ვიზიტი: ნაწილი I

15-ში, კონფერენციის წინა დღეს, ვენდი და ჯილიანი უნდა ჩამოსულიყვნენ.

იმ დღეს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ ბლოგერები. შეხვედრა 2 ჯერ გადაიდო და ბოლოს ზუსტად იმ დროს დანიშნეს როცა ჩვენი სტუმრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო.

იქამდე კი Singular-ის საქმეზე გვქონდა დანიშნული შეხვედრა ასევე ეკონომიკის სამინისტროში და შემდეგ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. მოკლედ საშინლად დაძაბული დილა გამომდიოდა და ვერაფრით დავესწარი ბლოგერების და მინისტრის შეხვედრას. ძალიანაც ვნანობ, რომ არ ვიყავი, რაღაცეები არ მომეწონა რაც იქ მოხდა და ამაზე მერე დავწერ, თუ მოვიცალე რამენაირად.

მამუკა

იმ დღეს იმდენად დაძაბული ვიყავი, ოფისში საერთოდ ვერ გავჩერდი. იმ დღეს რაც კი საქმე იყო ყველაფერი ბიჭებმა აიღეს საკუთარ თავზე. მე და მამუკა ჯერ შეხვედრებზე წავედით, მერე კი 4 საათზე აეროპორტისკენ გავეშურეთ.

რეისი 20 წუთით იგვიანებდა.

საშინლად ვღელავდი. არ ვიცოდი როგორ უნდა შევხვედროდი. უნდა გადამეკოცნა? ჩავხუტებოდი? ხელი ჩამომერთმია? იქნებ მათთან რომელიმე სახის მისალმება მიღებული არ არის? არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი…

აეროპორტის კაფეში

თან ფოტოაპარატ-მომარჯვებული გამოსასვლელ კარებთან ვიდექი და ყოველ გაღებაზე სურათს ვიღებდი, არ მინდოდა პირველი გაელვება (glimpse) გამომეტოვებინა…

ნერვიულობამ პიკს მიაღწია.

რამოდენიმე წარუმატებელი ფოტოსურათის შემდეგ, ვენდი და ჯილიანიც გამოჩნდნენ.

xiaxue & gillian

პირველი შეხედვიდან 2 რამ მეცნო, ვარდისფერი ჩემოდანი და ჩექმები რომელიც დისნეილენდში ეცვა, ადრე მის ბლოგზე ვნახე. მეც მინდოდა ყიდვა ეგეთის, მაგრამ მერე ის ბეწვიანი ვიყიდე, რაც ქვედა სურათში მაცვია.

ვიცოდი რომ დაბალი იყო მაგრამ მაინც არ მეგონა ასეთი ციცქნა. მეხუთე კლასელი გოგოსავით ჩანდა, არადა 4 წლით უფროსია ჩემზე…

ორივე ძალიან მეგობრულად და თბილად შემხვდა. გადამეხვივნენ.

ჯერ აეროპორტიდან წესიერად გამოსული არ ვიყავით, რომ ვენდიმ მითხრა – “I like your shoes!”

მივხვდი, რომ ჩემი ვენდი ჩამოვიდა…

აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავიყვანეთ და დავაბინავეთ.

აღფრთოვანებაში მომიყვანა ვენდის ვარდისფერმა ჩემოდანმა. ლამაზია და პრაქტიკული.

xiaxue's luggage

ავიყვანეთ ნომრებში. ვენდის ნომერი დიდი აივნით აღმოჩნდა, ჯილიანის კი – პატარათი. ჯილიანს შევთავაზე, შეგიცვლით ნომერს ოღონდ ერთი სართულით მაღლა იქნები-მეთქი, მაგრამ ვენდიმ – ღამე მარტო დარჩენის მეშინია და ამიტომ ამ სართულზე იყოს ჯილიანიც, თუ რამე, ადვილად დავუძახებო.

რაა საყვარელიაააა!!!

13 საათიანი ფრენის შემდეგ ორივე ძალიან დაღლილი ჩანდა, ამიტომ სასტუმროში დავტოვეთ რომ ცოტა აზრზე მოსულიყვნენ, შევპირდით საღამოს სავახშმოდ წაგიყვანთ მეთქი და მეც სახლში დავბრუნდი შხაპის მისაღებად და ცოტათი დასასვენებლად. იმდენად დაღლილი ვიყავი ემოციების და ნერვიულობისგან, რომ სიხარულის თავიც არ მქონდა.

საღამოს წავედით ერთ რესტორანში რომელიც მეტრო ავლაბართანაა, სახელი არ მახსოვს.

13 საათიანი ფრენის შემდეგ დაღლილები

აქვე აღმოჩნდა რომ ვენდი ბიოლოგიურად ვერ იტანს მწვანილს და სიგარეტის კვამლს. გვერდით ვიღაც ქალი ეწეოდა არადა იმნ ოთახში მოწევა არ შეიძლებოდა, კედელზე ნიშანი ეკიდა. დაიწყო ამან წრუწუნი. აუტყდა ხველება.  ახსენა თუ როგორ არის აკრძალული სინგაპურში მოწევა ყველა საზოგადოებრივ ადგილას. შემრცხვა. შემეცოდა. თან გავბრაზდი ამ რესტორანზე.

ოფიციანტი დავიბარე და საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე, “კედელზე მოწევის ამკრძალავი ნიშანია გაკრული და აქ მოწევა შეიძლება თუ არა მეთქი”, ოფიციანტმა მიპასუხა – “თუ გსურთ მოწიეთო”, მე ამაზე გავბრაზდი – “ჩვენ მოწევა კი არ გვინდა, სხვების კვამლი გვაწუხებს”- მეთქი, ოფიციანტმა მხრები აიჩეჩა და უხერხულად ჩაიბურტყუნა “რა გიყოთო” …

საბედნიეროდ იმ ქალმა ყველაფერი გაიგონა და ჩააქრო.

მერე ვენდი ტუალეტის საძებნელად გავიდა, უკან გავყევი, შემეშინდა არ დაკარგულიყო. რაღაცნაირი დედობრივი ინსტინქტი გამიჩნდა მის მიმართ, დაცვის და მფარველობის.

სანამ ტუალეტში იყო, ასე ვერთობოდი.

როგორც იქნა საჭმელიც მოგვიტანეს. გავასინჯეთ ქართული საჭმელები. ჯილიანს ხაჭაპური მოეწონა, ვენდი შქმერულით აღფრთოვანდა.

იქვე იმავე მაგიდასთან და იმ დროს წარიმართა ავადხსენებული დიალოგი ჩემსა და ვენდის შორის.

შეციებული სინგაპურელები

ვახშმის მერე ყველანი ისეთი დაღლილები ვიყავით, თვალებს ძლივს ვახელდით. მე და მამუკამ ვენდი და ჯილიანი სასტუმროში მივაცილეთ და ოფისში დავბრუნდით. გვიან ღამით კი, როცა უკვე მეორე დღისთვის ყველაფერი მზად იყო, ყველანი სახლებში დავიშალეთ.

ის, რაც ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ოფისში ხდებოდა შეგიძლიათ წაიკითხოთ სინგულარის ბლოგზე.

კონფერენციის დღის შთაბეჭდილებები – შემდეგ პოსტში იქნება.

რესტორნის მისაღებში

15 Comments

  1. ახლა მეც ჩამომყავს ერთი კაცი ჟენევადან და ისე ვნერვიულობ, ყოველ წუთას იმეილს ვხსნი,სულ მინდა მივწერო, რომ არ ჩამოვიდეს. ხან ვოცნებობ, რომ ვულკანი გაძლიერდება ან აქ ომი დაიწყება და ა.შ.
    :D
    თუ ეგ არ მივწერე და ჩამოვიდა, ე.ი. ყველაფერი კარგადაა და ასეთ პოსტს მეც ბედნიერი სახით დავწერ :D :შ

      1. ერთი გენიალური სტომატოლოგი გენიალური ორგანიზაციიდან :D

  2. ჰო… აი სერიოზულად წავიკითხე და ფრიად ვისიამოვნე პოსტით.
    ისე… შენი და ვენდის სკანდალური საუბარი რომ გავიხსენო, შენ არ გჭირდება საკუთარი თავის გაიდეალურება. ვინაიდან და რადგანაც გაიდეალურება ხშირ შემთხვევაში გაფანატებამდე მიდის.
    ჰოდა დამისახლე საკუთარ თავზე გაფანატებული ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ წარმატებას მიაღწია?
    ტაკ ჩტო, ისევ სხვა იდეალებს მისდიე. უფრო ლოგიკურია ;)

    1. ეხ, ჩემო ზურიუს, მე იმდენი კომპლექსი მაწუხებს, საკუთარ თავზე მაინც ვერ გავაფანატებ ვერასდროს… “გაიდეალურება” კი მაგ კომპლექსების ნაწილობრივ მოხსნას გულისხმობს.

  3. მივხვდი, რომ ჩემი ვენდი ჩამოვიდა…

    ყველაფერი აეროპორტი დაიწყო… :D :D

    ისა და შენ ჩემ გადაღებულ სურათებზე თქვი დაღრეცილად არის გადაღებულიო? :D :D

  4. როგორ მძულს აეროპორტები, ვერ წარმოიდგენ :| ღრრრ!!!

    კიდევ, რა გაუწყალეთ ამ ვენდის გული: დაბალია, 4 წლით უფროსია, ესა, ისა… სიმაღლე და ასაკი რა შუაშია, ან საერთოდ ადამიანის გარეგნობა??? ეგეც კომპლექსია, მე თუ მკითხავ, რაც მხოლოდ საქართველოში არსებობს – აუ, ის რა დაბალია, ეს რა მაღალი, იმას ცისფერი თვალები აქვს, ამას შავი… საქართველოში მხოლოდ ეგ მირევს გულს, რომ ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, ჩაცმას, სიმაღლე-სიდაბლეს და მსგავს ბულშითოლოგიას.

    მე მომეწონა ვენდი, ჯილიანიც და შენც!

Leave a Reply