wazap

აი, ვფიქრობ, ვფიქრობ რა დავწერო.

ბოლო ხანებში ორად-ორი რამ, რაზეც კონცენტრირებას ვახერხებ არის სამსახური და ბლოგინგი.

მთელი დღე სამსახურში ვარ დილის… წესით 10-დან და რეალურად როცა მეღვიძება ხოლმე, საღამოს 8, ხანდახან 9-მდე.

თქვენ იტყვით, რა სამსახურია ასეთიო. ერთი შეხედვით “კატორღულია”, სინამდვილეში კი ყველაზე მეტს სამსახურში ვერთობი და სახლში წამოსვლა ყოველთვის მეზარება.

(აქვე, ჩვენს კორპორატიულ ბლოგთან ბმულის გაცვლა თუ გინდათ, ჩაგვამატეთ თქვენს ბლოგროლში და facebook-ზე მოგვწერეთ თქვენი ბლოგის ლინკი, ჩვენც ჩაგამატებთ!)

ჯერ-ჯერობით ცალკე გადასვლა გადავიფიქრე. გადავწყვიტე ჩემი ძველი ოთახის რეკონსტრუქცია/რეორგანიზაცია/რედიზაინი ჩავატარო.

უკვე მაქვს დეკორის პირველი ელემენტი რომელიც საწერი მაგიდის თავზე დაიკავებს ადგილს.

ოდრი ჰეპბერნის ცნობილი პორტრეტის უზარმაზარი პრინტი. სამსახურში მაქვს ჯერ-ჯერობით.

ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე დაეჭირათ და ფოტოზე მათი ხელები ჩანს.

Audrey Hepburn Print

Audrey Hepburn Print

მინდა, საწოლის გადასაფარებელი, ფარდა და განათებაც შევცვალო… ნელ-ნელა ყველაფერს მოვაწესრიგებ.

კიდევ ვფიქრობ ეს ხომ არ ვიყიდო? კედლის სტიკერია, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს ააძრო და სხვაგან მიაკრა თუ მოგბეზრდება.

pink Wall decal

ძალიან მომეწონა… საწოლის გვერდით მოუხდებოდა ჩემს ოთახს.

ხომ არ იცით თბილისში მსგავსი რამეები ხო არ იყიდება? მეძვირება მანდედან გამოწერა… :(

ფოტოაპარატის ელემენტიც დამჯდარი მაქვს რაც აქეთ ვცხოვრობ, დამტენი კი იქით დამრჩა. ასე რომ სურათებსაც ვერ ვიღებ. მხოლოდ მობილურით გადაღებული ფოტოებით სულდგმულობს ეს ბლოგი.

სხვა ვერაფრით ვერ გავიხსენე რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. :|

ა ხო, კიდევ ეს სიმღერა ამეკვიატა. მთელი დღეა “ნორ პარ, ნორ პარ”-ს გავიძახი… ჯან ჯან იძახეთ და საკმაოდ რთული სიმღერაა. ძლივს დავისწავლე მელოდია. აბა რომელი თქვენგანი გაიმეორებს მაგის მისამღერს? აი, მე კი შემიძლია. იშ!

აი განსაკუთრებით ის მომენტი მომწონს 1:26 “პარ წახგუნქი”-ს რომ ამბობენ. ჯიგრული სიტყვა ჩანს, ნეტა რას ნიშნავს…
ერევანში გატარებული ტკბილი დღეები მომენატრა.

მოგზაურობა მინდა…

21 Comments

  1. მარ იმ ყვავილების იდეისათვის შემიძლია ჩემეული შესრულება შემოგთავაზო რომლიტაც ჩემი საწოლის თავზე ხე გაჩნდა : ) მართალია ხეს ჯერ ფოთლები აკლია მაგრამ ნუ იდეა მაქვს გაკეთება მეზარება :D დაჟე შენი ხათრით მზად ვარ ვიდეო ტუტორიალი თუ რაღაც ჩავწერო :D უბრადლო ჩემს იდეას ერთი მინუსი ექნება მისი გადაწეპება შეუძლებელი იქნება ანუ ის რომ შესრულდება დარჩება სულ მანდ :D

    1. იყოს კაცო, მე მაინც მწებავი მინდა. თუმცა ტუტორიალი სხვებისთვის გააკეთე ;)

      1. კაი მწებავის იდეაც მაქვს ჟანდაბა შენს თავს :) მე იდეებს ხოდზე ვქმნი : ))) გინდა??
        არ გინდა და იყვია მასე სულ არ გეტყვი :jump:
        :D :)

  2. ოდრის თურმე სახლში შვლის ნუკრი ჰყოლია ფეთად. სურათებიც მაქვს…
    სადაც ამ ქალის პორტრეტი კიდია, იქ ყველგან სიმშვიდე და სიყვარულიაო – რომელიღაცა მსახიობმა თქვა ;)

  3. აი იმ პოსტის კითხვისას, ცალკე მსურს გადასვლა საცხოვრებლადო, რომ წერდი… გავიფიქრე, რატომ უნდა ხარჯო ტყუილად ბინის ქირასა და ათას გადასახადზე ფული თქო… მაგრამ არ დავწერე… ხოდა, ახლა იმის დაწერა მსურს, რომ კარგი გადაწყვეტილება მიგიღია! აღვფრთოვანდი! :)

  4. დამავიწყდა დამეწერა, რომ აღვფრთოვანდი ოთახის გადაკეთების იმ იდეებით, რაც პოსტში დაწერე. იტოგში, ავბოდიალდი :| :D:D:D:D

  5. საერთოდ, ოდრის ცუდი წარბები ჰქონდა, იმჰო :-?
    სტიკერზე გავგიჟდი მეც, მაგრამ ასეთი პლოსკი კედელი არ მაქვს და ამიტომ ჭკა :(
    სამაგიეროდ აივნის კარია პლოსკი და ხვალვე შევუდგები გადაკეთებას :D ნუ ან ზეგ :P

  6. ჰაჰააა, ჯან ჯანს ვიძახი მე კიდე მთელია დღეა. მოკლედ, ჩემო საყვარელო სვითი “ნორ პან”- ნიშნავს ახალ ცეკვას და “პარ წახგუნქი” ( ჩვენსი დარჩეს და რა კარგად ჟღერს) ნიშნავს წახგუნქის ცეკვა.ცეკვის სახელია და რომელია ეგ უკვე აღარ ვიცი! :D

    1. პარ წახგუნქი ნიშნავს “ყვავილების ცეკვას” ან “ყვავილებისთვის ცეკვას” თურმე :D

      წახგუნქი, წახგუნქი – ზე-მამა სიტყვაა! <3

  7. ხო, რაღაც ეგეთი ზუსტად არ ვიცოდი ეგ რო ყვაყილების ცეკვა იყო :D
    აუუ,გოგ ის სტიკერი მომწონა ძაან, მოუხდება შენ ოთახს! :)
    და ის ოდრის სურათი კიდე ცოტა ადრე დაგეკიდა :D :D

  8. სტიკერზე – პოლიგრაფიულ სტამბებს მიმართე, ეგენი თავისუფლად გაგიკეთებენ. თუმცა კი არ ვიცი, შემდეგ მოშორებადი იქნება თუ არა. ალბათ ყველაფერი ტექნიკაზეა დამოკიდებული. მეორეს მხრივ კი ეჭვი მაქვს, ძვირს დაგიფასებენ აქ, და გამოწერაზე ფიქრიც შეიძლება, მაინც სულ სხვა ხარისხი იქნება, მე მგონი.

  9. რაღა მაინცდამაინც ჩემს კომენტარებზეა ეს მოდერაცია სულ მუდმივად ჩართული???

  10. უზარმაზარი პრინტი??? იცი, უზარმაზარის მნიშვნელობა? აი ჩემი პატარა პოსტერებიც კი მაგ პრინტზე დიდია და ჩემი უზარმაზარი პრინტი ხომ საერტოდ (130×100)

  11. ჩემს ოთახში მეც მინდა რაიმე დავახატინო, ან ეგეთი სტიკერიმივაკრა. აქ ვერავინ ვნახე ვინცმსგავს რაიმეს გააკეთებს, ამიტომ გადავწვიტე თავად ვიხლაფორთO :უსერ:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.