ტელეფონი

ჩემი ტელეფონისმიერი ტანჯვა-წამება აგვისტოში დაიწყო, როცა ჩემმა ძველმა სამსუნგმა მერვე სართულიდან იფრინა და მიწაზე ისე დაეშვა, ეკრანზე ერთი ნაკაწრიც კი არ დატყობია. ნეტავ დატყობოდა! გავიქცეოდი ეგრევე გოლეთიანში, ვიყიდიდი 50 ლარიან ჯიგრულ ნოკიას და ჩემი ნაცნობ-მეგობრების ამრეზილი სახეების დანახვაზე ვიტყოდი – “რა გინდათ, ხომ რეკავს, მთავარი ეგაა!”-მეთქი.

მაგრამ არა! სამსუნგმა არ გამიმეტა 50 ლარიანი ნოკიისთვის და დაუმტვრეველი გადარჩა. ეს ისეთ სასწაულად მომეჩვენა, იმ დღეს დავიფიცე, რომ სამსუნგის გარდა ცხოვრებაში სხვა ტელეფონს აღარ ვიყიდიდი.

“გადარჩენილმა” 6 თვე მაწამა. რომ არ ჩავთვალოთ უკანა პანელი, რომელიც ჰაერშივე დაიკარგა და ამის გამო ბოლოს ტელეფონის ჩანთიდან ამოღება მრცხვენოდა, ჯერ დინამიკი გაუფუჭდა, შემდეგ სიგნალის მიღებაზე შეექმნა პრობლემა, მერე ზუსტად ნახევარ კვადრატულ სანტიმეტრიან ფართობზე ეკრანის სენსორები გაეთიშა…

ამ დროის განმავლობაში ერთი უცნაური სიზმარიც კი ამეკვიატა, თუ როგორ თამაშობდნენ ჯოკერს “პარებში” აიფოუნი+ბლექბერი და 50 ლარიანი ნოკია+ჩემი პანელ შეღუნული სამსუნგი.

იანვარში დამადგა საშველი და ძლივს მოვიკელი სამი კალგოტკის ფული (ოჰ, აბა ახლა ბაკურიანში დასვენებას ხომ არ მოვაკლებდი?!), რომ ახალი ტელეფონის განვადებისთვის პირველადი შენატანი შემეკოწიწებინა. :D

ვუალა! იმ ღამეს აიფონმა და ბლექბერიმ ჯოკერში წაასხეს და თეთრი Samsung Wave 525 ჩემი გახდა.

სულ რაღაც 390 ლარად ამ ტელეფონს:

  • შეუძლია ქართულ ენაზე კითხვა და წერა (თვით SMS/MMS-ებისაც!), რაც იმას ნიშნავს რომ შეგიძლია აკრიფო MMS-ში ქართულ ენოვანი ტექსტი, მიაბა ფოტოსურათი, გაუშვა სპეც. იმეილზე და ის დაიპოსტება შენს ბლოგზე. :love:
  • გააჩნია ქართულ ენოვანი მენიუ, სადაც Setting-ებს ეწოდება “პარამეტრები” ხოლო Message-ებს – “შეტყობინებები”. :love:
  • შეუძლია გააკეთოს შენი facebook-ის, twitter-ის და gmail-ის სინქრონიზაცია, რაც იმას ნიშნავს რომ ტელეფონის კალენდარში ამოგიხტება facebook-ის ან google calendar-ის მორიგი ივენთი ან facebook-ის მეგობრის დაბადების დღე, phonebook-ში თითოეულ კონტაქტს მიებმება facebook-ის ან twitter-ის პროფილის სურათი, პროფილში მითითებული იმეილი, პროფილის ბმული და ბოლო სტატუსები. იმეილები კი მოგივა პირდაპირ ტელეფონის ინბოქსში. :love:
  • აქვს wifi ინტერნეტის მხარდაჭერა, უამრავი აპლიკაცია და 3,2 მეგაპიქსელიანი კამერა. :love:

(ამ ტელეფონის შეძენა შეგიძლიათ ყველგან, სადაც იყიდება ფანქარი! :love:)

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, მორიგი ახალი ტელეფონის ყიდვისას, ძველი – ბებიას მივეცი. თავდაპირველად გავაპროტესტე: “კარგად არ მუშაობს, კონტაქტები გაევსო, ცოტა SMS-ს ინახავს და რად უნდა ბებიას-მეთქი”. დედაჩემმა კი მომიგო, რა გინდა, ხომ რეკავს, მთავარი ეგააო.

ეჰ…

პ.ს. და რა შეუძლია შენს ტელეფონს?

49 Comments

  1. რაც ჩემს ტელეფონს შეუძლია თავისი ანდროიდის აპებით, რო ჩამოვწერო, კარგად იქნება ჩემი/შენი/ჩენი/ზოგადად საქმე :დ

    1. რა ტელეფონი გაქვს? ანდრო ბიძიაზე მასიურად არ არის მოდელები…ერთ ერთი სტაბილური ოპერაციული სისტემაა

  2. პ.ს. და რა შეუძლია შენს ტელეფონს?

    ის, რაც შენსას – ქართული პრიჩანდალები (თუმცა ეს მონდომების საქმეა) + QWERTY კლავიატურა აქვს :D

  3. ჩემი ტელეფონი რეკავს, ვრეკავ, მესიჯს იღებს და შემიძლია მესიჯის წერა..

    სხვა არაფერიც არ შეუძლია..

    ჩვეულებრივი L6-ია, მაგრამ ხუთი წელია მაქვს და ისე მივეჩვიე და მიყვარს.. <3

  4. მე ბევრშესაძლებლობებიანი მობილი რომ მქომნა, ჩემი ტექნოლოგიური სიბეცის გამო, მაინც ვერაფერს ვიყენებდი და გადავედი ტელეფონზე, რომელიც რეკავს და მესიჯებს აგზავნის :დ
    რაც მთავარია, რადიო აქვს (იმ შემთხვევისთვის, როცა აიპოდის დატენვა მავიწყდება)
    :D

  5. ჩემ ტელეფონს შეუძლია შეუძლებელი.

    და რაც მთავარია ის იყიდება იქ, სადაც იყიდება ფანქარი!

  6. გილოცავ ახალ ტელეფონს, ძალიან ლამაზია… ზუსტად შენნაირ გოგოსთვისაა))) რაც შეეხება ჩემს ტელეფონს, ბლექბერი მაჩუქა მამამ, თორე იმისთანა ტელეფონი მქონდა: ეკრანი დამტვრეული, ორი კნოპკა ამოძეობილი, ბატარეიკა ყოველ წამს ძვრებოდა… :D მამამ გადამრჩინა.

  7. ერთადერთი შემშურდა ქართულად წერა-კითხვა რომ შეუძლია. ამ საკითხზე ჩემს მობილურთან ვმუშაობს მისი შეძენის დღიდან.
    <3 SonyEricsson Vivaz Pro <3

  8. ნოკია 5800
    თავიდან მომწონდა, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ბევრი არაფერი შეუძლია :/
    ან მე ვერ ვხედვავ მის შესაძლებლობებს…

    1. მისი შესაძლებლობები იწრო არს.

      ეს წინადადება უნდა დამეწერა რაა :D

  9. ჩემს ტელეფონს ძალიან ბევრი შეუძლია… მათ შორის ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ, ესაა 12 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც ჩემს ასევე 12 მეგაპიქსელიან კასიოზე ბევრად უკეთეს სურათებს იღებს. ყველა ზემოდჩამოთვლილ თვისებასთნ ერთად აქვს უფასო ნავიგაცია (ნუ,ეს მხოლოდ ევროპაში, საქართველოში მგონი არ არის ჯერ ნავიგაცია, ან თუ არის, მე მაინც არ მჭირდება :) ) სატელიტთან პირდაპირი კავშირით, ასევე უამრავი აპლიკაცია, ბევრჯერაც დამივარდა მაგრამ არაფერი ემჩნევა, მუშაობს ჯიგრულად! ძალიან კმაყოფილი ვარ, გაუმარჯოს ნოკია ნ8!!! :)

    1. მე მინდოდა ამ ნ8-ის ყიდვა სწორედ მისი კამერის და არა მარტო მაგის გამო! თუმცა მულტიმედიური მხარე ჩემთვის ყველაზე მთავარია ტელეში,მაგრამ რომ დავტესტე მისი კამერა გოლეს მაღაზიის ფილიალში,სიმართლე გითხრა არ მომეწონა,მართალია ჰდ გადაღების ხარისხი აქვს ვიდეოს,მაგრამ პერიოდულად კადრი ეკიდებოდა,ანუ გადაღების დროს კადრი იყინება წამიერად და მერე ისევ აგრძელებს,მართალია ყოველთვის არ შვება მაგრამ იმდენად ხშირად კი რომ საკმაოდ ნერვის მომშლელი იყოს. :)როცა ასეთ ძვირიან,რეკლამირებულ ფლაგმანს ყიდულობ თან კამერაფონს ასეთი რამ არ უნდა ქონდეს..არადა დანარჩენი მონაცემები მშვენიერი აქვს,wi-fi რად ღირს მარტო,საკმოად სწრაფია ინტერნეტში სერფინგის დროს,თუმცა აიფონს ვერ მიედრება დაჟე 2g-საც კი. აღარაფერს ვამბობს აიფონ3 gs-სა და მითუმეტეს 4g-ზე:).ავი ფაილებს ხსნის და ჩვეულებრივად შეგიძლია ფილმების ყურება ტელეში,არანაირი შეფერხებები ….დიდი მესხიერება,სწრაფი მენიუ.ამოლედ ძნ მაგარი ხარისხის ეკრანი,5.1 აუდიო გამომსვლელი,ფლეშკას მიერთების და წაკითხვის საშუალება.მოკლედ ყველაფერი აქვს ერთის გარდა რააა :))).არ ვიცი ახლა პრაშივკის ბრალი იყო თუ ეს ეგზემპლარი იყო ბრაკი,მაგრამ ასე კი იყო და… პ.ს ხო ხო რა რევიევი დავწერეეე

      1. ნამდვილად ბრაკი იყო ის ტელეფონი რაც თქვენ გატესტეთ, საკმაოდ ხშირად ვხმარობ კამერას, სურათებს უზადოს იღებს და ვიდეოც არ ეკიდება ჩემთან… iPhone 4 სურათები არც მიადაროთ, უბრალოდ სირცხვილია… სიბნელეში და დაბალ განათებაში გაცილებით უკეთეს სურათებს იღებს, ვიდრე ჩემი ციფრული კამერა, რომელსაც ასევე 12 მეგაპიქსელი აქვს… თუმცა, ეგ პიქსელების გამო არა, უბრალოდ ძალიან კარგი ზუმი აქვს, კარლ-ცაისის ობიექტივი და ფანტასტიური ‘ვსპიშკა’… ინტერნეტში ძალიან სწრაფად სერფავს. სინქრონიზაცია უკეთდება ყველაფერთან. აპლიკაციებისაც კმაყოფილი ვარ, შეიძლება იმდენი არა აქვს, რაც iPhone-ს, მაგრამ მე მეტი არ მჭირდება… ასევე ხშირად ვიყენებ ნავიგაციას და ჯერ არ დავუკარგივარ :D office ყველა პროგრამა აქვს, პირდაპირ უერთდება HDMI სლოტით პროექტორს, ამიტომ ჩემ პრეზენტაციებს უზარმაზარი ლეპტოპით აღარ დავაპორწიალებ. იგივე ჭრილით უერთდება ტელევიზორს. ფასიც ნორმალური და მისაღები აქვს iPhone-სგან განსხვავებით ;) ასე რომ გირჩევთ იყიდოთ :)

        1. ახლა რა არის იცი? ორი ტელეფონი დავტესტე და როცა გადავიღე რამდენიმე წუთიანი ვიდეო გამოჩნდა ეს დეფექტი ორივეზე….მანქანით ვმოძრაობდი და ვიღებდი თან,რომ დაუკვირდები აშკარად ემჩნევა ხანდახან კადრის “დაკიდება” .სპეციალურად გადავიღე 7 თუ 8 ვიდეო რგოლი ასე 3-5 წუთიანი და ყველაზე ეგრეა მოძრაობისას,მართალია ხშირად არ შვება მაგრამ სუფთად და უზადოდ იღებსო ვერ იტყვი რადგან რაღაც პერიოდიკით ზემოთ აღნიშნული პრობლემა ჩნდება.შენ სკაიპს ვერ მეტყვი? რაღაც კითხვები მაქვს და მაინტერესებს შენთან გასაუბრება მაგ თემაზე

  10. ქალბატონო სვით იქნებ დამეხმაროთ და თქვენი გამოცდილებიდან მაგ ტელეფონისადმი გამანდოთ.და მირჩიოთ ვიყიდო თუ არა ეგ ტელ…

    1. ამხელა პოსტი წერია ამ ტელეფონის საქებარი და სხვა რაღა უნდა გაგანდოს? :/

  11. ჩემი ტელეფონით უბრალოდ ირეკება.. სმს–ის დაწერას ვუფრთხი, ძნელად იკრიფება და მეზარება.. ასე რომ, მხოლოდ დამირეკეთ ხოლმე რა ^_^

  12. გილოცავ ახალ ტელეფონს :)
    ხო, ისე მეც სამსუნგი ამქვს, ოღონდ 5 წლის წინანდელი და ვერ მოვუხერხე გაფუჭება, რომ ახალი ვიყიდო :D

    1. ოჰო! გილოცავ! გამიზიარე მერე თუ დარჩები კმაყოფილი.

      P.S. მეხსიერების ჩიპი უყიდე ერთი 4 გიგაბაიტიანი. შიდა მეხსიერება არ გეყოფა.

  13. http://europe.nokia.com/find-products/devices/nokia-e63
    ესეც ჩემი, ოღონდ ლურჯი მაქვს და მანდ სხვანაირად ჩანს ფერი. სინამდვილეში უფრო მუქია. <3
    დავარდნაზე არაფერი არ მოსდის აშკარად, მაგრამ აი დიდმა ტალღამ რომ გადაუარა იქ დაერხა :D

  14. ნ900 -ის ყიდვა მინდოდა,მაგრამ ისეთი საზიზღარი კამერა აქვს რომ უარი ვთქვი,სრული ქვერთი კლავიატურა მაგარია ტელეზე… :) მოკლედ ხალხნო იყიდეთ აიფონ 4გ(ახალი პარტიის რადგან თავდაპირველ პარტიებს სიგნალის დაჭერასთან აქვს პრობლემა და შალითა სჭირდება :) ) ან დაელოდეთ აიფოუნ 5გ-ს გამოსვლას და თქვენ იქნებით ძნ მამა ტელეფონის მფლობელი,ნუ მარტო ტელეფონი არ არის ეს რაღაც საოცრებაა აიფოუნი :) ოღონდ ევროპული და არა ამერიკული ვარიანტი პ.ს რა ტელეფონები არ მქონია რა! ალბად სადღაც 5000 მდე მექნება გადახდილი სულ :)

  15. მე სამსუნგ ს5230 მაქვს და უზომოდ კმაყოფილი ვარ, არანაირი ხარვეზი არ ჰქონაი უკვე 6 თვეა ვმეგობრობთ, ისე ემც განვადებიტ ვიყიდე და მარტში ვამტავრებ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს

    1. ნუ ალბად ნაკლებად ერკვევი ტელეფონებში და მცირედიც კი გაკმაყოფილებს,მასე შეიძლება ფანრიანი ნოკიაც ( როგორც ეტალონი ”დეშოვკა” ტელესი :) ) ქონდეს ადამიანს და უზომოდ კმაყოფილი იყოს,ვიცი ეს ტელე რა არის,ერთი უტვინო ( ოპერაციული სისტემის გარეშე ტელეს უტვინოს ვეძახი :) ) ტელეფონია :) დაჟე მესამე თაობის ქსელის მხარდაჭერა არ აქვს,ეკრანი საცოდაობა 256 ათასი ფერით..კარგი აღარ გავაგრძელებ,თუმცა ფასიც დაბალი აქვს….რაღაც 270 ლარი ღირს თუ არ ვცდები…სენსორი არ ჭედავს?

  16. მე მაქ ჰამერის ყვითელი მობილური :D:D:D მარა რო იტყვიან მუშაააააააააააააა

    1. სახელის გარდა არაფერი რომ არ უვარგა? :) მაგას როგო უნდა ქვიოდეს სირცხვილით “ჰამერ”-ი:)

    1. მე მომწონს ძალიან ნოკია C5-03. რივიუებს რომ გადავხედე, დიდად კმაყოფილი არავინ ჰყავს., რა ვიყიდო აღარ ვიცი. არადა ჩემი ტელეფონი საცოდავ მდგომარეობაშია. მინდა ძალიან ბატარეა რომ ჰქონდეს გამძლე, ბევრი ადამიანი რეკავს ჩემი სამსახურის გადამკიდე და თან კიდევ მუსიკის მოსმენაზე მაქვს გართულება, ხოდა ამიტომაც მინდა რომ ჰქონდეს კარგი ბატარეა, ხშირად რომ არ სჭირდებოდეს დატენვა. მირჩიეთ რამე, გთხოვთ.

  17. რატოა სირცხვილი ზატო ათასიდან ერთს რო აქ მიხარია უცხოა და ბლატტნოი:D:D:D ყველას რო ერთნაირი გაქვთ ეგ არ ტეხავს:D:D:D

    1. ხახა! :) უცხო ნამდვილად არის…მასე უცხო “ჯხნდჯნ”-ს არის :)))))) მაგრამ რისი გამკეთებელია ეს სულ სხვაა!! მაგრამ აი ბლატნოის რაც შეეხება,აქ სტოპ რაა! :) ჰამერით ავტოთი იბლატავებ,მაგრამ მაგ საცოდაობით ღიმილს გამოიწვევ! ნ8.ნ 900, სონიერიქსონი ხ10,ან მითუმეტეს ხ12 ყვეალს არ აქვს….აღარაფერს ვამბობ აიფოუნ 4გ-ზე,ეგ ტელე ყველას რომ ეჭიროს მაინც არ გაბანძდება და ვინც მარტო იმისათვის ყიდულობს რომ სხვა არ ეჭიროს ხელში მისნაირი ეგ სხვა საქმეა…. :)

    1. ჩემთვის მარტო დარეკვა არ არის საკმარისი….კარგ ტელეს ბევრი საჭირო ფუნქციები აქვს…მარტო ვაი-ფაი რად ღირს და როცა სწრაფად შეუძლია სერფინგი ტელეს ნეტში,ავი ფაილების გახსნის უნარი,უამრავი კოდეკები,მაღალი ხარისხის კამერა,ა-გპრს.მულტითაჩი,ხარისხიანი უცვეთი,უკაწრავი ეკრანი,რომელიც მზეზე არ/ნაკლებად უფერულდება ფერების მდიდარი ბალანსით,სისწრაფე და მხეცი პროცესორი.dolby ხმის სისტემა.ფლეშკის მიერთების და წაკითხვის უნარი…მოკლედ რა იცის ბევრმა ხურმა რა ხილია :)

  18. სიზმარიიი :D ეგეთი სიზმრები მეც მქონიაა :D აუუუ ჩემ ძმას აქვს ნოკია 5800 თუ რაღაც რაც ქვიაა და რამაგარიაააა :X ვერაფრით ვერ ვართმეეევ :@ :D

  19. ჩემს ტელეფონსაც ანალოგიური ფუნქციები აქვს, ქართული მენიუთი და წერის ფუნქციით :) 5მგპ კამერა და თან ნოკიაა.. :P x3-02 :)

    1. ბიუჯეტუი ტელეფონია,რასაც ქვია კარგი ტელე რომ იყიდო მასში ათასი ან მეტი უნდა გადაიხადო,თუმცა არის რამოდენიმე მოდელი შედარებით იაფი ღირს მაგრამ ცუდი არ არის,კარგიაო ვერ ვიტყვი იმ კრიტერიუმებით რასაც მე ვუყენებ ტელს.მაგალითისთვის გამოდგება ნ97 მინი,რომელიც ფასი/ხარისხი-ის შეფერდებას კაგად პასუხობს!

  20. უი, ეს ის ტელეფონია, მენიუ რომ უნდა გადამეთარგმნა და რომ დამავიწყდა და რომ გადავაგდე ის კომპანია :D

  21. მმმმ……. მომწონს! კარგია. მაგრამ მე ნოკიას მომხმარებელი ვარ. სულ მალე მეც მექნება ესეთი ტელეფონი უბრალოდ ნოკია:) სულ რაღაც 430 ლარად დაა შენსაზე ოდნავ პატარა. :)

Leave a Reply to მაჩვი Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.