ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი ფორუმელი და ბლოგერი – თათუკა, იგივე ჟეშტის თევზი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს შუბლზე ნაკვეთი ჭრილობით და მალის მოტეხილობით.
ყველაფერი წუხელ ღამის 5 საათზე მომხდარა. “ვარსკვლავების აკადემიის” შენობა ჩამოინგრა, და თათა შიგნით მოყვა. იქ მუშაობს კოორდინატორად. [წყარო]
დილას რომ გავიგე თავზარი დამეცა. კოტემ გამაღვიძა ნიუსით.
ოფიციალური ინფოები არ აცხადებენ შენობის ჩამონგრევის მიზეზებს, სადღაც ფორუმზე ეწერა რომ საყრდენი კედლები მოუცლიათ ისედაც ავარიული შენობისთვის და ამან გამოიწვიაო, უგულავა გამოსულა და უცნობია მიზეზებიო.
ვარსკვლავების აკადემიის შენობის ნანგრევები
თემო საჯაია გამოვიდა (პროექტის ერთ-ერთი მონაწილე) და თქვა რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა შენობის სარდაფში და ეტყობა ამის გამო მოხდაო…
ანუ მეც უფრო მგონია რომ თითონ დაინგრიეს თავზე ის შენობა. რუსთავი 2-ის საოცარ კომპეტენტურობას და პროფესიონალიზმს ვენაცვალე!!!
როგორ უნდა გაწირო 14 ადამიანი, არ დაუჯერო არქიტექტორების კონსულტაციებს რომლებიც გიმტკიცებენ რომ შენობა ავარიულია და ვერ გაუძლებვს ამდენ მინგრევ-მონგრევას და მაინც თავი დაადო ჯიუტად და თავზე ჩამოინგრიო 5 სართული…
ღმერთო რა…
P.S. როგორც კი რამე ინფოს გავიგებ, ეგრევე დავპოსტავ.
ვარსკვლავების აკადემიის შენობის ნანგრევები
ბოლო დღეებში აქტიურად ჩავუჯექი FACEBOOK-ს. ძირითადად Pet Society-ს ვთამაშობ. გავაფანატე მაგ თამაშზე. Moshi Monster-ს ათასჯერ ჯობია…
კიდევ ახალი გვერდი გავხსენი მანდ: Sweet Reality [Blog]
ვინც facebook-ს აქტიურად იყენებს, შეუძლია შემოგვიერთდეს
უკვე 8 ადამიანი მყავს ფანკლუბში.
მაგარი გასართობია.
მოგიწოდებთ თქვენც გახსნათ საკუთარი ბლოგების გვერდები
—-
წინის წინა პოსტში რომ ვახსენე, იმ საიტიდან გავუგზავნე კოტეს ღია ბარათი: სრულად წაკითხვა →
ყველა ხედავს, რომ inspiration აღარ მაქვს. სიმღერას თავი დავანებე. სამსახურსაც. სახლში ვარ. არაფერი მინდა. უკვე მესამე კვირა ხდება. მიზეზებიც ყველამ კარგად იცის.
ამ ყველა ცვლილებაში ყველაზე მტკივნეული სიმღერაა. აღარ მემღერება და რა ვქნა. და თუ შემთხვევით ხმა ამოვიღე, ისეთი საშინელება ამომდის პირიდან, რომ საშინლად ვიგრუზები. ჩემი თავისაც მიკვირს, მაგრამ ასეა. ამასთან ხასიათიც შემეცვალა. ადრე ცუდად თუ ვიყავი სიმღერას ვაყოლებდი გულს ახლა ეს ბრაზი გულში მრჩება და კაპარჩხანა დედაკაცივით მთელი დღე გარემოს ვწამლავ. კოტე გაოცებულია. მაგრამ რატოა გაოცებული. ეს ხომ მარტივია
ჩემი ვოკალის მასწავლებელი ჩემზე გაბრაზებულია. იმ ავადსახსენებელი პოსტის დაწერის შემდეგ სულ სახლში ვიჯექი და ვოკალზე სიარული არ მინდოდა. განწყობა არ მქონდა. თან გარეთ თოვლი იდო, ციოდა. ძალიან მეზარებოდა და 4 გაკვეთილი გავუცდინე. ქალი გაგიჟდა მგონი
ძალიან ცუდად მოვიქეცი
სულ მინდა დავურეკო და ვერ ვბედავ. თან 4 გაკვეთილის ფული მაქვს მისათანი. ანუ მაინც მომიწევს ადრე თუ გვიან და ვერ ავარიდებ თავს. რაც დრო გავა მით უფრო გამიჭირდება დარეკვა მაგრამ თავს ვერ ვერევი.
წინა თებერვალში, როცა აკადემიის კასტინგზე გავედი მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ვინც მხარს მიჭერდა და მბალეშიკობდა აქტიურად. ფაქტობრივად მან გადამაწყვეტინა კასტინგზე გასვლა. სახლში რომ მოვედი ემესენში დამაყარა შეკითხვები ”ააა, რა მოხდა კასტინგზე?” და ძაან მელოდებოდა. სხვა შემთხვევაში არც გავიდოდი. იასნა, ყველა ჩემი მეგობარი მბალეშიკობდა და მხარს მიჭერდა. დაჟე კოტეც, რომელიც ზოგადად წინააღმდეგია მაგ პროექტის, მაგრამ იმის გულწრფელი აღტაცება მაინც სხვა იყო..
სრულად წაკითხვა →
ინტერნეტი გათიშული მქონდა ორი დღე, იქმადე ბლოგი მქონდა გათიშული. მოკლედ ტერორში ვიყავი. დღესაც გაითიშებოდა ალბათ გადაუხდელობის გამო ტრაკი რომ არ ამეწია და არ გავსულიყავი გადასახდელად. მართალია ტაქსით მივედი და წამოვედი მაგრამ ისეთი ცუდი ამინდი იყო რო სასტიკად მეზარებოდა
მოკლედ ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ თავი მემართლებინა თუ რატომ იყო ჩმეი ბლოგი გათიშული და რატომ არ ვპოსტავდი.
სამაგიეროდ საინტერესო რაღაცეები მოხდა. მოდი ორ პოსტად გავაკეთებ.
8/12/08, ორშაბათი ~
კოტე ჩამოვიდა მივლინებიდან. დილის 8 საათი იყო. სახლში იდილია დავახვედრე. ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული. წინა ღამით ვიფიქრე გავათენებ და ისე დავხვდები თქო. რაღაც კარტოფილის, ყველის და ვერმიშელის pie გამოვაცხვე. ფანტაზია მოვიშველიე. მაგარი გამოვიდა.
რეცეპტი:
გათლილ კარტოფილს მოხარშავ, დაჭყლეტ, შიგნით ჩაზელ დაფშვნილ ყველს. მარილი გემოვნებით.
თან მოხალავ ვერმიშელს მშრალ ტაფაზე. რომ შეწითლდება, დაასხამ წყალს ისე, რომ ოდნავ დაიფაროს ვერმიშელი და დაახურავ თავზე. უნდა ჩაიხარშოს ამ წყალში. როცა ჩაიხარშება, დააგდებ კარაქს ან ზეთს და ერთი ხუთი წუთი გააჩერებ.
შემდეგ გამზადებულ ყველ-ჩაზელილ პიურეში შეურევ მოშუშულ ვერმიშელს ჩააგდებ 25გრამ კარაქს და გაანაწილებ ცხიმწასმულ ”ჟარონაზე”. (ჟარონა უნდა იყოს ცოტა მაღალი და პატარა. ანუ ნამცხვრებისთვის რომ იყენებნ ისეთი და არა ქათმის შესაწვავად)
ზემოდან მოასხამ წინასწარ გათქვეფილ 2 კვერცხს და შედგამ 150° გახელებულ ქურაში (დუხოვკაში). მე ცეცხლი მივეცი ზემოდან და კვერცხი რომ მოიბრაწა მერე ორივე მხრიდან. დაახლოებით 30 წუთში მზად იქნება.
ამ კულინარული შედევრის შემდეგ მერე 2 ფილმს ვუყურე: მაგრამ გამთენიისას მაინც ჩამეძინა.
დილით კოტეც ჩამოვიდა და გამაღვიძა. ძალიან მომენატრა. ისეთი დაღლილი იყო რომ ფეხზე ძლივს იდგა. ბეილისი და შოკოლადი მომიტანა
ძლივს ავდექი (1 საათის ჩაძინებული ვიყავი), ჩაი და ბეილისი დავლიეთ + ჩემი შედევრი გავსინჯეთ. მოეწონა. მერე დავიძინეთ.
მეორე დღეს ყველაფერი მოვუყევი. ასე მითხრა ”ვიცოდიო, მე რას გამომაპარებო”. ჩემი აზრით მართლა იცოდა. იმაზე უკეთ მიცნობს ვიდრე მე ვიცნობ ჩემს თავს, იმიტომ რომ მე ჩემს თავს ვატყუებ და კოტეს ვერა
ჩემი ბულთი. მიყვარხარ, ე…
მერე ინტერნეტი არ გვქონდა და ტელევიზორს ვუყურებდით და ვუკრავდით.
სიმღერა დავწერეთ ერთად!!! ძალიან მომეწონა ეს პროცესი. კოტე რაღაც აკორდებს იღებდა გიტარაზე მე თვალები მქონდა დახუჭული და მელოდიას ვმღეროდი და რომ გავახილე მივხვდი რომ ეს უნიკალური მელოდია იყო რომელიც არსად გამეგონა. ანუ ჩვენ დავწერეთ!!!
ისეთი მაგარი სიმღერაა!!! აუცილებლად დავწერ ტექსტს და ჩავწერ.
გადავწყვიტე, რომ ვარსკვლავების აკადემიაზე აღარ ვიფიქრო. კოტესაც არ უნდა და მეც გავიაზრე რომ არ მინდა. ოღონდ მართლა არ მინდა და არა იმიტომ რომ თუნდაც კოტეს არ უნდა. ვოკალზე სიარულს არ დავანებებ თავს. ჩემს სიმღერებზე ვიმუშავებ. კოწიკამ დამანახა რომ ჩემით მიღწეული რაღაც უფრო ფასეული იქნება ვიდრე ის რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ხომ მაინც ჩემი თავისთვის მინდა მუსიკა და კოტესთვის. სხვა არაფერი მინდა
საკუთარ სიმღერებს ჩავწერ და მეგობრებს გავუგზავნი მესინჯერებში.
It’s still happiness!
გადაწყევტილი მაქვს რომ ეს ახალი წელი ყველაზე მაგარი უნდა იყოს! პირველი ახალი წელია ერთად და ერთ ჭერქვეშ! :jump:
ოღონდ ვერ გადავწყვიტე: მეგობრები მოვიწვიო და საახალწლო ვახშამი გავაკეთო თუ მარტო მე და კოტე ვიყოთ თუ სადმე წავიდეთ თუ რა ვქნათ?
კვატ, მომეხმარე ფიქრში…
- ვოკალზე ვიწყებ სიარულს! :bis:
უფრო სწორად: მინდა დავიწყო! თებერვალში რომ ჩავფლავდი მომავალ თებერვალს რევანშის ასაღებად ვემზადები! 
I am not kind of girl who gives up that easy!
თათამ გამიგო ვოკალის პედაგოგის ტელეფონი და დღეს ან ხვალ მივადგები. მთელი დილაა ვურეკავ, მობილი გამორთული აქვს შეიძლება გაკვეთილზეა. ახალგაზრდა გოგოაო, კარგად გაუგებთო და თან ეგრევე გეტყვის გამოგივა თუ არა რამეო.
მოკლედ დიდ ნერვიულობაში ვარ რას მეტყვის… რომ მითხრას, ”რა სიმღერა შვილო, წადი სახლი დაალაგეო”… 
Iverson-ის პოსტმა სტიმული მომცა მგონი.
ბრაკი ოცნება მაქვს – მოტივაცია არ მოყვებოდა თან :/
ნუთუ ჩემსასაც? არ დავნებდები! რამდენი discaurage-მაქვს არადა: დედაჩემი – ”შენ ხმა არა გაქვს!”, კოტე – ”მერე 3 თვე მარტო უნდა ვიყო?”…
ზატო რამდენი encaurage? Iverson, Secrets, თათა, ხიმში… ეს ოთხი ადამიანია ვინც მეჩიჩინება რომ don’t give up, Grab your chance! და მერე მრცხვენია ხოლმე რომ წიპა ”იმედებს ვუცრუებ იმ ადამიანებს ვისაც ჩემი სჯერა”… 
რამდენი წელია ვერ მივეთრიე ვოკალის პედაგოგთან.
ჯანდაბა მეტაკოს! როგორც კი ტელეფონს ჩართავს, ეგრევე დავურეკავ!
- საბერძნეთში მივდივართ კათოლიკურ შობას!
თუ ახალი სამსახურიდან ავიღე ის ანაზღაურება რასაც ველოდები, აუცილებლად წავალთ მე და კოტე საშობაოდ ათენში. მარინასთანაც (კოტეს დედა) შეთანხმებულია უკვე და მოკლედ იქ დიდი ამბები დაგვხვდება. იმედია, იქამდე მოვახერხებთ ციფრულის ყიდვას და ფოტომასალით ჩამოვალ
გუშინ სკაიპით დავურეკეთ და გვიყვებოდა როგორ ზეიმობენ შობას საბერძნეთში. რა საოცარია, ეგეც ხო მართლმადიდებლური ქვეყანაა… მაინც 25-ში აქვთ შობა. რაც მთავარია, გართობა იცის რა ხალხმა. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” არ მიუვარდება არავის ჰელოვინზე
რაღაცნაირი მართლმადიდებლობა აქვთ, ლიბერალური. ხო არ გადავინათლო?
მარა რად უნდა გადავინათლო? მოკლედ დაიბნევა კაცი… მაგათაც მართლმადიდებლები ჰქვიათ და ჩვენც?
მართალია ჯერ დიზაინის კეთება არ დამისრულებია, მაგრამ ზოგი პროდუქტი უკვე ავტვირთე. ვფიქრობ დავასრულო და მერე დავდო ლინკი, თუ ჯერ დავდო და მერე დავასრულო?. ალბათ უფრო პირველი. თქვენი პრეტენზიების თავი არ მაქვს. 
გადახდის პრობლემა ვერ მოვაგვარე. ჯერჯერობით ნივთის გადაცემასთან ერთად ხდება გადახდა. მინდოდა E-money-ს ინტეგრირება, მაგრამ ტვინი ამერია. ვერ შევძელი მარტომ. არავინაც არ მეხმარება
ბანკთან ჭიდაობა მეზარება. ამიტომ ისევ ასე მირჩევნია. მიუტან – გადაგიხდის!
რამდენიმე მიმართულება მექნება:
სადღესასწაულო კოსტუმები
ხელნაკეთი სამკაულები
სერიალები DVD-დისკებზე
სხვადასხვა -ნივთები upon request: თუ ვინმე სამკაულებს ან ხელნაკეთ ნივთებს ქმნის (ან ტანსაცმელი/ფეხსაცმელი), შემიძლია მინიმალური საკომისიოს გადახდის შემდეგ (ამას მოვიფიქრებ კარგად და მაღაზიის საიტზე დავწერ) განვათავსო მათი პროდუქტები ჩემს მაღაზიაში.
მოკლედ აი ასეთ ხასიათზე ვარ რა:
[ნუ გეზარებათ მუსიკის მოსმენა. ქართულ სერვერზე დევს
]
აჰემ.. ხო
ქეთიმ ვერ გაიმარჯვა.
2 ადგილზე გავიდა.
და ლონდონში უშვებენ 10 კვირით.
I am So Sorry…
პარასკევს!
6 ივნისს!
საღამოს 10 საათზე!
გაიმართება ქართულ ტელესივრცეში ყველაზე გრანდიოზული პროექტის – ”ვარსკვლავების აკადემიის” ფინალური კონცერტი!!!
თუ შენ ხარ მაგთის ან ბალის აბონენტი,
თუ გიყვარს როკ-მუსიკა და
გინდა ქართული შოუ-ბიზნესის განვითარება,
შენ გეძლევა უკვე მხოლოდ 3 დღე იმისათვის, რომ დარეკო ნომერზე
2008-03
და მისცე შანსი ქეთი ორჯონიკიძეს
მოიგოს ვარსკვლავების აკადემიის ფინალური შერკინება!!!
ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!
1 ზარიც კი გადამწყვეტია!
მიდი!
დარეკე!

ზარის ღირებულებაა სულ რაღაც 50 თეთრი. არ დაიშურო…
დილით ახალი კეტები ვიყიდე.
საბერძნეთში ამანათი ვერ გავაგზავნე. ავტობუსი წასული დამხვდა.
მერე კონცერტზეც წავედი.
ქეთის სახლში მივედი. რუსიკო დეიდამ ბოდიში მომიხადა იმაზე რომ ხიმში თქვა.
და ჩამეხუტა.
კინაღამ ვიტირე…
ბიჭებმა სახე ყვითელი გუაშით მოიხატეს. გოგოებმა თმაზე წაისვეს – წითელი.
მეც მქონდა 2 ზოლი წითლად შეღებილი. ძლივს მოვიშორე ისე…
გიოს ზეთის საღებავი დაასხეს თავზე შემთხვევით და მერე 2 საათი ბანდნენ.
ერთი პლაკატი ხატვისას გაგვიფუჭდა.
ქეთის ძალიან საინტერესო ოთახი აქვს.
მისი კომპიუტერი განადგურებულია თითქმის.
საწყალი კომპიუტერი.
რომ გამოვა, ალბათ ახალს იყიდის
)
ტელევიზიამდე ფეხით ვიარეთ და ქუჩაში ვყვიროდით ”ქეეეეეეე-თი!”-ს.
დაცვამ დიდხანს არ შეგვიშვა.
საბოლოოდ, როცა შევძვერით, 14 კაციანი ადგილი გამოგვიყვეს სცენის მარჯვნივ. 14 კაცზე მეტნი ვიყავით. ზოგი ვერ მოხვდა შიგნით.
ქეთის მაგრად იმღერა.
ნათია და ღავთაძე დასახელდნენ.
მერე ვირბინეთ. წვიმდა სასტიკად.
კორიდორს დაცვა იცავდა… ქეთი გამოვიდა ნათიასთან ერთად და ავტობუსში ავიდა.
მერე ისევ ვირბინეთ. ისევ წვიმდა.
კონცერტის მერე გვარიანად დავსველდით ყველა.
მე ქოლგა მქონდა და შედარებით მშრალად გამოვძვერი.
ისევ ქეთის სახლში ავედით.
რუსიკო დეიდამ ქეთის ლექსების კრებული მაჩუქა.
მერე ტაქსში ჩავჯექი.
მგონი შემდეგ კონცერტზე აღარ წავალ…
4000 მისტიკური ხმა.
რამდენი ვიწვალე, ვიშრომე…
და ქეთის დედამ მაინც ხიმში თქვა იქ რომ მივიდა…
ეეე… კაით რააა….
მიყვარს ეს გოგო.
უკვე ორი კვირაა…
უყურეთ ვარსკვლავების აკადემიას ყოველდღე 19:00 საათზე ხოლო კვირას გალა კონცერტს 21:00 საათზე, და ვინც ყველაზე მაგარი იქნება სწორედ იმაზეა საუბარი.
აუცილებლად გავიცნობ.
ბლოგი: ქეთი ორჯონიკიძე: ფან-კლუბი
ქეთ…
დილით ავდექი 2 საათზე, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ბიძაშვილმა გამაღვიძა – რაღაც დოკუმენტი გამიგზავნეო.
როგორც იქნა ავწიე თავი მაგრამ ევრ გავუგზავნე იმიტომ რომ ფაილი დაზიანებული იყო და მოკლედ მთელი პრობლემები…
მერე კომპიუტერმა ნერვები მომიშალა. მოზილაში ყველა ბუქმარქი წამეშალა.
ძაან გული დამწყდა
არ ვიცი როგორ აღვადგინო ეს ბუქმარქები.
მთელი დღეა ვარსკვლავების აკადემიის გასულ გადაცემებს ვუყურე და დავიგრუზე. ზოგი რა უნიჭოა.
ყველაზე მეტად დიტო მომწონს :უსერ: ძაან მაგრად იმრერა ყველა კონცერტზე.
მერე 5 დღის დაურეცხავ ჭურჭელს მივადექი. იმდენი იყო დაგროვილი რომ აეე…
მაგრამ გავედი ბოლოში უკვე. რამოდენიმე ქვაბი დამრჩა.
სახლიც დასალაგებელი მაქვს და საშინლად მეზარება.
ნატალისთნ დღეს არ წავალ სავარაუდოდ.
რამე კარგ ფილმს გადმოვიწერ და ვუყურებ.
movies.info.ge მომწონს. მაქედან კარგი სიჩქარით მოაქვს პირდაპირ ონლაინ რეჟიმშიც უპრობლემოდ ვუყურებ და რაც მთავარია, ინტერესების სია აქვს საიტს. ანუ აარჩევ შენთვის საინტერესო ფილმებს და ამატებ ინტერესების სიაში. მერე კი, როცა გჭირდება უცებ რამე კაი კინო, ძებნა აღარ გიწევს მთელ საიტზე. თან ამ საიტზე ინგლისური ფილმებიც დევს.
უკვე 5 გვერდიანი ინტერესების სია მაქვს. დღესაც რამეს უნდა ვუყურო.
აი, მაგალითად ამას:
ჩემი საშინელი ძიძა
კომედია, ფანტასტიკა, ზღაპრული (ფენტეზი)
გამოსვლის თარიღი:2005
ფაილის ზომა: 691MB
ხანგრძლივობა: 97წუთი
ხარისხი: TS
ენა: რუსული
აღწერა: დაქვრივებულ მისტერ ბრაუნს, შვიდი აუტანელი ბავშვი ჰყავს, რომლებმაც უკვე 17-ი ძიძა გააქციეს სახლიდან… მაგრამ ახლა ვნახოთ რას მოიმოქმედებენ ისინი ჯადოსნური ძალის მქონე ძიძა მაკფისთან…
მგონი კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჟანრები ”ზღაპრული”, ”კომედია” და ”ფანტასტიკა” კარგად ჟღერს.
ამ ბოლო დროს დავაკვირდი რომ ამ ბლოგზე ყველაფერს ვწერ დღიურის გარდა. ანუ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას საერთოდ აღარ ვწერ. არადა ძაან კაი საწერია…
ამიტომ დავამატე ახალი მინიშნება: დღიური.