Tag Archives: War

ფორუმი გაითიშა

ფორუმი გათიშულია უკვე მთელი დღეა.

ყველა ფორუმელს შეუძლია შემოვიდეს მირკის არხზე – Dalnet; #forum.ge

20-მდე ვართ ონლაინზე.

ახალ ამბებს ვცვლით და ვჩატაობთ.

ბანკებსაც დაერხათ

დღეს ესემესები მივიღე:

BasisBank

"Dzvirfaso klientebo,
Erovnuli Bankis brdzanebulebis tanaxmad 1 kviris ganmavlobashi shecherebulia limitebi sakredito baratebze.
dagvikavshirdit: 822922922"

 

StandardBank

"saqartveloshi sheqmnili vitarebis gamo, erovnuli bankis motxovnit droebit gaitisha sakredito baratebi da debetur baratebze overdraftebi."

 

მაგრამ არ ინერვიულოთ, მალევე შევა ძალაში ჩვეულებრივი რეჟიმი.

როგორც კი ომი დასრულდება.

უტვინოს პოსტზე ამოძახილი…

ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და დღეს გავიღიმებ…
ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და დღეს გაკოცებ…
ხვალ შეიძლება მომწყვიტონ შემოდგომის გაყვითლებული ფოთოლივით
და ჩემს ბაგეს დაედება მკაცრი სითეთრე…

ხვალ შეიძლება აღარ მიცემდეს ეს თბილი გული, შენ რომ უყვარხარ და შენ რომ გიტევს…
ხვალ აინთება ცეცხლისფერი დროშები ყველგან და ჩვენს სასთუმალს, დღეს ერთად რომ ვათბობთ,
წითელი სინათლე მოეფინება…

ხვალ ალბათ აღარ გავიღვიძებ შენს გვერდით
და ვიღაცის მსახვრალი ხელი სულს ამომართმევს, თითქოს არც კი ვყოფილვარ…

დედამიწა ისე ჩამიკრავს გულში თითქოს არასდროს გამოვცლილვარ მის წიაღს და
ყველაფერი იქნება ძველებურად… მხოლოდ მე აღარ ვიქნები…
სხვა ყველაფერი კი იქნება ჩრდილით მოცული და ერთფეროვანი როგორც გუშინ…

ვიღაც ჩექმიანს სისხლით ჰქონდა მოთხვრილი ქუსლი…
და იწმენდდა ბალახზე…
სისხლი მზეზე ხმებოდა…
ბალახი კი ტიროდა…

spy

ადნაკლასნიკებზე მეგობარმა მომწერა რომ ყველა ვიყენებთ საქართველოს დროშებს და აჰა შენც დაიყენეო.
მეთქი კაი

1 საათში დამიბლოკეს ფოტო.

ავდექი და დავასკრინშოტე დაბლოკილი და სკრინი დავდე.
ეგეც დაბლოკეს…
მერე გავიგე რომ ბევრს დაუბლოკეს თურმე.
ნეტა რა აკლდებათ მაგათ ან რა ემატებათ სურათები გვეყენება თუ არა…

გაგიჟდება კაცი…

:spy:

P.S. სურვილი გამიჩნდა ვიღაცა მივბლოკო…