გყავდეს მინიმუმ 100 ადამიანი

ყოველი ახალი ჩანაწერის (ტვიტი, ლინკი) ლინკი უნდა დაწერო ამ პოსტის კომენტარში ადვილად რომ მივაგნო. თუ გინდათ ნუ დაწერთ მაგრამ ვერ მივაგნებ და მერე პრეტენზიები არ იყოს :D

ვის შეუძლია მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ბლოგერს და ხშირად განახლებადი საიტის ადმინისტრატორს (წიპა ვარეზნიკებს)!

რა შემთხვევაში ჩატარდება გათამაშება:

პრიზი გათამაშდება იმ შემთხვევაში თუ გამოკითხვის მიხედვით ჩემი ბლოგი კონკურსში დაიკავებს პირველ ან მეორე საპრიზო ადგილს!

ყველა სხვა შემთხვევაში პრიზი არ გათამაშდება!

პრიზი – ანუ რას მოიგებ:

კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 50 დოლარს!

პრიზი გამარჯვებულს დაერიცხება საბანკო, Paypal-ის ან E-Money-ს ანგარიშზე, ან {უკიდურეს შემთხვევაში} გადაეცემა პირადად.

იმ შემთხვევაში თუ ჩემი ბლოგი დაიკავებს მეორე საპრიზო ადგილს, გავათამაშებ 25 დოლარს!

იმ შემთხვევაში თუ ჩემი ბლოგი დაიკავებს პირველ საპრიზო ადგილს, გავათამაშებ 50 დოლარს!

შენიშვნა:

მას შემდეგ რაც განათავსებ პოსტს/ან ბანერს,  გათამაშების ჩატარების უსათუობა შეგიძლია სხვაგვარადაც წაახალისო.

შეგიძლია, მეგობრებს გაუგზავნო ბმული მესინჯერებში და ფორუმებზე, იქვე კი მიუთითებ, რომ ხმა მისცენ მონაწილეს სახელით Sweet.ge!

(ეს არ არის სავალდებულო და შეგიძლიათ არც გააკეთოთ. თუმცა ამით გარანტირებულად მომაგებინებთ.)

აქვე ბმულის ადვილად დასაკოპირებელი ვერსია:

http://wpwebhost.com/my-wordpress-story-it%E2%80%99s-time-to-vote/

როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა:

არსებობს ძალიან კარგი საიტი random.org, რომელიც გარკვეული მონაცემებიდან შემთხვევითად ირჩევს მითითებული რაოდენობის გამარჯვებულებს. {როგორ მუშაობს ეს სისტემა: ვიდეო-ტუტორიალი}

გამარჯვებულების ვინაობა გამოქვეყნდება ამ ბლოგზე, ჩემს Twitter-ში, ბლოგის Facebook-ის გვერდზე და იმეილი გაეგზავნება პირადად.

ვადები:

პოსტის დაწერის ვადა გეძლევათ 25 ივლისამდე. 25 ივლისის შემდეგ დაწერილი პოსტები/ბანერები აღარ მიიღება.

კონკურსი სადაც მე ვმონაწილეობ მთავრდება 31 ივლისს.

თქვენი პოსტი/ბანერი შეგიძლიათ ბლოგიდან მოაშოროთ მას შემდეგ, როდესაც WPWEBHOST-ი გამოავლენს გამარჯვებულებს.

პრიზის გათამაშება ჩემს მიერ ჩატარდება 5 აგვისტოს.

გამარჯვებულ(ებ)ის ვინაობა გამოვლინდება 5 ან 6 აგვისტოს.

აუცილებელი პირობაა, რომ ჩემს მიერ გამოვლენილი გამარჯვებულის საკონტაქტო ი-მეილი იყო სწორი რადგან ყველა სხვა სახის ინფორმაცია პრიზის გადაცემის შესახებ გამოგეგზავნებათ ი-მეილით!!!

იმ შემთხვევაში თუ 15 აგვისტომდე გამარჯვებულს ვერ დავუკავშირდი, 15 აგვისტოს თანხა თავიდან გათამაშდება.

* * *

იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ სიახლეები, გამოიწერეთ ისინი:

RSS | Email | Facebook | Twitter

ყველას დიდ მადლობას გიხდით და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს!

vote-for-me

<a href=”http://feedburner.google.com/fb/a/mailverify?uri=sweetrealityblog&amp;loc=en_US”>Subscribe to ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥ by Email</a>

{ 1 trackback }

ახლა ჩემი მკითხველების მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს!!! | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
24 ივლისი, 2009 at 7:44 pm

{ 27 comments… read them below or add one }

1 Chibi 22 ივლისი, 2009 at 1:37 pm

=)) ეეე! ალბათ მე ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, არა?

პასუხი

2 Sweety 22 ივლისი, 2009 at 1:44 pm

რატო ვერა? მიიღებ.

პასუხი

3 Chibi 22 ივლისი, 2009 at 1:57 pm
4 ლილიანი 22 ივლისი, 2009 at 2:16 pm

ნე ხუია სებე დავიბენი ამ წესებში :D

პასუხი

5 Sweety 22 ივლისი, 2009 at 4:46 pm

მგონი გავამარტივე და ხელახლა წაიკითხე აბა

პასუხი

6 linguistuss 22 ივლისი, 2009 at 3:44 pm

სვითი აგოიმებს ქართველ ბლოგერებს :P

პასუხი

7 Sweety 22 ივლისი, 2009 at 3:47 pm

რა პონტში ვაგოიმებ?

ახსენი!

პასუხი

8 linguistuss 22 ივლისი, 2009 at 4:15 pm

50 დოლარად გინდა იყიდო ის, რაც 50 დოლარი არ ღირს, ანუ სარეკლამო ფართი მონაწილე ბლოგერთა გვერდებზე :)

პასუხი

9 Sweety 22 ივლისი, 2009 at 4:41 pm

რა სარეკლამო ფართი?
გათამაშებაა ჩვეულებრივი და 8 დღით ვითხოვ მხოლოდ პოსტებს.

და ჯერ ერთი მეტს იღებენ თუ? o_O

პასუხი

10 linguistuss 22 ივლისი, 2009 at 5:09 pm

პირამიდის სუნი ასდის ამ აქციას. პირამიდა კი დღესდღეობით უღირს მარკეტინგულ “ტრიუკად” არის მიჩნეული.

მოკლედ რომ ვთქვათ, მართალია ძველი ანდაზა: ყველა მარკეტოლოგი ტყუის :P

პასუხი

11 Sweety 22 ივლისი, 2009 at 5:51 pm

ვისაც არ უნდა შეინახოს თავისი სარეკლამო სივრცეები. :D

2 მონაწილე უკვე მყავს და ამათ შორის გავათამაშებ ^_^

პასუხი

12 ლილიანი 22 ივლისი, 2009 at 7:22 pm

ყველაზე ეფექტურ და სარფიანად ბტწ :)
ხოდა ისა პირამიდას ცოტა სხვა პრინციპი აქვს :) )

პასუხი

13 Chibi 22 ივლისი, 2009 at 7:58 pm

@ linguistuss

რა სისულელეა, მარკეტინგული დაგოიმება ნაღდად არ არის ^_^
8 დღის ბანერისთვის კი 50 $-ს არავინ გადაგიხდის.
უბრალო წახალისებაა ბლოგის მკითხველებისათვის და ამაში ცუდს არაფერს არ ვხედავ.
მასე მე 200$-ის ანიმე ნივთები მაქვს გათამაშებული, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ ისევ წევრებს გაეხარათ.
ასე რომ ტიპიურ ქართულ დეგრადირებულ აზროვნებას მოვეშვათ და უბრალოდ ვიხალისოთ კონკურსით ^_^

პასუხი

14 linguistuss 22 ივლისი, 2009 at 9:22 pm

მაშინ ისე დაეხმარეთ სვითის მოგებაში, რა საჭიროა ფულადი ჯილდოები? :)
ტიპიური ქართული აზროვნება არაფერ შუაშია, საუბარია იმაზე, რომ ეს გათამაშება მთლად გათამაშება არ არის, პირამიდის პრინციპით პირამიდის თავში მდგომი სვითი ცდილობს მოგებას და შემდეგ ბოლოს კი 50 $–ით დაასაჩუქრებს ყველაზე ენთუზიასტ ბლოგერს.

იგივეს აკეთებს როკო აიპოდ ნანოს რომ ათამაშებს, განსხვავება იმაშია, რომ როკოს ინტერესები ღიად ჩანს: საიტის პიარი. სვითის ინტერესი კი ზეიდეაშია შეფუთული, რაც “ქართული ბლოგოსფეროს გამარჯვებაში და სიძლიერეში” მდგომარეობს, როცა ქართველი ბლოგერების დიდ ნაწილს, სრულებით არ ადარდებს მოიგებს თუ არა სვითი ამ კონკურსში. :)

:ვინტრიგნობ:

პასუხი

15 BigCrow 31 ივლისი, 2009 at 11:24 pm

Epic Pwnage :)
ვეთანხმები ავტორს :)

პასუხი

16 Chibi 22 ივლისი, 2009 at 10:46 pm

@ linguistuss

დებილი უნდა იყო ადამიანი რომ ვერ მიხვდე თუ რა სურს სვითის ამ კონკურსით O.O
რა თქმა უნდა რომ ხმები მოემატოს ამას არც მალავს კიდევაც.
ტიპიური ქართული აზროვნება ზუსტადაც რომ თავშია, იმიტომ რომ უმადურობა და ადამიანის დაუფასებლობა ქართულ გენს ყველაზე კარგად ახასიათებს.
რაც შეეხება კონკურს ;) მოდი რაღაც ბაღნური “ინტრიგანობა” არ გვინდა. დავკმაყოფილდეთ და დავაფასოთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ არ ინანებს თანხას სხვა ადამიანისთვის ^_^
რაც შეეხება მხარდაჭერას სვითის ჩემი საიტიდან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და მითუმეტეს ამ კონკურსამდე.
ასე რომ უბრალოდ დავწყნარდეთ, დავიოკოთ ნერვები და მოვჯდეთ ყველა საკუთარ ადგილას ^_^

პასუხი

17 linguistuss 22 ივლისი, 2009 at 11:26 pm

წარმატებებს გისურვებთ ყველას, არატიპიური ქართული აზროვნების მქონე ინტერნეტ ქომაგებს :)

პასუხი

18 Vaak 22 ივლისი, 2009 at 11:04 pm

ე.ი რა მინდა ვთქვა სანამ ეს სტატია გაჩნდებოდა მე იქამდე გამოვთქვი ამ ბლოგის დახამრების სურვილი, ღამე იყო ფორუმზე დავბოდიალობდი და წავაწყდი მაგ თემას, რომ გადავხედე მონაწილეებს. რახან ქართული ბლოგი ერია როგორც ერთ ერთმა ქართველმა გადავწყვიტე დავხმარებოდი… არადა პირველად ვხედავდი მის ნიკს არც ეხლა ვიცი მისი სახელი და გვარი :P … პმ მივწერე მომწერე ტექსტი, საიტის ლინკი, სურათის ლინკი და განვათავსებ მეთქი…

მომწერა და მივუპინე ეს განცხადება ჩემ საიტზე, და იქნება კონკურსის ბოლომდე მიპინული, ეს ლინკიც თვითონ მომწერა დაამატე შენი საიტიო და გადავწყვიტე დამამატებინა, დასაკარგი არაფერი მაქვს. ჩემი პოსტის მთავარი აზრი კი ისაა რომ ეს დახმარება მე აქ დაწესებული ჯოლდოებისთვის არ გამიკეტებია :)
ესეც ამ განცხადების ლინკი: http://hop.ge/index.php?newsid=8970

მოგახსენებთ რომ ხმის მისაცემად ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ hop.ge – ზე მთავარ გვერდზე და იქიდან მისცეთ პირდაპირ ხმა, ეს უბრალოდ სრულად ნახვის ლინკია …

პასუხი

19 Sweety 23 ივლისი, 2009 at 12:36 am

ძვირფასო ინტრიგანო და ბოღმა ლინგვისტუსო, სანამ ამ კონკურსის შესახებ გამოვაცხადებდი 300-ზე მეტი ხმა მქონდა უკვე მიღებული :D

ხოდა ესე იგი 300-იოდე ენთუზიასტი ბლოგერი ან არაბლოგერი მოიძებნება ვინც ხმა უკვე მომცა ყველანაირი 50$-ის გარეშე და დანარჩენ “უმრავლესობას” კიდევ აცალე 50$-ის გულისთვის მომცეს ხმა :D

პასუხი

20 linguistuss 23 ივლისი, 2009 at 9:35 am

ინტრიგანი და ბოღმა ლინგვისტუსი – კარგად ჟღერს :)

პასუხი

21 Boss Online 26 ივლისი, 2009 at 9:56 am

ჰა რაქენი მოიგე ?

მთელი მსოფლიო ამ ბლოგს ბალეშიკობდა :)

პასუხი

22 Sweety 26 ივლისი, 2009 at 6:36 pm

ჯერ არ დასრულებულა კონკურსი :)

5 დღეში დასრულდება.

ჯერ ჯერობით პირველზე ვარ. 4 ხმაც მინდა და 800 კაცი შესრულდება…

პასუხი

23 კოსმოსურ სივრცეებში.. 26 ივლისი, 2009 at 11:06 pm

+1 ძმაკაცისგან :D
ჰოდა იმ საიტზე დადებულია, იმედია მიცემს ხალხი ხმას ..

პასუხი

24 Sweet Baby Girl 27 ივლისი, 2009 at 12:38 am

გაიხარე!!!

გათამაშების მონაწილეებში ხარ ;)

პასუხი

25 BigCrow 31 ივლისი, 2009 at 11:25 pm

დაახლოებით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, არჩევნების წინ ფქვილს რომ არიგებდნენ ხოლმე ედიკას დროს… ”ქართული ბლოგოსფეროს სიძლიერე” – ლოლ.

პასუხი

26 Sweety 1 აგვისტო, 2009 at 12:45 am

ტრუხა კომენტარები წავშალე ^_^

ჩემი ბლოგია და აბა გაატრაკეთ ;)

პასუხი

27 ნატალი 2 აგვისტო, 2009 at 4:43 am

ჰა, მოგილოცოთ უკვე თუ ჯერ არა??

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</