What’s Going On?

by Sweety on 8 ნოემბერი, 2009 · 20 comments

in სამსახური,სვითის ვნებანი,ფილმები

აბა თუ იცით, რით განსხვავდება ადამიანი მაიმუნისგან?

- მართალია! ადამიანს შეუძლია ბლოგი იქონიოს. :D

1 კვირაა რაც ახალ სამსახურში მივედი და ჩემმა დღის განრიგმა ქირურგიული ჩარევა განიცადა.

დილით მიწევს ადრე ადგომა, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში სასტიკად გადავეჩვიე.

შემდეგ აუცილებლად უნდა ვისაუზმო, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთ ცალ ლობიანზე უნდა ვიყო. არადა ჩემთვის გაღვიძებისთანავე საუზმობა შეუძლებელია. ადგომიდან 3-4 საათის შემდეგ მშივდება.

ლანჩი ოფიციალურად არ მაქვს, იმიტომ რომ ლანჩის დროს მეწყება სამუშაო დღე – 12 საათზე. სადღაც 4-5 საათისკენ რიგ-რიგობით გავდივართ რომ რამე ვიყიდოთ, ან ერთმანეთს აბარებენ გოგოები.

რაც შეეხება გოგოებს.

სასიამოვნოდ გავოცდი, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ახალი თანამშრომელი მდედრობითი სქესის იყო.

გვყავს მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგრამ რაღაც უცნაური გრაფიკით დადის, ასე რომ დღის უმეტეს მონაკვეთში ქალების ჟრიამული ისმის ჩვენი ოთახიდან.

ძალიან კარგი თანამშრომლები შემხვდა. ამჯერად მე მგონი გამიმართლა. წინა სამსახურებთან შედარებით, თავს სამოთხეში ვგრძნობ.

სამუშაო ჯერ-ჯერობით ადვილია და არც ისე ბევრია. ჩემი ამოცანაა გავზარდო ამ ვებ-საიტის GoogleRank-ი – NYCdwellers.

მყავს ერთი ქართველი და ორი უცხოელი ბოსი. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობენ და იქიდან მართავენ ამ კომპანიას.

ყოველ საღამოს მელაპარაკებიან ტელეფონზე და ახალ დავალებებს მაძლევენ.

ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო საქმეა.

greek

ერთი კვირაა, რაც Greek-ის ყურება დავიწყე. გუშინ მივამთავრე პირველი სეზონი.

სამსახურიდან მოსული 2-3 სერიას ვუყურებ ხოლმე და გულში ამას ვაბრალებ, რომ ბლოგისთვის დრო არ მაქვს.

სინამდვილეში ბლოგზე საწერიც თითქოს არაფერია.  სამსახურიდან საერთოდ ვერ ვწერ. საქმის კეთებისას ვერ ვფოკუსირდები სხვა რამეზე, თანაც “არა-ჩემი” კომპიუტერიდან ბლოგინგი საშინელებაა.

არადა 4 ესკიზი მაქვს გამზადებული რა უნდა დავწერო და მეზარებასავით…

{ 20 comments… read them below or add one }

1 Premium 8 ნოემბერი, 2009 at 3:32 pm

გილოცავ ახალ სამსახურს (მითუმეტეს ისეთს რომელიც მოგწონს), ყველაფერი კარგია და წარმატებებსაც გისურვებ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება ნუ დამიკარგავ ბლოგზე შემოსვლის სურვილს და “სასიამოვნოდ გავოცდი, როცა აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ახალი თანამშრომელი მდედრობითი სქესის იყო” ასეთ ბრმა ტყუილებს ნუ დაწერ ხოლმე:)

პასუხი

2 tiny 8 ნოემბერი, 2009 at 3:37 pm

ზოგჯერ ჩვენთვითონაც ვერ ვაფასებთ საკუთარი სქესის წარმომადგენლებს :D
არადა ხანდახან ისეთი კარგები არიან გოგოები :love:

ამიტომ ტყუილს იმჰო არ აქვს ალაგი :D

პასუხი

3 Sweety 8 ნოემბერი, 2009 at 4:51 pm

რატოა ტყუილი?

მე ძალიან მიყვარს ქალები :evil:

პასუხი

4 ekusi 8 ნოემბერი, 2009 at 4:44 pm

იქნებ უბრალოდ ამოწურე შენი თავი ამ ეტაპისთვის ბლოზე? :)
და პატარა დარესტარტება გინდა:)
შენ არ ვიცი როგორ ხარ,მაგრმ მე როცა ვმუშობდი მთლიანად სამსახურში ვიყავი ჩართული თავიდან და საერთოდ აღარ მხსოვდა აღარაფერი,განსაკუთრებით ჩემი საყვარელი საქმიანობები:)

პასუხი

5 Lola 9 ნოემბერი, 2009 at 12:17 am

Cappie-ზე არა ხარ შეყვარებული? :D

პასუხი

6 Sweety 9 ნოემბერი, 2009 at 12:50 am

შიგადაშიგ :D

პასუხი

7 mr.picasso 9 ნოემბერი, 2009 at 1:04 am

გილოცავ ახალი სამსახურის დაწყებას ჩემსკენაც სიახლეა მაგ მხრივ ახალ სახელოსნოში გადავდივართ. და ისე მიხარია :) ეხლა ჩაბარგების სტადიაში ვართ. ერთ კვირაში კი …..

პასუხი

8 Sweety 9 ნოემბერი, 2009 at 1:12 am

მეც გილოცავ ახალ სახელოსნოს :love:

პასუხი

9 TreZoRA 9 ნოემბერი, 2009 at 1:09 am

გილოცავ ახალ სამსახურს

რა გინდა GoogleRank ზე მუშაობ და კაი პოპნტში ხარ :)

პასუხი

10 Sweety 9 ნოემბერი, 2009 at 1:11 am

აუ შენ დღეს მე მგონი იმეილი მოგწერე :) ))

პასუხი

11 TreZoRA 9 ნოემბერი, 2009 at 1:27 am

მეც გიპასუხე ეხა. ეხა ვნახე

პასუხი

12 თაზო 9 ნოემბერი, 2009 at 2:17 am

ნეტავ ისეთი საინტერესო სამსახური მომცა, რომ იქ მთლიანად დავიხარჯო და ბლოგისთვის დრო საერთოდ არ დამრჩეს! :) (აქ მინდოდა სმაილი კიკინების გარეშე, მაგრამ აქ ძალიან ჯიუტი სმაილები ცხოვრობენ… :) )

პასუხი

13 Premium 9 ნოემბერი, 2009 at 10:14 am

“ნეტავ ისეთი საინტერესო სამსახური მომცა, რომ იქ მთლიანად დავიხარჯო და ბლოგისთვის დრო საერთოდ არ დამრჩეს!”

ხოო მესმის შენი, თავიდან მასე ვიყავი, ახლა კი ორგან ვმუშაობ და ვებისთვის მაინც მრჩება (ვიტოვებ) დროს, ადამიანს რაც და ვინც გიყვარს, მისთვის დროს ყოველთვის მოძებნი

“არადა ხანდახან ისეთი კარგები არიან გოგოები”

ხო, გეთანმხმები, კარგები ხართ მხოლოდ ხანდახან ;)

“მე ძალიან მიყვარს ქალები :evil:

როგორც გიყვარს გეტყობა სმაილზე:)

პასუხი

14 Sweety 9 ნოემბერი, 2009 at 5:54 pm

შენ ვიღაცამ გული გაგიტეხა :D

პასუხი

15 გიგოლი 9 ნოემბერი, 2009 at 5:19 pm

ეს კომენტარი ამ პოსტს არ ეხება მაგრამ მაინც უნდა დავწერო.

სვით ჩემი ბლოგიდან გაქრი. ეს იმით ხომ არ იყო გამოწვეული კომენტარი რომ გავაკეთე შენს ბლოგზე? ჰაჰაა… თავისუფალ აზრს გაურბიხარ? :D

პასუხი

16 kate_alukard 9 ნოემბერი, 2009 at 8:15 pm

ხო მართლა შენს ბლოგზე შეუძლებელია კომენტარის დატოვება :D ან მე ვერ ვახერხებ მაგრამ სხვაგან თუ ვახერხებ შენთან რატომ ვერ ვახერხებ? :D ხოდა იქნებ შეცვალო რამენაირად :D

პასუხი

17 გიგოლი 9 ნოემბერი, 2009 at 8:26 pm

მეზე ამბობ?

პასუხი

18 linguistuss 9 ნოემბერი, 2009 at 11:16 pm

რატომ მეცნობა ეს საიტი, საიდანღაც მახსოვს ჩემი ყოფილი ცხოვრებიდან. 2005 წელს იყო მგონი, “გონებაგახსნილ” ბიჭუნებს ეძებდნენ და მე მაბავდა ამ საიტის აქაური ბოსი (თუ იქაური) ესაო, ისაო დიდი კომპანია ვართო. შევედი საიტზე ვერაფერი დიდი იქ ვერ აღმოვაჩინე და იმის მერე აღარ მსმენია ეს nycdwellers. ჰეჰ, არადა დამაინტერესა მათი ზომები. იქნება გაგემხილა მარი, შევცდი თუ არა ოდესღაც, იმ ღვთისნიერ კაცს უარი რომ ვუთხარი, მაშინ უმუშევარმა და ძებნა რომ განვაგრძე და ბოლოს იქ აღმოვჩნდი, სადაც ახლა ვარ ?! :)

პასუხი

19 Taa 10 ნოემბერი, 2009 at 1:15 pm

გილოცავ და წარმატებები

პასუხი

20 tomushka 10 ნოემბერი, 2009 at 3:33 pm

დაუჯერებლად მეჩვენება რომ ეს სამსახური საინტერესოა :)

ყოველ შემთხვევაში წარმატებები :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</