Tears of an Outsider

სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტას ყოფილმა შეყვარებულმა ერთხელ უთხრა:

– შენ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას, ვერასდროს აიღებ „გრემის“, შენი არცერთი სიმღერა ჰიტი არ გახდება და მეც სწორედ ამის იმედი მაქვს!

სტეფანიმ კი მიუგო:

– ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ერთად აღარ ვიქნებით, კაფეში შეხვალ და ყავასაც კი ვერ დალევ ჩემი სიმღერის მოსმენისა და ჩემი სახის დანახვის გარეშე…

* * *

ორიოდე კვირის წინ მეგობარს ვკითხე მოსწონდა თუ არა მისი სიმღერები. მისი აზრი მართლა მაინტერესებდა, მაგრამ უფრო საპასუხო შეკითხვას მოველოდი – შენ?

მინდოდა გამერკვია იმ მომენტში რას ვუპასუხებდი. უფრო სწორად – ჩემი პასუხი ერთხელ და სამუდამოდ ხმამაღლა, სიტყვებში დაბეჭდილი დამეფიქსირებინა, რადგან აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია ვფიქრობდი მომწონდა თუ მძულდა და აქამდე ვერ გადამეწყვიტა.

და მან დამისვა საპასუხო შეკითხვა… ჩემი პასუხი კი ისევე გაურკვეველი იყო, როგორც ფიქრები.

– რიტმებზე მეცეკვება… – მელოდია მემღერება… – გარეგნობა არ მომწონს… – ჩაცმულობა მაღიზიანებს… – მუსიკის სიღრმეს დიდად ვერ ვწვდები… – არ ვიცი… – ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა!

გავიდა რამდენიმე დღე და იგივე მაგობარმა შემთხვევით მისი ერთ-ერთი სიმღერა ჩართო

და უცებ გონება გამინათდა! უცებ მივხვდი რას მეუბნებოდა ეს სიმღერა!

ეს იყო მოთქმა ქალისა, რომელსაც დასცინოდნენ, არ აღიარებდნენ, რომელსაც მხარს არ უჭერდნენ, რომლისაც არავის სჯეროდა, რომელსაც ყველა მახინჯად მიიჩნევდა, რომელიც დაეცა და ხელი არავინ შეაშველა…

მაგრამ ის მუდმივ წარუმატებლობებს არ შეუშინდა… გაძლიერდა, გარს ფოლადის გარსი შემოიკრა, თმა პლატინისფრად შეიღება, სქელი მაკიაჟი წაისვა, დამამცირებელ სიყვარულზე უარი თქვა, ძალები მოიკრიბა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას სიძნელეების გადალახვა შეუძლია და ის სხვებზე ძლიერი და წარმატებულია!

ახლა ის ჭრელი და მოულოდნელია. ახლა მის გამოჩენაზე ფანატიკოსები ექსტაზში ვარდებიან. მისი ყველა სიმღერა ჰიტია. მას უკვე ორი გრემი გადასცეს… მაგრამ ძველი ნაიარევი და ის სასოწარკვეთა, რაც წლების წინ გადაიტანა მუდამ ამ ჭრელი და ექსტრავაგანტული გარსის ქვეშ იქნება და ხანდახან… ნაირფერი ელექტრო-ნათურებით განათებულ სცენაზე მრავალმილიონიანი შოუს დასრულების შემდეგ როცა სინათლე ჩაქრება… ის იდგება სცენის ცენტრში, მხოლოდ ერთი ნათურით განათებულ სახეზე ცრემლები ჩამოუგორდება და გაიხსენებს, რომ მას ატკინეს, რომ ის დაამცირეს, რომ მას დასცინოდნენ და მან ყველას სამაგიერო გადაუხადა, ყველას დაუმტკიცა რაც შეეძლო, მაგრამ იმ ტკივილის დავიწყება მაინც ძალიან ძნელია!

ის შეიარაღდება ცეცხლითა და მახვილით! რევანშის შემდეგ კი მსხვერპლის ცხედარს მოთქმით დაიტირებს…

უცებ შემეცოდა ეს ქალი. უცებ მომინდა გულში ჩამეკრა. უცებ მივხვდი, რომ მეც შეიძლებოდა ვყოფილიყავი მის ადგილას.

მთელი მონდომებით შევეცადე ამეხსნა იმ მეგობრისთვის, რასაც ჩავწვდი. მინდოდა ისიც მიმხვდარიყო. არა მარტო ის… მინდოდა ყველასთვის ამეხსნა, ვინც კი გზად შემხვდებოდა…

უცებ მომინდა თქვენთვისაც მეთქვა, რომ ეს ქალი… ეს არაჩვეულებრივი ქალი, თავის ექსტრავაგანტულობისა და სკანდალურობის ქვეშ ყველაზე ფაქიზ და ემოციურ ბუნებას მალავდა…

მინდოდა, თქვენთვის ყველასთვის მეთხოვა, რომ შეიყვაროთ იგი!

რადგან როდესაც ის სუსტად განათებული სცენის ცენტრში როიალზე უკრავს, სიმღერის დროს ტირის და მე ვხედავ როგორ ეცემა მისი ცრემლები თეთრ კლავიშებზე!

მე მიყვარს ეს ქალი.

* * *

„ზოგიერთი ქალი ირჩევს გაჰყვეს მამაკაცს, ხოლო ზოგი – თავის ოცნებას მიჰყვება. თუკი თქვენ ოდესმე დადგებით არჩევანის წინაშე, გახსოვდეთ, თქვენი კარიერა არასდროს გეტყვით, რომ აღარ უყვარხართ.“

– ლედი გაგა

37 thoughts on “Tears of an Outsider”

  1. მართალი ხარ ვინც არ უნდა იყო სვითი თუ ლედი გაგა :(
    “თქვენი კარიერა არასდროს გეტყვით, რომ აღარ უყვარხართ” :(

  2. მე ვხვდები შენ რასაც ამბობ:) მე რატომღაც ეგრევ ვფიქრობ პერის ჰილტონზე. ის სახე რომლითაც საზოგადოება იცნობს მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია და ნამდვილ სახეს მალავს,თითქოს ეშინია. სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი ამპარტავანი და თავზეხელაღებული როგორცის ჩანს, პირიქით კეთილი და თBილია. სამწუხაროდ ვერ ვხსნის ზუსტად რისი თქმა მინდა, მარი იმედი მაქვს, შენ გაიგებ:) იმიტომ რომ, ეს პოსტი შენ დაწერე, მართალია “ლეიდი გაგაზე” მაგრამ იგივე ემოციით :)

  3. პირველად ჭორიკანაში მივაპყარი ლედი გაგას ყურადღება და ეს იგივე სიმღერა იყო, რაც შენ დათაგე…

    მას მერე ძლიერ შემიყვარდა მეც! მიხარია, რომ გაითავისე! :*

  4. მისი სიმღერები დიდად არ მომწონს, მაგრამ ჩაცმულობა და make up აქვს ძალიან საინტერესო <3

  5. სვიით ამ ბოლო დროს შენს პოსტებში იცი ყველაზე მეტად რა მომწონს ?
    ეს შენი შემართება – ანუ შენ როგორც ძლიერი ქალი!
    რომ სხვა თუნდაც ყველაზე საყვარელ ადამიანზე მნიშვნელოვანი შენ ხარ!
    ის რომ ასე გიყვარს შენი საქმე და ამხელა ენერგიასა და ძალას დებ!!!
    ასე რომ
    თქვენი კარიერა არასდროს გეტყვით, რომ აღარ უყვარხართ… : ))
    ჭეშმარიტად ასეა ! : )
    საერთოდ კარიერა ერთადერთია რის გამოც ღირს მართლა რომ ყველაფერი გააკეთო!

  6. მშვენიერო პოსტი გამოგივიდა მარი =)) მე მომეწონა … ვგიჟდები ამ მომღერალზე ტელეში ამის ფოტოების და სიმღერების მეტი არაფერი მაქ (inlove) მიუხედავათ იმისა რომ ის ბისექსუალია და კიდევ ჰერმაფროდიტია მაინც მიყვარს ეს ქალი (inlove) აი მისი პატარაობის ფოტო: http://s41.radikal.ru/i092/1004/6e/0a2f8667fd99.jpg

    1. ჰერმაფროდიტი ძალიან დიდი სისულელეა უბრალოდ გაუვრცელეს ეს ამბავი და მაგაზე კიდეც კაიფობს. არანაირი ჰერმაფროდიტი არ არის.
      მშვენიერი მომღერალია , ძალიან ნიჭიერი , ორიგინალური ჩაცმის სტილით, 100% – იანი წამრატებული უკვე , მან მცირე ხანში უკან ჩამოიტოვა მთელი რიგი ცელებრითი მომღერლები.

      მოკლედ ამას მოუსმინეთ და თვითონ შეაფასეთ : http://www.onmvoice.com/play.php?a=15475

      1. მოვუსმინე და ტექსტი აქვს ძალიან გულში ჩამწვდომი :(

        ვიტირე… :(

      1. ეგეც სკანდალის ნაწილია და საზოგადოებას შოკში აგდებს=პოპულარობა.
        სვით,ზუსტად დაინახე გაგა,გილოცავ :*

  7. შთამბეჭდავი პოსტია :)

    არ ვიცოდი ლედი გაგას სევდიანი წარსული, მაგრამ მისი სიმღერებიდან ყოველთვის დიდი მუხტი მოდის…იცი როგორი ძალა მოდის? დაცემული რომ ხარ, შენში რომ ეძებ სასიცოცხლო ენერგიას, იპოვი, წამოდგები და მზად ხარ შენი ინტერსების დასაცავად მთები გადააბრუნო, მეორე სუნთქვა გეხსნება ამ დროს…

    P.S.ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ მე შენ :*

  8. აბსოლუტურად განსხვავდება ყველა სხვა მომღერლისგან და შეძლო, რომ გამორჩეული ყოფილიყო. ბევრი ცდილობს ამას და არ გამოსდის.

    გაგას წარსულის შესახებ კი არაფერი ვიცოდი და არც ცუდად ვარ განწყობილი მის მიმართ : ))

  9. ნიჭიერი ნამდვილად არის და მალადეეც, მაგრამ კარგ მუსიკას ნამდვილად ვერ ქმნის… ტიპიც საზიზღარია და რაღაცნაირად ,,ნავაროჩენი” აგილერას მაგონებს, რომელიც აგილერასაც ვერ ჯობია… :) ვოტ, ია ტაკ დუმაიუ… :)

  10. ბოლო სიტყვები მომეწონა ძალიან, ხოდა მიბაძეთ ქალებო მას და სულ გათხოვებაზე ნუ ფიქრობთ!
    გაგას “პაპარაცი” და “ბედ რომენს” საუკეთესო სიმღერებია და კლიპები ხომ ზეა!

  11. ვგიჯდები ლედი გაგაზე პირველი ეკრანზე გამოჩენის წუთიდან …..მიყვარს განსაკუთრებით პაპარაცი და სპიჩლეს… და რა თქმა უნდა სხვებიჩ მაგრამ ეგ ორი ვეში ….ასობენია

  12. მომეწონა კარგი პოსტი იყო :)))
    აი ბოლო ფრაზას რაც შეეხება
    მე ვფიქრობ რომ კარიერას არც იმის თქმა შეუძლია რომ უყვარხარ :)
    ზოგადად კი კარიერას არ სეუძლია შეცვალს პირადი ცხოვრება ისევე როგორც პირად ცხოვრებას არ შეუძლია შეცვალს კარიერა.

    თუ ორივეს შეთავსება ვერ შევძელით რთულია აირჩიო
    imho

  13. პირველივე სინგლიდან მიყვარს. რაღაცნაირი ,,საჩემო” სიმღერები აქვს. არადა, ყოველთვის სულ სხვა ჟანრს ვუსმენდი.

    პოსტი ძალიან მომეწონა. მთელი გულით არის დაწერილი ♥

  14. ძალიან კარგი პოსტი იყო.
    დიდი შემართებით დაწერილი. ყველაზე ძალიან მომეწონა შენს პოსტებს შორის, მართლა : ) Cheers for assholes, they make us stronger ; )

  15. მეც ესეთი წარმოდგენა მაქვს გაგაზე :)
    კარგი პოსტია

  16. კაი პოსტი იყო… მომეწონა.. და ბოლო სიტყვები განსაკუთრებით მომხვდა… მართალია ავტორი… კარიერა და მხოლოდ კარიერა პირველ რიგში… და ბედნიერება არ ნიშნავს “ვითომ” ძლიერი პარტნიორის ყოლას… ასე რომ ვიყოთ “ეგოისტები” და გადავდოთ გვერძე მამაკაცები :D :)

  17. პოსტი ძალიან კარგი იყო, ოღონდ ვერ ვხვდები, ასე როგორ შთაგაგონა მაგ ქალმა? :| სრულიად განსხვავდები (ჩემი აზრით) ისეთი “ჯოჯოხეთის მაშხალისგან”, როგორიც ლედი გა გა-ა; ა, და კიდევ მაგაზე უკეთ მღერი, მახსოვს შენი შარშანდელი ჩანაწერი.

    1. რავი იმ მომენტში შთამაგონა, მაგრამ ახლა შენ უფრო შთამაგონე :*

      მადლობა :*

  18. ძალიან ძლიერი, შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი პოსტი იყო

  19. მეც მგრძნობიარე ვარ და მეც დავყრი ცრემლებს გრემის ცერემონიალის სცენაზე გამოჭიმულ შავ თეთრკალვიშებიან როიალზე და ჩემზეც დაწერეთ პოსტები… : ( უკვე მეტირება

  20. ისე ამ პოსტმა რამდენჯერმე შემომაბრუნა აი ამ Piano Version – ის გულისთვის… მაგრამ როცა გადავხედე major ექსცენტრიულ სახეს, მივხვდი, რომ ეს Minor მგრძნობიარე, გულნატკენი, საწყალი და საცოდავი Lady Gaga დიდი პიარია :)

Leave a Reply