What are backlinks and how do I use them?

გადავწყვიტე ტუტორიალი გადავთარგმნო Backlink-ებზე.
ეს ძალიან საჭირო და გამოსადეგი რაღაცაა!
მაშ ასე:

რა არის ბექლინკი და როგორ შემიძლია მისი გამოყენება?

სწრაფი პასუხი:

  • ბექლინკები წარმოაჩენს სხვა ვებგვერდებს რომლებშიც დალინკულია შენი პოსტები
  • თქვენს ბლოგზე ბექლინკების გასააქტიურებლად შედით Settings > Comments > Show Backlink

ბექლინკები საშუალებას გვაძლევს, თვალყური ვადევნოთ სხვა ვებგვერდებს სადაც ჩვენი ბლოგ-პოსტის ლინკია მოხსენიებული.
მაგალითად, დავუშვათ თიკუნამ დაწერა პოსტი რომელიც ლიკუნამ საინტერესოდ ჩათვალა.
ამის შემდეგ ლიკუნა შედის თავის ბლოგზე და წერს პოსტს თიკუნას პოსტის შესახებ ან იგივე თემაზე, ამასთან ერთად მიუთითებს თიკუნას პოსტის ლინკს.
ამის შედეგად თიკუნას პოსტის ქვეშ ავტომატურად გამოჩნდება, რომ ლიკუნამ თიკუნას პოსტი თავის პოსტში ახსენა და იქვე მიეთითება ლიკუნას პოსტის ლინკიც.

ამ კავშირების საუკეთესო შედეგია ის რომ კომენტარები უფრო მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ხდება, ვინაიდან მკითხველი ეცნობა თიკუნას პოსტს და შესაძლებლობა ეძლევა რომ ლიკუნას პოსტსაც გაეცნოს, მისი კომენტარებიც წაიკითხოს და უფრო რეალურად არა მხოლოდ ერთი ბლოგერის თვალსაზრისით შეხედოს თემას არამედ 2-ის ან მეტის.

Blogspot-ის დეfოლტ თემპლეითებს აქვთ ბექლინკების მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ custom თემპლეიტს ხმარობთ, (მაგალითად მე ვხმარობ, და თითქმის ყველა თქვენგანი, თუმცა უმეტესობას აქვს ბექლინკების მხარდაჭერა) რომელსაც არ გააჩნია ბექლინკების მხარდაჭერა (მაგალითად ინდივიდი-ს თემფლეითს არ გააჩნია) შეგიძლიათ თქვენით დაამატოთ ჩანაწერი კოდში.
ინსტრუქცია იხილეთ აქ
თუ ყველაფერს სწორად დააყენებთ, ყოველ პოსტთან დაინახავთ ახალ ლინკს “Links to this post

თუ დააჭერთ ამ ლინკს, იგი გადაგიყვანთ კონკრეტული პოსტის გვერდზე, სადაც ბექლინკები ერთადაა ჩამოთვლილი კომენტარების ქვემოთ (ან ზემოთ, გააჩნია თემფლეითს)
თუ დააჭერთ ბექლინკთან მოთავებულ პატარა სამკუთხედს, ჩამოიშლება იმ გვერდის მოკლე მიმოხილვით ტექსტი სადაც თქვენი პოსტია დალინკული, ისევე როგორც ავტორი და თარიღი:

თუ გსურთ ბექლინკების გამორთვა რომელიმე კონკრეტული პოსტისთვის, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ იქიდან სადაც თიშავთ კომენტარებს.
უბრალოდ შედით პოსტის Edit-ფანჯარაში და ზუსტად მის ქვემოთ არის კომენტარების და ბექლინკების ოფციები.

 

შენიშვნები:

  • საინტერესოა, რომ ეს ფუნქცია ეყრდნობა Blog Search-ის link: ოპერატორს. ასე რომ საიტები რომლებიც გაბექლინკებენ უნდა იყონ ინდექსირებული ბლოგ სერჩის მიერ, და ასევე შესაძლოა ცოტა დრო წაიღოს ბექლინკების პოსტში გამოჩენამ.
  • კომენტარების შემატყობინებელი იმეილი არ შეიცავს ბექლინკება, ამიტომ თქვენ ვერ შეიტყობთ როდის გამოჩნდება ბექლინკი თქვენს პოსტებთან და როდის არა, ეს იმიტომ ხდება რომ ბექლინკები ისერჩება და პოსტთან თავსდება, ყოველ ხელმეორე შესვლაზე.
  • თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ ვინ, სად და როდის დაგაბექლინკათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ Blog Search-ში, საძებნ ველში ჩაწეროთ link:შენი ბლოგის სახელი.blogspot.com, და შემდეგ გამოიწეროთ განახლებები, რაც შეგიძლიათ ყოველი დასერჩვის შემდგომ ამოყრილი შედეგების ქვევით მოთავსებული ლინკის მეშვეობით.

2 thoughts on “What are backlinks and how do I use them?”

Leave a Reply