რატომ წყვეტენ ბიჭები ურთიერთობას გოგოსთან, რომელიც მოსწონთ?

არაფერია იმაზე მეტად გასაკვირი და ხანდახან გულდასაწყვეტიც ვიდრე ბიჭი,  რომელსაც აშკარად მოსწონხარ უეცრად წყვეტს შენთან ურთიერთობას.

ფსიქოლოგებმა და ურთიერთობების ექსპერტებმა ბევრი იფიქრეს და საბოლოოდ ამ 6 მიზეზამდე მივიდნენ, რომლებიც კოსმოპოლიტენის ვებ-გვერდზე წავიკითხე. იმედია, თქვენც იპოვით გარკვეულ კითხვებზე პასუხებს და ზოგ-ზოგიერთის საქციელს ახსნასაც მოუძებნით.

დიდი შანსია, რომ ერთხელ მაინც გქონოდა ცხოვრებაში ისეთი დაშორება, რომელმაც საგონებელში ჩაგაგდო და ვერაფრით გაიგე თუ “რა ჯანდაბა მოხდა ამ წამს?” (WTF Situation) ბიჭს მოსწონდი, შენც მოგწონდა და თითქოს თქვენს ფლირტს მშვენიერი მომავალი ელოდა. შემდეგ კი უცებ, სრულიად მოულოდნელად, ის წყვეტს ურთიერთობას. მაშ, რა მოხდა? რა შეიცვალა?
სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ შესაძლოა არც არაფერი მომხდარა. ქვემოთ ჩამოთვლილია 5 სასაცილო და სულელური მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია ბიჭმა “მოუსავლეთში გაგიშვას” და წინასწარ გაგაფრთხილებთ, მათი უმეტესობა არც ისე სასიამოვნოა.

Timing is everything

ქალები სერიოზულდებიან მაშინ როდესაც ხვდებიან შესაფერის მამაკაცს. მამაკაცები კი სერიოზულდებიან ნებისმიერთან, რომელსაც ხვდებიან შესაფერის დროს.

იმ პერიოდში როდესაც მზად არიან საბოლოოდ დაფუძნებისთვის, რაც ნიშნავს რომ ან მათი ცხოვრების ყველა ასპექტი მწყობრშია – უნივერსიტეტის დამთავრება, კარგი ხელფასი, მანქანა – ანდა სულაც მაშინ, როდესაც გარშემო ყველა მათი მეგობარი იფანტება, ოჯახდება და მისთვის აღარ სცალიათ.

მაგრამ თუ შენ შეხვდი ბიჭს ცხოვრების ჯადოსნურ ეტაპამდე ბევრად ადრე, მაშინ გაფრთხილდი რომ ის აუცილებლად გაიქცევა. როგორც მაგალითად 28 წლის პატრიკი, რომელიც 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა მეგობარ გოგოს, მაგრამ ცოლად მოიყვანა მომდევნო გოგო, რომელსაც სულ რაღაც 10 თვე ხვდებოდა.

Hanging around

მამაკაცების ბუნებით ხარბები არიან. თუკი მათ შესაძლებლობა უჩნდებათ, რომ გააუმჯობესონ ის რაც უკვე აქვთ, აუცილებლად აკეთებენ ამას. მიუხედავად იმისა ჰყავთ თუ არა მეგობარი გოგონა, ყოველი ახალი ლამაზმანის გაცნობისას, ფიქრობენ, როგორი იქნებოდა პაემანი ამ უკანასკნელთან.
რაც არ უნდა მაგარი გოგო ჰყავდეს ბიჭს, ის მაინც თავს ისე გრძნობს თითქოს რაღაცის გამოტოვება უწევს ცხოვრებაში.

ამ ოპორტუნისტული ტენდენციების გარდა, კაცების უმეტესობა ცდილობს რაც შეიძლება მეტი სექსუალური გამოცდილება დააგროვოს სანამ საბოლოოდ დამკვიდრდება ერთ ქალთან. თანაც ყველა ბიჭს “საკმარისი”-ს საკუთარი განსაზღვრება აქვს. ამიტომ დიდად შესაძლებელია რომ მან მარტო იმიტომ “გადაგაგდოს”, რომ უბრალოდ მისი პირადი ურთიერთობების სიაში სადმე ბოლოსკენ არ მოხვდი.

the worst case scenario

მამაკაცებს გონებაში ყოველი ახალი ქალისთვის არსებობს მენტალური საქაღალდე წარწერით “დამამტიკცებელი საბუთები რომ ის უარესობისკენ შეიცვლება”.
მათი დაქორწინებული მეგობრების შემხედვარი ისინი ვარდებიან პანიკაში და რაც არ უნდა გაგიჟებით ვუყვარდეთ, მაინც ეშინიათ, რომ მოვიმატებთ წონაში, სექსი გვექნება მხოლოდ თვეში ერთხელ, ყველაფერზე გავაკრიტიკებთ, ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიქნებით და ა.შ.

ფიქრისას, გააგრძელონ თუ შეწყვიტონ ეს ურთიერთობა, ისინი ავტომატურად მიმართავენ ამ საქაღალდეს. ასე რომ თუ შენი მენტალური საქაღალდე ძალიან გადავსებულია, გაითვალისწინე, რომ ელ-ჭექი გელოდება.

მოსწონხარ, მაგრამ არ უყვარხარ

მწარეა? მაგრამ რეალური!
სინამდვილეში ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ბიჭები უეცრად წყვეტენ ურთიერთობას. ის რომ ბიჭს მოსწონხარ, არ ნიშნავს რომ ეს მოწონება აუცილებლად სიყვარულში გადაიზრდება. ხოლო ამ მხრივ გოგოს პოტენციალის გარკვევის საკითხში ისინი საოცრად ინტუიტიურები არიან.

გაგიჩნდებათ შეკითხვა, რატომ დახარჯავენ დროს ურთიერთობაზე, რომელიც თავიდანვე იციან რომ ოდესმე აუცილებლად დასრულდება? იმიტომ რომ ქალებისგან განსხვავებით მამაკაცებს შეუძლიათ იცხოვრონ დღევანდელი დღით გარკვეული დროის მანძილზე და დაარქვან ამას კარგი გამოცდილება. როგორც კი მეორე მოინდომებს ურთიერთობის გასერიოზულებას და გაღრმავებას, ისინი სინდისის ქენჯნის გარეშე გარბიან ამ ქალისგან.

მეტისმეტად ძლიერ მოსწონხარ

თუ გეგონათ რომ მხოლოდ ცუდი სიახლეები უნდა წაგეკითხათ ამ სტატიაში, მაშინ მოემზადეთ ცოტა უკეთესისთვის.

ბიჭები უფრთხილდებიან საკუთარ ემოციებს. თარგმანი: საშინლად ეშინიათ გულის ტკენის.
შესაბამისად თუ ისინი ამჩნევენ, რომ ურთიერთობის სახიფათო ზონაში გადადიან, ცდილობენ დაასწრონ გოგოს და თვითონ მიატოვონ პირველებმა.

არანორმალურად ჟღერს, მაგრამ სავსებით რეალურია. გაიხსენეთ, როგორ დაუცველად და შეშინებულად გრძნობთ თავს, როცა ძაააალიან ძააალიან მოგწონთ ვინმე და მიხვდებით, რას გრძნობენ ბიჭები გოგოს მიმართ, რომელიც მართლა მოსწონთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათი ძმაკაცები ისე ვერასდროს ეხმარებიან დაშორებების გადატანაში, როგორც ჩვენი დაქალები გვეხმარებიან ხოლმე. თანაც მიტოვებულის სტატუსი დამამცირებელია. ამიტომაც ისინი ირჩევენ გამარჯვებულის როლს მანამ, სანამ თვითონვე აღმოჩნდებიან დამარცხებულები.

ეს არის მათი თვით გადარჩენის ინსტინქტი.

P.S. ნიშნები რის მიხედვითაც გამოიცნობ, რომ ბიჭი დაშორებას აპირებს:

  • მისი ტელეფონი მუდამ გამორთულია. ის ამ დროს შესაძლოა სხვასთან ერთად ატარებდეს დროს ვის შესახებაც არ უნდა რომ შენ იცოდე… ან უბრალოდ არ უნდა ხელმისაწვდომი იყოს.
  • სამომავლო გეგმების შესახებ არ საუბრობს. თუ მას ჟრუანტელი უვლის რაიმე სამომავლოს გაგონებისთანავე, თუნდაც ძალიან ახლო მომავალს ეხებოდეს ეს, ესე იგი ის დაშორებაზე ფიქრობს.
  • “გესწერვება”. პასიურ-აგრესიული დაშორება ბიჭების ჩვევაა. ზოგიერთი ბიჭი სპეციალურად გადაიქცევა ხოლმე ნაძირალად, რომ შენ თვითონ მოგბეზრდეს და გაწყვიტო მასთან ურთიერთობა.
  • სექსისგან თავს იკავებს. მას არ უნდა იგრძნოს, რომ შენთან რაიმენაირი კავშირი აქვს – ან მოთხოვნილებებს სხვაგან იკმაყოფილებს.
  • 80 Comments

    1. იმიტომ, რომ აღარ უნდათ, ან სხვა გოგო ჩნდება, რომელიც უფრო მოსწონთ :D
      easy ;) :D

    2. “ზოგიერთი ბიჭი სპეციალურად გადაიქცევა ხოლმე ნაძირალად, რომ შენ თვითონ მოგბეზრდეს და გაწყვიტო მასთან ურთიერთობა”- ჩემი ყველაზე კარგად გამოცდილი ხრიკი და საუკეთესო გზა არასასურველი ადამიანის უმტკივნეულოდ მოსაცილებლად. :დ

      1. ამ ხრიკს მე ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ხშირად ვიყენებ. ყოვლად საშინელი ადამიანი ვხდები ხოლმე, რომ მამაკაცს თავი შევაძულო.

      2. თუ ადამიანს შორდები, რატომ გინდა რომ მასზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვო და მერე ცუდად გაახსენდე- ამას ვერ ვხვდები ჩემი დიაცური ჭკუით :)))

        1. იმიტომ რომ თუ ისეთი დაშორდები, როგორიც მას მოწონხარ/უყვარხარ, ეგ ბევრად უფრო მტკივნეული იქნება გოგოსთვის, ხოლო ჩვენ როგორც ჭეშმარიტ ჯენტლმენებს შეეფერებათ, ვიქცევით ისე რომ თვითონ გოგომ თქვას რომ მისი ღირსები არ ვართ, ასე ძალიან უადვილდებათ დაშორების გადატანა. დამიჯერე, ძალიან ნაცადი მეთოდია. ასე რომ თუ ერთ დროს სანაქებო რაინდი უცებ გადაიქცევი, ბრიყვად, ხეპრედ, ნაძირალად ან რამე მსგავსად, იცოდე რომ თქვენი ურთიერთობა მაქსიმუმ თვენახევარში დასრულდება:-)

          1. ან უბრალოდ იმის ტაკო არ გყოფნით რომ მიხვიდეთ და უთხრათ, იცი, შენთან ერთად ყოფნა აღარ მინდა ))

            ყველაფერი, ყველაფერი და ეგ ჯენტლმენობა და “ჩვენ თქვენს გრძნობებს ვუფრთხილდებით” სლეობის მოგონება არ გინდათ.

            მაგრამ გასაგებია, რომ ყველა ადამიანი სუსტია. მეც არ გამომდის პირდაპირ თქმა )

            1. მაგის თქმას არც ისე დიდი ტაკო უნდა, რა თქმა უნდა ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მასეთი საქციელის მიზეზი ის იყო რაც დავწერე, არანაირი სლეობა. რა *ლე სიტყვაა-სლეობა

              1. კეჰ, გეტყობათ :)

                სხვა გოგოებზე ვერ გეტყვი, მაგრამ მე ყოველთვის ვგრძნობ ამ “წვრილ-წვრილ” ვითომ ჯენტლმენურ მიდგომას და მირჩევნია ადამიანმა პირდაპირ მითხრას, რომ რაღაც არ უნდა, ვიდრე “იცი, შენ ჩემი ღირსი არ ხარ” ტიპის ზღაპრები მტენოს.

                1. მუღამი ვერ გაიგე, მაგ ფინტის დროს კაცი არაფერს არ გტენის, ყველა გადაწყვეტილებას იღებს შენ (გგონია) და ხარ შენი თავით კმაყოფილი და ბედით უკმაყოფილო რომ შენი ოცნების რაინდი ესოდენ ვიგინდარა აღმოჩნდა. კაცი კიდევ უფრო კმაყოფილია, იმიტომ რომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მას სურდა, თან ამის შესახებ გოგოს წარმოდგენა არ აქვს:-)

                  1. ))) მოიცა და შენ რეალურად გჯერა, რომ გოგოები “ამ დროს ვერაფერს ხვდებიან და ბედნიერები არიან იმით, რომ თვითონ მიატოვეს ვიღაც ვიგინდარა” )))

                    1. კი, გოგოების 90% მასეა და ის 10% იმით არის კმაყოფილი (თუ შეიძლება მაგ დროს რამით იყო კმაყოფილი)რომ ოფიციალურად მაინც თვითონ იყო დაშორების ინიციატორი და მან მიატოვა და თავად არ აღმოჩნდა მიტოვებული

                      1. ხომ, არ ვიცი. ან ის ქალები იტყუებენ თავს, ან შენ :)
                        მე მასეთი დაშორების მერე, ნამდვილად ცუდი შთაბეჭდილება დამრჩებოდა ბიჭზე. მაგრამ არა იმიტომ, რომ “ვიგინდარა აღმოჩნდა”, არამედ იმიტომ, რომ მივხვდები, უბრალოდ იმის ტაკო არ აქვს, მოვიდეს და პირდაპირ მითხრას ყველაფერი.

                        ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როდესაც ვიღაცა “სულელად” მაჩენს. მაგას მირჩევნია პირდაპირ მითხრას. ნამდვილად არ გადავყვები. დაჟე ისტერიკასაც არ მოვაწყობ.

                      2. “”ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტან, როდესაც ვიღაცა “სულელად” მაჩენს””

                        მაგას ვერავინ ვერ იტანს.არ არის გამორიცხული რომ ჩვენს მიერ განხილულ ხერხს ბევრი უტრაკობის გამო მიმართავდეს, დარწმუნებულიც კი ვარ რომ ეს ხშირად ხდება, თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ეფექტური საშუალებაა დაშორების 99%-ში, ეფექტური იმდენად, რამდენადაც როგორც ავღნიშნე, გოგოების 90% საერთოდ ვერ ხვდება რა ხდება მისთავს:-)

                      3. მე პირადად მირჩევნია მითხას რომ აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა უფრო ამაღლდება ჩემს თვალში და პატივს ვცემ მის ასეთ გულწრფელობას მირჩევნია მიტოვებულად ვიგრძნო თავი ვიდრე უაზრო ტყუილები ვისმინო მაგ შემთხვევაში არანაირად არ ვიგრძნობ თავს დამცირებულად

          2. გადაქცევა არაფერშუაშია ვინც ეგრე იქცევა სწორედ რომ ეგეთია

    3. ხო ვერ ვიტან მეექვსე მიზეზს და რამოდნიმეჯერ მოვქეულვარ მასე :დ თუნდაც ამ ბოლოს… ამიტომაც ჯერ არასოდეს არავის მივუტოვებივარ ვინმეს :((((

    4. ჩემი კომენტარი იქნება ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია, ისევე როგორც ყველა ადამიანი :)

      1. რაც არ უნდა მივაწვეთ უნიკალურობა ინდივიდუალიზმს ვერსად გავექცევით იმას, რომ არსებოს ზოგადი კანონზომიერებები, რომელბშიც როგორც ურთიერთობოები ისევე ადამიანები ჯდებიან

      2. ჩვენდა სამწუხაროდ, არ არის ეგრე. :D
        “ყველა კაცი ინდივიდუალურია” არის ტიპიური ქალური მიდგომა და შეცდომა რომელსაც ყველა ქალი უშვებს მამაკაცებთან ურთიერთობისას (მათ შორის მეც).

        სხვათა შორის დღეიდან მამაკაცებზე, მათ ფსიქოლოგიაზე და ქცევაზე ხშირად დავწერ ხოლმე. მართლა არსებობს რაღაც თარგები, რის მიხედვითაც ყველა მამაკაცია გამოჭრილი…

        გუშინ ვიყიდე ორი წიგნი ამაზონზე, He’s just not that into you და why he didn’t call you back. ორივე ურთიერთობებზეა და მამაკაცების ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგიის დოქტორების დაწერილია ორივე.
        რომ წავიკითხავ, საინტერესო ადგილებს დავპოსტავ და განვიხილოთ…

        1. ჰო ანუ იმას არ ვეთანხმები რომ რაღაც შაბლონი არსებობს.
          მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს წიგნები, ვფიქორბ რომ ურთიერთობას წიგნებით ვერ ისწავლი…
          თუმცა ფსიქოლოგია მაინც საინტერესოა, ასე რომ დაპოსტე განვიხიოლოთ

          1. ძალიან ცალმხრივი ნათქვამია. ცხადია “ურთიერთობას” წიგნებიდან ვერ ისწავლი. წიგნებიდან შეგიძლია მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია შეაგროვო სხვა heart-broken ქალებისგან/კაცებისგან. :)

    5. ამ სტატიამ ყველა კაცი ერთ ქვაბში მოხარშა თუ მეჩვენება? :D
      და საერთოდ, ყველაზე მარტივია მიხვიდე და უთხრა რატო აღარ გინდა მასთან ყოფნა, აუხსნა ნორმალურად და ბოლოს დააყოლო “პრობლემა შენში კი არა, ჩემშია”-ო :D
      მშვიდად მაინც იქნება რო ეცოდინება მაგისი ბრალი არაფერი ყოფილა!

      1. და მაინც ამას არასდროს არცერთი კაცი არ აკეთებს…
        კაცები ცოტა არ იყოს მშიშრები არიან ურთიერთობებში. :|

        1. იცი ცოტა არასასაიმოვნო სათქმელია მომბეზრდი, შენტან სექსია აღარ მისწორდება და იმიტომ და მსგავსი რაღაცეები…

        2. ნუ ხარშავ ყველას ერთ ქვაბში :D
          მივსულვარ და მიქნია ეგეთი რამე.. რა მოხდა მერე?
          “თავის შეძულებას” და უაზრობებს არ სჯობს? …

          აბა ეგრე იმ გოგოებზეც დავილაპარაკოთ მაშინ აი ბიჭი რო მოსწონთ ძალიან, მერე ის ბიჭი სადმე რო დაპატიჟებს, უარს ეუბნებიან და მერე სახლში მირბიან ტირიან :D
          ხო არის ეგეთი კონტიგენტი ადამიანების? მაგრამ არ ნიშნავს რომ ყველა ქალი ერთნაირია!

          1. ყველაფერი ყველაფერია,მაგრამ არ მესმის რატომ ტირიან გოგოები ბიჭების გამო,ბოლოს ხომ ისინი მაინც წარსულში რჩებიან?!

    6. ” იმიტომ რომ ქალებისგან განსხვავებით მამაკაცებს შეუძლიათ იცხოვრონ დღევანდელი დღით გარკვეული დროის მანძილზე და დაარქვან ამას კარგი გამოცდილება. ” – ამ ეტაპზე და ჩემს ასაკში მგონია რომ დღევანდელი დღით ცხოვრება სჯობს და just გართობა ვიდრე რაიმე სახის სერიოზული ურთიერთობა.
      არც ერთი მიზეზი/საბაბი არ გამკვირვებია. და მიუხედავად მაგისა მაინც მჯერა, რომ არსებობენ ბიჭები, 28–წელს ქვემოთ, რომლებსაც აქვთ სერიოზული ურთიერთობა შეყვარებულთან/მოწონებულთან, საუბრობენ მომავალზე, აქვთ სექსი (?! ნუ კაი ეს გამოვრიცხოთ) და ა.შ

      1. საქართველოში ძალიან რთულია ისაუბრო ნებისმიერი სახის ურთიერთობის შესახებ, იქნება ეს ე.წ. “შეყვარებულობა”, მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა, ქორწინება თუ სხვა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს სულ სხვაგვარი ტრადიციები და ჩვეულებები აქვს ამ ქვეყანაში.
        შესაბამისად ვიღაც ამერიკელი ფსიქოლოგიის დოქტორის მიერ დაწერილი წიგნიდან ამოკრებილი კანონზომიერებებით ქართველ კაცს/ქალს ვერ განსჯი.

        თუმცა მაინც ვფიქრობ რომ რაღაცეები არსებობს, რაც ყველა კაცს ერთნაირი აქვს.

      1. აჰაჰაა, ვერ გამოიცანი! კაცის დაწერილია და თან პირველ პირში იყო დაწერილი მე განვაზოგადე თარგმნისას :))

    7. ისე საკმაოდ სწორი ხარ :) მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი სიტუაციაზეა და ადამიანზეა დამოკიდებული.. ათასი ფობია არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინო ადამიანმა :)

    8. მარ, ისე შენ ძალიან ხშირად ეხები ამ საკითხს და რაშია საქმე??? :D :D

      1. ჰეჰე, მართალია, თუმცა არავის მივუტოვებივარ :D

        პატარა კვლევას ვატარებ…

    9. რომ მოვიმატებთ წონაში, სექსი გვექნება მხოლოდ თვეში ერთხელ, ყველაფერზე გავაკრიტიკებთ, ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიქნებით და ა.შ.

      ვაააა
      ჩემს შემთხვევაში რაღაც ყველაფერი უკუღმა ხდება :D :D D

    10. შეყვარებულიც პასუხისმგებლობაა და ზედმეტი პასუხისმგებლობისთვის ბევრი ახალგაზრდა კაცი უბრალოდ მზად არ არის.. გოგოს ტიპსაც გააჩნია, თუ მოსწონს ბიჭს გოგო მაგრამ ხვდება, რომ ის ისეთი ტიპი არაა, უბრალოდ “იმაიმუნოს” და მეტი არაფერი, ზოგ შემთხვევაში ურჩევნია თავი შეიკავოს :) გოგო კიდე დადგება და მერე 2 თვე ფიქრობს რა არ გააკეთა ისე :D

    11. მართლა არსებობს რაღაც თარგები, რის მიხედვითაც ყველა მამაკაცია გამოჭრილი…

      თუ ასეთი თარგები არსებობს, ისინი ზედმეტად პირობითია და ანეკდოტების სფეროს არ სცდება. ქალებს ხომ არ მოგვწონს არა, როცა ,,სტანდარტულად” გვექცევიან, ისე, როგორც ყველა ქალთან მოიქცეოდნენ? ხოდა, კაცებს რატომ უნდა მოსწონდეთ ასეთი მიდგომა : ))

    12. დაახლოებით კვერცხის და ქათმის დილემის მსგავსია ეს თემა, მაგრამ მაინც მომინდა გამომეთქვა ჩემი სადა აზრი: ყველა მიზეზი საკმაოდ ბუნებრივი მეჩვენება. მგონი დღეს ზედმეტად ლოიალური ვარ მამრების მიმართ?! anyway ცხოვრება ორივე სქესისთვის ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება თუ ურთიერთობის დაწყების წინ, არ დავგეგმავთ და ქვეცნობიერადაც კი არ ჩამოვაყალიბებთ ამ ურთიერთობის ფინალს. Happy End-იც ორმაგად სასიხარულო იქნება და თუ პირიქით მოხდა იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება. მგონი შესაძლებელია?!

      1. კი ბუნებრივია ნამდვილად.
        ამ პოსტის მიზანი მამაკაცების მოდგმის გაკრიტიკება ან რაიმე იმედგაცრუების დაფიქსირება კი არა უბრალოდ ფაქტის განხილვა იყო… :)

        1. არანაკლებ საინტერესო იქნება პოსტი: რატომ წყვეტენ გოგოები ურთიერთობას ბიჭთან რომელიც მოსწონთ :) ეს თხოვნასავით ალბათ :) ამ თემაზე ბევრად მეტის თქმა შემიძლია მეც და ალბათ შენც :)

          1. ეგეთებიც ხდება? მე მგონი გოგოები ბიჭთან რომელიც მოსწონთ ურთიერთობას არ წყვეტენ ხოლმე :D

            1. რადგან მე ვარსებობ, ალბათ სხვებიც იქნებიან :) ანუ ხდება :)

              1. მაშინ შენ მითხარი ორი სიტყვით რატომ წყვეტ ხოლმე აქვე და ახლავე. :)

                1. ბევრჯერ არ შემიწყვეტავს, ერთხელ შევწყვიტე სრული პასუხისმგებლობით ჩემი ინიციატივით. მომწონდა, ზედმეტად მიჩვეულიც ვიყავი, მაგრამ 19 წლის ვიყავი გათხოვება არ მინდოდა, ვიცოდი რომ თუ უკან არ დავიხევდი უფრო მეტად მივეჩვეოდი და დავიკიდებდი იმ ყველაფერს რის დაკიდებაც ცივი გონებით არ მინდოდა. მაგრამ მთავარი მიზეზი ვფიქრობ ის იყო რომ – ის “ის” არ იყო.

    13. ესეიგი, რა ექსპერტებმა იფიქრეს ამაზე არ ვიცი, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მიზეზი:
      როდესაც გოგო მოგწონს, თვითონ “შებმის” მომენტი გევასება… როდესაც კი გოგოსაც მოეწონები – მერე უკვე not interesting :P

        1. martalia.amitom gohgom ar unda agrdznobinos bichs rom moswons ,magram rodesac amas vambob damcinian da meubnebian rom dzvel droshi var charchenili.

          1. მაგ თამაშს სულ მარტოობა მირჩევნია, რას ჰქვია არ ვაგრძნობინო, თუ ემოციები ჩემთვის შევინახე სადღაა ურთიერთობის მუღამი…….

      1. ეს თავს აჯერებენ ბიჭები რომ გოგო გახდა “not interesting” სინამდვილეში კი თავად არიან “not interestED” საკუთარ ბედნიერებაში, ან ადვილად დაყარეს ფარ-ხმალი ან ჯერ არ არიან მზად ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობისათვის, ყველაზე ადვილი კი იქნება ვთქვათ რომ ბედი არ იყო :D და რომ ოდესმე თითოეული ჩვენგანი იპოვის თავის ადამიანს რომელთანაც ეყოლება 15 შვილი AND HEY ჭILL LIVE HAPPILY EVEღ AFთEღ :))

    14. მაგარს პროფესორობთ რა. :)
      ყველაფერს მარტივად უნდა მიუდგე, არაა საჭირო ასე ჩაღრმავება. :)

        1. იმასში რომ არ უნდა ჩაუღრმავდე არაფერს მასე ძალიან.
          ყველა იდივიდუალურია და ყველაზე არ ჭრის ეგ თქვენი ”თეორემები” და ”დებულებები” :)
          P.S.
          და იდეალური ურთიერთობა კიდევ ვაბშე მემგონი მითია რა. :)

    15. ამ პოსტის წაკითხვის მერე, მგონია , რომ კაცი ვარ, თანაც ნაძირალა ))

    16. “რაც არ უნდა მაგარი გოგო ჰყავდეს ბიჭს, ის მაინც თავს ისე გრძნობს თითქოს რაღაცის გამოტოვება უწევს ცხოვრებაში.”

      გოგო ვარ მაგრამ მეც მჭირს ეს.. და სწორიც არიც, 5 წლის მანძილზე რომ ერთი BF გყავს, ნამდვილად ბევრ რაინტერესო რამეს ტოვებ ცხოვრებაში..

      1. თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე მაგრამ აი შენზე ჭკვიანური არავის უთქვამს. მართლა ეგრეა. და არა მარტო ბიჭებს გოგოებსაც ჭირთ კიარადა მგონი ყველას ჭირს ის რომ რაც აქვთ ყოველთვის უფრო მეტი უნდათ. ჩემი ჩათვლით :P

    17. ეს ფილმი იცი? “He’s just not that into you”. ნახე და მიხვდები, რომ კაცები არ მიატოვებენ იმ ქალს, რომელიც მოსწონთ და ვისთან ყოფნაც სიამოვნებთ.
      ეს ქალები იტყუებენ თავს, რომ მოვწონვარ, ლამის ვუყვარვარ კიდეც და მსგავსი ტრალალალალალა, სინამდვილეში სულ სხვანაირადაა საქმე.

      1. კი, რა თქმა უნდა ვიცი, და იგივე სახელწოდების წიგნი ვიყიდე რამოდენიმე დღის წინ.
        მის მიხედვით მთავარი წესი ისაა, რომ თუ ბიჭს მოსწონხარ, ისე ყოველთვის რეკავს! და თუ არ რეკავს ესე იგი he’s just not that into you.

        სხათაშორის ეგ წიგნი Sex and the City-ს ერთ-ერთი სცენარის ავტორის დაწერილია.
        ფილმიც წიგნის მიხედვითაა გადაღებული.

    18. შეიძლება სულაც ვერ იგრძნო რომ ადამიანი შენთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს, მომავლის გეგმებზე კი არ აჟრჟოლებდეს თვითონ აწყობდეს, ითხოვდეს თითქმის მუდმივ 24/7ზე კონტაქტს და ყურადღებას, უბრალოდ ქალაქგარეთ 1 კვირით წასულა და მობილურით და ინტერნეტით 24/7ზე კონტაქტზე ყოფნისას + ჩამოსვლით სურპიზის გაკეთბა რომ უნდა და შენს მეგობრებს რომ უთანხმდება ამაზე.უცებ შეიძლება ღამის 4 საათზე მორიგი წუწუნისას რომ ცუდათ გძინავს და მოგენატრა გამოგიცხადოს რომ აღარ აპირებს შენ ნახვას აღარასოდეს და თავი დაანებო.. შემდეგ კი მოგწეროს როგორი გულის ამრევი და საშინელი პიროვნება ხარ..
      კიარა და.. არაფერი ჰო..
      რატომ ვწერე ამდენი,ან ვაფშე გაიგე სვით რა ვთქვი ნეტავ?

      1. ამიტომ ტვინი არ უნდა მოუ###ნა კაცს და სულ არ უნდა იწუწუნო. ხანდახან კარგ ხასიათზეც უნდა იყო, თორემ რაც არ უნდა უყვარდე კაცს, 24/7-ზე წუწუნის მოსმენა მობეზრდება…

    19. ესეიგი უნდა რომ დამტოვოს? ამას თითქოს ამის წაკითხვამდეც მივხვდი, და ვუთხარი კიდეც, ვგრზნობ ნელ ნელა როგორ ვშორდებით მეთქი, მაგრამ მიპასუხა მე არ დაგშორდებიო… აღარ ვიცი რა ვიფიქრო…

    20. ჩემი აზრით ის უფრო სწორი საქციელია აუხსნა რომ ვეგარ უგებ და გაგრდზელება შეუძლებელია მათ ურთიერთობის და გოგო კიდე იასნია არ დაეკიდება ცოტა თბილი გულ დაწყვეტით დაშორდებიან ერთმანეთს:))))

    21. ეჰჰ, დაიკიდა და დაიკიდოს…

      თუ ვინმე მოგბეზრდა – დაიკიდე, თუ მობეზრდი – დაგიკიდებენ! ამიტომ იყავით საინტერესო და არასტანდარტული პიროვნებები!

    22. რა საინტერსო პოსტი იყო <3 თან რა ზუსტადაა აღწერილი დაშორების მიზეზები. მინდა კიდევ მინდა მსგავსი პოსტები.
      რაც არ უნდა ბანალური ვიყო, მიყვარს ეს თემა ქალისა და კაცის ურთიერთობების შესახებ.

    23. “….კაცის გული ისეთია,
      ვით მორევი შავი ზღვისა
      რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
      მაინც ენატრება სხვისა..” :))))

    24. წავიკითხე – დავიშოკე :( ყველაფერი სწორია და ზუსტად ასე ვიქცევი, ოღონდ სტატიის პრობლემა ისაა, რომ კაცი/ბიჭი არ ვარ!

    25. საინტერესო თემაა. ჩემი აზრით, თუ დაშორდი, ძალიან ძნელია მიზეზის ძებნა. ალბათ უმეტეს შემთხვევაში მაინც გრძნობის ნაკლებობაა. ან გაუცნობიერებელი, სპონტანური გადაწყვეტილება. დაშორების ფორმები – ეს მეორე თემაა. თუმცა, ბევრ საკითხში ვეთანხმები ავტორს.

    Leave a Reply