Tag Archives: the clique

10 Must-See High School Movies

High-school ჟღვლინტიანი მელოდრამა-კომედიები ხომ გიყვართ? თუ არა, მაშინ ეს პოსტი თქვენთვის არ არის, და შეგიძლიათ თამამად არ გააგრძელოთ კითხვა, რადგან სწორედ იმ ფილმების ჩამოთვლას და მიმოხილვას ვაპირებ, რომლებიც ჟანრში საუკეთესოებად მიმაჩნია!

რა აქვს საერთო ყველა High School მელოდრამას?

  • მოქმედება ხდება ტიპურ ამერიკულ სკოლაში
  • შიგადაშიგ აუცილებლად ჩანან სპორტსმენი ბიჭები და cheerleader-ი გოგონები
  • მთავარი გმირი ყოველთვის ღარიბი ან/და Looser-ი ან/და საწყალი ან/და მახინჯი, მაგრამ ჭკვიანი ბიჭია/გოგოა
  • მთავარ გმირს უწევს არჩევანის გაკეთება ნამდვილ მეგობრებასა და სკოლის პოპულარულ მოსწავლეებთან ყალბ ურთიერთობებს შორის
  • ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება

არის ისეთი High School მელოდრამებიც რომლებშიც ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი კრიტერიუმი არ შეესაბამება მაგრამ ისინი მაინც ამ ჟანრში გამყავს. ასეთია მაგალითად Sisterhood of the Traveling Pants (I და II ნაწილები), სადაც სკოლა შიგადაშიგ ჩანს და ძირითადი აქცენტი ბოროტი და კეთილი გოგონების დაპირისპირებაზე კი არა 4 ჩვეულებრივი მეგობრის ურთიერთოებებზეა გაკეთებული.

არაფერი დაშავდება თუკი ასეთ ფილმებს არ უყურებ, მაგრამ თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ, საპირისპირო სქესთან ურთიოერთობისას 100-დან 80 შემთხვევაში ზოგიერთი კლასისკის ნახვა ძალიან, ძალიან, ძალიან წაგადგება!

ჟანრის კლასიკური ნამუშევრები:

Continue reading

როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. Continue reading