Willie
ხუთშაბათს დოდკასთან ვიყავი. მივაღწიე როგორც იქნა და ვილი ვნახე. ძალიან საყვარელია. მართლაც მხოლოდ ჭამს და სძინავს. რაღაც მომენტში დოდკამ გევრდზე “გადადო” მძინარე და ჩვენ ისე გავერთეთ საუბარში, სულ დამავიწყდა ვილიც რომ იქვე იწვა… მერე დოდკამ გადახედა და OMG! ესეც აქაა? ეგეთი სახე მქონდა
ძუძუ რომ აჭამა დოდკას ვთხოვე მეც მინდა “ვაჭამო” თქო. იმანაც – მიდიო, და ჩავუდე ძუძუ პირში. მაგრად მომქაჩა და მეტკინა
უსიამოვნო შეგრძნებაა…
ისე კი ბავშვი უსაყვარლესია…
ვფიქრობ ნეტავ მეც ხომ არ მინდა ერთი
ოღონდ მე – გოგო, მე – გოგო!
Blackout
მეორე დღეს შუქი წავიდა. ბაზის ბანკის ონლაინ ბანკინგით გადავიხადე და ეტყობა არ გადაირიცხა დროზე ან რავიცი ჯანდაბა მაგათ! მოკლედ გადაუხდელობის ამბავში გაგვითიშეს. 4 საათი იყო უკვე. მაგრა დავიგრუზეთ მე და კოტე…
ჩავედი ეგრევე ბანკში და ნაღდი ფულით გადავიხადე, მაგრამ იმ დღეს მაინც არ ჩგვირთეს. როგორც კი მოსაღამოვდა ეგრევე დასაძინებლად დავწექით. გვეგონა დილამდე გავაბამდით ძილს და დილით მოვიდოდა შუქიც. ძალიან ცხელოდა… შხაპის მიღება გვინდოდა ორივეს, რადგან მეორე დღეს სოფელში ვაპირებდით წასვლას კოტეს ბებიის სანახავად…
დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა რომ გაგვეღვიძა და ვზივართ თვალებდაჭყეტილები. მეტი აღარც გვეძინება!
რა ვქნათ, რა ვქნათ და მეთქი ჩავიცვათ და სადმე გავიდეთ. რამდენი ბარი და გასართობი ადგილია ქალაქში, რომელიც გვიანობამდე მუშაობს! ან მეგობრებს მაინც ვესტუმროთ-მეთქი.
ყველა სიკეთესთან ერთად მობილური დამიჯდა. ჩემი კარტა კოტეს მობილურში გადავდე, რომლის ბატარეაც სულს ღაფავდა. კოტეს ანგარიში არ ჰქონდა, მე -მარტო მესიჯები!
დავუმესიჯე ლევან17ს. ლევანმა ახლა მყავდა სტუმრები და წავიდნენო და მარტო ვარო. ხო მეთქი კაი დაიკიდე… დავუმესიჯე ლოლას, გამოგივლით და ხო გამოხვალ თქო? ლოლამ with great pleasure-ო
Breakout
10 წუთში გავემზადეთ და პირველი იყო დაწყებული სახლიდან რომ გავედით.
ლოლას გავუარეთ, ტაქსში ჩავისვით და მოვუსვით პეროვსკაიასკენ. ლუდის დალევა გადავწყვიტეთ.
რაღაც ძაან მაგარი ლუდის პაბი ვიპოვეთ, ჭერზე ერთდოლარიანები იყო მიწებებული.
აფსუს ფოტოაპარატი რომ არ წავიღე…
ექვსნაჭრიანი პიცის 5 ნაჭერი შევჭამე მარტომ :მსუქანი:
ცხოვრებაში პირველად დავლიე მთელი ერთი ბაკალი ლუდი. არ მიყვარს ეს ლუდი და მომკალით რა!
მწარეა, მწარე! ლოლამ შემომთავაზა ლუდი თუ მწარეა, მაგის ტკბილი ვერსია ბურახია და ის დალიეო.
ბურახი მიყვარს
3-სთვის მივედით სახლში ლოლასთან. ღამე იქ გავათენეთ. სახლში რა გვინდოდა… შუქი არ გვქონდა და არაფერი.
კოტე ვოვის თამაში დაიწყო, მე მალევე დავიძინე…
[...საღამოს გავარძელებ...]








{ 4 comments… read them below or add one }
შენ ჩემთან რომ მოხვალ, ჩემი შვილი არ დაგავიწყებს რომ სახლშია
თუ არ ეძინება რა თქმა უნდა
მოკლედ, magic ინტერნეტი რა
ძალიან შემიყვარდა ვილი
მოუტყუებული ვილი წარმოვიდგინე, ფალშივკა ძუძუ რო შეაპარაეს, იმიტოა ალბათ გაბზარებული
ლლლლლლლლლლლოოოოოოოოოოოოოლლლლლლლლლლლლლლ