ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ხასიათს მიფუჭებს სამი რამ:
- შიმშილი,
- უძილობა,
- ცუდი ამინდი.
მე კი წუხელ ყველაფერი ერთად დამატყდა თავს.
შიმშილმა ჯერ კიდევ აეროპორტში შემაწუხა. და რადგან კოტეს დაეზარა დილით მაღაზიაში ჩასვლა მე კი სასტიკად არ მეცალა – ბარგს ვალაგებდი, საგზლის გამზადებისთვის ვერ მოვიცალე და უბუტერბროდებოდ მომიხდა მგზავრობა.
მართალია აეროპორტის კაფეტერიაში ვიგემე 9 ლარიანი (ნეტა ყელში როგორ გადამივიდა!) სენდვიჩი მაგრამ ერთი სენდვიჩი რას უშველის ჩემნაირ ფერ–ხორციან მანდილოსანს? ხოდა ასე უსაგზლოდ დარჩენილს ნელ–ნელა მაკლდებოდა HP – რაც მერე ჩემს უხასიათობაში ნათლად იკვეთება ხოლმე.
თვითმფრინავში რომ ავედით და ავფრინდით, ერთადერთი დისკომფორტი რაც მქონდა ეს იყო პატარა ილუმინატორი და კოტეს ნერვიულობა ჩემზე. ეგონა რომ ძალიან ვნერვიულობდი და ყოველ წუთას მამშვიდებდა. მე კი უფრო ვღელავდი ამ დამშვიდებებზე.
არადა ვერაფერივერ ვიგრძენი, ოდნავ ყურები დამიგუბდა რამდენიმე წამით და უკვე ძალინ მაღლა ვიყავით. სტიუარდესამ გამოაცხადა ქამრები არ გაიხსნათ სანამ არ გავსწორდებითო.
მოვასწარი თბილისისთვის ზემოდან გადმომეხედა. ილუმინატორთან ვიჯექი და დინამო სტადიონსაც კი მოვკარი თვალი… მერე სიმაღლის აღება დაიწყო თვითმფრინავმა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მე მაღლა მივდიოდი და გული ქვევით მრჩებოდა, ზუსტად ის შეგრძნებაა ზოოპარკის გემზე რომ განიცდი. მაგრამ უფრო პატარა დოზით… ხელებზე გამეყინა და გამეოფლა.
ღრუბლებზე მაღლა ვიყავით. ილუმინატორში კისერი წავიგრძელე და კოტეს ნერვიულ ზმუკებს ყრადღებას არ ვაქცევდი. რატომღაც ეგონა რომ რომ გადავიხედავდი უფრო შემეშინდებოდა არადა პირიქით. გავხალისდი ღრუბლებზე…
ეს მოპარული სურათია. თვითმფრინავში არ გადამაღებინა კოტემ. აგვიკრძელესო. მე კი ვერ გავიგე როდის აგვიკრძალეს. მახსოვს რომ აეროპორტში მოგვცა დაცვამ შენიშვნა, იმ ადგილას სადაც პოსტი დავწერე – security check-ის ოთახში.
ზუსტად 25 წუთის შემდეგ ერევნის შუქები გამოჩნდა. უკვე კარგად ჩამობნელებული იყო. ისინი ერთი საათით წინ არიან და მართალია ჩვენი რეისი დროზე ადრე ჩაფრინდა, იქ 11–ის ნახევარი იყო. ზემოდან ქალაქს სქელი ნისლი ედო. დღისით რომ გვეფრინა, ალბათ ვერც გავარჩევდით სად მდებარეობდა. ღამით კი შუქურები და სინათლეები ენთო და ყველაფერი უფრო ლამაზად მოჩანდა.
ჩვენი რეისიდან მარტო მე და კოტე ვრჩებოდით თვითმფრინავში. დანარჩენი მგზავრები თურმე მოსკოვში მიდიოდნენ გადაჯდომით. უცებ ვერ გავიგეთ სად უნდა წავსულიყავით და დავეყუდეთ მოსკოვში წამსვლელებთან ერთად.
მერე ვიღაც „თანამშრომელი“ მოვიდა და ჩემი გვარი იკითხა სომხურად, ყური მოვკარი და „მე ვარ მეთქი“. მკითხა თქვენ ხო აქ რჩებითო, კიდე კაი გიპოვეთ თორე ახლა ორივე მოსკოვის გზაზე იქნებოდითო
მიგვაცილა გასასვლელამდე და დაგვემშვიდობა.
მერე ბარგის აღების ცერემონიალი ჩავატარეთ წარმატებით და გავედით Duty Free-ში სადაც სიგარეტი იყიდებოდა უზარმაზარ კოლოფებში ხოლო ალკოჰოლური სასმელი ღირდა ძალიან იაფი თბილისის სუპერმარკეტის ფასებთან შედარებით.
მერე გამოვედით გასასვლელთან რომელიც გატენილი იყო ხალხით. ვიღაცეები დაფებით იდგნენ – წიპა „ჟდუ პეტროსიანა“ და რაღაცეები.
აუ მეთქი აქ თუ არავინ დაგვხვდა ახლაა ვსიო დაკარგულები ვართ…
ის იყო, ამ დაბნეული სახეებით და გაურკვეველი მიმართულებით ვაპირებდით აერპორტიდან გამოსვლას რომ უცებ ხალხში ნაცნობი სახე შევნიშნე!!!
აღმოჩნდა, რომ ზვიანგი (თანამგზავრი სახმელეთო დელეგაციიდან) უკვე გველოდა თავის მანქანით, რომლის გამოც თურმე გზაში დიდი თვგადასავლები გადახდენიათ ზემოთხსენებულ სახმელეთო თანამგზავრებს, რის შესახებ უფრო კომპეტენტურად მოგიყვებიან იგივენი და სხვანი – თინი და პიკოლინა.
ახალი შთაბეჭდილებებით და ემოციებით გავითანგე. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ძილი ისე მომერია რომ თვალებს ვერ ვახელდი. ძალიან მინდოდა გოგოების ნახვა, თითქოს რამდენიმე კვირა არ მენახა, და თან ვკვდებოდი მოთენთილობისგან და დაღლილობისგან.
ამ დროს მანქანა გავიდა კიდეც აეროპორტის გადახურული გარეთა შენობიდან, რომელიც ძალიან ჰგავდა დიდ თბილისის რკინიგზის ვაგზალს და თავს დამატყდა მესამე დიდი უბედურება რამაც საბოლოოდ წამიხდინა ხასიათი.
ერევანში წვიმდა.













{ 16 comments… read them below or add one }
მარი,
აღფრთოვანებული ვარ შენი წერის მანერით, ამას გეუბნები სრული პასუხისმგებლობით მკითხველისა, რომელიც ძალიან ბევრ წიგნს კითხულობს, ხოდა შენს ბლოგს რომ ვკუთხულობდი ასე მეგონა რაღაც საინტერესო წიგნს ვკითხულობ მეთქი
შევეცდები, როგორც ახალბედა ბლოგერი მოგბაძო
თორე მე რაღაც ძაან მშრალად ვწერ მგონი
ია
ლიოლ
რა კარგია, რომ შიმშილი, უძილობა და ცუდი ამინდი ჩემს ხასიათზე ვერ მოქმედებს.
სენდვიჩის ფასს რატომ გვატყუებ? 8.5 აწერია
50 თეთრი მომსახურების იყო ალბათ… (ან დაამრგვალა
)))
იმედია მარ დანარჩენი დღები შედარებით მზიანი იქნება.. და ერთით ნაკლები ხასიატის გამფუჭებელი მოგაკლდება
დავამრგვალე ხო, არ მაპატიოთ აბა
მე ახლა მოვედი და დაღლილი ვარ და ცოტას რომ დაავისვენებ დავწერ მერე და მაგ დროისთვის უკვე შენც დაწერ ალბათ )))
30 წუთიანმა ფრენამ რა დაგღალა მასეთი ? :spy:
))ჰა, დაწერე რა ხდებოდა იქ ) ოღონდ შენც იმაზე არ დაწერო რომ სასტუმრო სასიამოვნო იყო და ამინდი წვიმიანი. ბარკემპზე რა ხდებოდა (დეტალურად). მოგეწონა/არ მოგეწონა, რატომ, რამე “შეიძინე” თუ არა? რამ დაგაინტერესა, რა გაიგეთ ახალი ი ტ.დ.
ვაა, შეკვეთა მომსვლია პოსტზე, მარა ასეთი?…
ძალიან მაგრად ხარ ყველა სურათში, განსაკუთრებით ბოლო – ძაააან მაგარი ფოტოა!
ხო და, აეროპორტებში კაფეტერიები ძალიან ძვირია საერთოდ
ეგ ყველგან მასეა
ნაააააჰ! ერევანში არ იყო ძვირი… ყავა 50 თეთრი ღირდა იმათ აერტოპორტში…
ჩვენთან კიდე 5 ლარი. :vis:
ვაა… :O :O აბა გავოცდი და გავოგნდი :O
სტამბულის აეროპორტში 1 ჭიქა კოკა კოლა 5 ევრომდე ღირს და… დანარჩენი ევროპაც ხომ ასეა
შემიძლია ყავის საფასურის გადახდილი ქვითარი დავდო
უამინდობას მეც ვერ ვიტან
საშინელ ხასიათზე ვარ ხოლმე
ბოლო სურათში ძალიან კარგად ხარ მართლა
და საერთოდ, ბოლო სურათი ჰედრა დააყენე რა
ჰედერად – თქო. უიშ!