
ჰმმმ… ხო ეს გავიგე გუშინ და ისა… გამოვშტერდი
საქმე ისაა რომ ამ საქმის ორივე მხარე “დაზარალებულებიც” და ე.წ. “ბრალდებულიც” ძვირფასია ჩემთვის და არ ვიცი რანაირი კომენტარი უნდა გავაკეთო, ან თუ სულაც გავჩუმდები, ჩემს გულში რა უნდა ვიფიქრო… არ მიყვარს ასეთი სიტუაციები როცა რაღაცას გავიგებ და ჩემში მორალური ბერკეტები ამოძრავდება ხოლმე.
ღმერთმა კი დაუწესა ადამიანებს, არ განსაჯოთ ერთმანეთიო, მაგრამ ეს მორალური ბერკეტები ყველა ადამიანშია, და მაინცდამაინც განსჯისკენ მოგიწოდებს!
და ვერ ვიტან.
მართლა არ მიყვარს ვინმეს განსჯა.
არა, არც ვაპირებ.
აქ ამ ყველაფერს მაგიტო კი არ ვწერ…
უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ.
და ჩემს შინაგან სამყაროში ძვრებს ვაფიქსირებ.
ხო ნუ.. თვითონ ამ მხარეებს ზოგადად მაგრად კიდიათ (უკვე) ეს ამბავიც და ჩემი “გრძნობებიც”, მაგრამ მე რაღაცნაირად არ მკიდია.
ალბათ ადვილად ვექცევი რაღაცეების გავლენის ქვეშ. და ადვილად ვიჯერებ რაღაცეებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რა შუაშია… ა ხო, გამახსენდა რა შუაშიცაა. ადრე მომივიდა ასე. ერთ ბიჭზე გავიგე ცუდი რაღაცეები ერთი გოგოსგან და მაგარი გამიტყდა იმიტომ, რომ ეს ბიჭი ჩემი ახლობელი იყო და იმ ბიჭთან არ კონტაქტი გავწყვიტე. (მაგარი დებილურად გამომივიდა, მაგრამ თავისთავად მოხდა. ჩემმა მორალურმა საზომმა იმ გოგოს მხარე დაიჭირა. და ძალაუნებურად აგრესია გამიჩნდა ბიჭის მიმართ).
მაგრამ მერე სხვა ადამიანებსაც გამოვკითხე და აღმოჩნდა, რომ არც გოგო იყო ფრთიანი ანგელოზი. ასე რომ მეორედ გამიჩნდა აგრესია. უკვე გოგოს მიმართ.
ეგ ჩემთვის პატარა გაკვეთილი აღმოჩნდა და გადავწყვიტე, რომ ვიღაცის მოყოლილზე ან ყურმოკრულზე არაფერი დავიჯერო და, მითუმეტეს, სხვა არ განვსაჯო.
მაგრამ, აი, სულ რაღაც გუშინ, მაგარი გამიტყდა… უცებ რომ გავიგე…
ხოდა, შენ რომ იცოდე, მე დავიკიდებ ამ ამბავს…
და არც მეხება… და ვიცი რომ უნდა დავიკიდო.
არც განსჯას ვაპირებ. და თუ შენ ასე გირჩევნია, არც არასდროს დაგელაპარაკები მაგ თემაზე…
უბრალოდ, როცა გავიგე პირველი რაც თავში მომივიდა და რაც მეტკინა ის კი არ იყო, რომ ჩემს ახლობელზე ან მეგობარზე რამე ცუდი დაწერე… არამედ ის გავიფიქრე… ნეტავ ჩემზეც ასე ხომ არ ფიქრობს–თქო…
მე ისიც არ ვიცი, იმ ხალხმა რა იფიქრა, ვისზეც წერდი…
მაგრამ მე ისე მიყვარხარ,
ჩემზეც ასე რომ ფიქრობდე,
და გამეგო,
ძალიან შემძულდებოდი

(((((((((((((((((((((((((
So Hate me, while you can…
{ 3 comments… read them below or add one }
ეემ ხო მეც მესმის ხოლმე პერიოდულად “ცუდი” რაღცეები ისეთ ხალხზე ვინც მე მომწონს და ძნელია გაფუჭებული ტელეფონის მსხვერპლი არ გახდე.
ნუ თუ ვერ იკიდებ და გაწუხებს დაელაპარაკე იმ ტიპს
ხო შეიძლება იმას თავისი ვერსია ქონდეს ან რამე :tan:
ჰმმ…
)
კაი ვეცდბეი დაველაპარაკო… ამ კვირას
)
:2კისს:
ყველაფერი, რაც ხდება, კარგისკენ ხდება : )
ისე ეს ფრაზა ისეთია რა, დემაგოგიური თუ რაც ჰქვია, არც კარგისკენ ხდება არაფერი, არც ცუდისკენ, მთავარია შენ რა კუთხით შეხედავ.
მე ამ ერთი შეხედვით “უსიამოვნო” ისტორიამ ვობშემ ერთი კარგი ადამიანი აღმომაჩენინა : ) და ვიცი, რომ ისიც იგივეს ფიქრობს : )
ხოდა თვითონ ფაქტს რაც შეეხება – ყველანი ვცოდავთ და ყველანი ვფიქრობთ ადამიანზე სლეობებს, და მეორე წუთში შეიძლება ეს ასე აღარ ვიფიქროთ.