როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

by Sweety on 22 ნოემბერი, 2009 · 14 comments

in დღიური,სვითის ვნებანი

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება:

1. ძალიან ნელა მუშაობს

ჩინეთიდან საქართველოში ამანათის გამოგზავნას 2 თვე სჭირდება, ხოლო იგივე ამანათის ჯერ ამერიკაში გაგზავნას და მერე თბილისში გადმოგზავნას – 2 კვირა.

WTF?

WTF?

2. აწყდები უამრავ გაუთვალისწინებელ გადასახადს

ჯერ გახდევინებენ ტრანსპორტირების 2.50 ლარს. რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

არადა ტრანსპორტირების ფული ხომ ერთხელ უკვე გადავიხადე იმ საიტზე, რომელზეც ნივთი შევიძინე?

მერე თუ ღმერთი გაგიწყრა და იმ დღესვე არ მიაკითხე, როცა ჩამოვიდა, ყოველ გადაცილებულ დღეზე რაღაც “შენახვის” გადასახადი გემატება.

3. ფოსტალიონებს არასდროს მოაქვთ სახლში ამანათი

კაი, ვთქვათ ორლარნახევარსაც გადაიხდი სახლში რომ მოჰქონდეთ, მაგრამ არა! ვერ ეღირსები!!!

თუ წერილი ან ჟურნალი ჩამოგივიდა, კი, ნამდვილად სახლში მოგიტანენ, ოღონდ ამრეზით და პირველ აბზაცში გათამაშებული სცენარით.

ეს მოასწავებს, რომ დამნაშავე ხარ, მაგრამ შეგიწყალეს!

მაგრამ ვაი და ცოტა მოზრდილ ამანათს ელოდები – სისხლის სამართლის დანაშაული გაქვს ჩადენილი.

ფოსტალიონი მოვა, კარებში უწყებას გაარჭობს და წავა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

შე დალოცვილო! რომ მოდიხარ, ბარემ გამოაყოლე ის ამანათი, რა!

რაღას მაგზავნი ცენტრალურ ფოსტაში?

თანაც თუ სახლში არ ვარ, ან უწყება გვიან მოიტანეს, მეორე პუნქტში აღნიშნული “შენახვის” გადასახადი აუცილებლად დაგერიცხება ყოველ გადაცდენილ დღეზე.

ერთხელ საშინელი სკანდალი მოვაწყვე. გინდა თუ არა “შენახვის” 1.80 თეთრი გადაიხადეო. არადა არ მეკუთვნოდა, უწყება რომ მომიტანეს, იმ დღესვე მივედი ფოსტაში. აღმოჩნდა, რომ ლოკალურ ფოსტას დაუგვიანებია!

თვითონ 1.80 თეთრი სასაცილო თანხაა და ძალიან ბევრი ჩემს ადგილას უბრალოდ გადაიხდიდა და წამოიღებდა ამანათს, მაგრამ მე არაფრით არ გადავიხადე. ვერ ვიტან განუკითხაობას და უსამართლობას!

საბოლოოდ, განცხადება დამაწერინეს დირექტორის სახელზე და აღარ გადამახდევინეს ის ფული.

რჩევა:

თუკი ნივთის პირდაპირ ტრანსპორტირება ხდება საქართველოში, მაინც მიუთითეთ ამერიკა! მაგათთან ყველა ფოსტა ელვის უსწრაფესად მიდის და ამერიკიდან ჩამოტანა საქართველოში უფრო მოკლე დროს წაიღებს ვიდრე პირდაპირ საქართველოში ჩამოტანა!

მაქსიმალურად მოერიდეთ საქართველოს ფოსტას და ისარგებლეთ ონლაინ გადამზიდების სერვისით.

ჩემი ფავორიტია – Logix-ი, რომლის შესახებ მომავალში უფრო დეტალურად დავწერ.

* * *

რაც შეეხება სათაურს…

სამი დღეა ვფიქრობ, არის თუ არა ზომა მნიშვნელოვანი?

მწარმოებლები ამბობენ:

ზომას (რაოდენობას) მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია – ხარისხიო.

დიეტოლოგები ამბობენ:

ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია – ფორმაო.

მამრები ამბობენ:

ზომას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია – სისქეო.

მწარმოებლებო, დიეტოლოგებო და მამრებო, რას იტყოდით ამ კონკრეტულ შემთხვევაზე?

ქართული VS ამერიკული კოსმოპოლიტენი

ქართული VS ამერიკული კოსმოპოლიტენი

{ 14 comments… read them below or add one }

1 kate_alukard 22 ნოემბერი, 2009 at 1:49 am

საქართველოა რაააა :( (

პასუხი

2 Natalia 22 ნოემბერი, 2009 at 2:04 am

მაგ კონკრეტულ შემთხვევაზე მე ვიტყოდი რომ დიდი ზომა ჯობია : ) )

პასუხი

3 ირინა_ქ 22 ნოემბერი, 2009 at 2:13 am

კარგი შედარებაა :) ) მომეწონა :) ) ნუ ეხლა საქართველოა მაინც.. :D :)

პასუხი

4 flower 22 ნოემბერი, 2009 at 3:23 am

მემგონი, ყველა ფოსტაში ესეთი ამბები ხდება.. ამერიკიდან ამანათს რომ ვაგზანიდი,ჯერ ხო საათნახევარი რიგში ვიდექი,მერე ისე გადამახდევინეს ფული მაინც არ მითხრეს ზუსტად რამდენი დოლარი ღიირდა კილოგრამის გამოგზანა:( ფორმაზეა დამოკიდებულიო ასეო, ისეო.
ანუ ყველგან ესეა.:)

პასუხი

5 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 7:54 pm

არ მჯერა რომ ამერიკაშიც იგივე სიტუაციაა… :(

პასუხი

6 tomushka 22 ნოემბერი, 2009 at 3:41 am

მარტო ფოსტაში რომ იყოს მასე რაღა გვიჭირდა.
სერვისის დონე ჩვენ ქვეყანაში სადღაც ტრაკშია სამწუხაროდ!

პასუხი

7 Meloholica 22 ნოემბერი, 2009 at 6:56 am

გული მტკივა მინი კოსმოს რომ ვხედავ :(

პასუხი

8 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 7:53 pm

არც შენ მოგწონს?

პასუხი

9 DEVI 14 დეკემბერი, 2009 at 12:18 am

წესით ეს მხოლოდ კოსმოს დამატებაა (რუსეთში ასეა) თუმცა ბოლო 2 ნომერი სულ მინი გამოვიდა.. იდეაში ორივე უნდა გამოვიდეს მინიც და ნორმალიც :)

მაპატიეთ საუბარში ჩარევისთვის :D უბრალოდ მაგათი თანამშრომელი ვარ და ვიფიქრე კომპეტენტურ აზრს დავაბერტყებდითქოო.. :) )

პასუხი

10 Candy 22 ნოემბერი, 2009 at 10:33 am

Size Matters. აბსოლიტურად ყველა შემთხვევეაში! :D

პასუხი

11 angeldilo-vanesa 22 ნოემბერი, 2009 at 2:36 pm

საქართველო და ……. აბა რაზ იზამ ჯერ ამერიკა არ არის :D

პასუხი

12 კიკიტო 22 ნოემბერი, 2009 at 3:38 pm

საქართველოა საქართველოაოს რო გავიძახით იმიტომაც არ იცვლება არაფერი,საქმე ლაპარაკის ნაცვლად :D

პასუხი

13 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 7:52 pm

მერე გავაკეთოთ რამე :)

პასუხი

14 Lord Vader 25 ნოემბერი, 2009 at 11:15 am

პატარა და ჰე

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</