Posts tagged as:

Sleep

მოკლედ მივდივარ.

ბარგი ჩალაგებული მაქვს. ბათუმში მივდივართ მე და დედაჩემი. ბათუმი ჩემი ქალაქია. დედაჩემს ქალაქი არ აქვს. გონიოო აჩემებული ქონდა მაგრამ გადმოვარწმუნე. მეგობრები მყავს ბათუმში…

(ძალიან მაგარი ფოტოა, გაადიდეთ)

batumi_beach

ნახევარ დღეში მოვახერხე:

  • ხვალინდელი წასაღები ნივთების პატარა სიის ჩამოწერა.
  • ჩემი და კოტეს ტანსაცმლის გაუთოება, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში არ ვაუთოვებდი, უბრალოდ მეზარებოდა და იმიტომ.
  • ჭურჭლის დარეცხვა და სამზარეულოს მაქსიმალურად მოწესრიგება.
  • ტანსაცმლის დარეცხვა, რომ ნახევარი ხვალ წავიღო და მეორე ნახევარი კოტეს დავუტოვო.
  • ბარგის ჩალაგება თან ორჯერ (ორჯერ იმიტომ რომ პირველ ჩადებაზე დიდი პირსახოცის ჩადება დამავიწყდა.

მარინა გავაცილეთ დღეს. 10-ზე უკვე იქ ვიყავით და რეგისტრატურაში გვითხრეს, 12-ზე გავაო, მარა 1-ზეც ისევე არ გასულა, როგორც მე მთელი დილა მეძინა… (მამენტ ფეხზემდგომელას კი მეძინა 6_6). დაახლოებით 2-ის ნახევარზე დაიძრა ავტობუსი. და მაგის მერე კიდე 10 წუთი ეზოში იდგა. არ მიყვარს 4 საათიანი გაცილებები. ისედაც დაგრუზული ვიყავი…

კიდე, დავასკვენი, რომ 20-25 წლით უფროს ადამიანებთან ახლო ურთიერთობა არ გამომდის, უხერხულობის და დისკომფორტის შეგრძნება მიჩნდება დაახლოებით 15-20 წუთის მერე, ხოლო 1 საათის მერე სრული თვითგანადგურების მექანიზმი მერთვება, თავბრუსხვევებით და გულისრევის შეგრძნებებით.

წუხელ თემქაზე გავათიეთ.

კოტემ ძილის წინ გამაბრაზა (მიზეზი აღარ მახსოვს) და გადაბრუნდა და ამოუშვა ხვრინვა, მე კიდე დაბოღმილმა მთელი ღამე ვერ დავიძინე.

ჯერ ჩაბნელებული სახლი შემოვიარე, მერე ფანჯარა გავაღე და გადავეყუდე. მერე ვიფიქრე იატაკზე დავწვები თქო მარა რაღაც ცოტა არ იყოს ციოდა. 1 საათის შემდეგ გადავწყვიტე კოტეც გამეღვიძებინა. დავუწყე ჯუჯღუნი, შენი ბრალია რომ ვერ ვიძინებ და როგორც გინდა დამაძინე თქო.  კოტე გაგიჟდა, აასხა ნერვებმა, რას მაღვიძებო, მერე წამოხტა, ფანჯარა გააღო და გადაეყუდა, მერე იატაკზე დაწვა (ლოლ, ზუსტად იგივე მოქმედებები გაიმეორა, რაც მე მქონდა იდეაში). მერე შესცივდა და ისევ ლოგინში გადაწყვიტა ძილის გაგრძელება. ამასობაში მეც ჩამეძინა.

3 საათის ძილიც არ გამოგვივიდა. დილას თავგასიებულები ვიყავით ორივე.

მოკლედ ხვალ ბათუმში მივდივარ.

ჩემი კომპიუტერი ალტაში განისვენებს. ხვალ უნდა დავრეკო და მოვიკითხო, როგორ არის. 1 კვირა ვერ ვნახავ. ხო, ალბათ ერთი კვირით მივდივარ ბათუმში. არ ვიცი.

კოტემ დღეს ბლოგერის დეშბორდზე ბლოგერის ლოგოიანი მაისური დაინახა და ძალიან მოეწონა. არ გინდა გავაკეთოთო?.. მეთქი, კი მაგარია. მერე მეც დავსერჩე, სხავდასხვა პროდუქცია აღმოვაჩინე.

ეს მომეწონა, საკაიფოა:

GO0068

ალბათ გავაკეთებთ მაისურებს. უფრო კაი იქნება ეს ლოგო და ზემოთ კიდე ერთი ხაზი დაემატოს “Georgian”. ანუ ჯორჯიენ ბლოგერის პონტში. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს. თუმცა თუ ძაან ბევრი მსურველი მოგროვდა, არამგონია პასუხისმგებლობა ავიღო. რაც ინტელას დაემართა ფორუმის მაისურებზე, უხარისხო რომ გამოვიდა, მაგას ვერ გავუძლებ.

 

ბათუმიდან რომ ჩამოვალ, პატარა ბლოგერ ფართის ვაპირებ, ჩემთან სახლში. პიცაზე, ჩაიზე და ნამცხვარზე ალბათ. ^_^

მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ.

 

…რომ ჩამოვალ :)

{ 9 comments }

</