15 ივლ 08

შეცვლიდი სამყაროს თუ?

By Sweety at 9:13 pm | წაიკითხულია 942-ჯერ |
7

რატომ მიყვარს ისეთი საქმეების წამოწყება, რითაც მგონია, რომ სამყაროს ცოტათი მაინც შევცვლი?
იჯექი რა შენს ადგილზე…
სულ, სულ, სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობ…
არაფერს არასდროს ვეგუები…
ეტყობა არსებული გარემო ძალიან მზღუდავს და მინდა ყველაფერი სხვანაირად იყოს…

აი, თუნდაც ამ პოსტში რაც დავწერე, ქორწილების ბიზნესის დაწყება გვინდოდა მე და ჩემს დაქალებს. სხვა იდეებიც გვქონდა, უფრო ბანალურები, მაგრამ მე ამაზე ჩავიციკლე (და კიდევ ერთზე, რომელსაც ბევრი ფული რომ გვექნება, მაშინ განვახორციელებთ).

არადა, საქართველოში ასეთი ბიზნესის წარმატება მთელი რიგი აზროვნები, მენტალიტეტის და წეს ჩვეულებების შეცვლას გულისხმობს.

მე კიდევ არ მინდა გავხსნა რესტორანი (სიტყვაზე) და ვუყურო ქართველი ღიპიანი ბიძების გრიალს, ანუ იმას რაც მეზიზღება, თუნდაც ამაში ბევრი ფული გადამიხადონ. მირჩევნია ნაკლები ფული მქონდეს და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც სიამოვნებასაც მომანიჭებს და ცოტათი მაინც შეცვლის გარემოს. ისეთად გარდაქმნის, როგორშიც მე ვისურვებდი ყოფნას.

აი, ასეთი ვარ რა… :(

და თქვენ როგორ ფიქრობთ?
რას აირჩევდით? საქმეს, რომელიც შეცვლიდა სამყაროს თუ ბანალურ ერთფეროვნებას?

P.S. აჰათ, სიმღერა განწობის შესაბამისად :)

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

7 კომენტარი

სულხანი
at 2008-07-16 09:54:00

:maxati:

ras erchit am ghipebs blin :D :D :D dagvanebet tavbi
SHEGVESHVIT :D :D :D

 

ra tqma unda avirchevdi saqmes romelic samyaros tu ara, ragac nacils mainc shecvlida. magram es arc tu ise advilia. sheizleba ragaca gadagebo, feri sheucvalo magram xalxis azrovnebis shecvlas schirdeba saukuneebi albat

 
ჩორვენი¹³
at 2008-07-16 12:00:00

ahmm!!!

ara raa…
chven isa xo mokled user

 
მარი
at 2008-07-16 12:55:00

მე არ მგონია რომ საუკუნეები სჭირდება…
რავიცი აბა ჩემს თვალწინ იცვლება სამყარო და უფრო და უფრო ჩემთვის მიმზიდველი ხდება და მეც რომ შევიტანო წვლილი ურიგო არ იქნებოდა…

 
მარი
at 2008-07-16 12:57:00

სულხან კონკრეტულად ღიპებს კი არ ვერჩი, არამედ უფრო გრიალს :D

 

მე ორივეს ავირჩევდი! და პრინციპში კაი ხანია ავირჩიე და ასე ვარ! ვოტ ტაკ;)

 

აუცილებლად დავწერ ჩემს ბლოგზე პასუხს. დღეს ’ვტიროდი’ დღეს ფიქრებში მაგაზე :) მაგრამ … ჩემი იდეის დადების არ მეშინია. 100% დარწმუნებული ვარ არავინ მომპარავს :)

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: