Tag Archives: რჩევები და ხერხები

Digsby

digsby-logo

ვსიო შემიყვარდა!

უმაგრესი სოფტი (მესინჯერსაც ვერ დაარქმევ!) რომელიც აერთიანებს:

  • Email (Gmail, Yahoo, Hotmail, POP3, IMAP)
  • Yahoo Messenger
  • MSN
  • ICQ
  • Jabber
  • Google Talk
  • AIM
  • Facebook
  • Facebook Chat
  • Twitter
  • Myspace
  • Linkedin

ეს ყველაფერი გაქვს ერთ მესინჯერში! ერთიდაიგივე ფანჯარაში ვესაუბრებოდი წეღან ჰერმიონას რომელიც ფეისბუქის ჩატიდან მელაპარაკებოდა და ყვავას რომელიც ემესენშიო იყო შემოსული!!! რა მაგარიაა!!!

თან რა საყვარელი სმაილიკები აქვს!!! (ამის გარდა შეგიძლიათ იაჰუს, ემესენის ან კიდევ  ორი სხვანაირი სმაილიკები დააყენოთ)

გასაგიჟებელი სმაილიკები აქვს

სტატუსის განახლებისას ყველა სოც. ქსელი ახლდება (თუმცა შეგიძლია მიუთითო რომლები არნ განახლდეს!)

აქვს არაჩვეულებრივი სკინები. მე პირადად არჩეული მაქვს სკინი სახელად “Modern Bubbling” ვარიანტით “Glass (Pink& Glass) და ასე გამოიყურება:

chat

ჩქარა გადმოიწერეთ და დატესტეთ ჩქარაააა!!!

დაყენებისთანავე ეს გამოურთეთ:

123

გადმოიწერეთ აქედან: Digsby

(არა-affiliate ლინკია!)

Twitter – ბლოგერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩიტი

8ტვიტერი! ასეთი მკვირცხლი, საყვარელი და მოქნილი ჩიტია :D

რატომ მოხდა ისე, რომ წესიერად ვერცერთმა ქართველმა ბლოგერმა ვერ აიტაცა?

ძალიან დიდ ხანს ვიფიქრე ამაზე და ბოლოს დავასკვენი!

უმეტესობას დაეზარა, ან არ იცოდა, როგორ დაეყენებინა ბრაუზერის plugin/widget-ები!

არადა ტვიტერში ყოველთვის იმდენი საინტერესო ამბავი ხდება!

მაგალითად მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ამბავი ზუსტად 2 საათში გავიგე ტვიტერის საშუალებით :D კიდევ ეშტონ კაჩერს, მაილი სირუსს, ბრიტნი სპირსს, ვორდპრესის დეველოპერ დონნჩას და ჩემს საყვარელ სინგაპურელ ბლოგერებს ვესაუბრები ხოლმე ^_^

მე მინდა რომ ტვიტერი აიტაცოთ და ისევე შეგიყვარდეთ, როგორც Facebook! და დაინახოთ თუ რამდენი შესაძლებლობა გააჩნია მას!

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ტუტორიალის დაწერა.

Continue reading

Top.ge-ს მთვლელი: Tutorial

ოლო დროს ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა ბლოგერებისგან თ როგორ უნდა ჩავსვათ Top.ge-ს მთვლელი ბლოგზე და გადავწყვიტე ტუტორიალი დამეწერა.

პირველ რიგში ვრეგისტრირდებით!

შედიხართ მისამართზე: Top.ge და აჭერთ რეგისტრაციას მარჯვენა ზედა კუთხეში

1. რეგისტრაცია 2. ბლოგების სამფლობელო

1. რეგისტრაცია 2. ბლოგების სამფლობელო

შემდეგ ხედავთ TOS-ს (Terms of Service) რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და დააჭიროთ ბოლოდან მეორე წინადადებას რეგისტრაციის გასაგრძელებლად. Continue reading

I ♥ Facebook

10 მიზეზი თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს ქართველი ბლოგერი (და არა მარტო) Facebook-ზე.

Facebook-ი ეს არის ყველაზე თანამედროვე, იოლი, მოსახერხებელი გზა მეგობრებთან, ახლობლებთან, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან საკომუნიკაციოდ. Facebook-ი არის ის სოციალური ქსელი რომელზე დარეგისტრირებისთანავე აბსოლუტურად გეცვლება წარმოდგენა სოციალური ქსელების შესახებ და ძალიან, ძალიან, ძალიან გიყვარდება Facebook-ი! :yes:

  1. Facebook-ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოსურათები. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ფოტოასატვირთი მანქანა (როგორც მაგალითად ადნაკლასნიკის უნიჭო ძრავი). რაც ყველაზე ძალიან მომწონს ფეისბუქის ფოტოებში არის ის, რომ შეგიძლია და-tag-ო მეგობრები და ისინი ამის შესახებ მომენტალურად გაიგებენ.
  2. Facebook-ზე იქვე შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოგი, ან ავტომატურად დააიმპორტოთ არსებული external ბლოგი . ყოველი ახალი პოსტის დაწერისას Facebook-ის ექაუნთზე დაიპოსტება ამის შესახებ! (ანუ ეს კიდევ ერთი გზაა თქვენი ბლოგის დაპიარების!)
  3. Facebook-ს გააჩნია მობილური ვერსია. თუ მობილურიდან ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ხარ, Facebook-ი სწორედ შენთვის ყოფილა!
  4. Facebook-ზე არსებობს უამრავი თამაში. მაგალითები:
    1. Pet Society – ჩემი ერთერთი addiction ბოლო დროს. ამ თამაშზე ერთხელ თუ შეჯექი, ვეღარ ჩამოხვალ :D
    2. Word Challenge – ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი ამას და ყველას ვურჩევ დაიწყოს.
    3. Sorority LIfe, Fashion Wars, Glamour Age და მსგავსი თამაშები. ესენი ძირითადად ბრაუზერის ტიპის თამაშებია გოგოებისთვის. ვისაც ოდესმე გითამაშიათ Ogame და გიყვარდათ იმათ ძალიან მოეწონებათ!
    4. სხვადასხვა კაზუალური თამაშები და ტვინსაჭყლეტები.
  5. Continue reading

Bloglines

ჩემი პირველი პოდკასტი: [podcast]http://sweet.ge/wp-content/uploads/mere-ra-rom-pirvelia-mainc-miyvars.mp3[/podcast]

იმიტო გავაკეთე, რო ტუტორიალის დაწერა დამეზარა…

ვიცი, რომ ძალიან საშინელია. გამომაგდებდნენ რადიოდან, რომ მივსულიყავი :D

საიტის მისამართი: http://bloglines.com

რეკომენდირებულია რომ თან უსმინოთ და თან გააკეთოთ ის რასაც ვლაპარაკობ…

თუ არ გააკეთებთ, ძაან მოსაწყენად მოგეჩვენებათ ესპოდკასტი

ხარვეზები:

  1. მუსიკა დავადე ბანძად
  2. სიტყვა ბლოგლაინს გადავეკიდე, ვეღარ ვამბობ :S I am a bad speaker ვაფშე!
  3. უცებ ვიღაცა შემომივარდა ემესენში (თუმცა ხმა არ ისმის შემოვარდნის) და გაოცება ვეღარ დავმალე :D
  4. დასკვნითი ნაწილი ვაფშე არაფერ შუაშია, პროსტა რაღაცა ხო უნდა მეთქვა :D ვიბოდიალე  :D

ოჰ, ძაან დავიღალე ამ ჩაწერისას, ზოგი ნაწილი შვიდასჯერ ჩავწერე და აღარ მინდა მეორედ პოსდკასტს გავეკარო, მაგრამ მაინც ვერ დამძლევს! :(

შემდეგი პოდკასტი იქნება უფრო კარგი! ან არ იქნება?