რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

ჰექსემ დამთაგა ადრე და ძლივს მოვაგროვე თავში ინფორმაცია ამ პოსტისთვის.ხან რა მახსენდებოდა, ხან – რა და მგონი ეღირსა დღის სინათლე. ვინაიდან ამ ტეგ-თამაშის სახელია “რაც ყველაზე ძალიან მიყვარს” მხოლოდ უსულო და აბსტრაქტულ რამეებზე ვწერ და არ ვახსენებ, თუ როგორ მიყვარს დედა, ფრედი მერკური და ჩემი ყოველი მორიგი ბიჭი.

ვარდისფერი

ჩემს გარდერობში ვინმემ რომ შეიხედოს, ვარდისფრის ყველა ტონალობას აღმოაჩენს.

ვარდისფერი უბრალოდ ფერი აღარ არის ჩემთვის. ის გახდა ახირება, რომელიც გადაიზარდა მოუშლელ ჩვევაში და ცხოვრების წესში. ვარდისფრის სიყვარულში ალბათ მარტო ტრუმენ კეპოტის პერსონაჟი დოლი მაჯობებს “ბალახის სიმღერა”-დან.

ამერიკული Cosmopolitan-ი

ყოველი ახალი ნომრის ჩამოსვლას გულის ფანცქალით ველოდები ხოლმე. მერე from cover to cover ვკითხულობ და საინტერესო ინფორმაციას ხანდახან ვხაზავ კიდეც.

რამოდენიმე დღის წინ გავაკეთე მომავლი წლის გამოწერაი და 70 ლარი გადავიხადე. მაგრამ არ მენანება, რადგან ეს ის არის, რაც მიყვარს! ჩემი სტილი!

SATC

სერიალი Sex and the City რომ მიყვარს, არავისთვის აღარ არის მე მგონი საიდუმლო.

ბევრ რამეს მასწავლის, ხან ცხოვრებას, ხან სიცილს, ხან სიყვარულს, ხან მუშაობას, ხან თავდავიწყებას, ხან ჩაცმას, ხან სამყაროს რეალურად აღქმას… ვერც ერთმა სერიალმა/ფილმმა ვერ გადაწონა ჯერ.

Sex and the City. My merchandise.
Sex and the City. My merchandise.

სოციალური მედია

ბლოგი, facebook, twitter, youtube, Linkedin და ა.შ. ის არის რაც ცხოვრების ხალისს მაძლევს, რის გამოც სამსახურში წასვლა არ მეზარება, რასთან დაკავშირებითაც უამრავი ახალი იდეა მომდის ყოველ დღე.

ეს ის სამყაროა, სადაც ყოფნა მართლა მიყვარს…

social media

მისტიკა + რომანტიკა

ამელი ხომ ყველას ნანახი გაქვთ? რომანტიკა ბევრ ფილმშია, მაგრამ მისტიკური რომანტიკა თუ რომანტიკული მისტიკა მხოლოდ ამელიში.

ცხოვრებაშიც სულ ეგეთ მისტიკურ რომანტიზმს და რომანტიკულ მისტიციზმს ვეძებ ხოლმე.

New York

იხილეთ ჩემი ძველი პოსტი New York-ზე და სხვა სიყვარულებზე.

აი, ასე თენდება ქალაქში, სადაც ერთ დღეს ჩავალ და ვიტყვი: გამარჯობა, მე სახლში დავბრუნდი!

პოპ კულტურა

მიყვარს ის, რასაც ხალხი ირჩევს. პაპსა მიყვარს.

პაპსა ფილმები, პაპსა მუსიკა, პაპსა ტანსაცმელი, პაპსა კულტურა.

არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები. პაპსა! :love:

26 thoughts on “რაც ყველაზე ძალიან მიყვარს”

  1. ეს ყველაფერი ხომ ისედაც ვიცოდი. რაღაც იმედი მქონდა, რომ რამე ახალს ამოვაჩენდი შენში.

  2. ვარდისფრის გარდა გეთანხმები ყველაფერში :)
    რაც შეეხება კოსმოს გამოწერას: საიდან იწერ? მთელი წელი 70 ლარი ჯდება და მეტი არაფერი? :O

    1. სულ სულ ყველაფერში? wow!

      კოსმო ეს მეორე წელი დამიჯდა $40, პირველი წელი მხოლოდ $30.
      ოფიციალური საიტიდან გამოვიწერე. მერე დავწერ თუ გინდა ტუტორიალის პონტში რამეს…

      1. აუ გეხვეწები რა მართლადაწერე, და რა მაინტერესებს , თითოეული თვის ნომერი მოგიდ ყოველ თვეში?

  3. როოგრ მიყვარს ბალახის სიმღერა , ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მოთხრობა, რომლის ნოსტალგია ალბათ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო მაინც მექნება :)

  4. ნიუ-იორკის სიყვარული მესმის. საბედნიეროდ მთელი ნახევარი წელი ვიცხოვრე ამ დიდებულ ქალაქში…. ნიუ-იორკი ეს ის ქალაქია სადაც ………………………………

      1. მაგ მხრივ კი. მაგრამ როცა ცხოვრობ ასეთ ქალაქში გაქვს რაღაც მდგომარეობა და მერე უცებ აქ. ბრახვანივითაა.. ან შეჯანჯღარება ”დაეშვი ჩემო კარგო”.
        თან როცა მანჰეტენზე ცხოვრობ და მერე ვარკეთილში, დეპრესიის საფუძველი აშკარად არის :):):):) (პ.ს. პრანჭვაში არ ჩამითვალოთ)
        აი შენ ეს ფოტო ჩემგან. მიყვარს ძალიან ეს ხედი…
        http://a.pix.ge/c/pr8rl.jpg

  5. sweet ძალიან დაივიწყე შენი ბლოგი, მოუთმენლად ველით შენს ახალ პოსტებს….

  6. ამ ბლოგს იმიტომაც ვუბრუნდები-ხოლმე რომ მეც ეგენი მომწონს. თუმცა პოპ მუსიკას არ ვუსმენ. ეგაა განსხვავება.
    რაც შეეხება სერიალს, ძალიან მიყვარს, თუმცა ფილმებმა გული დამწყვიტეს. იქ არ იყო ის ცინიზმი დ აირონია, რაც სერიალშია. გადაატკბეს, რა.
    აუ ახლა არაეთიკური რამ უნდა გავაკეთო და გთხოვოთ ერთი კვირაა რაც ბლოგი გავხსენი და იქნებ ვინმემ მომიკაკუნით, თორემ პოსტებზე კომენტები რომ არ მაქვს, გული მისკდება.
    http://pasumonok.blogspot.com/
    მადლობთ!

  7. ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ რაცშენ ძალიან გიყვარს, მათ შორის არის: ფერი ვარდისფერი და სოციალური მედია :)

  8. მე მიყვარხარ ძალიან, ძალიან! გისუვებ რომ ცხოვრებაში ყველა სურვილი თუ ოცნება აგისრულდეს.

  9. ზუსტად ჩემნაირი ინტერესები გაქვს, ალბათ ერთმანეთს რომ ვიცნობდეთ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით, უკვე შემიყვარდი

Leave a Reply