Tag Archives: Xiaxue

And she’s gone…

წავიდნენ… ცოტა სევდაც შემომაწვა.

ამას გარდა, ემოციურადაც და ფიზიკურადაც უსაზღვროდ დაღლილი ვარ. ჯერ მარტო კონფერენციის ორგანიზებამ გადამიყოლა, მერე კი ვენდის და ჯილიანის გიდობამ.

კონფერენციის მეორე დღეს Xiaxue’s Guide to Life-ს ერთი ეპიზოდის გადაღებებში მივიღე მონაწილეობა. ამაზე დაწვრილებით მერე დავწერ.

უამრავი ფოტო მაქვს დაგროვილი მაგრამ ჯერ ვენდის და ჯილიანის ფოტოაპარატში რაც არის იმ ფოტოების გამოგზავნას ველოდები.

იმდენი რამ მოხდა, საიდან დავიწყო აღარ ვიცი…

თანდათან ყველაფერს დაწვრილებით მოვყვები.

She’s Here!

ძალიან ცოტა დრო მაქვს რომ ეს პოსტი გამოვაქვეყნო.

სასტუმროში დავაბინავე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და ემოციური გადაღლილობისგან გული მიმდის.

ახლა სახლში ვარ 1 საათით გამოსული რომ შხაპი მივიღო და ცოტა დავისვენო.

8-ზე სავახშმოდ უნდა წავიყვანო…

იმდენ სურათებს ვუღებ, მგონი შევძულდები :D

Late Night Update: ყავა ვენდი ჩენგთან ერთად

სინგულარ ჯგუფი გეპატიჟებათ ვენდისთან ყავის დასალევად პროსპეროს კაფეში, ხვალ, საღამოს 8 საათზე. წინასწარ მომწერეთ რომ გინდათ წამოსვლა. ყავა და ნამცხვარი უფასოა :)


I’m Blessed

ალბათ იცით iTV Conference-ს რომ ატარებს Singular ჯგუფი. გადავყევი ამ კონფერენციას, ბლოგისთვისაც ვერ ვიცლი,  მაგრამ ვხედავ, რომ შრომა მიფასდება და ძალიან ვამაყობ.

პირველად მაქვს ისეთი სამსახური, სადაც დილით რომ ვიღვიძებ, წასვლა არ მეზარება, იქ როცა ვარ, მუშაობა მეხალისება და სამუშაო დღე როცა მთავრდება, ეგრევე სახლში გამოქცევა არ მინდება.

საუკეთესო გუნდი ვართ! ყველა თავის საქმის 10000000% პროფესიონალი და ნიჭიერია. ბედნიერი ვარ, მათთან ერთად რომ მიწევს ყოველდღე მუშაობა…

რაც შეეხება კონფერენციას, უამრავი საქმეა პიარის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩემი პრეზენტაციისთვისაც უნდა მოვემზადო და კონფერენციასაც სიტყვით მე ვხსნი ორივე დღეს. მომიწევს უამრავი ინტერვიუს და სიუჟეტის ჩაწერა, როგორც ორგანიზატორს და როგორც ერთ-ერთ სპიკერს. ძალიან ვღელავ, მაგრამ ვიცი, თავს გავართმევ ყველაფერს!

ყველაზე მეტად სიაშუესთან შეხვედრაზე ვნერვიულობ…

ზუსტად ერთ კვირაში აქ იქნება! ისე ვარ ღონისძიების ორგანიზებაზე კონცენტრირებული, ჯერ კარგად ვერც გავიაზრე, რომ მართლა ჩამოდის.

კონფერენციაზე დარეგისტრირებული სტუმრების რიცხვმა უკვე გადააჭარბა დაშვებული მოსაწვევების რაოდენობას და ძალიან ბევრი შეიძლება სამწუხაროდ ვერ მოხვდეს პრეზენტაციებზე (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგისტრაცია დამთავრდა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირება – itvc.ge-ზე!). ამიტომ მინდა, რომ ბლოგერებისთვის ცალკე სადმე მყუდრო გარემოში პატარა შეხვედრა მოვაწყო ვენდისთან.  ვიცი, რომ ბევრი მის სანახავად დარეგისტრირდა iTVC-ს საიტზე. ასე რომ გული არ გაიტეხოთ, ვისაც ვენდის ნახვა გინდოდათ, მაგრამ კონფერენციაზე ვერ მოხვდებით. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ!

და კიდევ ერთი და ჩემთვის ყველაზე სასიხარულო…

როგორც იცით, ვენდისთან ერთად სინგაპურიდან ჩამოდის მისი მენეჯერი და Clicknetwork.tv-ს დამფუძნებელი – ჯილიან ტენი. მისი გადაღებულია Xiaxue’s Guide to Life-იც (რომლის თითოეულ სერიას 100’000-მდე მნახველი ჰყავს) და ყველა სხვა შოუ clicknetwork-ზე.

დღეს ჯილიანისგან მივიღე წერილი, სადაც იტყობინება, რომ სურს აქ ყოფნისას გადაიღოს Xiaxue’s Guide to Life-ის მორიგი სერია – Xiaxue’s Guide to Georgia, რომელშიც ვენდი გაეცნობა ქართულ კულტურას და სამზარეულოს.

ჯილიანმა წერილში ახსენა:

“თუ არ იქნები წინააღმდეგი, შენც გადაგიღებ ვენდისთან ერთად ამ სერიაში, როგორც არაფორმალურ გიდსო.”

ჰო, ვიცი, ვიცი… I am blessed! :)

ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოფები

ბლოგერებო! უკვე ოფიციალურად გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას! მართალია ეს ჩემს ჰედერს სულ არ ეტყობა და ამის გამო ბოდიში მომითხოვია, მაგრამ გუშინდელი თოვლის მიუხედავად, დღეს მშვენიერი ამინდია და იმედი მაქვს, რომ დღეიდან ასეც გაგრძელდება.

მინდა გახაროთ, რომ წლევანდელი გაზაფხული ბლოგერებისთვის (და არა მარტო) ძალიან დატვირთული იქნება! ქვემოთ ჩამოვთვლი უახლოეს მომავალში დაგეგმილ ტრენინგებს, ვოქრშოფებს და კონფერენციების და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც გადატვირთული დღის რეჟიმის პირობებში ვცხოვრობ მაინც ვეცდები დრო გამოვნახო და ყველას დავესწრო. იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს შეგხვდებით თითოეულ ღონისძიებაზე! :love:

გარდა ამისა, მინდა მთელი გულით და სულით დაგპატიჟოთ სინგულარის პირველ ღონისძიებაზე – iTV Conference-ზე, რომელიც აპრილში გაიმართება.

და რაც ყველაზე მთავარია! (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია! :love:)

15 აპრილს თბილისში ჩამოდის სინგაპურელი ბლოგერი…

Xiaxue!!!

ნუ ამაზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო… ჩემს ემოციებზე და დამოკიდებულებაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, და საერთოდ როგორ მოხდა და მოხერხდა ეს ყველაფერი… ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თუ გსურთ მასთან შეხვედრა, არ გამოტოვოთ ჩვენი ივენთი! :love:

დეტალებისთვის გაეცანით 16 და 29 აპრილის ღონისძიებებს ამ პოსტის ბოლოს!

დააბუქმარქეთ ეს პოსტი, გაავრცელეთ Facebook-ზე და ტვიტერზე, რათა მთელი მარტის და აპრილის განმავლობაში თქვენი ბლოგერული კალენდრისთვის ერთგვარი გზამკვლევი მუდამ ხელთ გქონდეთ.

სხვათაშორის ჩვენს ივენტს ოფიციალური ჰაშტაგიც აქვს – #itvc – ასე რომ თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რაიმეს დატვიტვა მოგინდებათ, ტვიტს დაურთეთ ჰაშტაგი #itvc!

გარდა ამისა, თუ გაიგებთ საინტერესო კონფერენციის, ტრენინგის ან ვორქშოფის შესახებ, აუცილებლად შემატყობინეთ კომენტარის ან email-ის საშუალებით! Continue reading

2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: Continue reading