the Boy who winked

იმ დღეს გადავწყვიტე იმეილზე სპამი და არასაჭირო წერილები წამეშალა. ის იყო შევუდექი, რომ ადნაკლასნიკებიდან მოსულ წერილებს წავაწყდი ნაგვის ყუთში. გამახსენდა, ადრე დავბლოკე ადნაკლასნიკიდან მოსული ფოსტა და ისე დავაყენე რომ ავტომატურად ნაგვის ყუთში ჩავარდნილიყო. თანაც სულ არ მახსოვდა ეს ამბავი…

მერე პაროლი დამავიწყდა და აღსადგენად წერილი რომ იგზავნებოდა ინბოქსში ვერ ვპოულობდი. ამიტომ დაახლოებით 4 თვეა ადნაკლასნიკის ექაუნთზე არ შევსულვარ. დღეს კი ის წერილები რომ ვიპოვე, დამაინტერესა რა ხდებოდა ჩემს მიტოვებულ ექაუნთზე და შევედი…

დამხვდა აუარება Friend Request-ი, 2 თვის წინანდელი დაბადების დღის მოლოცვები, სურათების შეფასებები, და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთმა წერილმა მიიქცია ჩემი ყურადღება ინბოქსში.

“შენ [ჩემი სკოლის სახელი]-ში არ სწავლობდი?” – წერილი მოკლე იყო, ფრიად კონკრეტული. მეც პასუხად მივწერე რომ კი ვსწავლობდი და გადავწყვიტე უცნობი ნაცნობის ფოტოგალერეა დამეთვალიერებინა, რათა გამეგო რომელმა სკოლელმა მომაგნო ამჯერად.

ავტორი აღმოჩნდა ბიჭი, რომელიც სკოლაში, მერვე-მეცხრე კლასებში მომწონდა.

ასეთი ვიყავი მერვე კლასში (მარცხენა ზემოთ)

ასეთი ვიყავი მერვე კლასში (მარცხენა ზემოთ)

აი რას ვწერდი ჩემს მაშინდელ დღიურებში მის შესახებ, მხოლოდ ამონარიდებს ვდებ, სტილი დაცულია:

1 ნოემბერი, 2000 წ.

… ხო, მართლა, სკოლაში არის ერთი ბიჭი, გოგი ჰქვია. (მამა გარდაეცვალა). ერთ დღეს პაწაწინა შატალო გავაკეთეთ (მართალია მაინც დაგვიჭირეს მაგრამ…) მე კომპიუტერებში შევვარდი. “ჩემს” კომპიუტერზე იჯდა გოგი.

მივედი და ვუთხარი, ვითომ მეცხრე კლასელი ვარ და არ გამცე – მეთქი. იმიტომ ვუთხარი, რომ მეცხრეკლასელები ძალიან ცუდი ბავშვები არიან (ზოგიერთის გარდა). გაეცინა.

მე- გენაცვალე-მეთქი. იმ დღიდან მოყოლებული თვალს მიკრავს ხოლმე როცა შემხვდება.

10 მარტი, 2001 წ.

…რაც შეეხება სასიყვარულო ამბებს, არაფერი გამომდის. უფრო სწორად, დაბნეული ვარ. როცა ვცდილობ დავივიწყო გოგი, სწორედ მაშინ იჩენს ჩემდამი ყურადღებას, როცა თავს ვეტყვი ნუ დაივიწყებ თქო, მაშინ ყურადღებასაც აღარ მაქცევს.

ეხლა ერთი გეგმა მაქვს. მაინტერესებს ვინ უყვარს გოგის და ახლა რას ვიზამ იცი?
ნატას ვერტყვი, თამუნას უთხრას, რომ ვითომ მას აინტერესებს გოგის შეყვარებული და სთხოვოს, რომ თამუნამ ლევანის კითხოს. ლევანი კითხავს გოგის, და ეტყვის თამუნას, თამუნა ნატას ეტყვის და ნატა კი – მე.

მერე თუ მე აღმოვჩნდი, ვაგრძნობინებ ჩემს დამოკიდებულებას და რაღაცა გაიჩარხება.
აბა როდემდე ვიყოთ ასე ხავსმოკიდებულები?

ვეღარ ვსუნთქავ! :lol:

ხუთშაბათი, 5 აპრილი, 2001 წ.

…დღეს 10-ზე ავდექი და ეკლესიაში გავქანდი. უნდა ვზიარებოდი.
რომ მივედი იმ წუთასვე დავინახე გოგი ვიღაც გოგოსთან ერთად, ხელგაყრილები მოდიოდნენ.
კინაღამ გავწეწე ის გოგო.
გოგიმ მე შემომხედა, მე კი ყურადღებაც აღარ მივაქციე ისე გავბრაზდი…

…ეკლესიაში შევედით. გვერდიგვერდ ვიდექით, ჩემს გვერდით იდგა გიორგი. დასვრილი იყო მკლავზე, მე გავუწმინდე და ვუთხარი დასვრილი ხარ მეთქი.

– ვინ არის? – მეკითხება გოგი
– ძალიან გაინტერესებს? ჩემი ინგლისურის მასწავლებლის შვილია – გავუღიმე მე. (თან ვფიქრობ, მიდი მიდი იეჭვიანე!)…

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2001 წ.

დღეს გოგიმ ტელეფონის ნომერი გამომართვა – უნდა დაგირეკოო!

მაგას ჰქონდა “ჩემი” დისკი წაღებული და “საერთოში” დიდ დასვენებაზე წამოვიდა ჩემსკენ, – მზესუმზირა დამიყარეო. დაყრისას მეკითხება:
– დისკი გჭირდება?
-არა! – ვპასუხობ მე,
– თუ გინდა დღეს მოგცემ თუ გჭირდება.
– არა, არ მინდა!
– შენი ტელეფონის ნომერი მომეცი და დაგირეკავ.
– კლასში ამოდი ჩემთან და დაგიწერ.
– O.K. [მართლა ესე მითხრა. :D ერთადერთი მო-geek-ო ელემენტი იყო მთელს სკოლაში. ავტ. შენ.]

კლასში ისტორიაზე შემოაღო კარები და ისევ მიხურა, მე გავედი. წიგნიც გავუტანე (რიმკევიჩის, ეგ კიდე ცალკე ისტორიაა). დაბნეული მეკითხება:
– ის ნომერი?!
-შიგნით დევს.
– შენი ნომერი…
– წაიღე! წიგნში დევს…- მეთქი და შევედი კლასში.

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2001 წ.

დღეს გავიგე რომ გოგის სხვა უყვარს. ვიღაც ქუთაისელი.
თეა, ჩემთან ხატვაზე რომ დადიოდა, აღმოჩნდა გოგის დაქალი და იმან უთხრა მედეას…

ამ ბავშობის სპეტაკ მოგონებებში ჩავიძირე და იმდენად აღვფრთოვანდი უეცრად და რაღაცნაირად გამიხარდა მისი წერილი, რომ არც დავლოდებივარ მის საპასუხო წერილს და დაუფიქრებლად და გულწრფელად მივწერე მეორეც:

heeeey heeey!!! OMG!!!

You’re the guy I liked at school right? :-D :-$
loool
rogor xar??? saidan momageni! ra sxvanairi xar suratebidan gicani torem saxelit verc gagixsenebdi :-D

და მაშინვე ვინანე ეს დაუფიქრებელი წერილი…

რა guy, რის guy? სკოლაში ინგლისური არც იცოდა… თუ გაიგო რა მივწერე უეჭველი იფიქრებს, რომ გიჟი ვარ. არც ეცოდინებოდა, რომ მომწონდა. სულ დაიბნევა. ალბათ ვინმესთან მეგობრების სიაში მნახა და just შემეხმიანა… ფუ, რა დებილი ვარ. მომინდა აქ უშუალობა და სხარტი ინგლისური ფრაზები… თანაც მის სურათებში ვიღაც ქალი და ბავშვი ვნახე. Most likely ცოლი და შვილი ყავს. არ ავანერვიულო კაცი :D

4 საათის მერე:

yes it’s me! and you’re the girl i like at scool!:-$ :-$ :-$ (K) ;-)

სპელინგში შეცდომის და never-confessed-crush-ის გაუთვალიწინებლად – მშვენიერი სიტყვებია :)

31 Comments

  1. “აბა როდემდე ვიყოთ ასე ხავსმოკიდებულები?”

    :lol:

    ააა სოუ სვით რა :love: .. ჩემს დღიურს გავს “გავიარე და შემომხედა” ფრაზებით :user:

    1. ამ ბიჭთან არანაირი “სულიერი კავშირი” არ მქონია
      გარდა იმისა, რომ ყოველ შეხვედრაზე თვალს მიკრავდა.
      იმენნა ყოველ შეხვედრაზე.

      ერთი არ გაუმაზავს :D

  2. გავიარე და შემომხედა ჩემ დღიურში იქნებოდა თუ იქნებოდა… ერთი ბიჭი მიყვარდა და ასე ჯასთ ვუყურებდით ერთმანეთს.. ფუ რა დებილი ბავშვი ვიყავი :D
    მოკლედ თინიმ კომენტარი დამასწრო ასე რომ როგორც წერენ ხოლმე +1 თინი :*

  3. ნატას ვერტყვი, თამუნას უთხრას, რომ ვითომ მას აინტერესებს გოგის შეყვარებული და სთხოვოს, რომ თამუნამ ლევანის კითხოს. ლევანი კითხავს გოგის, და ეტყვის თამუნას, თამუნა ნატას ეტყვის და ნატა კი – მე.

    MEGALOL ბავშვობა გამახსენდა

  4. ახლა დავფიქრდი დღიურებზე. ანუ, თინის ამ “გავიარე შემომხედა”-ზე გამახსენდა.. ხოდა დღიურები არასოდეს მქონია.. მაგრამ ახლა გამახსენდა. ჯიიზ ) დღიურზე უფრო მაგარი რაღაც მაქვს ) ჩემს დაქალთან(რომელიც მაშინ კახეთში ცხოვრობდა) უუუუდიდესი მიმოწერა (ერთხელ წერილი გამომიგზავნა, 40 ფურცლიანი რვეული იყო სავსე ), აი იქაა “ჩავუარე, გამომხედა, გაეღიმა, მერე მეგობარს გადახედა”-ები. თან რამდენი აააააააააააააააააააააააა :D :D )))

    თან ძალიან, ძალიან ბევრი წერილია და სულ დეტალებში, ყოველდღიური ცხოვრება ) ჰეჰე :)

    აუ, მაგარია ბავშვობა )

  5. მერე კიდე შევედი ადნაკლასნიკზე რომ მენახა რამე მომწერა თუ არა და მოუწერია:

    me yoveltvis maxsovdi! da gedzebdi! magram ver gipove da ai exla mogageni!

    So Sweet… :love:

    1. აუ რა ჰოლივუდურია ეს ბოლო ფრაზა.

      ახლა მოხდება ასე: შენ დაიწყებ მასზე ფიქრს, ის შენზე და ასე იქნებით. მერე ასე 2 თვის შემდეგ გადაწყვეტთ შეხვდეთ ერთმანეთს. ის მოგიყვება თავის ცხოვრებაზე და გეტყვის თუ რა უბედურია, შენ შეწუხდები და გადაწყვეტ დაუმეგობრდე. ამ დროს კოტე ეჭვიანობს! ძალიან არ მოსწონს შენი და მისი შეხვედრები, ის არ ენდობა მაგ ტიპს, ამიტომ შენ უმალავ რომ ისევ ხვდები გოგის.
      ბოლოს გაქცევას გადაწყვეტთ ერთად და შენ სომალიში აღმოჩნდები ტრეფიკინგის მსხვერპლად :D :D :D D:

      ლოლ მაპატიე მარ, ბოლოში დამეზრარა დამთავრება და ასე გაგწირე :D :D :D

      1. Fuu! რა ფანტაზია გაქვს საბა! Noway!

        :lol:

        ეგ კი არა მიკვირს მაშინ რატო მომწონდა. Fu!

        You made me feel sick!

  6. ლოოოოოოოოლ

    სოოოუ Fანნიი :D
    :D მე ეგ დღიური წაკიტხული მაქვს :D სენტან რომ ვათვალიერებდით მთელი ღამეე!! აუ
    მარ ისე მაქედან მარგალიტები ამოკრიფე რაა!!
    იმენა ზე ვეშები გაქვს!! შეიძლება სუნტქვის შეწყვეტით დაიხოცოს მტელი ბლოგოსფერო :D

  7. “მერე პაროლი დამავიწყდა და აღსადგენად წერილი რომ იგზავნებოდა ინბოქსში ვერ ვპოულობდი.”
    აუ ამაზე ის გამახსენდა, ფილმში კერი ბრედშოუს ასისტენტი რომ დაადებს პაროლს მისრეტ ბიგის მიერ მოწერილ წერილებს.

    1. მე კიდე ის გამახსენდა, რომ ეგ მაგარი სირი ფილმია და გააბანძეს სერიალის ეშხი.

      მე მაპტიეთ :D :D :D

  8. ხახახაააა, რა მაგარია ბავშვობა

    მე მახსოვს ერთხელ ცემმა კლასელმა დამირეკა, სიყვარულს მიხსნიდა
    ხოდა მიედო, მოედო რაღაცეებს და ერთი ჩვენი კლასელი მიყვარსო და მეუბნება ჩემი სახელის და გვარის ინიციალებს.
    ზუსტად 2 საათი და 15 წუთი ვაწვალე, ვითომ თავიდანვე არ ვიცოდი, და მაინც ვათქმევინე რომ მე ვიყავი ….

  9. “ნატას ვერტყვი, თამუნას უთხრას, რომ ვითომ მას აინტერესებს გოგის შეყვარებული და სთხოვოს, რომ თამუნამ ლევანის კითხოს. ლევანი კითხავს გოგის, და ეტყვის თამუნას, თამუნა ნატას ეტყვის და ნატა კი – მე.”

    რა ნაცნობი სქემაა, ოღონდ შეცვლილი სახელებით:) საბოლოოდ მაინც ყველა ხვდებოდა ხოლმე ვის აინტერესებდა სინამდვილეში :) გაიხარე, ბავშვობა გამახსენდა:)

  10. ე მეც მინდა ეგეთი ბავშვობა :D

    რო გავიზრდები და ჩემი ბლოგის კითხვას რო დავიწყებ

    ჰეჰჰ

    :D

  11. “ნატას ვერტყვი, თამუნას უთხრას, რომ ვითომ მას აინტერესებს გოგის შეყვარებული და სთხოვოს, რომ თამუნამ ლევანის კითხოს. ლევანი კითხავს გოგის, და ეტყვის თამუნას, თამუნა ნატას ეტყვის და ნატა კი – მე.”
    რა ნაცნობი სქემაა, ოღონდ შეცვლილი სახელებით:) საბოლოოდ მაინც ყველა ხვდებოდა ხოლმე ვის აინტერესებდა სინამდვილეში :) გაიხარე, ბავშვობა გამახსენდა:)

  12. ლოოოოოოოოოოოოლ

    რა მაგარია

    ის იმას ვეტყვი მერე ის იმას ეტყვის, ის კიდევ იმასო და მაგ არეულობებზე ბევრი ვიცინე )))

  13. ისე გაბრაზდა ყურადღებაც არ მიუქცევია :*
    ბალღობა ბალღობა,მეც მომწონდა ერთი ბიჭი ეგრე სკოლაში…იმდენჯერ დავსერჩე ადნაკლასნიკებში მაგრამ ვერ ვნახე ვერსად, ერთ დღეს რომ ეგრე გამოჩნდეს რა კარგი იქნებოდაა.. :)

  14. მეც დამემართა ცოტა ხნის წინ ეგრე დიდი ხნის მერე არა მარა 6 წლის უნახავი კლასელი ვიპოვეე ისიც მე თავიდან ვერ მიცნო მერე კი ნოსტალგიები კი შემომაწვა მარა დიდად არ დამწყვეტია გული :D

  15. აუ რა მაგარი ისტორიააა…
    მეც მიყვარს დიდი ხნის მერე თავს რომ შემახსენებენ ხოლმე და გახსნილად ვეუბნები, თუ რას ვფიქრობდი ადრე მასზე :PP

  16. როგორ ვოცნებობდი ბავშვობაში, რომელიმე გოგოს(რომ მომწონდა ისეთის) დღიური ჩამეგდო ხელში და მისი საიდუმლოებები გამეგო.
    “me yoveltvis maxsovdi! da gedzebdi! magram ver gipove da ai exla mogageni!”
    ლოოოოოოოოოოოოოოოოოლ. როგორ მაინტერესებს რა სახე ჰქონდა როდესაც ამას წერდა, უბრალოდ მაინტერესებს ის გამომეტყველება და მიმიკები რომელიც კლავიატურაზე თითების სეხებისას სახეზე აღებეჭდებოდა.:D

  17. მე ის გოგი ვარ ლამაზო და ქუთაისელზე ეგ ყველაფერი ტყუილია!!!!!!!!!!!!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.