დღეს გუდვილში

გუდვილში მომწონს ერთი რამ: იქ ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ ამავდროულად ვერავინ შეგამჩნევს… თუ ფრთხილად მოიქცევი!

სტრატეგია იყო სრულიად მარტივი, მაგრამ გენიალური.

ნაძვის ხეებთან Ferrero Roche-ს შოკოლადებზე ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს. ერთი კოლოფი ავაცოცეთ და დავმალეთ კარგა მოშორებით მდებარე ჭრელი ბალიშების სექციაში.

შემდეგ ტანის მოვლის საშუალებების სექციიდან ავიღეთ დეპილატორი კრემი Veet-ის ვარდისფერი კოლოფი და ჩავაგდეთ ბაღის მოწყობილობების სექციაში მდგარ უზარმაზარ საყვავილე ქოთანში.

მერე მამაკაცის საცვლების სექციიდან შავი წინდები წავიღეთ თმის მოვლის საშუალებების სექციაში. უნდა აღინიშნოს, ვმერყეობდით ორ სექციას შორის – სასკოლო ჩანთების (უარვყავით კეთილშობილური მიზნების გამო, შეიძლება ვინმეს ეყიდა ჩვენი არჩეული ჩანთა და ფულის გადახდისას უსიამოვნებებს გადაწყდომოდა) და სახლის ჩუსტების (უარვყავით იდეის ბანალურობის გამო. ნასკი ჩუსტში? – please!).

თმის მოვლის საშუალებების სექცია უეცარი გადაწყვეტილება იყო, იქ რამდენიმე წუთით შეგვაფერხა “თავის კვადრატში მოპატრულირე დაცვამ”, რის გამოც იძულებული გავხდით ჩაგვემუხლა თმის სამაგრების კალათთან და წამოგვესროლა ისეთი უწყინარი ფრაზები, როგორიცაა “ო ღმერთო, შეხედე რა ლამაზი თმის რეზინია, ხომ არ გვეყიდა რამდენიმე?”

როგორც კი დაცვამ ჩაიარა, წინდები შეუმჩნევლად ჩავმალეთ კალათში. კალათიდან კი სანაცვლოდ ამოვაცოცეთ თმის რეზინების ეგზომ მოწონებული კომპლექტი, რომელიც რამდენიმე სექციის მოშორებით მაღალ ყელიან დოქში ჩავაგდეთ.

თუმცა აქ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ. სამაგრები დოქში ისეთი ხმაურით ჩავარდა, რომ იმ სექციის ზედამხედველმა გოგომ საეჭვო თვალით დაგვიწყო ყურება. რის გამოც სწრაფი ნაბიჯით (თუმც წარბშეუხრელად) მივეფარეთ ბაღის იარაღების სექციას. შემდეგ გავუხვიეთ მარცხნივ. გზის ასაბნევად ისევ მოვეფარეთ ქალის თეთრეულის სექციას. გავვარდით ჭრელი ბალიშების თაროსკენ, გამოვაძვრეთ ჩვენი Fererro Roche-ს კოლოფი და ელვის სისწრაფით მოვცოცხეთ სალაროსკენ.

ა, ჰო და ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ, რომ:

1. დროის გაყვანა გვინდოდა;

2. გვაინტერესებს, მეორედ რომ მივალთ თუ დაგვხვდება ჩვენი დამალული ნივთები.

17 Comments

  1. : ))))))))))))))))))))))))))))))) აჰაჰაჰა არანორმალურებო <3 კაიფია რომ ეგ ნივთები აღწერისას დააკლდებათ და მოპარულებში გაატარებენ : ))) უბრალოდ მთავარია გაიგოთ როდის კეთდება ეგ აღწერა მერე კი თქვენი დამალული განძი მშვიდად მიისაკუთროთ (ნუ თუ რა თქმა უნდა დატანებული კოდები ზედ უქმდება, თუ არადა მაინც დაგიჭერენ) : )))))))))))

  2. დროის გაყვანის ახლებური მეთოდია :) ისე, გუდვილი მთლიანად რომ მოიარო ისედაც ბევრი დრო გადის. ბოლოს ფეხები მტკივა ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს მანდ ბოდიალი :)

  3. შენ ეტყობა ის ლომი აღარ დაგყვება ან დაგყვება მარა ყურადრებას არ გაქცევს თორე, ერთს მაინც ჩაგიჩურჩულებდა ყურში – ამხელა ნარინჯისფერი ლომი თან დაგყვები და რა მაიმუნობაა ახლა ეს ცხოველთა მეფის თანდასწრებითო :)

    :ვოტ:

    1. ინტერნეტში რასაც კითხულობ ყველაფერი არ უნდა დაიჯეროს კაცმა.

      1. რა თქმა უნდა :)
        მასე მე გეი ვარ ერთერთი პოსტით…

        უბრაოდ შენ იმდენად რეალისტურად წერ რომ <3 :)))

  4. ძალიან, ძალიან მაგრად გთხოვ გახსენი ბლოგი! შენც ხომ იცი, რომ ამის გარეშე არ შეგიძლია!!!

  5. დაგაპატიმრებენ და ძალით გამუშავებენ გუდვილის სახედ. :D

  6. ლოლ. თქვენ კი იხუმრეთ მაგრამ პირადად მე ხშირად ვიქცევი მასე.
    რაღაცას რომ ვიღებ მერე გზადაგზა გადავიფიქრებ ხოლმე ყიდვას და ვდებ იქ სადაც ვარ. აბა უკან ხომ არ მივბრუნდები??
    ხანდახან სალაროშივე ვტოვებ და ვეუბნევი რომ გადავიფიქრე ამ პროდუქტის ყიდვა, კაი ტიპები იქნებიან და რამეს მეტყვიან დაიჭერენ ჩიტს :D :D

    დედაშენის რექცია ვერ გავიგე, საერთოდ არ მესმის რა არის პრობლემა. ხომ არ იპარავდთ უბრალოდ ნივთებს უცვლიდით ადგილს! აწი მასე თუ მოიწცევი თავი იმით გაიმართლეთ რომ “ყიდვა გადაიფიქრეთ” :D

  7. ჰაჰაჰა =))))))))) მომეწონა :))) მიყვარს ესეთი ცელქობები :))) ნეტა მერე ტუ იპოვეს ეგ რაღაცეები :)))))))))

Leave a Reply to ლაშარელა Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.