სიცოცხლის ხე

მაღვიძარა. თბილი ბალიში. დილის სუსხი.
ფინჯანი. ყავა. შაქარი. კოვზის წკარუნი.
ონკანი. ფინჯანი. გამოფხიზლება.
პერანგი. შარვალი. ფეხსაცმელი. სავარცხელი.
ტაქსი. თვლემა.
სალმები. ქალმები.
გამოტენილი ტვინი.
გამოტენილი დღის განრიგი.
ტელეფონის ზარები. დედლაინები.
ხვატი. გამონაბოლქვი. ქალაქი. ხმაური.
ლანჩი. ცხარე. გემრიელი.
მეგობარი. ქაქანი. ემოციები.
ოფისი. კონდინციონერი.
კორპორატიული ვალდებულებები.
ტელეფონის ზარი. შეხვედრა. იმეილი.
პრეზენტაცია. ტელეფონის ზარი. ესემესი.
ყავა. პროექტი. ყავა. ენერგია. გულის ტკივილი. დაღლილობა.
ტაქსი.
მასაჟი. თვითშთაგონება. კრიტერიუმები. პარამეტრები. სილამაზე. მსხვერპლი. ტკივილი.
ტაქსი.
ლექცია. ცოდნა. დიპლომი. ნიშნები. რეიტინგი. ამაყი დედა. დაქანცულობა.
ტაქსი.
პიჟამო. ლოგინი. ძილბურანი. ფიქრები.

სამყარო. დაბადება. ცხოვრება. გარდაცვალება.

 

 

 

 

ამაოება.

12 Comments

      1. კი, მანდვილად მაგარია :love:

        მაგრამ რად გინდა, მაინც მოვკვდებით. ყველაფერი ამაოა. :)

  1. ინტერნეტში არ არის ჯერ?

    რაღაცა ბევრი მესმის ამ ფილმზე და თვით მეც კი დამაინტერესა.. :D

  2. დღის განმავლობაში ამდენი ყავა და ტაქსი ჯანმრთელობისთვის მავბნებელია. =))) :დ

  3. სამყარო. დაბადება. ცხოვრება. გარდაცვალება. << დაბოლოება მომეწონა განსაკუთრებულად <3

  4. ამ ფილმი ყურების მერე ისეთი დეპრესია მაქვს რო ჯერ კიდე სადღაც ვარ …. უკვე აღარ ვიცი ღირდა თუ არა ფილმის ნახვა.არადა კინოში ორჯერ ვიყავი, ერთხელ მეგობართან, მეორედ მამაჩემთან… ფილმით გადარეული ვარ …

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.