What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით).

ამ ყველაფრის შესაბამისად, ჩემი “ფორტუნა პლუსის” ეთერში სტუმრობა ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე თავი ისე ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში. ეთერში რამდენიმე მეგობარმაც კი დამირეკა. კიდევ მინდა, კიდევ მინდა!

მე, DJ პაატა და მანქი

  • მქონდა რადიო ინტერვიუ რადიო “ჯიპაში” სადაც სოციალური მედია და ბლოგოსფერო განვიხილეთ მე და ზურაბ ალხანიშვილმა.

(აქ დავდებ ჩანაწერს, თუ მაღირსეს…)

  • ყვავამ ახალი სიმღერა შექმნა სადაც ჩემი ვოკალია გამოყენებული.

ესეც ჩვენი 15 წუთში ჩაწერილი ტრეკი. (ეს ჩემი ვოკალი ჩაიწერა 15 წუთში, თორემ ყვავა ამ ტრეკზე 3-4 თვე მუშაობდა. ყველა ინსტრუმენტზე თვითონ უკრავს)

Immortal Drunkards – Hit Me Baby by BigCrow

  • საქართველოს ბანკის” ეგიდით მოვაწყვეთ ბლოგერების კარაოკე, სადაც 40-მა ბლოგერმა ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ.

როკო, მე, დოდკა, ეკატერინე, მანქი, ყვავა

  • საკუთარ თავს საახალწლო საჩუქარი გავუკეთე.

ორი წლის წინ ჩემს Sex and the City-ით გატაცებას ლოგიკურად მოჰყვა ის, რომ ყველანაირი Merchandise-ის ყიდვა დავიწყე. არა, ნუ მთლად ყველანაირის -არა. ძირითადად წიგნებს ვყიდულობდი და ის, რაც მართლა მომწონდა. იმ ნივთებს შორის რაც მე მაქვს, ფინჯანი, სამაჯური და ბრელოკი (უფრო კარგი ფოტოები) უკვე გაყიდვაში აღარც არის. (იხილეთ პოსტი #1, პოსტი #2, პოსტი #3, პოსტი #4).

წიგნები სერიალის და პირველი ფილმის შესახებ დიდი ხანია ჩემს თაროზე განისვენებენ. მათ სულ მალე ახალი, მესამე წიგნიც შეემატება, რომელიც მეორე ფილმის ეკრანს მიღმა ისტორიებს გვიყვება.

მომავალი წლისთვის კოლექცია ახლად გამოცემული “ქერის დღიურებით” და ქენდის ბუშნელის Sex and the City-ს Hardcover ვერსიით უნდა გავამდიდრო. ეს წიგნი ადრეც მქონდა, (ოღონდ paperback ვერსია), მაგრამ ჩემს თანამშრომელს ვაჩუქე.

და კიდევ, ყველაზე მეტად რაც მინდა მქონდეს არის – Sex and the City :: DVD Complete Series Deluxe Edition – რომლისთვისაც ფული არ მემეტებოდა არასდროს. $200-მდე ღირს. Ebay-ზე ნახევარ ფასად ვნახე მაგრამ Paypal დამიბლოკეს და ვერაფერს ვეღარ ვიწერ იქიდან. ასე რომ ესეც მომავალი (ან იმის შემდეგი) წლის თემაა. :D

  • ახალი წლის გატარება ბაკურიანში გადავწყვიტე.

წელს 31 დეკემბერს განსაკუთრებულად ველოდები.
ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, ოჯახთან ერთად. თუ არ ჩავთვლით ერთ წელიწადს, როდესაც დედამ მე და ჩემი ძმა ბაკურიანში წაგვიყვანა. თუმცა ესეც ოჯახთან ერთად გატარებაში ჩაითვალა. ბოლო ორ წელიწადს უკვე სახლში აღარ, მაგრამ სხვა სახლში და მაინც – ოჯახში ვხვდებოდი. ესეც არ ითვლება. წელს გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წავიდე. თუნდაც 3-4 დღით. განტვირთვა ძალიან მჭირდება. ახალი წელი ძალებ აღდგენილმა მინდა დავიწყო.

და კიდევ, მართალია თოვლი დიდად არ მიყვარს, მაგრამ თეთრი პეიზაჟები მომენატრა რაღაცნაირად…

  • ჩემი დესკტოპის Wallpaper ასეთია:

16 Comments

  1. ყვავას :applause: . მართლა ძალიან მაგარია ინსტრუმენტალურადაც და ორივეს ვოკალიც, ნუ მე ყვავას ვოალი უფრო მომწონს იმიტომ რომ მეტალის მომართ სუბიექტური დამოკდებულება მაქვს, მაგრამ როგორც შენ თვითონ აღნიშნე პაპსას კვალობაზე შენი ვოკალიც არ დაიწუნება. მოკლედ მომწონს ტრეკიც, ყველა დადებითი სიახლე და განსაკუთრებით დესკტოპის Wallpaper მომწონს ამ პოსტში.

  2. ახალ წელს ბაკურიანში კარგია, იმედია, თოვლი იქნება. თუ არ იქნება, არ გირჩევ ))

  3. რა დაგიჯდა ეს სიმპათიური სათვალე? ვგრძნობ მეც მჭირდება უკვე :)

  4. ვაიმე რა მაგარი ტრეკია :*
    პირველად რომ მოვუსმინე დამაჟრჟიალა

  5. სად ცხოვრობ? რა გქვია მე არ ვიცი ახალი ვარ

Leave a Reply to natiaaaa Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.