ვიზიტი: ნაწილი II

ცხოვრებაში როგორ უნდა გამიმართლოს, როდესაც ამ ბლოგზეც კი რასაც ვიწყებ, არაფერი მიმყავს ბოლომდე. გადავწყვიტე, ძველი დაუმთავრებელი პოსტების სერიები დავასრულო.

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ – ვიზიტი: ნაწილი I

მეორე დღეს, ანუ 16 აპრილს, კონფერენციის პირველი ნაწილი ჩატარდა. ვენდი (@xiaxue) და ჯილიანი (@munkysuperstar) სწორედ ამ კონფერენციაზე მოხსენებების წასაკითხად ჩამოვიდნენ.

მეც მქონდა პრეზენტაცია, თემაზე – ბლოგერობიდან ვლოგერობამდე. ამ პრეზენტაციას შეგიძლიათ უყუროთ კონფერენციის მისამართზე – iTVC.ge და აქედანვე შეძლებთ საპრეზენტაციო ფაილის გადმოწერას.

შუადღისას პრეზენტაციები ნოყიერმა ლანჩმა ჩაანაცვლა. ვენდის ეს კარტოფილის ფრი მოეწონა. სინგაპურში რაღაც სხვანაირი კარტოფილიაო.

მაკიაჟი მუდამ თან ჰქონდა

ლანჩის შემდეგ ვენდის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო. ვენდი ძალიან ნერვიულობდა. ასეთი აუდიტორიის წინაშე არასდროს გამოვსულვარო. ამ ყველაფრის პარალელურად, ჯილიანი ვიდეო-კამერით იწერდა ყველაფერს @clicknetwork -ის შოუსთვის.

ჯილიანი კარგი პრეზენტატორი აღმოჩნდა. ვენდი – ისე რა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.

 სვითი - სასტუმრო "ძველი თბილისის" ვერანდა
სასტუმრო "ძველი თბილისის" ვერანდაზე

კონფერენციის შემდეგ ვენდი და ჯილიანი პროსპეროში წავიყვანე. რამოდენიმე ბლოგერს უნდოდა ვენდისთან შეხვედრა. ყავა დავლიეთ, ცოტა ხანს ვიჭორავეთ და ფოტოები გადავიღეთ.

უკვე ძალიან დაღლილები ვიყავით. ფოტოზეც გვეტყობა.

თუ ატყობთ ყველა ფოტოზე რა თბილად აცვიათ? არადა, საკმაოდ ცხელოდა იმ დღეებში. თუმცა როგორც ჩანს  სინგაპურივით – არა! საღამოობით ვენდი სიცივისგან ისე იბუზებოდა, ლამის ჩავხუტებოდი. :D

პროსპეროდან სტუმრები სასტუმროში წავიყვანე. მეორე დღეს თბილისის დათვალიერება და Guide to Life-ის ახალი ეპიზოდის გადაღება გველოდა. ფოტოები იქნება პოსტის მესამე ნაწილში.

P.S. მას შემდეგ რაც ვენდის აბრჭყვიალებული გაჯეტები ახლოდან ვნახე, ჩემი ფოტოაპარატი შემზიზღდა. თუ ვინმეს გინდათ, მოგყიდით. :|

ჩემი და ვენდის მობილურები
Andy & Wendy

14 thoughts on “ვიზიტი: ნაწილი II”

  1. lol ეს ბოლო სურათი ძალიან სასაცილოა :D პირველი სურათი ძალიან საყვარელია. ამ ვენდის ბრჭყვიალა გაჯეტებს ვერ გავუგე აზრი :P

  2. მახსოვს რამდენი ხნის წინ იყო :D იმ დღეს კოლოკვიუმი მქონდა ბუღალტერიაში და ამ პრეზენტაციის ყურებაში, კინაღამ დამაგვიანდა :D

  3. აუ ნოდარ ეს რა სურათი :D :D :D :D
    პირველად რო ვნახე თან მახსოვს რამდენი ვიცინე :D …
    თუმცა გასაკვირი რაარის ეგ გოგო ეტყობა ძაან მაღალი არაა
    ზატო შენი სახე ღრუბლებშია : D

    1. მშვენიერი გოგოა ვენდი და მშვენივრად გამოვიყურებით , ნუ გშურს :P
      საერთოდ კომპაქტური გოგოები მომწონს გაბი სოლისის მსგავსი :D

      1. კაი გოგოა ცუდი გოგო კიარაა :D თან სიმაღლითაც უხდებით ერთმანეთს ვინ რას ამბობს :D :D :D

        გაბის კომპქატურობა სად ნახე… უბრალოდ ძალიან სექსუალურია : )))))))

  4. ძალიან მომეწონა სურათები რა ლამაზად ხარ მარი :)) ვენდის ტელეფონის მეც შემშურდა :D

  5. გავიხსენოთ 08 08 08
    გულისცემა შეწყდა…
    ომი სიკვდილით იწყება და სიკვდილით მთავრდება!
    არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი სიბნელე, ვიდრე იმ ღამეს. არასოდეს ყოფილა გზა თბილისისკენ ისეთი ძნელად სავალი, როგორც მაშინ. ცოცხალ–მკვდარი ადამიანი ამ გზას მიუყვებოდა, სხეული დამძიმებოდა და ახლა მხოლოდ ფიქრებიღა ემსუბუქებოდა…

    მაშინ ჯერ კიდევ დატყვევებული იყო და მანქანის უკანა სავარძელზე ბორკილებდადებული იჯდა. ჯარისკაცებმა სახლის კარი შეამტვრიეს, დედ–მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარეთ გამოყარეს. კაცს ესროლეს. როგორც ჩანს ქალი ოსი იყო; უყვიროდნენ, ქართველ კაცთან რა გინდა, აქ რა დაგრჩენიაო. მგლოვიარე დედას კაბა შემოახიეს და მანქანაში შეაგდეს. სუნთქვაშეკრულ და გაფითრებულ ბავშვს კი ცეცხლმოკიდებულ სახლში შეუძახეს. ალი დაუმწიფებელი ყურძნის მტევანს მოედო, მწვანე მარცვლები ცრემლებად იღვრებოდნენ…

    გაგრძელება:http://ipiqre.blogspot.com/2010/08/080808.html

  6. მეც მაქვს ვენდისთან ფოტო :D საყვარელი გოგოა და მართლა კარგი დღე და საუკეთესო კონფერენცია იყო კარგად მახსენდება . ხო პრეზენტაციაზე ცოტას ნერვიულობდა მაგრამ თუ პირველად იყო მსგავს სიტუაციაში ეპატიება. პირველად მართლაც საშინელებაა

  7. აუ რა კიშკი გაეძრო?! სულ როგორ შიმშილზე ვფიქრობ. შემომაკვდება ერთხელაც ეგ საცოდავი.

Leave a Reply