Posts tagged as:

Talk

საერთოდ რემეიქები და რემიქსები ისეთი მაგარი ვერ არის ხოლმე როგორც თავდაპირველი ნიმუშები, მაგალითად ”მატრიცა 2” უფრო ბანძი იყო ვიდრე ”მატრიცა”, ან თუნდაც ”კარიბის ზღვის მეკობრეები”და საერთოდ ეგრე ხდება ხოლმე… მეორე ყოველთვის ბანძი გამოდის!

დღევანდელმა საღამომ მგონი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია ^_^

ყოველშემთხვევაში ჩემს თვალში. ვისაც უნდა, არ დამეთანხმოს, მკიდია!!! :) ))

7-ს რომ 20 აკლდა მაკში მივედით მე და კოტე სადაც secrets-ს და კოკოლას შევხვდით. ვიყიდეთ საჭმელი და ჩავხტით ტაქსში.

ავედით მაოსთან. იქ დაგვხვდნენ მაო, ჩორვენი, ლიკა და JoKey.

მერე შემოგვემატნენ Iverson, მროველი, ბოღმა ნანა, ბოღმა ნინო, ნინა, Polsky და მერე მოვიდა G.

10

მაო ყველა შემოსულს რაიმე ფრაზას ან სიტყვას ეკითხებოდა.თან ფურცელზე იწერდა.

როცა ყველა შევგროვდით, ერთმანეთი მოვიკითხეთ და პატარა მაგიდას გარშემო შემოვუსხედით, მაომ ეს ფურცლები აურია და ყველას დაგვირიგა ისე, რომ ავტორს თავისი ნაწერი არ შეხვედროდა, თან დაგვავალა, გამოიჩინეთ თქვენი ბლოგერული ნიჭი და განავრცეთ ეს ფრაზა ან ამ სიტყვაზე დაწერეთ რამეო.

ყველაზე მეტად ვის ნაწერსაც მოიწონებდა პუბლიკა, იმისთვის მაოს პატარა, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი პრიზი ჰქონდა მომზადებული.

1

ამ მოთხრობებს /ლექსებს სხვადასხვა ბლოგებზე იხილავთ ,დღეს თუ არა ხვალ მაინც. მე შემოგთავაზებთ ჩემსას და კოტეს ნაწერს.

ნუ სიტყვები და ფრაზები იყო სასწაული: გამარჯვებული გახდა მროველი, რომელსაც თემად შეხვდა ”ეპილატორი”. ეს სიტყვა ჩემი ერთი წინა პოსტის შთაგონებით ტრიალებდა მთელი საღამო ბლოგერთა შორის.

იმედია მროველჩეგი თავის ბლოგზე დადებს იმ საინტერესო ნაშრომს, რამაც მას ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება არგუნა წილად ^_^

ჩანაწერები ძალიან სასაცილო აღმოჩნდა. ბევრი ვიმხიარულეთ, თან ამ ყველაფერს ჰამბურგერების, ნამცხვრების, ლუდის და გაზიანი სასმელების ფონი ედო.

2

———————————————————————————————–

ჩემი დაწერილი ტექსტი თემაზე ”ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა” (თემის ავტორი ჩორვენი)

ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა. კოკოლამ მოიქნია ყური და ღორტყომორწყი კედელს მიანარცხა, გაბრტყელდა ღორტყომორწყი, მაგრამ როს ღოტყომორწყია 9 სიცოცხლე თუ არ ექნა, ჰოდა დარჩა 8 სიცოცხლე საწყალს.

კოკოლამ მშვიდად განაგრძო ლაინეიჯის თამაში.

ღოტყომ გაიფიქრა, ჩემი ღორტყოობა არ იქნება, ამ თავგასიებულს მაქსიმუმ ყურზე, ან მინიმუმ ნიკაპზე თუ არ ვუკბინეო და კოკოლას ფეხზე ააცოცდა.

კოკოლა ისე იყო გართული ჩარის კაჩაობით, რომ იფიქრა ”დახრა მეზარება და ნიკაპამდე რომ ამოვა მერე მეორედ მივაბრტყელებო”.

მაგრამ ის დაავიწყდა, რომ ღორტყომორწყს ფეხზე თუ დაისვამ, თავზე აგაცოცდება და ვერც გაიგო, როგორ დაიწყო ღორტყომ კოკოლას ნიკაპის ლოღნა.

ამ დროს კოკოლას ვიღაცამ მისწერა სკაიპში, ჩქარა გამოდი სახლიდან, ბლოგერების შეხვედრაზე დაგაგვიანდებაო.

კოკოლა წამოხტა და ფერადი ღორტყომორწყი მობერილი ნიავისგან კოკოლას თავზე მოექცა, მაგრად ჩაეჭიდა თმაში და მასთან ერთად გაემგზავრა ბლოგერების შეკრებაზე, თან ფიქრობდა ”მაინც ამოვთხრი, მაინც დაგკბენო”.

როგორც იქნა მივიდნენ კოკოლა და ღორტყო ბლოგერების შეკრებაზე, და ის იყო ღორტყომ დააპირა ყურზე კბენა, რომ უცებ გაუსწორდა იქაური სიტუაცია და ჰამბურგერების სუნი და მინაბულს ჩაეძინა კოკოლას თმაში…

და ალბათ ახლაც იქვე სძინავს…

———————————————————————————————–

მერე ლიკამ შემოგვთავაზა მაფიოზობანას თამაშის იდეა. ყველამ ავიტაცეთ. ოღონდ ეს ის მაფიოზობანა კი არაა, კარტს რომ არიგებ და თვალის ჩაკვრით რომ კლავ, არამედ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე რომ გამოგაქვს დასკვნები და ღამე რომ დგება და მაფიოზები რომ თვალებს ახელენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ და ა.შ.

მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ვიცინეთ ^_^

 

დღის პოსტის ავტორი: მროველი თავის ”ეპილატორით”

დღის აღმოჩენა: secrets

დღის ”რა პონტში ძმაო?”: Iverson

დღის ”ვაიმეეეე! რა ემოციებში ვააარ!”: მე ^_^

დღის ”დედა”: ლიკა

 

მოკლედ როგორც აივერსონი იტყოდა ”Magic საღამო გამოვიდა!!!”

 

პ.ს. კსტაწი ახლა Polsky-ს ვთხოვე ფოტოები გამომიგზავნე მეთქი და ერთი წამი სარეცხის მანქანას ვუყურებო… მდეე.. მე ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე და გოიმი ვარ?  :) ))))))))

პ.პ.ს როგორც კი მორჩება პოსლკი სარეცხის მანქანის ყურებას იმწუთას დაიდება ფოტოები ^_^

 

 

დამაბექლინკეთ რაააააააააა!!!!

მეც გაბექლინკებთ ყველას ვინც ამ თემაზე დაპოსტავს:

p.s. არა რა, ისევ დაქალი თუ დაგაბექლინკებს :(

{ 13 comments }

Skype talks

by Sweety on 31 აგვისტო, 2008 · 6 comments

in დღიური

- შეენ? შენ აი მაგალითადრაგაც პონტში ხარ გულჩათხრობილი მარა მაინც დიდი უცნაურობა ისაა რო პატარა მიზნების მისაღწევადაც იბრძვი ხოლმე რავი აი…
მე: მაგალითად?
- ვერ ვხსნი რისი თქმაც მინდა :D აი ყველაზე ჩალიჩა შენ იყავი ფანკლუბში ანუ ნა ტებია მოჟნა რაზჩიტავატ :D
მე: :მო: მადლობა (ბლუშ)
-რასაც იტყვი ის რო ვერ აასრულო შანსია, რაღაც მიზერული რა :D არადა მაინც ვერ ვხსნი რისი თქმაც მინდა :*
მე: მიდი მიდი თქვი
-ვეერ! ვერ ვშვები :D ნუ აი მაგალითად ის ქეთის ***** ამბავი შენ გამოგვიყვანე მაგ დაძაბულობიდან ორგანიზების პონტიც შენ შემოგქონდა კიდე აი გიყვარს ჩალიჩი, კვლევა, ადამიანების “თვალიერება” გევასება
მე: მართალია
- ხო ხვდები რასაც ვამბობ?
მე:  კიი, ინიციატივიანი ვარ
- ანუ იბრძვი რაღაც მიზნებისთვის და ამ ბრძოლაში გიწევს ჩალიჩი და კვლევა რა :)
მე: ეგ იმიტომ რომ ლიდერის თვისებები მაქვს :D
- ხო აი
მე: პროფესიული ამბავია :P
- მარა ფანკლუბში მაინც ლიდერის სტატუსსზე პასიური იყავი ალბათ დროის გამო?
მე: იმიტომ რომ მე ფარული ლიდერი ვარ
- ხოოო აიიი ეგრეეე :D კაკრააზ ვოოტ ეგ მინდოდა მეთქვა :D
მე: როცა საჭიროა, მაშინ ვერევი
- აი აიიიი, ეგ ვოტ ზუუუსტად :D
მე: ;) რა კარგად მიცნობ ე, კაი ბიჭი ხარ :*
- :* მე ეგრე ნუ მიყურებ ადამიანებს მეც კარგად ვათვალიერებ

{ 6 comments }

</