ჩაი ქენდისთან (“საუზმე ტიფანისთან” მოტივებზე)

by Sweety on 24 დეკემბერი, 2009 · 13 comments

in Party,ბლოგოსფერო,დღიური,ურთიერთობები

ქენდის ბუდუარში ისეთივე მყუდროება და სითბოა, როგორც ფილმში “საუზმე ტიფანისთან”.

შუქი ჩამქრალია, მაგრამ სინათლე მაინც ბევრია… საკმარისი, ყელამდე.

მაგიდაზე ძალიან ბევრი სასუსნავი. რამდენიმე დღის შემდეგ, მოშიებულზე რომ გახსენდება და ნერწყვი მოგდის.

მაგიდის გარშემო გოგოები ჩამომსხდარან, თავიან მარაოებს ეფარებიან.

აბა, სხვანაირად როგორ? ჩვენ ხომ ბუდუარში ვართ…

დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა ამ ყველაფერს უფრო მეტ რომანტიკას ჰმატებს.

ნატალიას ლიმნიანი ნამცხვარი უგემრიელესია.

ის მთელი საღამო ხმას არ იღებს. სამაგიეროდ მე ვჭარტალებ გაუჩერებლად.

მერე რა რომ უმეტესობას დღეს შევხვდი პირველად.

ყველა ისეთ ახლობელია, აღარ ვიცი როგორ დავიტიო ეს შეგრძნებები.

ვსვამთ ჩაის და ყავას.

საღამოს არომატი ემატება…

{ 13 comments… read them below or add one }

1 mr.picasso 24 დეკემბერი, 2009 at 9:42 pm

ნატალის მდუმარეაზე ლეგენდები დადის უკვე….. კარგი საღამო გაგიტარებიათ

პასუხი

2 Natalia 24 დეკემბერი, 2009 at 10:09 pm

: D

‘მდუმარე ნატალია’ : D

პასუხი

3 Natalia 24 დეკემბერი, 2009 at 10:07 pm

ვაიმე, ფოტოები! :love:

ყოველთვის ამ საღამოს გახსენებაზე ისეთი სასიამოვნო ემოციები მაქვს.. : )

პასუხი

4 Kate 24 დეკემბერი, 2009 at 10:29 pm

ხო, მე განსაკუთრებით ვჩანვარ სურათებში. :)

პასუხი

5 Sweety 24 დეკემბერი, 2009 at 11:02 pm

ა შენ მერე მოხვედი და მაგ დროის ფოტოები აღარ მაქვს.

ამ ფოტოებიდან უმეტესობაც ნასტასიას გადაღებულია

პასუხი

6 ბაკო 24 დეკემბერი, 2009 at 10:39 pm

აუ ეხა რას არ მივცემდი მაგ ნამცხვრბზე და სასუსნაბევზე. ღმერთო როგორ მომენატრა სახლში გამომცხვარი ნამცხვრები :მნიამ:

პასუხი

7 Sophie Golden 25 დეკემბერი, 2009 at 1:06 pm

I wish I could make it :(
ძაან მინდოდა მაგ საღამოზე ყოფნა, მაგრამ პარასკევი საღამო aka ჩემი შაბათი слишком сокровенный-ა და ვერ მოვიდოდი.

სვით, უფრო მეტი ფოტო და ემოცია მინდოდა… მაგალითად, რაზე იჭარტალე? :P

პასუხი

8 Sweety 25 დეკემბერი, 2009 at 2:08 pm

მეტი ფოტო არ მქონდა… ისედაც ნასტასიას ფოტოები მიდევს 90%

ჭარტალს… ჰმმ ბლოგერებზე და ბლოგინგზე, კაცებზე, ქალებზე, წარსულზე და მომავალზე.

გგონია მახსოვს? :D

პასუხი

9 Natalia 25 დეკემბერი, 2009 at 7:20 pm

მე სერიოზულად დავთვერი და ფრაგმენტებად მახსოვს ყველაფერი, მართლა :D თუ ვთქვი რამე, რა ვილაპარაკე, ან სხვებმა რა თქვეს – ბუუნდოვნად მახსოვს :D

პ.ს არადა სულ 2 ჭიქა დავლიე, ისიც მაქსიმუმ :უსერ:

პასუხი

10 თაა 25 დეკემბერი, 2009 at 3:48 pm

იფფ , კარგი იყო :)

პასუხი

11 კუდა 25 დეკემბერი, 2009 at 10:56 pm

პირდაუბანელი ბავშვის ფერი მაქვს :D
კარგი საღამო იყო, როგორ დაღამდა, ვერ ვიგრძენი, ოღონდ მართლა და ეს იშვიათად მემართება ხოლმე. მადლობა ქენდის და ყველას :*

პასუხი

12 DEVI 27 დეკემბერი, 2009 at 3:06 am

მეც დამიძახეთ ხოლმეე :) )) მიყვარს ეგეთი რამეები..

პასუხი

13 DEVI 27 დეკემბერი, 2009 at 3:08 am

P.S. თუ გოგონებს ხელს არ შევუშლი :) ))))))

_________________
// სპამერი ვარ და მიხარია! //

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</