როგორ ჩავსვათ ტვიტერის ვიჯეტი ბლოგზე/ვებ-გვერდზე?

წინა კვირას პატარა კვლევა ჩავატარეთ სამსახურში და აღმოჩნდა რომ 110 ქართული პოპულარული ბლოგიდან მხოლოდ 51-ია დარეგისტრირებული ტვიტერზე და იქიდან მხოლოდ 25-ს აქვს ბლოგზე ჩასმული ტვიტერის ვიჯეტი.

ამიტომაც გადავწყვიტე ქართულ ბლოგებზე ვიჯეტის ჩასმის პრობლემის მოსახსნელად ეს ტუტორიალი გამეკეთებინა.

ტუტორიალი WordPress.com-ის მომხმარებლებისთვის:

შედიხართ: თქვენი ბლოგის Dashboard-ზე → AppearanceWidgets → ირჩევთ ვიჯეტს სახელად Twitter → გადაათრევთ Sidebar-ში და შეიყვანთ სასურველ პარამეტრებს → აწკაპუნებთ Save ღილაკზე.

Dashboard → Appearance → Widgets → Twitter → Sidebar → Save

Dashboard → Appearance → Widgets → Twitter → Sidebar → Save

ტუტორიალი Blogger.com-ის და WordPress.org-ის მომხმარებლების ან ნებისმიერი ვებ-გვერდის მფლობელთათვის:

თუ თქვენ Blogger.com-ზე ან WordPress.org-ის პლატფორმებზე აწყობილი ბლოგი გაქვთ, ან თუნდაც ჩვეულებრივ ვებ-გვერდს ადმინისტრირებთ, საიტზე ნებისმიერ ადგილას, სადაც HTML კოდის გამოყენება დაშვებულია, შეგიძლიათ ჩასვათ ტვიტერის ვიჯეტი, რომელიც თქვენს უკანასკნელ ტვიტებს გამოაჩენს.

ამისათვის უნდა გქონდეთ აქტიური ტვიტერის ანგარიში.

ვიჯეტის შექმნა

შედიხართ ტვიტერის მთავარ გვერდზე ბოლოსართში მოთავსებულ ბმულზე: Goodies

ან პირდაპირ აკლიკავთ ამ ბმულზე: twitter.com/goodies

შემდეგ ირჩევთ Widgets

და My Website

რის შედეგადაც გაიხსნება ქვემოთ მოცემული გვერდი, ვიჯეტების ოთხნაირი სახე სხვაობით. უკანასკნელი ტვიტების გამოსაჩენად, აირჩიეთ Profile Widget.

მოცემულ ველში ჩაწერეთ თქვენი ტვიტერის მომხმარებლის სახელი (Username) და დააჭირეთ Test Setting-ს, რათა დაინახოთ ვიჯეტის წინასწარი სახე (preview).

ამის შემდეგ გადართეთ Preferences-ზე.

Preferences-დან შეგიძლიათ აირჩიოთ ვიჯეტის სხვადასხვა პარამეტრები:

Poll for new results? –  ამ პარამეტრის მონიშვნა (თოლიის ჩასმა) გამოიწვევს ბლოგზე/ვებ-გვერდზე ჩასმული ვიჯეტის ავტომატურ განახლებას მთელი გვერდის და-refresh-ების გარეშე.

Include scrollbar? – ამ პარამეტრის მონიშვნა (თოლიის ჩასმა) გამოიწვევს ვიჯეტში სკროლის გაჩენას. რაც ზოგ შემთხვევაში სასარგებლოა, რადგან ვიჯეტის ფიქსირებული სიმაღლის მითითებისას ბოლო ტვიტი შეიძლება მოიჭრას და/ან ტექსტის ნაწილი დაიფაროს. (აქ, მარჯვნივ, ჩემი პროფილის ვიჯეტიც სკროლითაა)

Behavior:

  1. Timed interval –  ტვიტები დროის გარკვეული ინტერვალით ნელ-ნელა ჩაიტვირთება.
  • Loop Results? – ახალი ტვიტების არ არსებობის შემთხვევაში ვიჯეტი თავიდან დაიწყებს ძველი ტვიტების ჩატვირთვას.
  • Tweet Interval? – ტვიტებს შორის დროითი ინტერვალის დაყენება.
  1. Load all tweets – ყველა ტვიტი ერთბაშად ჩაიტვირთება.

Number of Tweets – რამდენი ტვიტი გამოჩნდეს ვიჯეტში.

Show avatars? – გამოჩნდეს თუ არა ავატარი ყოველი ტვიტის გვერდით?

Show Timestamps? – გამოჩნდეს თუ არა გაგზავნის დრო ყოველი ტვიტის ქვეშ?

Show hashtags? – გამოჩნდეს თუ არა ტვიტებში ჰეშტეგები?

პარამეტრების არჩევის შემდეგ გადართეთ Appearance-ზე, სადაც მოახერხებთ ვიჯეტისთვის ფერებს შეცვლას და თქვენი ბლოგის/ვებ-გვერდის დიზაინთან შესაბამისობაში მოყვანას.

ფერების არჩევის შემდეგ გადართეთ Dimensions-ზე, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ ვიჯეტის სიგანე და სიმაღლე.

აქვეა პარამეტრი Auto width, რომლის მონიშვნის შემდეგაც ვიჯეტის სიგანე ავტომატურად მოერგება ბლოგზე/ვებ-გვერდზე ვიჯეტისთვის განკუთვნილ თავისუფალ არეს.

ბოლოს კი დააწკაპუნებთ Finish & Grab Code და გამოვა კოდი, რომელიც უნდა დააკოპიროთ და ჩასვათ ბლოგზე ან ვებ-გვერდზე.

19 Comments

  1. კარგია :) სხვა ბლოგებზე მომწონს .
    ჩემს ბლოგზე რომ მოვინდომო გავაკეთებ ?

  2. მას უკვე არაფრის თავი აღარ ჰქონდა, ელანდებოდა სახლი, ეს ერთობ უბრალო რაღაც, რასაც სხვა დროს ვერ აფასებდა მისთვის საოცნებო გახდა. მას სხეულზე ძონძები ემოსა და შიმშილისა და წყუვილისგან სულ გამოფიტულიყო, თმები და წვერები გაზრდოდა და სულაც აღარ ჰგავდა ადამიანს რომელიც ბრიტანელი ლეიტენანტი იყო. მან ყველაფერი დასთმო, ყველაფერი საკუთარი თავიც კი და უფრო მეტი ვიდრე თავი, მეგობრებისთვის, მათთვის ვინებიც მას ლაჩარს უწოდებდნენ.
    ის მირბოდა ქვიშის საუფლოში მთების მწვერვალებზე, მისი ნაფეხურებიდან ქარი მის ხსოვნას შლიდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს ესმოდა ცხენის ხმა და იმატებდა შიში, მაგრამ არა შიში სიკვდილის არამედ მისი სატრფოს უნახაობის. მის კუნთებში ძალა ილეოდა, მის ფილტვებში ჰაერი ვეღარ ეტეოდა და ის მაინც მირბოდა სანამ შეეძლო, მირბოდა მისკენ და ამავდროულად მისგან. ის ლაჩარი იყო ყველასათვის და ის ამას არც უარყოფდა, მაგრამ მან შეძლო გაეღო ყველაფერი იმისთვის რაც მნიშვნელოვანი იყო.
    განა ლაჩრობაა ის რომ უარი თქვა იმაზე რაც რაც ყველაზე მეტად გიყვარს ?

  3. არ მეგონა, რომ ქართული ბლოგების ნახევარიც კი არ იყენებდა სოციალურ მედიას პოპულარიციისათვის . . . .

  4. გამარჯობა. შენი დახმარებით მეც გავაკეთე ტვიტერი ჩემს ბლოგზე მაგრამ ნუ სიმართლე გითხრა არც ვაქტიურობ და არც მომხიბლა და ვერც გავიგე და.. მოკლედ, ახლა როგორ ავლაგმო ჩემი ბლოგიდან? :D თითონ თვითერის ექაუნტი წავშალე ;) იქნებ მომწერო?

    მადლობა წინასწარ პასუხისთვის და ასეთი საინტერესო ბლოგისთვის ;) :*

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.