30 მაი 09

what if…

By Sweety at 4:07 am | წაიკითხულია 451-ჯერ |
13

ბოლო დღეებში თავს ისე ჯანმრთელად არ ვგრძნობ როგორც უნდა ვგრძნობდე.

სიმპტომების დაწერა და რაღაცეები არ მინდა, უბრალოდ საქმე იმაშია რომ დღეს ანალიზები ავიღე, ექიმთან ვიყავი და სხვათაშორის მითხრა “შეიძლება ორსულად ხარო”…

რამდენიმე დღე მოიცადე და მერე ტესტი იყიდეო…

ძალიან დავპანიკდი.

ორსულობა… ბავშვი… ეს ისეთი თემაა რასაც სულ გავურბოდი და მეშინოდა. ერთია პასუხისმგებლობა და მეორე თვითონ ორსულობის გადატანა.

მშობიარობის ვიდეოს ვუყურეთ რამდენიმე დღის წინ.

ცრემლები ვერ შევიკავე, პანიკაში ჩავვარდი და მთელი სხეული ამტკივდა…

is this normal?

is this normal?

I don’t think I am ready! მართლა არ ვარ მზად…

What if I am pregnant?

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

13 კომენტარი

ძერჟის!!! კაკ ნი კაკ ესლი ეტა ტაკ ზნაჩიტ უჟE გატოვა!!

 

ჰაჰა, ორსულობა really is a breathe for me, არაფერი გართულება და პრობლემები არმქონია[და ნაღდად ვაცნობიერებ, რომ მაგრად გამიმართლა, ხალხი 9-თვიან წოლით რეჟიმზეა ხოლმე...უამრავი წამლებითურთ]. მე პოსტ მშობიარობის პერიოდზე ვფრიკავ მოშნად… პასუხისმგებლობები, ახალი ადამიანი, შეცვლილი სხეული, შეცვლილი ცხოვრება…ბრ!

და ეს იმის გათვალისწინებით, რომ დაგეგმილი ბავშვია, სურპრიზი არ ყოფილა.

ასე რომ, გისურვებ მაინც არ იყო ფეხმძიმედ.

 

შე კაი ქალო, რა აიკვიატე ეს მშობიაობა? მაგი ყველაზე ნაკლები პრობლემაა ბოლობოლო საკეისროს გაიკეთებ.

ბავშითვის მზად მაშინ იქნები როცა დარწმუნდები რომ ნამდვილად ორსულად ხარ. მართლა :)

 

მშობიარობის ვიდეო რომ ვნახე მეც ვიტირე :D
მაგრამ… რავიცი აბა..
გუშინ ჩემს ბავშვობის დაქალს პატარა ეყოლა, ჯერ არ მინახავს, მაგრამ აი ზუსტად ვიცი რომ დავინახავ ბევრს ვიტირე :) სიხარულისგან, მიუხედავად იმისა, რომ მე მაგისთვის არანაირად მზად არ ვარ…
და რომ გეშინია და რაღაც ეგ ჩემი აზრით ნორმალურია :)
ისე კი მთავარია არ ინერვიულო რა.. რაც იქნება იქნება… ეხლა ხო უკვე ვერაფერს ვერ შეცვლი. უბრალოდ უნდა დაელოდო

 

ააააააააა
ძაან გამიხარდება ორსულად თუ ხარ
ასწორებს ორსულობა
წარმოიდგინე, 9 თვის მანძილზე ყველა თავზე გევლება და ყველა კაპრიზს გისრულებენ
თან ბავშვი გყავს მუცელში, აი ნამდვილი ბავშვი
ძაან მაგარია
კარგი რა, ნუ ფრიკავ )))
ნუ ის ტეხავს, რომ მისთვის ოთახის დათმობა მოგიწევს, მარა სანამ გაიზრდება შეგიძლია მისი ოთახი ოკუპირებული გქონდეს )))
ხო და არ გქონდეს ის განწყობა, რომ არ გინდოდა, თორე დაიბადება და დედას გიტირებს, ნერავებს შეგიჭამს (მართლა გეუბნები)
ხო და ტესტის შედეგები შეგვატყობინე

 
მარიამი
at 2009-05-30 16:18:51

ბავშვისთვის არასდროს არ ვართ მზად,ამის გამო უშვილოდ უნდა დავრჩეთ?….ნუ ინერვიულებ ყველაფერი კარგად იქნება…….მთავარია ეს შენც გინდოდეს…….;)

 
 
 
ნატალი
at 2009-05-30 21:55:44

დამიჯერე შეგეცვლება აზრი :)
ფეხმძიმობა არის ალბათ საუკეთესო პერიოდი..
მშობიარობაც არაა ისეთი რთული როგორც გვეჩვენება :)

 

აუაუაუ, რა მაგარია, ბავშვი მინდა :(

 

გამაგრდი სვით =] და შეეცადე ესეთი პოსტები არ დაწერო, დედაჩემის ესეთი პოსტი რო მეპოვა ალბათ მეწყინებოდა =] უფრო ოპტიმისტურად განეწყვე და სხვა მხრიდან შეხედე… მგონი სიყვარულის ნაყოფისთვის ღირს შიშის წინააღმდეგ წასვლა =]

“დედაჩემის ესეთი პოსტი რო მეპოვა ალბათ მეწყინებოდა =]”

+1 ბავშვისგან.

 
 

ეჰ ისე რაკარგია კაცები რო არ ვფეხმძიმდებით =]]]]]]

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: