Tag Archives: weekend.ge

I am not Evil, it’s just you – who’s stupid…

OMG! რა უნდა იფიქრო ადამიანზე, ვინც მუდამ სხვის ჭკუაზე დადის? [ნუ, თუნდაც ის სხვა მე ვიყო :D ]

ვინმეს რომ თავის ბლოგზე დაეწერა, რომ ‘აი, როგორ არ მევასებიან ვიღაცეები და როგორ არ მინდა, რომ მოვიდნენ ბლოგერების შეკრებაზე’ და მე იმ ადამიანთან მთლად კარგი დამოკიდებულება არ მქონოდა, შესაძლებელია მეფიქრა, რომ პოსტი მე მეხება, მაგრამ სულაც #ლეზე დავიკიდებდი და მაინც წავიდოდი იმ შეკრებაზე.

რომც არ მდომოდა წასვლა, ჯინაზე მაინც წავიდოდი. არავის არ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი წასვლა-არ წასვლის საკითხი გადაეწყვიტა. ზუსტად ისევე, როგორც გუშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა რომ ვიღაც ნიტო ტიპები მოდიან, მე მაინც წავალ, იმიტო რო who the fuck are they, რომ მათ გამო სადმე არ წავიდე?!

მაგრამ სიტუაციის მთელი პრიკოლი იმაში აღმოჩნდა, რომ იმ ნიტო ტიპებმა სავარაუდოდ წაიკითხეს ჩემი წინა პოსტი და მართლაც არ მოვიდნენ სხოდკაზე. :D

აი, როგორ ვთქვა… ცოტათი გამიტყდა კიდევაც. (!)

ვიღაცასთან კონფლიქტი რომ გაქვს, ან არ გევასება, გულის სიღრმეში, 30 %-ით მაინც, შენს სიმაღლეზე განიხილავ იმ ადამიანს. ადამიანის კონკურენტული ბუნებაა ეგეთი, ‘მტერს’ უნდა ებრძოლო, მაგრამ თან პატივი უნდა სცე, და სიფრთხილე შეინარჩუნო, იმიტომ რომ ისიც ძლიერია რაღაც პონტში. ცხოვრება კატა-თაგვობანას თამაშია, ხოლო კონფლიქტები ბლოგერის ცხოვრებაში დამატებითი კლიკები და ფეიჯ-ვიუებია :D Continue reading

Imda Corporate Blogger!

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). Continue reading