afk

afk

მეორე დილით ლოლა სამსახურში წავიდა ჩვენ სახლში. იმედი გვქონდა შუქი მოვიდოდა მაგრამ არ დაგვხვდა და დავიძინეთ.

4 საათისთვის ავდექით და სოფელში წასასავლელად გავემზადეთ.

ამერიკული კოსმოპოლიტენის კითხვისას რაღაც ნაწნავის ჩაწვნის წესს წავაწყდი და უცებ ვისწავლე:

  1. მთელ თმას ყოფ ორად
  2. მარჯვენა ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან წვრილ ზოლს აიღებ და გადადებ მარცხენა ნაწილის მარჯვენა ნაპირში
  3. მარცხენა ნაწილის მარცხენა ნაპირიდან იგივე ზომის წვრილ ზოლს აიღებ და გადადებ მარჯვენა ნაწილის მარცხენა ნაპირში
  4. აგრძელებ თმის სიგრძის დასრულებამდე.
ადვილი ნაწნავი

ადვილი ნაწნავი

ჩემითაც ჩავიწენი და მაგრად მომეწონა შედეგი.

სოფელში ჩავაღწიეთ. ძალიან ბევრი ნათესავი ჰყავს კოტეს. უზომოდ ბევრი. და თან ყველას გადაკოცნა გიწევს ყველას მისალმება ყველასთან ლაპარაკის გაბმა.

და ყველა წარმატებით აღნიშნავს თუ რა ”ჩაპუნტულებული” ან “დრუცუნა” ან “მოფერიანებული” ხარ! :mad:

კოტეს კიდევ პირდაპირ ეუბნებიან ” როგორ გასუქებულხარო”…

ყველას თავისი აზრი აქვს შენს გარეგნობაზე, ქცევაზე, სიტყვა-პასუხზე, საქმიანობაზე, ინტერესებზე… მოკლედ ამ მხრივ კოშმარია..

მეორე მხრივ რაღაც უზომო სითბოს მაძლევდნენ. სრულიად უცხო ადამიანები ისე მეფერებოდნენ და ისე მანებივრებდნენ გამიკვირდა.

Kote afk

Kote afk

კოტეს ბებია, ვის სანახავადაც ჩავედით, ძალიან ცუდად იყო. გაძვალტყავებული და დასევდიანებული. მარტო სიკვდილზე ფიქრობდა…

მერე საკუთარი თავი ძალიან დიდ ეგოიზმში და უსამართლო ფიქრებში დავიჭირე, რამაც მაგრად დამგრუზა.

საქმე იმაში იყო, რომ ბებია რომელსაც ღვიძლი ეშლება და ყველა ფიქრობს რომ დიდ ხანს ვერ გაატანს, ძალიან დამგრუზველი იყო, რომ მივედით, ასეთ რაღაცეებს გვეუბნებოდა:

“რა ცუდია რომ მოხვედით და ამ მდგომარეობაში მხედავთ”

“ახლა თქვენ ‘აქ’ რჩებით და მე ‘იქ’ მივდივარ”

“რა იქნებოდა, ცოტა ხანი კიდევ დამცლოდა თქვენთან ერთად ყოფნა”

და მსგავს ‘სიკვდილის-წინა’ ფრაზებს რაზეც ძალიან დავიგრუზე და გავიფიქრე რომ რას გრუზავს ყველას, ნუთუ თავს ვერ შეიკავებს-მეთქი.

და მერე საკუთარი თავი დავგმე ამ ფიქრის გამო.

რომელ თავშეკავებაზეა საუბარი, როდესაც იცი რომ კვდები და ვსიო.

კ-ვ-დ-ე-ბ-ი!

საკუთარი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და აი გავგიჟდი! ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა. რომ წარმოვიდგინე რომ ყველა ადამიანი ვინც შენ გიყვარს შენს გვერდით არის და ყველამ იცის რომ დღეს თუ არა ხვალ აღარ იქნები…

პროსტა სხვა რა უნდა თქვა… სხვა რა უნდა ილაპარაკო?

იმაზე იფიქრებ მაგ დროს რომ სხვები არ დაგრუზო? არავინ არ იფიქრებს მაგზე… სიკვდილის წინ ყველა ცოტათა ეგოისტია და ყველას უნდა სიცოცხლე.

I am a fool and selfish!

მე თვითონაც ეგოისტური ფიქრები მომაწვა, რადგან დროულად არ შევედი მის მდგომარეობაში და “ნუ მგრუზავს…”-ზე ჩავიციკლე…

ჩემი ფიქრების გამო ბოდიშს მოვიხდიდი რომ შეიძლებოდეს.

{ 5 comments… read them below or add one }

1 BigCrow 14 ივლისი, 2009 at 2:38 pm

სულ ველოდი როდის იქნებოდა რამე ინგლისური ფრაზა და აი, მანაც არ დააყოვნა :D

ჰაჰ, მსუქანი კოწიკა :) როდის იყო ტანწერწეტა… მაგრამ ჩვენ ისეთი გვიყვარს იგი, როგორიც არის :)

პასუხი

2 kikito 14 ივლისი, 2009 at 4:06 pm

აუ რა ლამაზი ნაწნავი გამოვიდა ეეე, ეხლა ვცადე და მაგარიაა :D
thanks sweety

პასუხი

3 Sweety 14 ივლისი, 2009 at 8:41 pm

კიი თან ძალიან ადვილი დასაწნავია…

ულამაზესი ნაწნავი გამოდის…

თევზის ფხა თუ რაღაც ჰქვია.

Fishbone

პასუხი

4 პერწკლი 14 ივლისი, 2009 at 5:34 pm

ხევსურებმა იციან ეგეთი ნაწნავები თუ ფშავლებმა : ) ))

პასუხი

5 Natalia 14 ივლისი, 2009 at 7:21 pm

რა საშინელებაა, ხშირად ვფიქრობ მაგაზე რომ საყვარელი ადამიანები სულ ჩემთან არ იქნებიან [ან მე არ ვიქნები მათთან, who knows] და მეშინია ძალიან : )

პ.ს სოფელი მომენატრა და ბუნება :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</