Posts tagged as:

yerevan

Inclination | ხალისი

by Sweety on 27 აპრილი, 2009 · 10 comments

in დღიური

სასტუმრო ბრასის მინიბარის მენიუ და ნამცხვარი, რომელიც იქ დამხვდა ♥

სასტუმრო ბრასის მინიბარის მენიუ და ნამცხვარი, რომელიც იქ დამხვდა ♥

ვიცი, ვიცი რომ ძალიან ცუდია!!!!!!!!

მაგრამ არც ბლოგზე წერის ხალისი მაქვს… არც სხვა რამეების კეთების ნეტში…

იმდენი ფოტოები მაქვს დასაპოსტი და საწერიც ბევრი…

ახალი ამბები: ცუდი და კარგი.

იმედი მაქვს რომ ყველაფერს დავწერ. თუნდაც მარტო იმიტომ რომ არ დამავიწყდეს.

ოღონდ ახლა არა რა…

დღეს კოტეს ვთხოვე პოკერი ეთამაშა ჩემთან ერთად ახალი ჩიპები ვიყიდეთ ზვარტნოცში (ერევნის აეროპორტი) და მეხალისებოდა მაგრამ ძაან მოსაწყენი იყო ორში თამაში… გაიწელა და დავიღალეთ…

Pet Society-საც კი ვეღარ ვთამაშობ.

ერთი კარგი მუზა მყავდა “ხალისი” ერქვა…

სადღაც გამექცა და ნეტა სად??????

ალბათ აქ?

ალბათ ააააქ???????????

{ 10 comments }

გამარჯობა, ერევან!

გამარჯობა, ერევან!

ამ ფოტოთი დავასრულე თხრობა წინა პოსტში, სადაც შაბათ დღის პირველ ნახევარზე ვყვებოდი და აქედანვე გავაგრძელებ შაბათ დღის მეორე ნახევრის შესახებ.

ბარკემპის პირველი წარმატებული დღე რომ დასასრულს მიუახლოვდა დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა. გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და თან რამე გვეჭამა.

ამერიკული უნივერსიტეტიდან რომ გამოვედით ამინდი ოდნავ გამოკეთებული იყო. ჩავუყევით გრძელ ქუჩას, რომლის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ მაგ ქუჩაზეა პრეზიდენტის რეზიდენცია და ძალიან ლამაზი პარკი სადაც ჩვენი გავლისას ქორწილი ტარდებოდა.

პარკი

პარკი

(თუ ვინმე მიხვდით ქუჩის სახელს, გამახსენეთ!)

სურათი მინდოდა გადამეღო პატარძლისთვის, მაგრამ იმდენად შორს იდგნენ, რომ მხოლოდ თეთრ პაწაწკინტელა ლაქად გამოჩნდა ფოტოზე.

ამასობაში კარგად შევათვალიერე შენობები: ყველა ერთი ფერის!!!!
ფერიც არ ჰქვია ამას, ერთი ფერის განსხვავებული ტონები.

თურმე ყველა შენობა ტუფით არის ნაშენი, რადგან სომხეთში ეს ქვა უხვად მოიპოვება და/ან იაფია. სრულად წაკითხვა →

{ 14 comments }

Our Breakfast

Our Breakfast

შაბათი ჩემთვის ძალიან ადრე გათენდა. ვერც კი მოვასწარი ნორმალურად გამოძინება. თან აღმოჩნდა, რომ 11 საათზე სასტუმროს საუზმე მორჩებოდა და თუ არ ვიჩქარებდით მე და კოტე, დავრჩებოდით უჭმელები.

რესტორანში რომ ჩავედით, უკვე ყველანი იქ იყვნენ. საუზმე იყო მრავალფეროვანი და ნოყიერი. თურმე მენიუც ყოფილა ცალკე, ცხელი კერძების შეკვეთა შეიძლებოდა მაგრამ ჩვენ საუზმეულს დავჯერდით (არც ვიცოდით თან მენიუს შესახებ).

ბოლოს ზვიადმა აჭარული შეუკვეთა.

dsc00703

აჭარული

ყველას დაგვაინტერესა როგორი იქნებოდა. ძალიან პაწუა მოუტანეს და არც ისე გემრიელი. ყოველ შემთხვევაში, მეორედ აღარავის შეუკვეთავს.

საუზმის შემდეგ ავიბარგეთ და წავბარგდით ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც პირვლი პრეზენტაციები უკვე 11 საათზე უნდა დაწყებულიყო.

მეორე სართულზე დიდ ფოიეში დიდი დაფა იუწყებოდა რომ ივენტმა “ბარკემპი 2009 ერევანი geek-ებისთვის” გუშინ სწორედ ამ შენობაში აიღო სტარტი და დღესაც იქვე გრძელდებოდა. სრულად წაკითხვა →

{ 12 comments }

airport cafeteria

airport cafeteria

ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ხასიათს მიფუჭებს სამი რამ:

  • შიმშილი,
  • უძილობა,
  • ცუდი ამინდი.

მე კი წუხელ ყველაფერი ერთად დამატყდა თავს.

შიმშილმა ჯერ კიდევ აეროპორტში შემაწუხა. და რადგან კოტეს დაეზარა დილით მაღაზიაში ჩასვლა მე კი სასტიკად არ მეცალა – ბარგს ვალაგებდი, საგზლის გამზადებისთვის ვერ მოვიცალე და უბუტერბროდებოდ მომიხდა მგზავრობა.

dsc00644

9 ლარიანი სენდვიჩი

მართალია აეროპორტის კაფეტერიაში ვიგემე 9 ლარიანი (ნეტა ყელში როგორ გადამივიდა!) სენდვიჩი მაგრამ ერთი სენდვიჩი რას უშველის ჩემნაირ ფერ–ხორციან მანდილოსანს? ხოდა ასე უსაგზლოდ დარჩენილს ნელ–ნელა მაკლდებოდა HP – რაც მერე ჩემს უხასიათობაში ნათლად იკვეთება ხოლმე.

თვითმფრინავში რომ ავედით და ავფრინდით, ერთადერთი დისკომფორტი რაც მქონდა ეს იყო პატარა ილუმინატორი და კოტეს ნერვიულობა ჩემზე. ეგონა რომ ძალიან ვნერვიულობდი და ყოველ წუთას მამშვიდებდა. მე კი უფრო ვღელავდი ამ დამშვიდებებზე. სრულად წაკითხვა →

{ 16 comments }

dsc00622

შესასვლელი

აეროპორტში ვარ ახლა. რეგისტრაცია გავიარე და ველოდები ჩასხდომა როდის დაიწყება. ტაქსი გამოვიძახეთ და იმით წამოვედით აეროპორტში. რაღაც ბედად ტაქსისტმა თბილისის ზღვიდან წასვლა არჩია და ისეთი გზებით იარა სადაც არასდროს ვყოფილვარ. თავი უკვე სხვა მხარეში მეგონა. ძალიან ლამაზი იყო თბილისის ზღვა. გზაში სურათებსაც ვიღებდი. ახალი გზა დაუგიათ მაგ მხარეს და 20 წუთში ვარკეთილის მეტროსთან მიგვაფრინა ტაქსმა. სრულად წაკითხვა →

{ 8 comments }

ერევანში სასტუმრო Bass გვიმასპინძლებს …

Rooms

• The breakfast is included

• The sauna with indoor pool is free of charge for hotel’s guests

• Fresh fruits in the lobby

• Supper and dinner 10% discount for hotel’s guests

• Credit cards are acceptable Master Card, Visa, American Express, Euro Card, Arca

I like it… <3 :love:

hotel bass armenia

Hotel "Bass" in Yerevan

სრულად წაკითხვა →

{ 3 comments }

</