Tag Archives: wow

დღეს შენ ჩადიხარ

რა ჯანდაბააა!!!

მთელი დღე ზის კომპთან მეორე ოთახში და იქიდან მეძახის მაააააააააააარ, მოდი ნახე რა გავაკეთე, ნახე რა დავკრაფტე, აააა, უუუუუ!!

ამ დროს მე ჩემს საქმეებში ვარ ჩაფლული და საერთოდ არ მცალია მისი WOW-ის რაღაცეებისთვის. ამაზე ნერვები ეშლება და ფრაზები:

“შენ მე ყველაფრის ხალისს მართმევ!”

”შენ ჩემი რაღაცეები გკიდია!”

”შენ მარტო საკუთარი თავი გაინტერესებს!”

აააააააააააააააააააააააარგჰ!!!!

რა უნდაააა? ისედაც 24 საათი რო თამაშობს ხო არ ვუშლი ხელს? მეც მაცალოს რაა :cry:

და კიდე დაბლა ჩასვლაზე და რაღაცეების ამოტანაზე ისტერიკა იწყება ოჯახში!

არ ვიცი რატომ ხდება ისე, რომ ამდენია ყოველთვის ამოსატანი და საყიდელი. ვერ ვხვდები! რომელიც არ უნდა ჩავიდეს მაინც პროდუქტებით დატვირთული ბრუნდება სახლში.

დღეს მაგალითად დილით საზამთროს კაცი იყო მოსული სადარბაზოსთან. კოტეს ეძინა. არც გამომიცვლია ისე ჩავირბინე ქვემოთ და 10 კილოიანი საზამთრო ამოვათრიე.  გავჭერი, გავთალე, ცოტა შევჭამე და დანარჩენი შევალაგე მაცივარში.

როცა გაიღვიძა ვკითხე დღეს ხო ჩახვალ მაღაზიაში მეთქი. ამაზე აჯანყდა.

შენ ხო იყავი ჩასული უკვე და რატო არ ამოიტანე რაც გინდოდაო.

ესე იგი მე ჩემი 10 კილოიანი საზამთრო არ მეყოფოდა კიდე მაღაზიაშიც უნდა წავსულიყავი და მომეზიდა საჭმელ-სასმელი.

ისედაც მაღაზიის გამყიდველმა მითხრა ამას წინათ, რა არის სულ დატვირთული დადიხარო, 9 შვილის დედას გავხარო.

დღეგამოშვებით მორიგეობა გვაქვს დაწესებული დაბლა ჩასვლაზე და დღეს ისედაც კოტეს ჯერია. ხოდა თუ არ ჩავა დარჩება მშიერი. ვოტ!

PrtScr

თამაშების მოყვარულთათვის ”სკრინშოტების” გადაღება – ფოტოგრაფიასავითაა.

ზოგი gamer-ი უბრალოდ შეპყრობილია [PrtScr] ღილაკით.

მე ეგრე შეპრყობილიც არა ვარ, მაგრამ მიყვარს განსაკუთრებულად ლამაზი კადრების დაფიქსირება.

ერთი კვირის წინ გადაღებული ერთ-ერთი ულამაზესი სკრინი, რისი გადაღებაც შეიძლება ზოგადად კომპიუტერულ თამაშში.

არავითარი ფოტოშოპი.

მე და გრიფონი

მე და გრიფონი

ბალახის ეფექტი მომწონს… Pure Beauty…