Posts tagged as:

tini

ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოკითხვა-კონკურსში მონაწილეობისთვის.

მივიღე 68 სრულიად განსხვავებული და საინტერესო აპლიკაცია.

წუხელ ძალიან გვიანობამდე მე და ჩემი თანამშრომელი ამ პასუხებს ვაანალიზებდით და ზოგიერთი ისეთი საჭირო და სასარგებლო პასუხი აღმოვაჩინეთ, დავრწმუნდით, რომ მართლა ღირდა ამ გამოკითხვაზე ბიუჯეტის გამოყოფა.

რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველები ასეთი მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები არიან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ისეთი პასუხი შემხვდა, გავიხიეთ სიცილით :D მინდოდა ამაზე ცალკე პოსტი დამეწერა და სასაცილო პასუხები გამომექვეყნებინა (რა თქმა უნდა ანონიმურობის სრული დაცვით), მაგრამ მეშინია ავტორებმა არ მიწყინონ და ამიტომ თავს ვიკავებ. :)

მართალია აპლიკაცია ძალიან გრძელი და ერთი შეხედვით რთული იყო (რაც ჩემი შეცდომაა!), მაგრამ გპირდებით, რომ მომავალში გავითვალისწინებ და ასე ძალიან აღარ გაგტანჯავთ.

ახლა ის, რაც ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ – გამარჯვებულების გამოვლენა.

თითოეული მონაწილის პასუხებს ვაფასებდით ორი კრიტერიუმით – კრეატიულობა და იდეის ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგობა.

თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პასუხები ფასდებოდა 1-დან 3-მდე ქულით. ამ დაჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ყველაზე კრეატიული და სასარგებლო პასუხებისთვის პრიზებით დაჯილდოვდებიან:

  1. ბექა – 6 ქულა

  2. ნანუკა – 6 ქულა

  3. კოკოლა – 5 ქულა

  4. თინი – 5 ქულა

  5. ცირა ვახანია – 5 ქულა

გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის!

ხუთივეს დაგიკავშრდებით აპლიკაციაში მითითებულ იმეილზე და პრიზებსაც უახლოეს დღეებში გადმოგცემთ.

დანარჩენებს გთხოვთ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან უახლოეს მომავალში იმდენ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ, რომ ეს გამოკითხვა-კონკურსი აღარც გაგახსენდებათ.

{ 20 comments }

იანვრის შოპინგი

by Sweety on 19 იანვარი, 2010 · 41 comments

in დღიური

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ასეთი “რა ვიყიდე” პოსტები, მაგრამ ფოტოსა და ფოტოს შუა მაინც ვწერ პირად რაღაცეებს. თანაც ზოგჯერ ონლაინ შოპინგის კარგ რჩევებს / ფასდაკლების კუპონებს დავწერ.

ასე რომ ვისაც არ მოგწონთ გამოტოვეთ, ვისაც მოგწონთ და…

ნივთები რაც გამოვიწერე იანვარში

ჩანთა

$ 25.80

Forever21.com | $ 25.80

ცოტა გამოსასვლელია. გეთანხმებით. სრულად წაკითხვა →

{ 41 comments }

ეს პოსტი წარმოადგენს 7 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

- უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

- ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

- რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

სრულად წაკითხვა →

{ 39 comments }

სანამ რამეს ვიტყვი, მინდა ვისაც არ ეზარება ყველას მოგიწოდოთ Verve.com-ზე დარეგისტრირებისკენ. ეს არის ბლოგოსფეროს გეოგრაფიული მოდელი და შეგვეძლება ქართული ბლოგების თავმოყრა. უფრო დაწვრილებით მის რაობაზე მომავალ პოსტებში დავწერ.

დღეს გრძელი დღე მქონდა. ჯერ თინის შევხვდით მე და კოტე მაკდონალდსში. მერე ბოკელების შეკრებაზე ვიყავი და ნინისთვის საჩუქრები მივუტანე. თუ არ იცით ნინის შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ და ყურად იღოთ ლილიანის ეს პოსტი.

მერე რაგბზე წავედი სადაც კოტე და თინი უკვე მისულები იყვნენ რამდენიმე ფორუმელთან ერთად. კიდევ კარგი ფოტოაპარატი წავიღე. გადავწყვტე სულ თან ვატარო იმიტომ, რომ საკმაოდ უდაჩნი ფოტოები გადავიღე.

ერთადერთი საკუთარ ფოტოაპარატს ის ნაკლი გააჩნია, რომ სურათებში იშვიათად ხვდები (თუ კაქტუსასნაირმა ღვთისნიერმა არ შემოგთავაზა გადაღება :D ).

P.S. ერთი-ორი სურათის ხარისხი ძალიან გაფუჭდა. ჯერ ვერ დავამუღამე კამერის ფუნქციები და მგრძნობელობას ვუმატებდი ძალიან, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგია. :love: სრულად წაკითხვა →

{ 22 comments }

</