ბიჭი, რომელსაც სჯერა

ამ პოსტის მთავარი მიზანია გავარკვიო, ბიჭებიც ისევე თუ ოცნებობენ რომანტიკულ სიყვარულზე როგორც გოგონები…

ამას წინათ ერთმა მომწერა facebook-ზე, სულ დეპრესიაში ხარ, წუწუნებ, ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებობ და სულ მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროსო. დეპრესიას დავთმობ, წუწუნსაც, ზე-პოზიტიური და მხიარულიც შემიძლია ვიყო, მაგრამ ფილმებში ნანახ სიტუაციებზე ოცნებას ვერ მოვეშვები ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მთელი ცხოვრება მაგ ფილმების, წიგნების, სიზმრების და “არა-რეალური” სამყაროსი მჯეროდა.

ერთხელ დავსვი შეკითხვა, როგორ შეიძლება წიგნი დაწერონ ან ფილმი გადაიღონ ისეთ ადამიანურ ურთიერთობებზე და სიტუაციებზე, როგორიც: 1. უკვე არ არსებულა, ან 2. მომავალში არ შეიძლება იარსებოს? და თუკი ის არსებულა, არსებობს ან ოდესმე მაინც იარსებებს, რატომ არის შეუძლებელი, რომ ეს მეც შემემთხვას?

ერთ წინა პოსტში ვახსენე რომანტიკა + მისტიკა მიყვარს მეთქი და მაგალითად ამელი მოვიყვანე.

ჩემთვის “ამელი”-ში ყველაზე ამაღელვებელი ის არის, ბიჭი რომ ფოტოსურათების ალბომით უყვარდება და მერე ამ ალბომის დასაბრუნებლად საიდუმლო ზარების, წერილებისა და მინიშნებების მთელ სპექტრს გამოიყენებს. ამაზე რომ ვფიქრობდი, კიდევ ერთი ფილმი გამახსენდა, პარიზელ კლოეს რომ შემთხვევით ხელში ამერიკელი ჯეკის ჩემოდანი ჩაუვარდება და საასიამოვნო რომანტიკულობებს ჩაიდენს მისთვის. ნუ, აქაც საბოლოოდ ყველაფერი ბედნიერი ფინალით სრულდება. ახლა საქმეზე…

ვისთვისაც ოდესმე მიკითხავს, ნანახი ჰქონდათ თუ არა “ამელი”, ყველა განურჩევლად სქესისა მპასუხობდა, “კი და ძაან მაგარი ფილმია!”.

დარწმუნებული ვარ, მდედრობითი სქესის რესპოდენტები ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ მართლა აღფრთოვანებულები იყვნენ, ვინ იცის, შესაძლოა ოდესღაც საკუთარი თავებიც გააიგივეს ამელისთან, ან ოცნებობდნენ ოდესმე მსგავსი რომანტიკული ისტორია თავადაც გადახდენოდათ. რაც შეეხებათ ბიჭებს, მათი პასუხის დიდად არ მჯერა. აბა, ოდესმე გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ ბიჭს ან გოგოს მსგავსი უცნაურად რომანტიკული რამე გაეკეთებინოს? თუ კი, გთხოვთ ახლავე დაიწყოთ მოყოლა კომენტარებში, რა ჩაიდინა, ვისთვის, როდის და მოგვცეთ კაცობრიობის ნახევარს იმედი. დანარჩენებმა კი მისმინეთ…

თუ ბიჭებს მართლა მოსწონთ ასეთი ფილმები (ვგულისხმობ შინაარსობრივ მხარეს) რატომ არასდროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უნდებათ, რომ რამე ზე-აღმატებულად რომანტიკული ჩაიდინონ ვინმესთვის ან მათთვის ჩაიდინოს ვინმემ? საბოლოო დასკვნით, ბიჭები, რომლებიც გვპასუხობენ, რომ “ამელიზე” უკეთესი რომანტიკული მელოდრამა არ გადაღებულა, უბრალოდ თავს გვაწონებენ, რადგან იციან რომ ყველა გოგო გიჟდება “ამელიზე”. ახლა კი მთავარი…

საერთოდ არსებობს კი ისეთი ბიჭი, რომელსაც სჯერა, რომ შესაძლებელია ადამიანი მისი კუთვნილი ფოტოსურათების ალბომით ან სხვა ქალაქში დარჩენილი ჩემოდნით შეგიყვარდეს და ჩათვალო, რომ ის “ისაა” და შენ “შენ” ხარ? თვითონ თუ შეიყვარებდნენ გოგოს, რომელიც მათ ასე ბრმად რაღაც ნივთის ან გატაცების გამო შეიყვარებდა? თუ ფიქრობთ, რომ არსებობენ, ან თავს მიიჩნევთ ასეთად, არ მოგერიდოთ, კომენტარებში დაასტუკეთ, ამისათვის არავინ დაგიჭერთ და წითელ წიგნში არ შეგიყვანთ. :D

ადრე მეც მჯეროდა, რომ თუ ვინმე ასეთი გიჟური “არა-რეალური” გზით შეგიყვარდა, ის მართლა შენი ოცნების მეორე ნახევარია და იმისთვის შენც ასევე იქნებოდი. მერე წლები გავიდა (ალბათ 10 და მეტი), გავიზარდე, უამრავმა იმედგაცრუებულმა ურთიერთობამაც ჩაიარა, ყველა ნანახი ფილმი დამავიწყდა, ყველა წაკითხულ წიგნს მტვერი დაედო და ეს ყველაფერიც გადავიფიქრე, მაგრამ მერე უეცრად ისეთი რაღაც მოხდა, მარტო ფილმებში რომ შეიძლება მოხდეს.

* * *

ბოლოს როდის გიყვარდათ ცალმხრივად? ალბათ სკოლაში. ის რომ კიკინებს გაწიწკნიდა და შენ რომ წითლდებოდი, ან შეიძლება წიგნი გაგექანებინა თავში. გააჩნია, როგორი ბავშვი იყავი. მე კიდევ ბოლოს ცალმხრივად დღეს დილით მიყვარდა, თვალები რომ გავახილე. წუხელ საღამოსაც, სანამ დავხუჭავდი. იმის წინა დილასაც და იმის წინა საღამოსაც… იმედი მაქვს, რომ ხვალ დილითაც მეყვარება, თვალს რომ გავახელ და ზეგამდეც თუ გაიტანა თავი ამ სიყვარულმა, იქნებ მაზეგსაც მოესწროს…

ვინმე ხართ ჩემსავით? მაშინ გეტყვით, რომ ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს!

არსებობს – განუხორციელებელი.
არსებობს – მეტისმეტი.
არსებობს – არა ადეკვატური.
არსებობს – როდესაც არ იციან, რომ გვიყვარს.
არსებობს – როდესაც ვერ ვბედავთ.
არსებობს – როდესაც არც საკუთარი თავის გვჯერა,
არც იმის, რომ გაგვიგებენ,
არც იმის, რომ “ის ნამდვილად ისაა“.

აბა, მაგრები რომ ვიყოთ, რომ ვუყვარდეთ, რომ მოვწონდეთ, რომ გვიგებდნენ, “ისიც რომ ნამდვილად ის იყოს”, ხომ აღარ იქნებოდა ეს ყველაფერი განუხოციელებელი, მეტისმეტი, არა ადეკვატური, და ვის ვატყუებთ ბოლოს და ბოლოს –
ც ა ლ მ ხ რ ი ვ ი და  უ ი მ ე დ ო!!!

ხომ თვითონვე დაგვირეკავდნენ, ხომ თვითონვე მოგვეხვეოდნენ, ხომ თვითონვე დაგვიბრუნდებოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ასე ვაკისრებთ პასუხისმგებლობებს მათ, ვინც გვიყვარს და ჩუმად ვართ, ვკომპლექსდებით, ვიცრემლებით, დეპრესიაში ვვარდებით, ცხოვრებაზე გული გვიცრუვდება, გარშემო ყველას ვეჩხუბებით, ნაჭუჭში ვიკეტებით, მერე ნელ-ნელა სიყვარულიც ფერმკრთალდება და მერე სხვებისგან გვიკვირს, რატომ ცხოვრობენ არა-რეალურ სამყაროში, რატომ ოცნებობენ ფილმებში ნანახ სიტუაციებზე, ეგ ყველაფერი ხომ სინამდვილეში არ არსებობს…

მაგრამ გვავიწყდება ჩვენში არსებული ყველაზე ლამაზი, ყველაზე სათუთი… ბავშვი, რომელიც არასდროს იზრდება, რომელიც მუდამ იქ შიგნით იქნება, რომელსაც ყოველთვის გული აუჩუყდება, რაც არ უნდა ვეცადოთ ცრემლის შეკავებას.

გვავიწყდება, რომ განუხორციელებელი, არა ადეკვატური და მეტისმეტი, მაგრამ ჩუმი სიყვარულის გარდა კიდევ რომანტიკა, წერილები, ნიშნები, ფილმები და წიგნებიც არსებობს.

რითაც შეგვიძლია მივახვედროთ, რომ გვიყვარს…

და გვახსენდება, რომ ყოველ ჯერზე როცა გვეგონა, რომ “ის ის არის”, უბრალოდ გვეგონა, გვიხაროდა და მორჩა. არასდროს არაფერი გაგვიკეთებია რითაც დავიმსახურებდით უ-ცალმხრივ-ობას. არასდროს მოვქცევივართ ისე როგორც გვინდოდა რომ მოგვქცეოდნენ, შეიძლება ხანდახან უხეშებიც ვიყავით როცა სითბოს ვითხოვდით და გულგრილები, როცა – ყურადღებას.

არც იმაზე დავფიქრებულვართ, რომ ისიც ადამიანია, იქნებ იმასაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მერე რა, რომ ბიჭია. ან უბრალოდ, ხომ შეიძლება საერთოდ ვერ ხვდებოდეს რომ შენ “ის” ხარ და შენ კი ვალდებული ხარ თავი დაანახო და მისი გულის სიმები შეარხიო.

რა ვიცი აბა… შესაძლოა თვით დარწმუნებასავით ჟღერდეს ცოტა.
თქვენ რას ფიქრობთ, აქვს აზრი, რომანტიკულად მივახვედროთ, რომ ჩვენ ის გვახსოვს, რომ გვენატრება და რომ მის გარეშე აზრი არა აქვს დილას?…

ბიჭებო, რას იზამდით, ერთ მშვენიერ დღეს თქვენ რომ Nino Quincampoix (ამელის ბიჭი) ადგილზე აღმოჩენილიყავით?

გოგონებო, რამე “ამელი”-ური ოდესმე ჩაგიდენიათ? მომიყევით რა…

[polldaddy poll=3713398]

55 Comments

  1. : ))))))))
    რას ადარებ შექმენი შენი ისტორია ბლინ : ))
    აიღე და ამელი ამელიო კი ნუ გაიძახი ისე ქენი მარი მარიო იძახონ : )

  2. ამ ბოლო დროს სიყვარულის საერთოდ აღარ მჯერა , და ურთიერთობებსაც გავურბივარ. აი სწორედ ეს რომანტიულობა მაშინებს ეს უცნაურობები სიგიჟეები …. ოდესღაც მეც მჯეოდა ამის . და ამელის სიყვარულის ისტორიისაც ამელის კი არა და რომეო და ჯულიეტასიც მჯეროდა <3

    1. რას ნიშნავს “გაშინებს”?

      მთავარ კითხვასაც უპასუხე აქვე რახან ბიჭი ხარ:
      შენი აზრით ბიჭებიც ისევე ოცნებობენ რომანტიკულ სიყვარულზე როგორც გოგონები?

      1. ბიჭები უმეტესად სექსზე ოცნებობენ ;) არსებობენ გამონაკლისებიც თუმცა ძირითადად ისინიც რომანტიკოსად შენიღბული სექსზე მეოცნებენი არიან

  3. ეხა რო ვკითხულობდი მეგონა ჩემზე ეწერა :D :)

    “არასდროს მოვქცევივართ ისე როგორც გვინდოდა რომ მოგვქცეოდნენ, შეიძლება ხანდახან უხეშებიც ვიყავით როცა სითბოს ვითხოვდით და გულგრილები, როცა – ყურადღებას.” დამაფიქრე

  4. რისთვის მიდიან ადამიანები თეატრში, რისთვის უყურებენ ფილმებს და კითულობენ წიგნებს?
    იმისთვის რომ ნახონ რამე არაჩვეულებრივი, თორემ ჩვეულებრივს ქუჩაშიც ხედავენ ხომ ასეა?

    ჩვენ ყოველდღიურად სავსე ვართ ამ ჩვეულებრივობით და ეს ისე გვწყინდება რომ გვინდა ვუყუროთ ფილმებს ჩვენნაირ ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც არაჩვეულებრივი ისტორიები გადახდათ, რადგან დავიჯეროთ რომ ის ოდესმე ჩვენც გადაგხვდება.

    ეს ყველაფერი არარჩვეულებრივი ისტორიებია და მისი ცხოვრებაში მოხდომის შანსი თითქმის 0-ია.

    ჰოლივუდური ატილაც კი ისეთი სიმაპტიური, მამაკაცური და სექსუალურია, რეალურად კი ის მაიმუნზე ოდნავ ლამაზიც კი არ იყო :)

    ბოლო კითხვას რაც შეეხება
    დიახ, შემყვარებია ფოტოსურათით, სემყვარებია ისეც რომ არც მისი ფოტო მქონდა ნანახი, არც მისი შესახებ ვიცოდი ბევრი რამე,თუმცა ამას შემდეგ თან იმედგაცურება მჰყოლია რადგან მერე აღმომიჩენია რომ ის რეალურად სულაც არ არის ის, არამედ ისეთივე ჩვეულებრივია როგორც ყველა.

    საკუთარი თავი რომანტიული კომედიის გმირადაც მიგვრძნია :)
    ბანალური ფრაზაა – კარგი იქნებოდა ყველაფერი ისე მარტივად ყოფილიყო, როგორც კინოში, მაგრამ ეს ასე არ არის :)

  5. ადრე ვოცნებობდი რომანტიკულ სიყვარულზე, მაგრამ რომ აღმოვაჩინე, რომ ჩემმა მეორე ნახევარმა უფრო გაუტია და სულ გადახტა იმ ოცნებებში, სამუდამოდ დავამუხრუჭე ;)

    1. როგორ “გადახტა? სად მთავრდება ბიჭებისთვის რომანტიკა და იწყება “შიზოფრენია”?

      1. ჩემი პირადი “შიზოფრენია” იწყება ჰაეროვანი სიტყვებით, რომლებიც ნელ-ნელა რეალობას სცილდება და ჰაი-ჰუი ამბებში გადადის.
        შეიძლება, ჩემი ნერვების ბრალია.
        შეიძლება, ყველასთან ეგრე არ იყოს.
        მოკლედ, თუ რაიმე ახალს აღმოვაჩენ, გეტყვი ;)

  6. რა კარგი პოსტია,ზუსტად ის დაწერე რაზეც ხშირად მიფიქრია, მადლობა.

    მე მაინც მჯერა და ველოდები ამ რაღაც “არა-რეალურს” და მჯერა ჩემი Nino Quincampoix-ის,რომელიც ჩემსავით დაიჯერებს და იმის,რომ მეც ჩავიდენ ოდესმე რამე “ამელი”-ურს. :)

  7. მე კიდევ ვტკბები იმ რეალურობით, რაც მაქვს. ძალიან მომწონს, რომ ყველაფერი სავსებით ჩვეულებრივია, უბალოდ ის ადამიანია არაჩვეულებრივი, ვინც ვიპოვე : )

  8. გეთანხმები იმაში, რომ არასოდეს არაფერს ვაკეთებთ ჩვენით რომანტიკულს, მაგრამ ვითხოვთ.
    ცალმხრივ სიყვარულში ის არის კარგი, რომ შენ ხარ მარტო და შენთვის გიყვარს, არავინ არ აფუჭებს არაფერს, არავინ არ იძახის სულელურ ფრაზებს და იქცევა ისე რომ გეწყინოს. მაგ დროს ერთი მესიჯი, ზარი, გაღიმება არის იიისეთი ბედნიერება, რომ ორმხრივში ვერც იოცნებენ :)). მაგ დროს გგონია რომ ეს არის სამკმარისი მისგან, უბრალოდ ლაპარაკიც სულ უაზრო თემაზე. ან უბრალოდ სკაიპში მწვანედ რომ ანთია და უეცრად ქუჩაში მოკრავ თვალს. აუ აღარც ვიცი კიდევ რა ჩამოვთვალო, მაგრამ ისეთი წვრილმანი გაძლევს ცხოვრების ხალისს და ბედნიერებას, რომ სტაბილურ ურთიერთობაში არ მიაქცევ ყურადღებას. ეს მომწონს ცალმხრივში, მაგრამ ეს გრძელდება იქმადე სანამ შენ თვითონ გბეზრდება, სანამ იმედ გაცრუება იწყება და უბრალოდ ნებდები.
    ასეთ სიტუაციაში სულ ერთხელ ვიყავი და ისიც არაფერი გავაკეთე, პირიქით ისე ვიქცეოდი გეგონება სულ ფეხებზე მეკიდა, მაგრამ მისი ნახვის დროს რა მემართებოდა მარტო მე ვიცოდი ))))) და ბოლოს უკვე როცა დავიღალე და უარი ვთქვი, გადავეჩვიე, აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად, მაგრამ იმ მომენტში ისეთი გადაღლილი ვიყავი, რომ უკვე ორმხრივი ურთიერთობის ძალა აღარ მქონდა. და ეხლა რომ ვიხსენებ არ ვნანობ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ერგ ურთიერთობა მახსენდება და რომ დაწყებულიყო , რამე გაფუჭდებოდა ან ისე არ იქნებოდა როგორც მეგონა და იმ ჩემით აწყობილ ურთიერთობას მთელი ხიბლი დაეკარგებოდა, ამიტომ მგონია ხანდახან ჯობია მარტო გიყვარდეს, როცა მოგბეზრდება მაინც გაივლის და მერე კარგად გაგახსენდება.

    აუ რამდენი ვწერე, მაგრამ მომაწვა :))))

  9. დასკვნა – ბიჭებიც ადამიანები არიან.
    არ ველოდი შენგან სვით :D

  10. იმის ლოდინს, როდის მოვა ჰოლივუდური ბედნიერება. როდის შეხედავთ შენ და ის ქუჩაში ერთმანეთს თვალებში და როდის მიხვდებით პირველი მზერიდან რომ “ის ისაა” და “შენ შენხარ”, სჯობს ყოველდღიური წვრილმანებით და რეალურობით ტკბობა შევძლოთ.

    ანინას კომენტარს ვეთანხმები ყველა თათით. არაფერი სჯობს ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებს.

    1. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რა სჯობს და რა არა, არამედ საინტერესოა, ეს ჰოლივუდური ბედნიერება მარტო ქალების გმოგონილია, თუ არსებობენ კაცები რომლებიც იგივეს ეძებენ?

      თორემ ჩემი გამოცდილების ფონზე მშვენივრად ვიცი რა რას სჯობს და არც ყოველდღიური წვრილმანებით და რეალურობით ტკბობაა უცხო და უცნობი.

      უბრალოდ, ერთხელაც ვიღაცას რომ წააწყდები, თვალებში ჩახედავ და გარშემო ყველაფერი დალაგდება და დამშვიდდება, მიხვდები, რომ 6 მილიარდში ის ერთადერთია, მერე იწყებ იმაზე ფიქრსაც ეს ყველაფერი გარესამყაროს დამსახურებაა, შენი ოცნებები და სიზმრები რომ კვებეს, თუ შენ გაგიფრენია ამასობაში?

      მე თვითონაც აღარ მჯერა იმის, რაც ზემოთ მიწერია, ან როგორღა უნდა მჯეროდეს… მაგრამ from time to time იმედი (კი არა უფრო დაბნეულობას დავარქმევდი) მაინც გამოიბჟუტებს ხოლმე.

      1. კი, ასეთი ბიჭები არსებობენ:
        http://forum.ge/?f=20&showtopic=34156307&st=0

        ჩემი აზრით, ზედმეტად რომანტიული ფილმები, დაახლოებით ისეთივე რაღაცაა, როგორიც, ვთქვათ, ჰარი პოტერი, ან ბეჭდების მბრძანებელი. ლამაზი, ძალიან მომხიბვლელი, გინდა კიდეც რომ სიმართლე იყოს, მაგრამ..

        მათი ცუდი მხარე ისაა, რომ პატარა ასაკში გარკვეულ მოლოდინს გიქმნის იმაზე, როგორ უნდა იყოს სიყვარული და როდესაც ამას ვერ იღებ, სწორედ ეს იმედგაცრუება მოდის.

        თუმცა, კარგი მხარეც აქვს. ხშირად წყვილები წიგნების ავტორების და რეჟისორების შთაგონებით, თვითონაც ცდილობენ გააკეთონ რაღაც ლამაზი და დასამახსოვრებელი :)

        1. და მერე ეგ წყვილები ხდებიან წიგნების ავტორები და ფილმების რეჟისორები და ანახებენ სამყაროს რომ შესაძლებელია, ხო? ხო? ხო? :user: :love:

          1. მმმ… მერე ეგ წყვილები, აკეთებენ იმ წვრილმანი საყვარლობების ჰიპერბოლიზირებას, გალამაზებს, გაჰეფიენდებას და ისევ უჯიკებენ სამყაროს იმედგაცრუებისკენ.

            სჯობს სკეპტიკურად იყო განწყობილი, არაფერ ლამაზს არ ელოდო და უცებ იპოვო, ვიდრე ყველა ურთიერთობაში რაღაც განსაკუთრებულს ეძებდე და ყოველ ჯერზე იმედგაცრუებულმა იარო.

            1. არასოდეს მყვარებია და არ ვიცი ეს რაა!მაგრამ ვხვდები რომ ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია,ვიდრე ამას კინოებში და წიგნებში ვხედავთ.

  11. ოცნებით ნაღდად არ მიოცნებია მარა სუ მინდოდა თბილი ურთიერთობა როცა შეძლებდი გახნოდი ადმაიანს და მასთან ბოლომდე თბილად და კარგად ყოფილიყავი , მერე მოდის რომანტიკაც და ასე შემდეგ, მე კიდე პირდად ვისთანაც ეგ დავაპირე ვერ დააფასეს , ბევრად ადვილია ნაშIს აგდება კაცისთვის და გასწორება იმისი რაც გინდა , ვიდრე ენდო გოგოს , თუნდაც რომენტიკით და თუნაც თბილი ურთიერთOბით ამას ვერ , ან არ აფასებენ გოგოები, ასე რო ჯობია ძერსკი იყო , ცოტას დააბოლო, იმ დროს იმ მომენტიტ გაისწორო ყველაფერი . ანდა აქეთ სდიო გოგოს ასიამოვნო და აქეთ ქონდეს პრეტენზიები, მე პირადად ვისაც სხვა თვალით შევხედე ყველას თავში აუვარდა, მირჩევნია აქეთ ვაწვალო, და მივიღო ჩემი, ვიდრე გავცე და არ დააფასონ

    1. შენ კიდე დაანებე შტერ ქალებს თავი და მიეძალე აზრიანებს : ))) მეტად ბედნიერი იქნები : )

        1. ჩემი ბრალი არაა თუ ქალების უმეტესობა ტვინის ნაოჭებზე მეტად კაბისაზე ზრუნავს :))))))))))))))))))))))

    2. და ყველა,გოგო როდია ასეთი.უბრალოდ დგეს ბიჭებიც ნაკლებად ფიქრობენ ასეთ ურთიერთობებზე.ყველას სხვა მიზანაქ გოგოსთან.

  12. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… ჩემი ისტორია ნაწილობრივ ზღაპარია, ნაწილობრივ არარეალური, ნაწილობრივ ქარაფშუტა გოგოს თავგადასავალი. ამ დროს არც ერთია და არც მეორე, მხოლოდ რეალობაა.
    როგორც ყველა და დღესაც კი, განსაკუთრებით მაღელვებდა რომანტიკული ფილმები, ამბები და ისტორიები და მეც ჩემს სიყვარულს ველოდი. ყოველთვის მიზანმიმართული და კარიერაზე ცაციკლული ისე მოვედი 21 წლამდე, რომ სიყვარულზე მხოლოდ ვოცნებობდი, სიყვარულით კი არ მყვარებია. გარშემო დღემდე ძალიან კარგი ძმაკაცები მეხვივნენ (და არ დაიწყოს ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არ არსებობსო, არსებობს) და უცებ… მეგონა შემიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ერთმანეთს იშვიათად, მაგრამ ვხდებოდით, ყოველდღე ტელეფონით საათობით ვსაუბრობდით. შეეძლო ჩუმად კვალდაკვალ ედევნა, ან დილით 6 საათზე გათენება მოელოცა. მეც თითქოს ბედნიერი ვიყავი…
    მაგრამ ახალ გაცნობილმა ჩემთვის ძმაკაცმა რომ არ ველოდი ისე, სიყვარული ამიხსნა. ბუნებით ერთგული ვარ და რა თქმა უნდა შორს დავიჭირე. მეგობრობის დათმობა და პირდაპირ უსულგულოდ მოსროლა მიძნელდებოდა. რომანტიკა? გიყვარდეს- მტაწმინდაზე, მთვარის შუქზე გამომიტყდა გრძნობებში. ჩემთვის მნტკივნეული იყო, მის ქორწილში წასვლას ვგეგმავდი იმ წელს და მეგობრისგან ასეთ აღიარებას არ ველოდი. რას წარმოვიდგენდი, რომ პატარძლის ადგილს მე დავიკავებდი.
    მერე იყო მოულოდნელობა, მოტაცება, ალბათ იმიტომ იჩქარა, რომ იცოდა, ჩემი გრძნობების შესახებ სხვის მიმართ, მისგან დაფარული არაფერი მქონდა.
    ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დავრჩი. თუმცა დანაშაულის გრძნობა დღემდე მომყვება “მის” მიმართ. 6 თვე ცხოვრება ინსტიქტურად მიდიოდა, ფიქრის დრო არ მეძლეოდა, ხელის გულზე მატარა და ბუნებრივია შემიყვარდა.
    დღემდე ერთად ვართ, უბრალოდ როცა კაცს სჭირდება შიზოფრენიამდე რომანტიკულია. მე კი ვირწმუნე, რომ სიყვარული ან ბედისწერაა, ან კიდევ ურთიერთობა. მაგრამ ვაღიარებ, ისეთი რომანტიკული დიდი ხანია აღარაა. ალბათ ორივეს ბრალია, ყოველდღიურმა ცხოვრებამ ორივეს დაგვაკარგვინა რომანტიულობის განცდა.
    Never say never… ალბათ უაზრობაა ელოდო სიყვარულს, რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი, რომანტიკულობა ორივეს უნდა ახასიათებდეს. და ნურც ერთი ჩათვლით, რომ რომელიმე მხარეს შიზოფრენიაში გადაუვა, მერე მოგენატრებათ და ინანებთ. :)

  13. “რატომ არასდროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უნდებათ, რომ რამე ზე-აღმატებულად რომანტიკული ჩაიდინონ ვინმესთვის ან მათთვის ჩაიდინოს ვინმემ? ” – მე რატომღაც მგონია, რომ უნდებათ. პროსტა უტყდებათ ტავისი სურვილების რადგან ბიჭების უმეტესობა ხმამაღლა იძახის რომ რომანტიკა და ა.შ დებილობაა (რბილად).
    საერთოდ კი ყველაფერს თავისი დრო აქვს მგონი. ალბათ ბიჭს როდესაც მართლა შეუყვარდება ის რომანტიკაზეც დაიწყებს ფიქრს.
    ეხლა არც მე ვოცნებობ რომანტიულ ურთიერთობებეზე და სიურპრიზებზე, თუმცა ალბათ შეყვარებული მე სხვანაირად იფიქრებდა. ამ ეტაპზე ჩემთვისაც მხოლოდ “გართობა ურთიერთობა” უფრო მისაღებია, რადგან არ მინდა სიყვარული. სიყვარული ვისაც უნდა აი ის ნამდვილი და ჭეშმარიტი იმას რომანტიული ურთიერთობებიც ენდომება. გოგო იქნება თუ ბიჭი.
    მოკლედ, ბევრი ვიბოდიალე და საბოლოოდ იმის თქმა მინდოდა რომ როდესაც შეყვარებული ხარ მაშინ გინდება რომანტიკაც და სხვა დანარჩენიც. მანამდე არ ფიქრობ (ბიჭები არ ფიქრობენ), გოგონები ოცნებობენ.

  14. ხო, არსებობს წიგნები და ფილმები რეალურ ფაქტებზე დაფუძვნებული, მაგრამ ჰეფი ენდის მერე ამბავი სულ სხვანაირად ვითარდება
    ასე რომ საოცნებო არაფერია

  15. ნეტავ ანგარიშზე იმდენი მედოს თანხა რომ ერთ ლამაზ ბილეთს ჩაგახუტო NewYork-ის “ცალმხრივ” რეისზე… მეხუთე ავენიუზე პატარა ლამაზი ბინა დაგახვედრო და იქვე მაგიდაზე კოსმოპოლიტენის კონტრაქტი იდოს.

    100% მჯერა რომ მაგ შემთხვევაში შენ ცხოვრებაში ისეთ რამეებს დაატრიალებ რო ფილმის კადრები მონაგონი იქნება : )

    მაგრამ ეგ ჩემ გარეშეც მოხდება, ადრე თუ გვიან.. მაგრამ, მაინც მალე იქნები იმ სამყაროში რასაც Big City Life ჰქვია : )

    1. :user: ამაზე რომანტიკული კომენტარი ჯერ არ დაწერილა ამ ბლოგზე… :user: :love:

  16. “თუ ბიჭებს მართლა მოსწონთ ასეთი ფილმები (ვგულისხმობ შინაარსობრივ მხარეს) რატომ არასდროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უნდებათ, რომ რამე ზე-აღმატებულად რომანტიკული ჩაიდინონ ვინმესთვის ან მათთვის ჩაიდინოს ვინმემ? ”

    რატომ გგონია რომ არ უნდებათ? უბრალოდ მათაც ისევე უჭირთ ამის გაკეთება, როგორც “დანარჩენ ადამიანებს”

  17. “ბავშვი, რომელიც არასდროს იზრდება, რომელიც მუდამ იქ შიგნით იქნება, რომელსაც ყოველთვის გული აუჩუყდება, რაც არ უნდა ვეცადოთ ცრემლის შეკავებას.” <3<3<3<3

  18. ცხოვრებაში იმდენი რომანტიკა გექნება, რამდენსაც თავად მოიწადინებ. ყველა ოცნება ასრულებადია და ყველა მიზანი – მიღწევადი.

    1. ყველა ოცნება არასდროს არ არის ასრულებადი.დგეს რაიმე იმედგაცრუება თუ არსებობს ყველა იმითომ რომ გოგო და ბიჭი ისე ხდებიან შეყვარებულები რო ერთმანეთს ხასიათებით არც კი იცნობენ,ადამიანების ურთიერთობაში კი მთავარი ხასიათია,მაგრამ დგეს უპირატესობა გარეგნულს უფრო ენიჭება ვიდრე შინაგანს.

  19. arseboben rogor ara, ager chemi dzma da megobaria maseti romantikuli. gogo moswons dzalian da yvelafers aketebs mistvis, romantiuli sagamoc mouwyo, tavis santlebit da ambebit,ubralod iseti garemo sheqmna mec ki daviahoke; mteli kviris ganmavlobashi witel vardebs axvedrebda dilaobit karebshi, tan nayids ki ara,chumad dakrefils vigacis bagebshi, riskis fasad rom ar daechirat, esec xom romantikaa taviseburad.magram sul tyuilad, aranairi sapasuxo reaqcia gogosgan.ara da tviton tipic isetia, rogorc filmebshi, simpatiuri,inteleqtuali,titqmis naklis gareshe.darwmunebuli var yvela tu ara 99 procenti qalebisa mia fexqvesh gaefineboda,iset rameebs aketebs da iseti romantiulia.ubralod es gogoa ragac iseti, sxva filmidan.ori kaci vzivart da tavs vimtvrevt ori tvea,da ver vxvdebit ra unda.

  20. “ნეტავ ანგარიშზე იმდენი მედოს თანხა რომ ერთ ლამაზ ბილეთს ჩაგახუტო NewYork-ის “ცალმხრივ” რეისზე… მეხუთე ავენიუზე პატარა ლამაზი ბინა დაგახვედრო და იქვე მაგიდაზე კოსმოპოლიტენის კონტრაქტი იდოს.

    100% მჯერა რომ მაგ შემთხვევაში შენ ცხოვრებაში ისეთ რამეებს დაატრიალებ რო ფილმის კადრები მონაგონი იქნება

    მაგრამ ეგ ჩემ გარეშეც მოხდება, ადრე თუ გვიან.. მაგრამ, მაინც მალე იქნები იმ სამყაროში რასაც Big City Life ჰქვია ”

    მარტო ამ კომენტარის გამო ღირდა ამ პოსტის დაწერა.
    : )
    ჟრუანტელმა დამიარა

  21. უკანასკნელად შარშან მიყვარდა და მორჩა. მას შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მორჩა ქეთუნა, შენ მეტი აღარ უნდა შეგიყვარდეს მამაკაცი. მან მაყურებინა ფილმს “the notebook” და მაშინ ფილმის დასასრულს, ვტიროდი. მას შემდეგ რამდენჯერაც ეს ფილმი მომხვდა თვალთ, ის დრო გამახსენდა, როცა ერთად ვუყურეთ ამ ფილმს და საკუთარ თავს შევძახე: უჰჰ, რა სისულელეა ეს ფილმიმეთქი” და სხვა არხზე გადავრთე. დღესაც მეზიზღება ეს ფილმი, რადგან მახსენებს რაღაც-რაღაცეებს.
    თუ სიყვარული ვეძებ, რთავ სიმღერებს, ვუყურებ ფილმებს და ვკითხულობ წიგნებს. ის არაჩვეულებრივი და რომანტიული გრძნობები მხოლოდ იქაა. ნამდვილი სიყვარული მხოლოდ სიმღერებში, წიგნებსა და ფილმებშია.
    ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ არ მყავს საყვარელი მამაკაცი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს.

    “ამელი” მეც ძალიან მიყვარს და რამდენჯერაც ვუყურებ, იმდენად აღფრთოვანებაში ვვარდები ხოლმე, მაგრამ ეგეც ხო სიყალბეა. სინამდვილეში არც ოდრი ტოტუა ეგეთი და არც მატიე კასოვიცი.

    მოკლედ, მოვრჩი მე სიყვარულობანას. :D

  22. ძალიან საინტერესო პოსტი იყო :) მაგრად მომეწონ. მარი ხშირად დადე ხოლმე პოსტები თორე უშენოდ მოვიწყინეეთ.. :*
    მე ახალი ბლოგი გავაკეთე და ძალიან გთხოვთ შედით და დაათვალიერეთ. იმედია მოგეწონებათ და კომენტარებიც არ დაგეზარებათ. წინასწარ Thanks))

  23. “…თუკი ის არსებულა, არსებობს ან ოდესმე მაინც იარსებებს, რატომ არის შეუძლებელი, რომ ეს მეც შემემთხვეს?”
    ერთი შეხედვით კითხვაა, მაგრამ დამერწმუნე, სწორედ ესაა პასუხი!

  24. მე მაინც მჯერა, რომ არსებობენ ისეთი მამაკაცებიც რომლებიც ოცნებობენ რომანტიკულ ურთიერთობებზე. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს :)) მთავარია ვიპოვოთ ასეთი ადამიანი და კარგად გამოვიყენოთ მოცემული შანსი, რომ მერე ჩვენს სიყვარულზე ფილმს თუ არ გადაიგებენ ლამაზ ამბავს მაინც მოყვებიან. ყველას გისურვებთ დიდ სიყვარულს! :) <3

  25. მე მაინც მჯერა, რომ არსებობენ ისეთი მამაკაცებიც რომლებიც ოცნებობენ რომანტიკულ ურთიერთობებზე. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს<<<< ნამდვილად ეგრეა

  26. მყვარებია, ისე გაგიჟებით მყვარებია, რომ ვერც წარმოიდგენთ.
    რა თქმა უნდა ცალმხრივად, კიკიტომ დაწერა მისი უბრალო ერთი მესიჯი ცხოვრების სტიმულს მაძლევდაო, ზუსტად ასე მიყვარდა და დღემდე ჩემს ოცნებებში რჩება. შეიძლება სისულელეა და უკვე გვიანია, მაგრამ მჯერა რომ როდესმე ვნახავ.
    რა სისულელეა, იტყვის ხალხი, მაგრამ ჩემთვის არ არის სისულელე, ჩემთვის ეს ცხოვრებაა, ჩემი ოცნებები და ჩემი სამყარო, რომელიც ჩემს გარშემო მე თვითონვე შევქმენი და ცალმხრივ, განუხორციელებელ, სიყვარულზე ოცნება მაძლევს ძალას, გავუძლო ყოველდღიურ მოსაწყენ ცხოვრებას და საღამოს მთელი დღის დაღლილმა, უბრალოდ ჩავრთო და მუსიკას მოვუსმინო, რომელიც მის თავს მახსენებს, ვიკითXე მილიონჯერ გადაკითხული წერილები, რომელის მსგავსი მომავალში აღარ იქნება.
    მოკლედ მყვარებია უნახავად და ახლაც ასევე ძალიან ძალიან მიყვარს.

  27. პოსტი წავიკითხე

    არ ვიცი შეიზლება იყოს ბიჭი რომელიც მართლა რომანტიკოსია ან ვინც თავს აჩვენებს გოგოს რომ ეგრეა…. მე პიპრადად საშინლად არ მიყვარს მელოდრამები და საერთოდ ვფიქრობ ჰეფი ენდიანინ სცენები 90% ფილმს აფუჭებს… და ისეთ ფილმებზე, როგორიც მაგალითად “the notebook”-ია, გული მერევა ბოლომდე პაკეტის ან ტაშტის გარეშე ყურებას ვერ დავასრულებ :-ს
    საერთოდ სენტიმენტალურ სცენებს სუნიან სცენებს ვეზახი :)))

    მოკლედ მე ბიჭი ვარ და არასდროს არ მიოცნებია ეგეთ სიტუაციებზე :)) ამიტომ ჩემი პასუხი მკაცრი, ცივი, უიმედო და უარყოფითია :დ
    ყოველ შემთხვევაში ჩემნაირ ეგზემპლიართან ერთადერთი შანსი პირდაპირ თქმაა რასაც გრზნობ ან ფიქრობ… ყოველ შემთხვევაში არ ვთვლი რომ ეგ თავის დამცირებაა.. და ეგეთ დელიკატურ სიტუაციაშიც რამეს მოვიფიქრებ რომ თავი დამცირებულად არ იგრზნოს მან ვინც რაღაცას გეტყვის :დ

    არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი მაგრამ მე არავის არ ვატყუებ გამორჩენის მიზნით და არც თავს ვიტყუებ რომ რომანტიულ მელოდრამებზე ვგიჟდები. :)) ნუ ნებისმიერი ჟანრის ფილმის ყურება შემიზლია ოღონდ ეგ არა რა :))) და ამელისაც ვერ ვიტან კიდევ ჰა ახლა ჩამწიხლეთ! :))

  28. რომანტიკოსი ვარ ძალიან და ვაღმერთებ გოგო, როცა მიყვარს. სულ ერთხელ მიყვარდა 3 წელი და ერთხელ ნახვით შემიყვარდა. :))) სულ შემიძლია ვიყო რომანტიკულ თამასში. თუმცა იშვიათია ძალიან რომანტიული გოგოები.

  29. “რომანტიკოსად შენიღბული სექსზე მეოცნებე” ———-მაგარია

  30. რატომ NewYork-ის “ცალმხრივ” რეისზე? ორმხრივი ბილეთი ავუღოთ,ასეთ კარგ გოგოს “იანკებს” ნუ დავუტოვებთ

  31. ლამაზი სიყვარული ყოველთვის რომანტიკას მოაქვს. შეიძლება ბევრი შემედავოს, მაგრამ მე მჯერა რომ ასეთი სიყვარული მარადიულია. დრო მხოლოდ იმას ანადგურებს, ვისაც მისი არსებობის სწამს. ამიტომაც არის რომ ცხოვრებაში ყველა არ ხდება ამ დიდი ბედნიერების ღირსი_მარადიულად გიყვარდეს და უყვარდე. და თუ ეს სიყვარული პიზიკურად დამტავრდა, ამ სილამაზის ხსოვნა გიყვარს სამუდამოდ, დამიჯერეთ ეს დიდი ბედნიერებაა, როცა გულით ულამაზეს საიდუმლოს ატარებ…

  32. “არასდროს მოვქცევივართ ისე როგორც გვინდოდა რომ მოგვქცეოდნენ, შეიძლება ხანდახან უხეშებიც ვიყავით როცა სითბოს ვითხოვდით და გულგრილები, როცა – ყურადღებას.” :P ჩემზეა ზუსტააად

  33. რომანტიკოსად შენიღბული სექსზე მეოცნებეები, ყოჩაღ, ამას მეც კი ვერ მოვიფიქრებდი, არაფერია ამაში ცუდი. ყოველთვის ისე ხდება ერთ მხარეს რომ გადავდივართ მეორეგვავიწყდება, მერე ისევ გადავდივართ და ასე გრძელდება სულ

  34. He beautifully worked the seams and middle of the field, capitalizing on defensive breakdowns. The only time he looked outside was for quick passes, or if he saw one-on-one coverage on Calvin Johnson, who had five catches for 74 yards and a score in the first two quarters.

Leave a Reply