სოციალური მედიის დღე 2011

სოციალური მედიის დღე ერთ-ერთი ისეთი ჩემი წამოწყებული ღონისძიებაა, რომლითაც ვამაყობ. ეს ღონისძიება წელს უკვე მეორედ ჩატარდა. ამჯერად “საქართველოს ბანკის” დახმარებით ლისის ტბაზე 50-მდე ბლოგერს ვუმასპინძლე. ჩავატარეთ მხიარული შეჯიბრები და კონკურსები.

გავჭერით სპეციალურად მორთული ტორტი, ბევრი დავლიეთ და ძალიან კარგად გავერთეთ.

ამ ღონისძიებას არ ჰქონდა ინფორმაციული ან საგანმანათლებლო ხასიათი, უბრალოდ ამჯერად სოციალური მედიის დღე ბლოგერების წრეში საზეიმოდ აღინიშნა.

ვპოსტავ მხოლოდ ჩემს პირად რამდენიმე ფოტოს. ჯგუფური ფოტოების მოსანახულებლად ეწვიეთ სოციალური მედიის დღის facebook-ის გვერდს: facebook.com/SMDay.Tbilisi

 

GBD11 – პრეზენტაცია

ქართული ბლოგინგის დღეებზე ვინც ვერ/არ წამოვიდა მათგან ბევრს აინტერესებდა თუ რა თემებზე გავაკეთეთ პრეზენტაციები და მათივე თხოვნით ვტვირთავ ჩემი პროექტის მოკლე პრეზენტაციას.

GBD – Mariam Talakhadze

ფოტოები გადავიღე ძალიან ცოტა და ზოგადად ეს ვოიაჟიც ჩემთვის საკმაოდ მოკლე და დამღლელი იყო. ვეცდები ხვალ მოკლედ დავწერო რა ვაკეთე და რა ხდებოდა.

NCIB – ფინალში გავედი!

ვაშა!!!

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავედი ანუ საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი!

ახლა 6 კვირის განმავლობაში სპეციალურად გამოყოფილი ვებ სივრცის (ბლოგის) მართვა მომიწევს.

NCIB-ს ოფისში, სხვა კონკურსანტებთან ერთად
ინტერვიუ.

NCIB – კონკურსის მეორე ეტაპი

მინდა ბლოგზე ერთი კონკურსის მიმდინარეობა გავაშუქო, რომელშიც ვმონაწილეობ და საკმაოდ ვნერვიულობ მის შედეგებზე.

19 მაისს NCIB-მ ვებმარკეტინგის კონკურსი დაიწყო, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია:

I ეტაპზე – უნდა დარეგისტრირებულიყავი საიტზე, აგერჩია ლობისტი კომპანია და დაგეგროვებინა მინიმუმ 50 ხმა.
II ეტაპზე – უნდა გაგეგზავნა ლობისტი კომპანიისთვის შექმნილი ვებმარკეტინგის სტრატეგია.
III ეტაპზე – 5 ფინალისტი სტრატეგიის ავტორმა უნდა მართოს ვებ-მარკეტიგნის კამპანია.

გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც კონკურსის საიტზე წერია, თითოეული კონკურსანტისთვის გამოიყოფა სპეციალური ვებ-სივრცე სადაც მან უნდა განახორციელოს თავისი სტრატეგია.
შედეგები კი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით დაითვლება.

აქ უამრავი კითხვა მიჩნდება:

  • როგორ დაითვლიან ვიზიტორებს?
  • გაითვალისწინებენ თუ არა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა bounce rate? საიტზე გაჩერების ხანგრძლივობა? returning visitors?
  • ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?
  • საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)

ამ შეკითხვებზე პასუხები მართლაც საინტერესოა, თუმცა იმედია მალევე გაირკვევა.

პრიზი კი ძალიან მიმზიდველია – კონკურსში გამარჯვებული 5000 ლარს მიიღებს!

მე ავირჩიე კომპანია “კამპა” და საკონკურსო ნაშრომიც გაგზავნილი მაქვს. ამ კვირის ბოლოს დაიდებაო პასუხები. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა.

ვნერვიულობ…