დღეს შენ ჩადიხარ

რა ჯანდაბააა!!!

მთელი დღე ზის კომპთან მეორე ოთახში და იქიდან მეძახის მაააააააააააარ, მოდი ნახე რა გავაკეთე, ნახე რა დავკრაფტე, აააა, უუუუუ!!

ამ დროს მე ჩემს საქმეებში ვარ ჩაფლული და საერთოდ არ მცალია მისი WOW-ის რაღაცეებისთვის. ამაზე ნერვები ეშლება და ფრაზები:

“შენ მე ყველაფრის ხალისს მართმევ!”

”შენ ჩემი რაღაცეები გკიდია!”

”შენ მარტო საკუთარი თავი გაინტერესებს!”

აააააააააააააააააააააააარგჰ!!!!

რა უნდაააა? ისედაც 24 საათი რო თამაშობს ხო არ ვუშლი ხელს? მეც მაცალოს რაა :cry:

და კიდე დაბლა ჩასვლაზე და რაღაცეების ამოტანაზე ისტერიკა იწყება ოჯახში!

არ ვიცი რატომ ხდება ისე, რომ ამდენია ყოველთვის ამოსატანი და საყიდელი. ვერ ვხვდები! რომელიც არ უნდა ჩავიდეს მაინც პროდუქტებით დატვირთული ბრუნდება სახლში.

დღეს მაგალითად დილით საზამთროს კაცი იყო მოსული სადარბაზოსთან. კოტეს ეძინა. არც გამომიცვლია ისე ჩავირბინე ქვემოთ და 10 კილოიანი საზამთრო ამოვათრიე.  გავჭერი, გავთალე, ცოტა შევჭამე და დანარჩენი შევალაგე მაცივარში.

როცა გაიღვიძა ვკითხე დღეს ხო ჩახვალ მაღაზიაში მეთქი. ამაზე აჯანყდა.

შენ ხო იყავი ჩასული უკვე და რატო არ ამოიტანე რაც გინდოდაო.

ესე იგი მე ჩემი 10 კილოიანი საზამთრო არ მეყოფოდა კიდე მაღაზიაშიც უნდა წავსულიყავი და მომეზიდა საჭმელ-სასმელი.

ისედაც მაღაზიის გამყიდველმა მითხრა ამას წინათ, რა არის სულ დატვირთული დადიხარო, 9 შვილის დედას გავხარო.

დღეგამოშვებით მორიგეობა გვაქვს დაწესებული დაბლა ჩასვლაზე და დღეს ისედაც კოტეს ჯერია. ხოდა თუ არ ჩავა დარჩება მშიერი. ვოტ!

7 Comments

  1. კოტეს: გრცხვენოდეს! მე შანსი არაა რამე ავწიო, თუ ის 3-4 კილოზე მეტია.
    არ შეიძლება ქალისთვის მძიმეების თრევა, ა ა რ ა :В

    შენ კიდევ ზიხარ კომპთან და სივდები, არაფერი გიჭირს თუნდაც დღეში ორჯერ სახლიდან გახვიდე :ბის: თორემ დაეწიე და გაასწრე ოთუჩოს.
    მალე დაგიძახებთ შპილუჩოს

  2. ზოგ რამეში შენ გითანაგრძნობ, ზოგში დოდკას ვეთანხმები :)
    მე რაც დიეტაზე დავჯექი შევამცირე საჭმლის მოზიდვის რაოდენობა. ისე, მეც ზუსტად ეგრე მეუბნებოდნენ ხომე პოპულში :)))

    ჰოდა. მოკლედ, ნაკლები საჭმელი იქნება, ნაკლებად შეჭამ, ნაკლებას იჩხუბებ :))

  3. მე ის მიკვირს, გოგოები ასეთ ქმრებს როგორ უძლებთ? ან რატომ უძლებთ? ან საერთოდ რატომ თხოვდებით? :ლოლ:

  4. ეჰჰჰჰჰჰჰჰ კოტე, ეჰჰჰჰ
    ტაკ ნი ლზია დარაგოი
    გაგექცევა ეგრე შენი ცოლუშკა და იჯექი მერე კომპთან :P

  5. ეეე, კარგი რა კოტე რა…
    ცუდად იქცევი აშკარად.

    ჩემი შეყვარებული (და არა ქმარი!!!) ლაინეიჯს რომ თამაშობდა, ლამის გარეკვამდე ვიყავი მისული…
    ქმარმა რომ ითამაშოს, ეჭვი მეპარება,რომ გამიადვილდეს მასთან ურთიერთობა.

  6. ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.