The ტორტი

ჩემი დაბადების დღე 6 თებერვალს იყო, კვირას.
რატომღაც ისე მოხდა, რომ სულ მარტო დავრჩი. ოჯახის წევრები სოფელში წავიდნენ, არც ტორტი და სუფრა მქონია. ჩემი დაქალები ერთ არახალხმრავალ ბარში მყავდა დაპატიჟებული და სამივეს დაავიწყდა მოსვლა. მითხრეს არ დაგვვიწყებია, უბრალოდ საათნახევარი დაგვაგვიანდაო, მაგრამ არ დავიჯერე. მხოლოდ მას შემდეგ მოვიდნენ, როცა დავურეკე და წივილ-კივილი ავტეხე.
ავად თუ კარგად, საღამო მაინც შედგა, თუმცა იმ დღის მერე რამდენიმე კვირა გავიდა და ისე დაემთხვა, რომ ერთმანეთს არ შევხმიანებივართ.

რამდენიმე დღე თავში ვატრიალებდი იმ სცენას. ვფიქრობდი ათას შეუძლებელ, უსარგებლო და სრულიად სულელურ სცენარს. იქნებ სჯობდა სხვა დღეს დავბადებულიყავი. იქნებ სჯობდა უფრო მეტი ადამიანი დამეპატიჟა – ვინმე მაინც მოვიდოდა. იქნებ სჯობდა სახლში გადამეხადა დაბადების დღე, ნამცხვარი და ხაჭაპური მეყიდა, ჩაი ამედუღებინა და თუ დავავიწყდებოდი ყველას, გაბრაზებულ გულზე ტკბილეულს მაინც მივაძღებოდი. იქნებ სჯობდა არ დამერეკა და დავლოდებოდი. იქნებ მოსულიყვნენ. იქნებ და იქნებ…
თუმცა მალევე გავიაზრე, რომ სისულელეა დარდი იმაზე, რაც უკვე იყო და უნდა შევეგუო, რომ ხანდახან ისე იდეალურად არ ხდება ყველაფერი, როგორც მე ვგეგმავ ხოლმე.

ერთი კვირის წინ უცებ ემოციები შემომაწვა და ბლოგის facebook-ის გვერდზე ასეთი პოსტი გავაკეთე (თან საკონდიტრო Diefenbach დავტაგე):

ვიცი, ვიცი, I was being a Drama Queen, მაგრამ…
რამდენიმე დღეში საკონდიტროსგან იმეილი მივიღე. მათ გადაწყვიტეს ექსკლუზიური ტორტი ეჩუქებინათ, რომლის დიზაინიც ბოლომდე სიურპრიზად უნდა დარჩენილიყო.

თუ თქვენ გინახავთ Diefenbach-ის ტორტები დაახლოებით წარმოიდგენდით, თუ რა გრძნობა დამეუფლა იმ წერილის წაკითხვის შემდეგ. სასწრაფოდ შევატყობინე დაქალებს, რომ “შაბათს ჩემთან ვტორტაობთ”, დედაჩემის ლამაზი ჩაის სერვიზი გადმოვიღე, მამაჩემის მარნის წითელი ღვინო მოვიმარაგე და საგულდაგულოდ დავიწყე მზადება ამ ღონისძიებისთვის.

ტორტი ლილიანმა მომიტანა.

პირველი დანახვისთანავე ენა ჩამივარდა და პირი დავაღე!
ვარდისფერი ტორტი! 
დიდი შოკოლადის Cupcake-ით თავზე! გარშემო მიმაგრებული პაწაწინა Cupcake-ები და ყვავილები! იისფერი ბაფთა და კიკინებიანი გოგონა!

ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ორიგინალური, ყველაზე ჩემი ტორტი რაც კი ოდესმე მინახავს!

მართალია ძალიან მენანებოდა მაგრამ ყველა ტორტი, რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს, მაინც საჭმელადაა განკუთვნილი და საბოლოოდ უნდა გაიჭრას. მეგონა დაჭრისას ვიზუალურად გაფუჭდებოდა მაგრამ…

აღმოჩნდა, რომ ასე მორთული ტორტის დაჭრა ძალიან მარტივია. თხელი და ელეგანტური ნაჭრები ისე იჭრება, რომ დიზაინი ოდნავადაც არ ზიანდება.
ტორტის ბისკვიტი და კრემი წინასწარ ჰქონდათ შეთანხმებული. ლიმნის არომატით გამიკეთეს.

სანამ მსგავს ტორტზე შეაჩერებდეთ არჩევანს, უნდა გაიაზროთ, რომ მათი ტორტები არ ემორჩილება ტორტის ტრადიციულ ქართულ გაგებას. Diefenbach-ის ვიზუალურად ელეგანტური და დახვეწილი ტორტები არ არის ისეთი კრემიანი და მსუყე, როგორ ტორტებსაც ქართველები არიან მიჩვეული. რა თქმა უნდა Diefenbach-ს აქვს ტრადიციული ტორტებიც (მე გამასინჯეს შოკოლადის ბისკვიტით და უუუუუუგემრიელესი იყო!), თუმცა ისინი ასეთი ზედმიწევნით შესრულებული მორთულობის არ არის. უფრო ჩვეულებრივ ტორტს ჰგავს, როგორიც ყველგან და ყოველთვის გინახავთ.

Diefenbach-ზე ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგერ მათი facebook-ს გვერდი, შეუერთდით და დაათვალიერეთ მათი სრული ნამუშევრების კოლექცია:

ტორტი ტორტად და ქაფქეიქმა რომელიც ტორტს თავზე ედო, სულ მთლად გამაგიჟა! ამ ქაფქეიქების ფანი ვარ :D
იმედია ეგეთ ქაფქეიქებს უტორტოდაც ყიდიან! :D თუ ეს ასეა, მე მინდა ბევრი, ძალიან ბევრი ქაფქეიქი, რომ ვჭამო და ვჭამო და ვჭამო და აღარ გავჩერდე და სუნთქვა გამიჭირდეს! ^_^

საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ბევრი ვიჭორავეთ, დავლიეთ, ვჭამეთ და გვიან დავიშალეთ.

ადამიანები სულ ოცნებობენ, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები, დააბრუნონ უკან წარსული და ტკბილი მოგონებები. გონებაში სულ უბრუნდებიან ერთსა და იმავე მომენტებს ათჯერ, ათასჯერ… ნანობენ, რომ ზოგ სიტუაციაში ის კონკრეტული ფრაზა არ თქვეს, რაც საჭირო იყო, ის არ გააკეთეს, რაც სწორი იქნებოდა, ისე არ გამოხატეს გრძნობები, როგორც უფრო ნათელი იქნებოდა მათი გულისტკივილი თუ სიხარული.

ვიცი, რომ ის დღე, როდესაც 24 წელი შემისრულდა აღარ დაბრუნდება და ყოველთვის ისე დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც სინამდვილეში იყო. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ყოველთვის მოიძებნება უბრალო მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია დაურეკო ადამიანებს, რომლებმაც გაწყენინეს და დაპატიჟო შენთან ფინჯან ჩაიზე, რათა ყველაფერი ისევ ძველებურად იყოს.

ეს მიზეზი კი უბრალო (ან არც ისე უბრალო) ტორტი შეიძლება გახდეს.

29 thoughts on “The ტორტი”

  1. ტორტი და ღვინო თან წითელი,ვერაფერს იტყვი მაგარია :)))))))))

  2. აუ აუ აუუ.. რა მაგარია <3 თან ვერც წარმოიდგენდი მგონი ასეთ რამეს და რა მაგარი სურპრიზი იიყო.. :*:* <3

  3. სვით მე მდაქალებმა ოცი წლის რომ გავხდი მაშინ დამტოვეს მარტო. მაგრამ რა ვიცი არავისთვის არ დამირეკია და არ მიჩხუბია რატომ არ მოხვედით მეთქი. მგონი შეცდომა დავუშვი რომ ეს არ გავაკეთე, მაგრამ მაინც მივახვედრე რომ ნაწყენი დავრჩი

    აუ როგორ მინდა ამ ტორტის გასინჯვაააა <3

  4. მშვენიერი ვარდისფერი ტორტი ^_^ ძალიან მომეწონა ^_^
    თან რა კარგი რეკლამა გაუკეთე Diefenbach-ს ^_^

  5. აუ რა საყვარელი ტორტიკია <3 მე 16-ში მქონდა დაბადების დღე და იმდენი ადამიანი იყო, ერთი-ორს მართლა არ ვიცნობდი :D
    ხოდა გილოცავ დაგვიანებით ;)

  6. გენაცვალე გულში პატარა რა მგრძნობიარე ხარ.გილოცავ მოგვიანებით.

  7. ტორტი კარგია
    კარგი ტორტი ხომ საერთოდ!
    მე არ გამისინჯავს ამ ფირმისნაწარმიდა აქებენ,ვიზუალურად ყველა გამორჩეული ტორტი აქვთ.

    ხო,კიდე,მეგობრებიც ადამიანები არიან,ზოგჯერ ავიწყდებათ რაღაცეები :)

  8. რა ლამაზი ტორტია და ალბათ როგორი გემრიელი იყო ^^
    ამ პოსტზე sex and the city-ს ეპიზოდი გამახსენდა :) კერის დაბადების დღე როა

  9. არავის არ დავიწყებია. თვითონ სულ ყველგან აგვიანებს, იმენა ყველგან და ყოველთვის. და ერთხელ დავაგვიანეთ და დაიქცა თურმე ქვეყანა.
    ან ვინმეს დაბადების დღე როგორ დაგავიწყდება, კაკ მინიმუმ ფეისბუკზე ხო დავინახავდით რო ულოცავდნენ. მარა არააააა, სამყარო სვიტის წინააღმდეგაა და ბოროტი დაქალები ყავს :დდდდდ

  10. მიყვარს ასეთი ისტორიების წაკითხვა, რაღაცნაირად ვისვენებ… ტორტი ნამდვილად ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, ეკოთვნუდა Diefenbach ს ასეთი რეკლამა…

  11. საკუთარი მე-20 დაბადების დღე გამახსენდა…
    პ.ს ტორტი <3 უკომენტაროდ. იმედია გემრიელი იყო

  12. მშვენიერია, Diefenbach-ის ტორტი და 24-ე დაბ.დღე არასოდეს დაგავიწყდება:)

    პ.ს. საინტერესო და წარმატებულ წელს გისურვებ:)

  13. ტორტი მეც მიყვარს და მართლაც რომ ძალიან ლამაზი ტორტია მომეწონა

Leave a Reply