Tag Archives: Ugly Betty

ჩემი გადარეული სამყარო

არსებობს ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებსაც ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა შეიგრძნოს: ნახატები, რომელთა მშვენიერებაც უნდა განიცადოს; ფილმები, რომლებიც უნდა გაისიგრძეგანოს; წიგნები, რომლებშიც უნდა ჩაიძიროს…

ვერავინ იტყვის სერიალებიც ხელოვნების ერთგვარი დარგი არ არისო, ხოლო ჩემი სანტიაგო და ხუანიტას დაბრუნების მსგავს სერიალებს რომ არ ვგულისხმობ, ალბათ თავადაც მიხვდებოდით. თუმცა ყოველგვარ აზრს რომ პატივი ვცეთ, მოდი ასე ვთქვათ:

“ხელოვნება იქით იყოს და” კიდევ არსებობს სერიალები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა უყურო, რადგან მათი ნახვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

თითქოს უცებ ხვდები ყველა გაუგებარ ხუმრობას, შენი მეგობრები ერთმანეთს რომ ეუბნებიან, უცებ იგებ რატომ არ ვარგა ქართული სატელევიზიო სერიალები, უცებ ცნობ, რომელი საიდან არის გადმოღებული და კიდევ, რაც მთავარია, სერიალების გმირები შენი ცხოვრების ნაწილი და ოჯახის წევრები ხდებიან. ზოგს ეჩვევი, ზოგი გიყვარდება, ზოგი ნერვებს გიშლის, ზოგიც გეცოდება, მაგრამ ისინი შენია, შენი სამყაროს პერსონაჟები. მათზე უკვე მოყოლილი მაქვს. ახლა კი უბრალოდ ჩემს სამყაროზე მინდოდა მომეყოლა.

ჩემი ცხოვრება სკოლაში იწყება. ეს ჩვეულებრივი ამერიკული პროვინციის სკოლაა, ჩემი კლასელები რეიჩელი და ფინი, კურტი და მერსედესი არიან. ჩვენ ვმღერით, ვცეკვავთ, ვთამაშობთ. ვიგებთ და ვმარცხდებით მუსიკალურ კონკურსებში, გვიყვარდება და ვშორდებით. მერე ვიზრდებით და ნელ-ნელა პროვინციიდან ქალაქისკენ მიგვიწევს გული.

ქალაქში უამრავი საინტერესო რამ ხდება. ჩემი კარის მეზობელ გოგოს ჯესი ჰქვია. ის სამ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. მგონი ცოტა ვერ არის, თუმცა ჯერ კარგად არ ვიცნობ. მეორე კარის მეზობელიც მყავს – ბეტი. ძალიან კარგი გოგოა მასთან უფრო ახლოს ვარ. მოდების ჟურნალის რედაქციაში მუშაობს და საინტერესო ამბებს მიყვება ხოლმე.

სამსახურშიც ცოტა გადარეული თანამშრომლები მყავს. ერთზე ამბობენ ჰალუცინაციებსაც ხედავსო. მე კი მგონია ელი უბრალოდ თავის მეორე ნახევარს ეძებს. მასზე რომ ვფიქრობ, სულ მინდა ტედს გავაცნო.

ტედს ერთხელ ბარში შევხვდი. თავის მეგობრებთან ერთად იყო, რომელთაგან ყველაზე მეტად ლილის დავუახლოვდი. ტედი აგერ უკვე შვიდი წელია თავის მომავალი შვილების დედას ეძებს. ასე მგონია ეგ და ელი ერთმანეთს გაუგებენ.

ხანდახან უქმეებზე ჩემს ბავშვობის მეგობარ Penny-სთან მივდივარ. ვერთობი მის ისტორიებზე მეზობლების შესახებ. შერეკილი ფიზიკოსების გვერდით ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტად შელდონი მაღიზიანებს. კარზე მუდამ ურცხვად აკაკუნებს. ერთხელ სკამიდან ამაგდო, ეგ ჩემი ადგილიაო. (დეგენერატი!)

საღამოობით კი აუცილებლად მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამ და მანჰეტენზე გასართობად მივდივარ. ზუსტად ვიცი, რომელიმე კლუბში ოთხ არაჩვეულებრივ ქალს წავაწყდები. იქნებ მერე ერთადაც გავაგრძელოთ მხიარულება.

ხოლო როცა ქალაქის ცხოვრება მბეზრდება გარეუბანში ჩემს სახლს ვსტუმრობ ხოლმე ვესტერია ლეინზე. იქ კი გაბრიელს, სიუზანს, ბრის და ლინეტს პოკერს ვეთამაშები.

ცხოვრება მშვენიერია.

right? :)

სერიალების პარადოქსი

ძალიან საინტერესო დასკვნა გავაკეთე ბოლო ხანებში.

ადრე, როდესაც არ ვმუშაობდი და დრო თავზე საყრელად მქონდა, ვუყურებდი რამდენიმე ამერიკულ სერიალს ერთდროულად.

ზოგი მათგანი on-going-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიზოდების გადაღება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ახალი ეპიზოდის გამოსვლას მთელი ერთი კვირა უნდა ელოდო. მერე სანამ ტორენტზე დაიდება, მერე სანამ ვინმე გადმოწერს ტორენტიდან და ქართულ საიტზე ატვირთავს, მერე სანამ იმ ლინკს ფორუმზე დადებენ… მოკლედ მთელი ჯაჭვია გასავლელი.

ამიტომ სულ ვბრაზობდი, რატომ გამოდიოდა სერიები კვირაში ერთხელ და არა უფრო ხშირად.

ვფიქრობდი, ნუთუ ამერიკელებს მოთხოვნილება არა აქვთ რომ კვირაში ორ-სამ სერიას უყურონ-მეთქი. ან თუნდაც ყოველდღე, როგორც ბრაზილიურ სერიალებს…

და ასე გაბრაზებული ვუყურებდი ყველაფერს და ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სული კბილით მეჭირა.

ახლა ისეთი დაკავებული ვარ საერთოდ არ მახსენდება, როდის რომელი სერიალის ახალი ეპიზოდი გამოდის.

რომც მახსენდებოდეს, სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს სულაც არ მინდება რომელიმე სერიალის ჩართვა, მირჩევნია ის ძვირფასი, თავისუფალი ორი საათი ბლოგების კითხვას, წერას ან რამე სხვა შედარებით ინტერაქტიულ საქმიანობას დავუთმო.

აღმოვაჩინე რომ ის ერთ კვირიანი შუალედი ზუსტად საკმარისია იმისთვის რომ ნებისმიერი სერიალის შინაარსს თვალი სრულად მიადევნო.

ჭკვიანები ყოფილან ამერიკელები.

ეს ბრაზილიური სერიალები კი ნაღდად უსაქმურებისთვისაა! ყოველდღე… ჰუჰ!

P.S. 2 კვირის დაგროვილი Ugly Betty მაქვს… რა ვქნა, ვუყურო? ;)

Gossip Girl Handbag

ადრე Ugly Betty-ს რომ ვუყურებდი, პოსტი დავწერე ამ ჩანთაზე: Handbag

დღეს Gossip Girl-ის ყურება დავიწყე და პირველივე სერიაში…

$158 რომ არ ღირდეს, ვიყიდიდი რა… :user:

Gossip Girl S01E01 Screenshot

Gossip Girl S01E01 Screenshot

Busy

Ugly Betty-ს ყურება დავასრულე. უფრო სწორად იმ სერიების რაც ავოეზე დევს.

ალბათ ტორენტებიდან დავიწყებ გადმოწერას დღეს, როგორც კი მოვიცლი.

რით ვარ დაკავებული?

1. ქართულ ბლოგ ჰოსტინგ სერვისს ვაკეთებ.

უკვე დავაინსტალირე, გავშპაკლე, თემები დავაყენე, [Lady Crow]-ს გავატესტინე და მშვენივრად მუშაობს. მალე ბეტა ვერსიას გავუშვებ.

გასაკეთებელი საქმეები:

  • ახალი თემების დაინსტალირება
  • ბაგიანი თემების გასწორება ან შეცვლა
  • ჰოუმფეიჯის დიზაინი
  • კონტენტი, წესები, და სხვა აუცილებელი ტექსტები
  • ახალი ვერსიის თარგმნა
  • ლოგო, სლოგანი
  • მარკეტინგული კამპანია

ძალიან დიდი სამუშაოა. დღე და ღამე უნდა ვიჯდე და ვაკეთო. ვინც მოიცლის და შემომიერთდება ჩემი კარი მუდამ ღიაა :D

ვინ იცის იქნებ მერე ხელფასიც დაგინიშნოთ :D Continue reading